Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 4

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 4

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1  შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 828 გახდა. ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 694-ს მიაღწია. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი.კორონავირუსით საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა.

     

  • „უნდა შეჩერდნენ რუსეთის მოკავშირეები, მათ შორის საქართველოშიც“– ივანიშვილი პუტინთან მოკავშირეობის გამო შესაძლოა ამერიკული სანქციების სიაში მოხვდეს

    ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკელი მარკუეინ მალინი ეხმაურება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს, სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”.

    “უნდა შეჩერდეს რუსეთის აგრესია და მისი მოკავშირეები, მათ შორის, საქართველოში. ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგია შეიცავს რუსეთის მიმართ ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც კი აქამდე ყოფილა “, – წერს მალინი ტვიტერზე.

    ანგარიშში 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ დღემდე არსებული სანქციები პუტინის იმ საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც “ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან” საკმარისად არ ეხება და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  უნდა გააფართოვოს სანქცირებულთა  სია და ამ სიაში უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც სახელდება.

    “რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

    არსებული სანქციები საკმარისად არ ეხებიან პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედია იმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

    უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რადგან კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები და ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა”,- წერია ანგარიშში.

    ანგარიშს ხელს აწერენ კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.

     

  • “ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”–ამერიკელი კონრესმენები

    აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაციონალური უსაფრთხოების სტატეგიის  ანგარიში  სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

    ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რუსეთი აგრესიის ძველ და ახალ ფორმებს იყენებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესარყევად. მათ შორის ჰიბრიდულ ომს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და კიბერ შეტევებს სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ.  დამატებითი სანქციებია საჭირო იმისათვის, რომ რუსეთს გაუძნელდებს აგრესული და მადესტაბილიზირებელი ქმედებების დაფინანსება.

    ანგარიშში ნათქვამია,  რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში  ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.

    “რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

    მაგალითად, ამისათვის საჭირო იქნებოდა კანონმდებლობა, რომელიც დააწესებდა სანქციებს ამ ახალი უფლებამოსილების შესაბამისად ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე.  არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედია იმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

    უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რადგან კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები და ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა”,- წერია ანგარიშში.

    ანგარიშის ავტორები არიან კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.

  • ვლადიმერ ზელენსკი კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმეს

    უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქალაქ ხმელნიცკში კაფეში ყოფნისას კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    პრეზიდენტის პრესსამსახურმა 3 ივნისს ფოტო გაავრცელა, რომელზეც კაფეში ერთ მაგიდასთან მსხდარი ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ჩანან მაშინ, როდესაც სარესტორნო მომსახურება დახურულ სივრცეში 5 ივნისამდე აკრძალული იყო.

    4 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცავები ზელენსკისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ კარანტინის წესების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეისწავლიდნენ.

     

  • ბახტაძესთან შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას ასეთი ინტერესი აქვს – კობახიძე საარჩევნო სიაზე

    უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნების პარტიულ სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მოხვდეს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

    “მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში, ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, რა თქმა უნდა თავად პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე. ყველაფერი დანარჩენი, რაც სიას უკავშირდება, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. გვექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებთ ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს. ყველასთან გვექნება საუბარი, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება სია. კონკრეტული კონსულტაციები ჯერ არავისთან ყოფილა” , – განაცხადა კობახიძემ.

    მთავარი არხის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ბახტაძეს სიის ლიდერობა შესთავაზა. 

    მამუკა ბახტაძე “ქართული ოცნების” მე-4 პრემიერი იყო. ის 2019 წლის 2 სექტემბერს “ფეისბუქ” პოსტით გადადგა.

  • შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ, ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ – თენგიზ ცერცვაძე

    შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ, ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ – თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბოს, რომ საზოგადოება სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე, მაგალითად კი “ფაბრიკაში” გადაღებულ ფოტოს იშველიებს.

    “ჩვენთან, საქართველოში დამთავრდა პირველი ტალღა და ამან დათვური სამსახური არ გაგვიწიოს. რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი საზოგადოება და ძალიან სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე… ბევრი მაგალითი იყო, როცა ხალხმრავალი შეკრებები განახლდა. სურათი დაიდო Facebook-ზე, კაფე “ფაბრიკაში“ ელემენტარულად არ იყო დაცული არანაირი სოციალური დისტანცია, პირბადეები, არაფერი”,- უთხრა ცერცვაძემ პირველ არხს.

    მან საზოგადოებას მოუწოდა, ზედმეტად ნუ “აიწყვეტენ”, დაიცვან სოციალური დისტანცია და ეკეთოთ ნიღაბი.

    “სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს? მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა. “,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

  • კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – თეგეტა მოტორსი

    კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – თეგეტა მოტორსი

    თეგეტა მოტორსი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    კომპანიის ინფორმაციით, ინფიცირებულების კონტაქტები იზოლაციაში არიან გადასულები.

    “ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი (COVID-19). აღნიშნული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან. აღნიშნული თანამშრომელს შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა. იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ისინი გადაყვანილია იზოლაციაში. ამავდროულად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი”,- წერია კომპანიის განცხადებაში.

    მათი ინფორმაციით, თეგეტა მოტორსი ჯანდაცვის რეკომენდაციებს სრულად იცავს.

    “თეგეტა მოტორსი ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სრულად იცავს საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები”, – აცხადებს თეგეტა მოტორსი.

    დღეს საღამოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, რომლების ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. 

  • ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ბახტაძეს ქართული ოცნების საარჩევნო სიის ლიდერობა შესთავაზა

    ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ქართული ოცნების საარჩევნო სიის ლიდერობა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს. ჯერ-ჯერობით  უცნობია დათანხმდება თუ არა  მამუკა ბახტაძე წინასაარჩევნო ბრძოლაში პირველ ნომრად ჩართვაზე თუმცა ყოფილი პრემიერისგან  უარის მოლოდინი გუნდში არავის აქვს.

    “ოცნების” რიგით მეოთხე პრემიერი გასული წლის ორ სექტემბერს წავიდა. ჯერ საკმაოდ ვრცელი ფეისბუქ პოსტი დაწერა და მმართველ პარტიას ქვეყნის განვითარების მისეული ხედვა წარუდგინა, შემდეგ კი ჟურნალისტებს შეხვდა, თითქმის ორსაათიანი კითხვა-პასუხი 2020 წლის არჩევნებზე საუბრით დაასრულა.  ამის შემდეგ მამუკა ბახტაძე თითქმის ცხრა თვეა საჯაროდ აღარ აქტიურობს. “ოცნებასთან” საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია და მმართველი პარტიის პოლიტსაჭოს წევრად დარჩა.

    მმართველი პარტიის სიის ფორმირებაზე კომენტირებისას თავშეკავებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. ის პირდაპირ ამბობს, რომ როგორც ქალაქის მერს ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს აღებული და მერის მანდატის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

    ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ვის დატოვებს და ვის არა 2020 წლის გადამწყევტ საარჩევნო სიაში  “ქართული ოცნების დეპუტატებიც” ელოდებიან და არ მალავენ, რომ მმართველი პარტიის სიით ბრძოლას, შემდეგ კი დეპუტატობას ისევ ისურვებდნენ.

     

  • ოპოზიცია ხარზე მეტად ჰგავს ძროხას, გავაგრძელებ წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულებას – კობახიძე

    ოპოზიცია ხარზე მეტად ჰგავს ძროხას, გავაგრძელებ წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულებას – კობახიძე

    უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ კობახიძის საარჩევნო სიის სათავეში ყოფნა ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს.

    კობახიძის თქმით, ოპოზიცია ხარზე მეტად ჰგავს, თვითონ კი მზად არის, წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება გააგრძელოს.

    “ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ, რომ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ადგილი მიეჩინოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ქართული საზოგადოება მიუჩენს საკუთარ ადგილს ოქტომბერში”, – განაცხადა კობახიძემ.

  • დაჯარიმდება თუ არა ტაქსის მძღოლი თუ მგზავრი პირბადეს არ ატარებს

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ  თუ მგზავრი პირბადეს არ ატარებს, ამისათვის ტაქსის მძღოლი არ დაჯარიმდება. მისივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში, ორივე ინდივიდუალურად, 20 ლარით დაჯარიმდება.

    “მგზავრიც და მძღოლიც ვალდებულია ატაროს პირბადე.  თუ მძღოლი და მგზავრი არ ატარებენ პირბადეს მაშინ ორივე ინდივიდუალურად 20-20 ლარით დაჯარიმდება. ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, ტაქსის მძღოლს ხომ არ მოეხდინა ადმინისტრირება. მაგალითად, არ გაუჩეროს მანქანა, გააჩეროს, ჩამოსვას მგზავრი . ეს ძალიან გაჭირდება, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომ ეს ფუნქცია შეითავსოს. ამის აღსრულება მხოლოდ შსს-ს მოუწევს”. – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.