Category: ახალი ამბები

  • მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, მე ვარ ამ ბრძოლაში – სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს საქართველოს განადგურებას მშვიდად უყუროს. მისი თქმით, წელს გადაწყდება, დაიღუპება საქართველო თუ ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს.

    სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება 8 მილიარდი ლარის საგარეო ვალს იღებს, რაც არა ხალხის, არამედ ხელისუფლების გამდიდრებას მოხმარდება.

    ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

  • შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღაა – იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

    შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღაა – იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, რომელთა წყარო ვერ დგინდება, შეიძლება შეფასდეს, როგორც მეორე ტალღა.

    იმნაძის ინფორმაციით, 5 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით ვერ დადგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევა კი მიმდინარეობს.

    “უამრავი კონტაქტი გამოკვლეულია, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში. ერთის შემთხვევაში, ალბათ, გავალთ წყაროზე, მაგრამ დანარჩენი 4 შემთხვევაზე კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა ინფიცირების წყაროზე. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ, პატარა მეორე ტალღა, რომელსაც, იმედი გვაქვს, რომ სწრაფი ზემოქმედებით, ყველაფრის გამოკვლევით, გავაჩერებთ” , – აცხადებს პაატა იმნაძე ფორმულასთან ინტერვიუში.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მარინა ეზუგბაიას ცნობით, მათგან 1 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია. 4-ის წყარო უცნობია.

    ამ დროისთვის დადასტურებულია 828 ინფიცირების შემთხვევა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.

  • ივანიშვილზე წინადადება “ენმ”-ს ლობისტებმა ჩასვეს – კობახიძე კონგრესმენების ანგარიშზე

    ივანიშვილზე წინადადება “ენმ”-ს ლობისტებმა ჩასვეს – კობახიძე კონგრესმენების ანგარიშზე

    უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს „დაბალი რანგის დოკუმენტს“ უწოდებს და ამბობს, რომ მასში ბიძინა ივანიშვილზე წინადადება ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩასვეს.

    “მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი არ არის მაღალი რანგის, მაინც ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია, და ვიტყოდი, სამარცხვინოა, რომ ასეთ დოკუმენტში ხდება ლობისტების მიერ ჩასმული წინადადება. თუ ნახავთ დოკუმენტს, არის ძალიან ვრცელი და მთლიანად დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების მხარდაჭერაზე და მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ უპრეცენდენტოდ მაღალია თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა”,- ამბობს კობახიძე ტვ იმედზე.

    მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია, რომ ქართული ოცნება რუსეთთან არის ალიანსში და დესტაბილიზაციის წყაროა საქართველოში, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ არის “პირველი ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც არ ჰქონია ომი, რომელსაც არ დაუკარგავს ტერიტორიები”.

    “ლობისტურ საქმიანობას აქვს ვიწრო ლოკალური შედეგი, თუმცა ვერავითარ შემთხვევაში ექნება წარმატების ეფექტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ვერც მათი ლობისტებისთვის. სიმართლე იცის ყველამ, სიმართლე იცის ქართველმა საზოგადოებამ და სიმართლე იცის ამერიკის ხელისუფლებამ”,- განაცხადა კობახიძემ.

    ცნობისთვის, “აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

  • დოკუმენტს პოლიტიკური ძალა არ აქვს, რეკომენდაციებია – ზალკალიანი კონგრესმენების ანგარიშზე

    დოკუმენტს პოლიტიკური ძალა არ აქვს, რეკომენდაციებია – ზალკალიანი კონგრესმენების ანგარიშზე

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი სახელდება, როგორც “პუტინის ახლო მოკავშირე ,რომელიც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

    ზალკალიანის თქმით, ამ დოკუმენტს პოლიტიკური ძალა არ აქვს და ის უბრალოდ კვლევაა, რეკომენდაციების ხასიათს ატარებს.

    “მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს, ეს არის კვლევა, ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონდმებლო, ძალა, დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს. ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომელსაც ხელს აწერს ჩვენთვის ძალიან პატივცემული რესპუბლიკელები. მათ შორის 13 თუ 14 კონგრესმენის ხელმოწერაა, აქედან 3-თან მინდა გითხრათ, რომ მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა და მსგავსი რამ არც კი გამიგია”,- თქვა ზალკალიანმა.

    მისივე თქმით, ის ძალიან მოცულობითი დოკუმენტია და იქ არამარტო საქართველოზე, არამედ გლობალურ პრობლემებზეა საუბარი.

    ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ და რუსეთისკენ არ მიჰყავს, ფაქტები სხვა რამეს მეტყველებენ.

    აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშში 13 კონგრესმენი წერს, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში  ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული

  • ივანიშვილი უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნნე აშშ–ის კონგრესის მხრიდან – სამადაშვილი

    ივანიშვილი უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნნე აშშ–ის კონგრესის მხრიდან – სამადაშვილი

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ ივანიშვილი უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე.

    “ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს- ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა, ეს გზა არის, პირველ რიგში, 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობოდ მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ს კონგრესისი მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს და არამხოლოდ პოლიტიკურ მომავალს”,- თქვა სამადაშვილმა.

    ის ხელისუფლებას მოუწოდებს, გიორგი რურუა ციხიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ.

    “ამიტომ, დღეს არჩევანი არის ივანიშვილის ხელში. ჩვენი მხრიდან ვფიქრობთ, რომ ამ განცხადების ფონზე კიდევ ერთხელ გვსურს ხელისუფლებას მოვუწოდოთ გამოიყენონ შესაძლებლობის ფანჯარა, საპყრობილედან გაათავისუფლონ უახლოეს დღეებში პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, შეცვალონ კონსტიტუცია და მოემზადონ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებისთვის ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის 13 კონგრესმენი წერს, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში  ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.

  • ვპირდები, თუ მოვლენ კოალიციურ მთავრობაში, მიიღებენ სამოქალაქო ომს – ხოფერია ოპოზიციაზე

    ქართული ოცნების მხარდამჭერი და პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ოპოზიციას პირდება, რომ თუ ისინი კოალიციურ მთავრობაში მოვლენ, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყება.

    “მე, ხათუნა ხოფერია, ვაძლევ პირობას, რომ ისინი მიიღებენ სამოქალაქო ომს – ამის პირობას ვაძლევ. შეგიძლიათ, ჩანაწერი გააკეთოთ. იმ დღეს, როდესაც ისინი მოვლენ კოალიციით მთავრობაში, მე, ხათუნა ხოფერია, ვპირდები, რომ ჩემს ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო ომი”,- აცხადებს ხოფერია.

    მისივე თქმით, ოპოზიცია ახალ თაობას განადგურებითა და გადაგვარებით ემუქრება.

    “ძალა, რომელიც ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს ემუქრება განადგურებით, გადაგვარებით, იმ დოგმების შემოტანით, რომელიც გააჩნიათ დღეს მათ მფარველებს, როდესაც ამდენი წელი ქართული ეკლესიის დამხობით გვემუქრებოდნენ, იყო ქართული ეკლესიის გახლეჩვის მცდელობა. თავზე გვაჯდნენ წარმოუდგენელი ვიღაც ბაია პატარაიები, საოცარი სიტყვები მოდიოდა იქიდან. თუ ამაზე უნდა გაიზარდოს ჩემი შთამომავლობა და ისინი დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე”,- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს ნიცშე, მას კი ნათქვამი აქვს, რომ “თუ იცი რისთვის ცოცხლობ, არ არსებობს, რომ არ იცოდე, როგორ იცხოვრო”, ახლა ივანიშვილს აქვს გადასაწყვეტი, როგორ იცხოვროს.

     

  • “სიას ივანიშვილი დაალაგებს ანბანის, ან მონობის მიხედვით“–დავით ჭიჭინაძე

    „ქართული ოცნების“ სიაში ვინ პირველი იქნება და ვინ ბოლო, მნიშვნელობა აღარ აქვს, წინიდანაც და უკნიდანაც ერთნაირია და იმიტომ.

    თანაც,  მაგ სიას ერთი პატრონი ყავს, ბიძინა ივანიშვილი და ის გადაწყვეტს,  ანბანის მიხედვით დაალაგოს, თუ  მონობის მიხედვით“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ „ოცნებას“ საზოგადოებისთვის ახალი სახეების შემოთავაზება ძალიან გაუჭირება.

    „ „ ქართულ ოცნებაში“  აღარც პოლიტიკური ფიგურა   დარჩა და არც საზოგადოების  მხარდაჭერა აქვთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ  თან მათი ენა ამომრჩევლისთვის კი არაა განკუთვნილი, ეს ივანიშვილის ყურების მაამებელი განცხადებებია.

    და მეორე, „ოცნებამ“ პრაქტიკულად  ყველა დაპირებაზე უარი თქვა და ამომრჩევლები არაერთხელ გადააგდო. ამიტომ ვფიქრობ, მათ ძალიან გაუჭირდებათ ახალი, წონიანი სახეების მოძებნა და ისევ იმ მინისტრებში და დეპუტატებში იტრიალებენ, ვისაც ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან გადასული.

    რაც შეეხებათ გახარიას და  ბახტაძის სიის სავარაუდო  წევრობას,  მათ პრემიერობის რაიმე განსაკუთრებული კურსები თუ გაიარეს და არ ვიცით, ესეც გაგვიმხილონ, გვეცოდინება მაინც.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

  • ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია – გახარია

    ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობს, რომ 4 შემთხვევაში ინფიცირების პირველწყაროს ვერ დადგენა რისკის შემცველი და საგანგაშოა.

    მისი თქმით, 4-დან 3 ინფიცირების შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

    “ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახარიამ.

    მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ინფიცირებულების პირველწყაროს ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

  • სომხეთს სამედიცინო პერსონალით დავეხმარებით – გახარია

    სომხეთს სამედიცინო პერსონალით დავეხმარებით – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის წევრებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ სომხეთთან, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

    პრემიერი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარების მოსამზადებლად დავალება უკვე მიიღო.

    “ყოველდღიურ კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც, კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენ მეზობელს. აქ ურთიერთოთანადგომა არის უკუდირესად მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალება მიღებული, იმისთვის რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს პირველ რიგში, როგორ ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან”- თქვა გახარიამ.

    სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 14669 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათში ვირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, 18 კი გარდაიცვალა.

  • ახალ ინფიცირებულს მძიმე პნევმონია აქვს, ჟანგბადდამოკიდებულია – ეზუგბაია

    ახალ ინფიცირებულს მძიმე პნევმონია აქვს, ჟანგბადდამოკიდებულია – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6-დან 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას 4 რისკის ფაქტორი აქვს.

    “არის მაღალი ასაკის, არის თირკმლის ქრონიკული დაავადებით, აქვს შაქრიანი დაავადება და პარალელურად აქვს ჰიპერტონული დაავადებაც. ამ ეტაპზე ამ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ჯერჯერობით კრიტიკული არა, ჟანგბადდამოკიდებულია. მასთან მძიმე პნევმონია გვაქვს, ლაბორატორიული მონაცემებიც მისი სიმძიმის შემაფასებელია. დაავადება ჩვენთან შემოსვლიდან ჯერჯერობით პროგრესირებს, ვნახოთ დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება”,- თქვა ეზუგბაიამ.

    მისივე თქმით, 6 ახალი ინფიცირებულიდან 1 მედპერსონალია, 1 საკარანტინო სივრციდანაა, 4-ის პირველწყაროს დადგენა კი ჯერ ვერ ხერხდება და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.