Category: ახალი ამბები

  • აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის – კელი დეგნანი

    ” აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის “- ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „დღეს დილიდან გორში ვიყავი, ამიტომ კონგრესმენების წერილს არ გავცნობივარ, თუმცა გეტყვით, რომ რამე სახის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და საქართველო მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია. წლების მანძილზე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანო კორონავირუსთან დაკავშირებული თანამშრომლობა, როდესაც მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ვირუსის მართვის კუთხით და ამ პრობლემების გადალახვის შედეგად ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ვეძებთ ახალ გზებს, რათა გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა. მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა  კელი დეგნანმა.

     

    ცნობისთვის, დღეს კელი დეგნანი  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალს სტუმრობდა. კელი დეგნანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევას შეხვდა.

  • თუ პარლამენტის წევრი დაარღვევს პირბადის ტარების წესს, დაჯარიმდეს – ოხანაშვილი

    თუ პარლამენტის წევრი დაარღვევს პირბადის ტარების წესს, დაჯარიმდეს – ოხანაშვილი

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთების გამო პარლამენტის დეპუტატებიც უნდა დაჯარიმდნენ.

    ოხანაშვილი მთავრობას მოუწოდებს, დეპუტატებზე არანაირი გამონაკლისი არ დაუშვას.

    „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კოლეგებო, არავითარი გამონაკლისი პარლამენტის არც ერთ წევრზე არ გავრცელდეს. პირიქით, მოვუწოდებ იმასაც, რომ თუ ვინმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს, პარლამენტის თითოეული წევრი დაჯარიმდეს. თქვენი სულისკვეთებიდან, რაც აქ მოვისმინე, მგონი, ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ. თუ მიერთდებით, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არანაირი საგამონაკლისი წესი პარლამენტის წევრებზე, განსაკუთრებით ოპოზიციასთან მიმართებით (ხუმრობით, რა თქმა უნდა) არ დაუშვას.

    შესაბამისად, პირბადის ტარების წესი აი, აქ, დახურულ საჯარო სივრცეში თუ დაფიქსირდება, გამოვიძახოთ პატრული, უზრუნველვყოთ იმის შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოს შევატყობინოთ, ამ შემთხევაში, საპატრულო პოლიციას და პარლამენტის წევრები დაჯარიმდნენ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

    ამჟამად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს განიხილავენ, რომელის მიხედვით, პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო  იურიდიული პირი, რომელიც ადამიანს შენობაში პირბადის გარეშე შეუშვებს, 500 ლარით.

  • კონგრესის განცხადება ნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები – დეგნანი

    კონგრესის განცხადება ნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები – დეგნანი

    აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ კონგრესმენების ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედაა მოხსენიებული, ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა კონგრესის განცხადება ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.

    “კონგრესისაგან რაიმე სახის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს სიტუაცია აკვირდებიან და მნიშვნელოვანია მათთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ წლების მანძილზე ძალიან დიდი ინვესტიცია გავწიეთ და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით.

    ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს პარტნიორობის გასაგრძელებლად. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება. მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები არიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ამ კითხვით მათ უნდა მიმართოთ. საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორც დღეს”,- ამბობს კელი დეგნანი.

    “აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფართოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული

  • საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 831-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 831-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 3-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 831 გახდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი 831 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 694 ადამიანი.

    კორონავირუსით საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა.

     

     

  • თურმე ენმ-მ ჩააწერინა კონგრესმენებს სიტყვა, ყოვლისშემძლე ვართ, გეშინოდეთ- გოცირიძე მთავრობას

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კონგრესმენების ანგარიშზე ხელისუფლების გამოხმაურებებს პასუხობს და ამბობ, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა ყოვლისშემძლეა და კონგრესმენებს ანგარიშში სიტყვებს აწერინებს.

    “„მორიგი სისულელე თქვეს, თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ” კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც ერთი სიტყვა ჩააწერინა. „ნაციონალური მოძრაობა” ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ. „ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლის „ქართულ ოცნებას” და ოქტომბერში იქნება ახალი კოალიციური ხელისუფლება. ეშინიათ და ზუსტად ამიტომ არის”,- ამბობს გოცირიძე.

    მისი განცხადებით, კონგრესმენების ეს განცხადება, ნიშნავს, რომ მორჩა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და ამას არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი ექნება.

    “საფრანგეთში თუკი რაიმე ხდებოდა, ასეთი გამოთქმა იყო – ეს ვოლტერის ბრალია, ეს კი რუსოსი. ტალახში რომ ჩავარდეს ვინმე, ეს ან ვოლტერის ბრალია, ან რუსოსი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, „ქართული ოცნება” იტყვის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის” ბრალია, რადგან მათ ყველგან აქვთ კავშირები: კონგრესში, სენატში, ევროკავშირში, ამერიკის მთავრობაში. თურმე, ჩვენ ვართ ძლევამოსული პარტია და გეშინოდეთ, სწორია! ეს განცხადება გაკეთებულია რუსული ოლოგარქიული ხელისუფლების გათავისუფლებისთვის,“ – განაცხადა გოცირიძემ.

    ცნობისთვის, კონგრესმენების ანგარიშს, რომელშიც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, ხელისუფლებაში პასუხობენ, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩააწერინებს კონგრესმენებს.

    უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილზე წინადადება ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩასვეს. 

    თეა წულუკიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ლობისტების მეშვეობით 2012 წლის ივლისის რიტორიკის დაბრუნებას ცდილობს, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი პუტინის აგენტები არიან.

  • შეგვიქმენი უსაფრთხოება. დაბრუნდი შენს ბუნკერში – სიეტლის მერი დონალდ ტრამპს

    “შეგვიქმენი უსაფრთხოება. დაბრუნდი შენს ბუნკერში “- ასე ეხმაურება  სიეტლის მერი ჯენი დერკანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სიეტლში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

    სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა, ტვიტი სადაც წერდა, რომ სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს, რომლებსაც რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ. „რადიკალ მემარცხენე გუბერნატორსა და სიეტლის მერს იმ დონეზე იგდებენ მასხრად და ათამაშებენ, რისი მსგავსიც ჯერ ჩვენს დიდებულ ქვეყანას არ უნახავს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მე ვიმოქმედებ. ეს თამაში არ არის. ამ მახინჯ ანარქისტებს დაუყოვნებლივ ქედი უნდა მოვახრევინოთ. სწრაფად იმოქმედეთ!“ – ნათქვამია  დონალდ ტრამპის პოსტში.

  • ენმ ლობისტების მეშვეობით ცდილობს, დაუბრუნდეს 2012 წლის რიტორიკას – წულუკიანი ანგარიშზე

    ენმ ლობისტების მეშვეობით ცდილობს, დაუბრუნდეს 2012 წლის რიტორიკას – წულუკიანი ანგარიშზე

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონგრესმენების ანგარიშზე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ლობისტების მეშვეობიტ 2012 წლის ივლისის რიტორიკის დაბუნებას ცდილობს, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი პუტინის აგენტები არიან.

    მისი თქმით, ანგარიში ძალიან სასაცილო და არასერიოზულია.

    ” „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს. ისინი არიან განწირულნი მარცხისთვის, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ პუტინის აგენტები, რომ ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას ისევ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული”,- აცხადებს წულუკიანი.

    მისივე თქმით, ივანიშვილის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოუკიდებლობის გარანტია.

    “უკვე სერიოზულობით ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთია, ვინც არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისითვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო”, — განაცხადა წულუკიანმა.

    “აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული

  • სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

    სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

    სიღნაღის უნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ჩვილი სოფლის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურზე ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ ეტაპზე ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

  • ივანიშვილზე ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული – თურნავა კონგრესმენების ანგარიშზე

    ივანიშვილზე ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული – თურნავა კონგრესმენების ანგარიშზე

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას აზრით, კონგრესმენების ანგარიშში ივანიშვილიზე ფრაზა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და ხელოვნურადაა იმპლანტირებული.

    მისი თქმით, რაც ანგარიშზე წერია, ძირითადად პოზიტიურია.

    “თქვენ თუ ამას გაეცნობით, ნახავთ, რომ თვითონ ამ ანგარიშშიც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური და მათ შორის წერია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა დღეს ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს. აბსოლუტურად დისონანსშია ყველაფერთან ეს ერთი ფრაზა, ამოვარდნილია სრულიად იმ დოკუმენტის კონტექსტიდან, რაზეც აპელირებენ. ზოგადად ჩვენი, ამერიკისა და საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია. იქ არის საუბარი, თითქოსდა „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში და ეს იწვევს დესტაბილიზაციას, მაშინ ამ შემთხვევაში რა შუაშია ის, რომ მაღალ დონეზე არის აშშ-სა და ჩვენი სამხედრო ურთიერთობები. აქაც ჩანს, რომ ეს ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

    უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილზე წინადადება ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩასვეს. 

    “აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული

  • ევროპული საქართველოსა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება – ბოკერია

    ევროპული საქართველოსა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება – ბოკერია

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილისათვის ბრძოლის წინა ხაზზე ვერ იქნება.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს, საქართველოს განადგურებას მშვიდად უყუროს და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

    “ევროპული საქართველოსა და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება. ნაციონალური მოძრაობა მის პარტიაში სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას მათთვის სასარგებლოდ თუ თვლის, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეს საკითხი არ არსებობს და სააკაშვილი ევროპული საქართველოს ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწვეტილებებში ვერ ჩაერევა. თუ მის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა. ევროპული საქართველოს საქმეებში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს”, — განაცხადა ბოკერიამ.

    მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ წელს გადაწყდება, დაიღუპება ქვეყანა, თუ გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს.

     “ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.