Category: ახალი ამბები

  • “გავერთიანდეთ,გავაკეთოთ ერთი დიდი სია“– სააკაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლას სთავაზობს

    “გავერთიანდეთ,გავაკეთოთ ერთი დიდი სია“– სააკაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლას სთავაზობს

    მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერზე ვიდეოს აქვეყნებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას არჩევნებზე ერთიანი სიით გამოსვლისკენ მოუწოდებს:

    „მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. ჩვენ უნდა ვემზადოთ ძალიან სერიოზულად, გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას. ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება. მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში. ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

    გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია. ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ, პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს უბედურება რაც ახლა ხდება… საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება! ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის! მე მზად ვარ, განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ”– ამბობს სააკაშვილი.

     

  • ბოლო 24 საათის ინფიცირებულებიდან 5-ის წყაროა დაუდგენელია, სულ დაახლოებით 10-ის – ეზუგბაია

    ბოლო 24 საათის ინფიცირებულებიდან 5-ის წყაროა დაუდგენელია, სულ დაახლოებით 10-ის – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირებულებიდან, 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინე სივრციდან, ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, 5 კი დაუდგენელი წყაროდან არის.

    მისივე თქმით, თუ დღევანდელ 5 ადამიანს დავამატებთ წინა დღეებში გამოვლენილ 5 ინფიცირებულს, რომლის შემთხვევაშიც წყარო ვერ დადგინდა, ჯამურად 10 დაუდგენელი წყარაო გამოდის, თუმცა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, დაადგინეს თუ არა წინა დღეებში ინფიცირებულების წყარო.

    “შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყო წინა ეპიზოდებში და ჩემთვის უცნობია ჯერჯერობით, მაგრამ თუ დაუდგენელი დარჩა 10 არის ასეთი წყარო, თუ დადგენილია გამოაკლდება”,- ამბობს მარინა ეზუგბაია.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 851-ია. გამოჯანმრთელდა 702 და გარდაიცვალა 13 პაციენტი.

  • მეორე ტალღა კი არ დაიწყება, მატებით წავალთ და შევუერთდებით – ეზუგბაია

    მეორე ტალღა კი არ დაიწყება, მატებით წავალთ და შევუერთდებით – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის მეორე ტალღა ნიშნავს, რომ ერთი ჩათავდება და მეორეს ზრდის ტემპით შევუერთდებით. მისი თქმით, თუ მოქალაქეები ამას პასუხისმგებლობით არ შეხედავენ, გაგრძელდება პირველის გადაბმა მეორეზე.

    “ჩვენ მეორე ტალღამდე… მე მგონი ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. ამ შენარჩუნებას ვერ განსაზღვრავენ და ვერ შექმნიან ვერც მედპერსონალი, ვერც დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც თავგამოდებული მუშაობით არაჩვეულებრივად მოდიოდნენ და მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლირება, ეს არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე”,- ამბობს ეზუგბაია.

    მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავდა, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით უნდა გვეცხოვრა, არამედ გარკვეული უნარ-ჩვევები უნდა შეგვენარჩუნებინა.

    “არ უნდა შევქმნათ თავშეყრა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე აუცილებელი მიზეზების გარეშე, წეს-ჩვეულებებისგან თავის შეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას, მეორე ტალღა კი არ დაიწყება, გაგრძელდება პირველის გადაბმა მეორეზე, თუ ამას მოსახლეობა არ შეხედავს დიდი პასუხისმგებლობით”,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

    შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 11 ივნისს განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, რომელთა წყარო ვერ დგინდება, შეიძლება შეფასდეს, როგორც მეორე ტალღა.

    13 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • სად არის მესამე მანდატი? უნდა ყოფილიყო, „ძალა ერთობაშიამ“ ასე იცოდა – თაკო ჩარკვიანი ენმ-ს

    პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ როდესაც ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის სახელით დანარჩენ ოპოზიციას 2 მაჟორიტარზე დათანხმდა, “ძალა ერთობაშიამ” არაფერი იცოდა, რაც არასწორი გადაწყვეტილებაა.

    მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში პროპორციული სისტემის გამო იკრიბებოდა, პრაქტიკულად თავი ამოწურა.

    “ამ შემთხვევაში მე ჩემს მაჟორიტარობაზე არ ვამახვილებ ყურადღებას და არ ვსაუბრობ, გამორიცხეთ ეს თემა, მე უბრალოდ ვსაუბრობ, რომ ვის ჩუქნი? რას ჩუქნი? ვერ გავიგე. ვის შეუთანხმდნენ იმ ორ მანდატზე, სად არის მესამე მანდატი, რომელიც უნდა ყოფილიყო, რადგან „ძალა ერთობაშიამ“ ასე იცოდა. აქ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც მაგიდასთან უნდა განხილულიყო.

    ახლა არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველომ ვექტორი არ შეიცვალოს და განვითარდეს და არა ის, რომ ვიღაც უსაქმური მაჟორიტარი აღმოჩნდეს ისევ მაგიდასთან, რომელსაც საზოგადოება 30 წელია მიჩვეულია. მათი ეს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა გვცოდნოდა, უნდა განხილულიყო ეს საკითხი ჩვენთან, შესაძლოა, ამაზე თანხმდებოდა ძალა ერთობაშია. მე ვარ ახალი ტიპის პარტია შემოსული და ჩემგან სიმართლის გარდა არაფერს არ მიიღებს ხალხი“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

    ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციას თბილისის 8 სამაჟორიტარო ოლქიდან, 6 დანარჩენ ოპოზიციას დაუთმო, თვითონ კი მხოლო 2 ოლქში იყრის კენჭს.

  • საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 851-მდე გაიზარდა.

    5 პაციენტით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 702-ს მიაღწია. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 პირი.

  • “კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში“–ზურაბ გურული

    “კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ მსოფლიოში კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა შეინიშნება, რომელიც აგრესიაში გარდაიქმნება.

    “კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა, ე.წ. covid-fatigue, სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში. გაღიზიანებულმა, დათრგუნულმა, შეშინებულმა საზოგადოებამ ობიექტური მიზეზების გამო საკუთარი სასოწარკვეთა აგრესიაში გარდაქმნა. ეს ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, რადგან მსოფლიო პანდემიის მართვის სათავეებში საკუთარ თავში დაურწმუნებელი, მერყევი, პოლიტიკურად და სოციალურად ანგაჟირებული ინდივიდები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პატივისცემა და ნდობა საზოგადოების მხრიდან და უცებ გაფლანგეს ნდობის ის დივიდენდები, რომლებიც მათ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ბუნებრივად ჰქონდათ. აგრესიის მართვა კი უკვე ძალიან რთულია, რადგან აგრესიას ან შიში თრგუნავს, როგორც ეს ჩინეთში მოხდა, ან ისეთი ლოგიკურად მოაზროვნე ავტორიტეტი ამშვიდებს, რომლის რეპუტაციაც შეულახავია. პირველი მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს, მეორე კი ძალიან დეფიციტური რამ არის.

    კოვიდის შესახებ ასეთი გაურკვევლობა უამრავი მიზეზის გამო არის; თუნდაც იმიტომ, რომ წალეკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალები გაყალბებულმა ლიტერატურამ; ზღვა ინფორმაცია დაიყარა პროფესიულ სამყაროშიც და სოციალურ ქსელებშიც და დილეტანტისათვის კი არა, ზოგჯერ პროფესიონალისათვისაც შეუძლებელია ტყუილ-მართალის გარჩევა. ასეთ დროს პროფესიონალს მხოლოდ საკუთარი ლოგიკური აზროვნება რჩება მთავარ იარაღად.

    მაგალითად, ახალი პანიკა იმის შესახებ, რომ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების შესუსტებისას დაინფიცირებულების რაოდენობამ იმატა, განხილული უნდა იქნეს არა პანიკის ჭრილში, არამედ მშვიდად უნდა დადგინდეს მძიმე შემთხვევების რაოდენობის მატებას თუ აქვს ადგილი. ლოგიკურად ვიცით, რომ როდესაც ვირუსი გავრცელების არეალს ზრდის, პარალელურად ვირულენტობას (ანუ ტოქსიკურობას) ამცირებს. თუ გადავხედავთ მაგალითად ნიუ იორკს, იქაც იმატა დავირუსებულთა რიცხვმა, მაგრამ მძიმე შემთხვევების მატება არ აღნიშნულა. შესაბამისად, ეს ამყარებს ლოგიკურ სპეკულაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. მეორე ტალღა იქნება ბევრად სუსტი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

    ლოგიკური სპეკულაციები, რომლებიც გათვლილ რისკებს გაითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს რომ აგრესია შევამციროთ საზოგადოებაში, გავზარდოთ ნდობა სამედიცინო პერსონალის მიმართ და ამასთან, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

    საინტერესო იქნებოდა კვლევის ჩატარება, რომელიც შეეცდებოდა ქართულ პოპულაციაში კოვიდის მძიმე შემთხვევების გავრცელების შესწავლას. თუ მოგროვდებოდა ინფორმაცია მაგალითად იტალიის, ირანის, ესპანეთის, რუსეთის, ამერიკის ქართული დიასპორებიდან, საკმაოდ მარტივად შეიძლებოდა იმის დადგენა, თუ რა თავისებურებები ახასიათებს “ქართულ” კოვიდს. ეს გაფანტავდა უამრავ უსარგებლო, პოპულისტურ მითს და ხელს შეუწყობდა რეალური საფრთხეების ჭკვიანაურად გათვლას.

    კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ პირბადეებთან დაკავშირებით; არ არის საჭირო ვუყუროთ თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში და ბრმად გადმოვიტანოთ მათი გამოცდილება. თუ ვიცით რომ ჩვეულებრივი პირბადე მარტივი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ნერწყვში გახსნილი ვირუსების გავრცელებას და შესუნთქვას; და თუ ვიცით ისიც, რომ ასეთი გავრცელება ხდება ხმამაღალი საუბრის, ყვირილის, სიმღერის, ხველა-ცემინების დროს, მაშინ მარტივად დავასკვნით, რომ გამოცდის მიმდინარეობისას, სოციალური დისტანციის მეტნაკლები დაცვისას საფრთხეები მინიმალური იქნება, რადგან იქ არც არავინ იყვირებს, იმღერებს, ან ისაუბრებს. შესაბამისი ლოგიკა შეიძლება იქნეს გამოყენებული კონდიციონერების შემთხვევაშიც კონტროლირებულ საჯარო სივრცეებში.

    სოციალური აგრესია, რომელსაც შემდეგ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების სრული უგულებელყოფა და აგდება მოსდევს არარეალური, უაზროდ მკაცრი შეზღუდვების გამო, არახალია; “ესპანური გრიპის” ეპიდემიისას არაერთ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. ამიტომ, გონივრული მიდგომა და მსჯელობა, ე.წ. ავტორიტეტებისადმი ბრმა ნდობის მინიმუმამდე დაყვანა აუცილებელია ამ ეფექტის მაქსიმალურად შესამცირებლად.“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

  • “გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა“–ტვ პირველის დამფუძნებელი სანაიას და ჟიჟილაშვილის მიერ არხის დატოვებაზე

    ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას ტვ პირველიდან წასვლას ფეისბუქით ეხმაურება არხის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი. ჟურნალისტებმა დღეს პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა წაიყვანეს და ეთერის ბოლოს მაყურებელს დაემშვიდობნენ. ვატო წერეთელი წერს, რომ მათი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გაოცებულია:

    “ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა “ტვ პირველს”, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე”. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს “ტვ პირველის” წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს.“

  • ემზარ, ჩვენი ძმა ხარ! – ინაშვილი პარტიიდან წასულ კვიციანს ემშვიდობება

    ემზარ, ჩვენი ძმა ხარ! – ინაშვილი პარტიიდან წასულ კვიციანს ემშვიდობება

    ემზარ, ჩვენი ძმა ხარ! – ასეთი კომენტარით დაემშვიდობა თანაპარტიელ ემზარ კვიციანს “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

    კვიციანმა რატიის დატოვების შესახებ ფეისბუქზე დაწერა. ამავე სტატუსის კომენტარებში გამოეხმაურა ირმა ინაშვილი მის გადაწყვეტილებას:

    “ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო. არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!, – წერს ინაშვილი.

  • მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი – ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

    მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი – ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

    პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ემზარ კვიციანი პარტიას და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ არ უნდა, თავისი სარისკო ქმედებებით ძვირფას ადამიანებს ზიანი მიაყენოს.

    კვიციანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნდა გაამძაფროს ბრძოლა ქართველობის შესანარჩუნებლად.

    :ჩემო ძვირფასო პატრიოტებო! გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი! ეს არ ნიშნავს,რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ,უბრალოდ არ მინდა ჩემი გეჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც!

    მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა – თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა,რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად!დიდება ღმერთს!!!”,- აცხადებს ემზარ კვიციანი.

  • ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის ხელმძღვანელობის ხედვებს – სანაიამ და ჟიჟილაშვილმა ტვ პირველი დატოვეს

    ვახო სანამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია პირველი დატოვეს. მათ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრის” დასასრულს განაცხადეს და მაყურებელს დაემშვიდობნენ.

    ტვ პირველს პოლიტმეტრის ავტორებთან ერთად ტოვებს მისი სარედაქციო შემადგენლობა, პროდუსერები და ჟურნალისტები.

    “მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის ხელძღვანელობის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. ტვ პირველზე ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართულები ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის რაც ჟურნალისტური, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება. არ მოგწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა”,- თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

    ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მაყურებელი მათ ახალ სივრცეში მალე იპოვის, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებენ, რომელ ტელევიზიაში გადაინაცვლებენ.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც არხზე ნოდარ მელაძე მივიდა, ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ არხისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა და საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს.