Category: ახალი ამბები

  • “ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა საქმე პოლიტიკური იყო“ – უგულავა

    ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს ის ორჯერ დაიჭირეს.

    უგულავა ამბობს, რომ ღარიბაშვილი საზოგადოების გაოცებას განაგრძობს და მისი ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მართლმსაჯულება და სასამართლო ბოლომდე მოსპო.

    ბატონი ღარიბაშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს. ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია “ქართული ოცნების” გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერმინისტრი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მართლმსაჯულება და სასამართლო ბოლომდე მოსპო, – ამბობს უგულავა.  

    თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს უგულავა ორჯერ დაიჭირეს.

    დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვაზე, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა საპატიმროდან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს თავდაცვის მინისტრია და შეკითხვა მას არ ეკუთვნის.

    “ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი. ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის, ბატონო ლევან, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

    გიგი უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

  • ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე ავტომობილი ხევში გადავარდა – გარდაიცვალა 1 მამაკაცი

    ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე ავტომობილი ხევში გადავარდა – გარდაიცვალა 1 მამაკაცი

    ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელი ქმედებაც, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის ჩადენილი.

  • საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული – გახარია

    საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება შრომას მოითხოვს.

    გახარია აღნიშნავს, რომ ეს არის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყველას ბრძოლა.

    „არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა დავასრულეთ, ბრძოლა დასრულებულია, ან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი მარტივია – რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი. შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. ამიტომ, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში”,- აცხადებს გახარიამ.

    მისივე თქმით, თუ მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას.

  • ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე ნაციონალური მოძრაობისგან მომდინარეობს – ღარიბაშვილი

    ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე ნაციონალური მოძრაობისგან მომდინარეობს – ღარიბაშვილი

    თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის შემდეგ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ოპოზიციური პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისგან მომდინარეობს.

    მისი თქმით, ენმ ძირს უთხრის ქვეყნის სტაბილურობას.

    “ჩემს გამოსვლაში რაც უკავშირდებოდა დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, ვგულისხმობდი ნაციონალურ მოძრაობას, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ პარტიულ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებას და ჩვენს სახელმწიფო სტაბილურობას.

    რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, მომდინარეობს ნაციონალური მოძრაობისგან, ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რუსული ოკუპაციის შემდეგ არის სწორედ ნაციონალური მოძრაობა”,- განაცხადა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

  • ახია ჩემზე, მე რომ არა ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა, ოპერად დარჩებოდა – ირაკლი ოქრუაშვილი ღარიბაშვილზე

    ახია ჩემზე, მე რომ არა ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა, ოპერად დარჩებოდა – ირაკლი ოქრუაშვილი ღარიბაშვილზე

    “ახია ჩემზე, მე რომ არა  ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა, ოპერად დარჩებოდა”- აცხადებს პარტია “გამარჯვებული საქართველოს’ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი  საქართველოს თავდაცვის მინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე.

    “ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი. ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა.

    კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერამეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება) ესენი, ერთი რომ დამენიშნა და მეორე რომ არ დამეჭირა ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდნენ…ასე იწრთობოდა ფოლადი…”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ნაძალადევში ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის

    ნაძალადევში ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის

    ძლიერი ხანძარი თბილისში – მახალდიანის ქუჩაზე ამ წუთებში ორი ორსართულიანი სახლი იწვის. ცროგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

  • სუს–მა თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია ჩაატარა

    თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, „დრიმ თაუნთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სუს-ი ატარებს, თუმცა რას უკავშირდება სპეცოპერაცია უცნობია. სუს-ში  ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

    დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე. სამართალდამცავები მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან.

    თვითმხილველის თქმით, ჩეჩენი მამაკაცი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ის ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის დააკავეს.

  • ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ არაფორმალური ლიდერი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ სააკაშვილია

    უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ არაფორმალური ლიდერი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია.

    “ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ის არ არის არაფორმალური ლიდერი, ის არის ფორმალური ლიდერი. არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც რომან გოცირიძეს ურეკავს, იგი არც საქართველოს მოქალაქეა და არც ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს ფორმალური კავშირი, მაგრამ ის ერთვება კონკრეტულ ტელევიზიაში და მოძღვრავს თავის “კლასტერს”, თუ როგორ გადააყირავოს ეს ქვეყანა. ეს არის არაფორმალური მმართველობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ”,-  თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

    მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ნიშნული ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

  • “ჯერ არაფერი დაგვიმარცხებია და სამწუხაროდ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის,ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს ფაქტია“–გახარია

    “ჯერ არაფერი დაგვიმარცხებია და სამწუხაროდ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის,ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს ფაქტია“–გახარია

    “რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი დარჩა კიდევ საზღვარგარეთ, ბევრთან სახელმწიფოს დახმარების ხელი შეიძლება ვერ მივიდა, ყველასთან მივალთ ამას დრო სჭირდება. ყველას ხომ გვესმის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის დაწყების შემდეგ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებს.

    მთავრობის მეთაურის თქმით, დამსაქმებელმა კომპანიებმა უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების რისკი სამუშაო ადგილებზე არ იყოს.

    „სამართლიანობა და ეფექტურობა ეს იყო ის გასაღები რითაც ჩვენ შევძელით ამ  ვირუსთან დღემდე,  ჯერჯერობით ნორმალურად გამკლავება. აწი რა იქნება ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. არაფერი არ დაგვიმარცხებია ჯერ, არაფერი ლიკვიდირებული არ არის და სამწუხაროდ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის. უნდა მივეჩვიოთ ამასთან ცხოვრებას, მოგვიწევს ადაპტაცია. გვეყოლება რაღაც რაოდენობა ინფიცირებული ადამიანების, ჩვენი მოქალაქეებში, რომლებიც ჯანდაცვის სისტემამ სწრაფად უნდა გამოავლინოს, უნდა აღმოაჩინოს სწრაფი და სწორად სტრუქტურირებული ტესტირებების სისტემების საშუალებით, შემდგომ სწრაფად უნდა უმკურნალოს გამართული ჰოსპიტალური სისტემის საშუალებით და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. კომპანიები, რომლებიც არიან დამსაქმებლები უნდა დახვდნენ პასუხისმგებლიანად თავიანთ დასაქმებულებს, იგრძნონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების არანაირი შანსი არ იყოს სამუშაო ადგილებზე. არავინ იცის ხვალ რა იქნება, ამიტომ ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ერთმანეთზე არავინ იზრუნებს ჩვენზე და ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური. ცალკე აღებული სახელმწიფო ამას ვერ მოერევა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე იმისთვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ და  გავხსნათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გახარია ამბობს, რომ ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ.

    “წავიდა ტენდენცია, თითქოს რაღაც დავამარცხეთ არაფერი არ დაგვიმარცხებია, რეალურად, როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები მოვხსენით და მობილობა გაიზარდა, ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება ეს ფაქტია.

    ჩვენი პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი – უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, უფრო მომზადებულები, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ – პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აუცილებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ცოტა მეტი ძალა უნდა დავატანოთ თავს, ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ. იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად. სადაც არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ შეკრებებზე. არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების გადახდა. უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეტი აუცილებლობაა, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ. პასუხისმგებლობა უნდა იყოს უფრო მეტი. როდესაც გადაადგილება, ტრანსპორტი და კიდევ ბევრი რამ იყო შეზღუდული, რა თქმა უნდა, შევზღუდეთ ვირუსის გავრცელებაც, მაგრამ ახლა, როდესაც მოვხსენით ყველაფერი, იმიტომ, რომ ადამიანებმა ოჯახები არჩინონ და ყველანი ვმოძრაობთ, ჩვენ უკვე ჩვენ თავს უნდა დავუწესოთ თვითშეზღუდვა. ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის აბსოლუტურად გააზრებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი. ეს თვითშეზღუდვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად – მდინარაძე ოპოზიციაზე

    ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად – მდინარაძე ოპოზიციაზე

    უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის არდასწრება ირაკლი ღარიბაშვილის “მინისტრის საათზე” ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ რა ხდება თავდაცვის სფეროში.

    მისი თქმით, ოპოზიცია ყოველთვის აკეთებდა რუსულ საქმეს და ვითომ დასავლურად საუბრობდა.

    “ისინი არ ერთვებიან დისკუსიაში თქვენთან და ამისი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. პასუხი პირველი – ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად, ცდილობდნენ ეს რუსული საქმე სხვისთვის დაებრალებინათ. ბუნებრივია, დღეს ეს გაუჭირდებოდათ. პასუხი მეორე – მათ თქვენთან კითხვები რეალურად არ აქვთ; პასუხი მესამე – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათი დღევანდელი ერთ-ერთი ლიდერი ე. წ. პოლიტპატიმარი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა.