Category: ახალი ამბები

  • არასწორია, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

    აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ არასწორია, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და საქართველოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციაშია ჩართული.

    “RSC-ის ანგარიში საქართველოს მხარდამჭერ აქტს სწორად უჭერს მხარს, მაგრამ არასწორად ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ‘პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული’. ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველო აგრძელებს, გახდეს უფრო დემოკრატული და სტაბილური ,” – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი ტვიტერზე.

    “აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფართოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

  • მათ განცხადებებში ჩანს, ოპოზიციაში აშკარად დაპირისპირებაა – კალაძე სააკაშვილის ინიციატივაზე

    მათ განცხადებებში ჩანს, ოპოზიციაში აშკარად დაპირისპირებაა – კალაძე სააკაშვილის ინიციატივაზე

    თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმიანება და ამბობს, რომ როგორ ჩანს, ოპოზიციაში დაპირისპირებაა.

    „არ ვიცი, შიგნით შეთანხმებას რამდენად მოახერხებენ, იმიტომ, რომ ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა და მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, – განაცხადა კალაძემ.

    დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას. 

    ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები. სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაზე აპირებს კონცენტრირებას, ამიტომ სხვა იდეას არ განიხილავენ. ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს.

    სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგუალავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია. 

  • ქუთაისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქართველი ექიმი ემსხვერპლა

    ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. გუშინ მას ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი მოუცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ  ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა.

    გუბაზ კორძაია ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

  • ყოველთვის ერთი დიდი სიის მომხრე ვიყავი, მთელი სულით და გულით მხარს დავუჭერდი – სანიკიძე

    ყოველთვის ერთი დიდი სიის მომხრე ვიყავი, მთელი სულით და გულით მხარს დავუჭერდი – სანიკიძე

    პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ ყოველთვის ერთიანი სიისა და ფრონტის მომხრე იყო, ამიტომ მხარს დაუჭერდა.

    “ყოველთვის ერთი დიდი სიის და ფრონტის მომხრე ვიყავი, როცა ვამბობთ ერთიანობას, ერთიანობა უნდა იყოს მთლიანი და არა სანახევრო. თუ საერთო საარჩევნო სია იქნება რა თქმა უნდა, მაშინ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაც შესაძლებელია და ერთი დიდი ფრონტით შეიძლება ქართული ოცნების დამარცხება. აქ მთავარია, ერთიან სიაზე რამდენად მზად იქნებიან პოლიტიკური ორგანიზაციები, მე მაგალითად მთელი სულით და გულით მხარს დავუჭერდი და ხელს შევუწყობდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთდეს”,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

    დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას. 

    ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები. სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაზე აპირებს კონცენტრირებას, ამიტომ სხვა იდეას არ განიხილავენ. ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს.

    სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგუალავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია. 

     

  • გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები და გმირობა, რომელიც ახალგაზრდებმა ჩაიდინეს – გახარია 13 ივნისზე

    გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები და გმირობა, რომელიც ახალგაზრდებმა ჩაიდინეს – გახარია 13 ივნისზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

    მისი თქმით, დაღუპულებთან ერთად იმ ახალგაზრდების გმირობაც უნდა გვახსოვდეს, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს.

    „პირველ რიგში, 2015 წლის 13 ივნისიდან 5 წელი გავიდა უკვე, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა , პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს. მაგრამ ყველაფერთან ეს იყო დიდი ერთიანობის დღე, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს, ერთსულოვნების, ერთმანეთზე ზრუნვის, უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

    ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები და ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფო, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები. იმედი მაქვს ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

  • გახარიასთან ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებმა ერთმანეთი ცემეს. ინციდენტი პირდაპირ ეთერში მოხვდა(ვიდეო)

    დღეს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა სტუმრობა13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან, სადაც პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ გახარიამ ტერიტორია დატოვა, მაესტროს პირდაპირ ეთერში კი დარჩა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ ერთმანეთს იმედის და პალიტრის ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ. როგორც ეთერში გასული ხმებიდან შეიძლება გარკვევა, მიზეზი ის გახდა, რომ კომენტარის ჩაწერისას ერთმა ჟურნალისტმა მეორეს მიკროფონი დაუფარა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

  • იმედია ენმ ამ განცხადებას არ გამოიყენებს საბაბად, რომ გაემიჯნოს შეთანხმების პროცესს – კაპანაძე სააკაშვილზე

    იმედია ენმ ამ განცხადებას არ გამოიყენებს საბაბად, რომ გაემიჯნოს შეთანხმების პროცესს – კაპანაძე სააკაშვილზე

    მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ ოპოზიციამ ერთიანი საარჩევნო სია შექმნას,  „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ეხმიანება.

    კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებაა, ამიტომ სხვა იდეა არ განიხილება.

    სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს

    „არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული, მრავალფეროვანი შეხედულება გააჩნია. ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება, ჯერ თბილისში, მერე სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეას ჩვენ არ განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ იმედი მაქვს ეს განცხადება არ გაკეთებულა იმისთვის, რომ მერე საბაბად იყოს გამოყენებული, რათა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნოს მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ ფორმულასთან ინტერვიუში.

    სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგუალავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია. 

    მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერზე ვიდეოს აქვეყნებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას არჩევნებზე ერთიანი სიით გამოსვლისკენ მოუწოდებს.

  • საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა

    საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა

    საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევაზე იმყოფებოდა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კვლევა ჩაუტარეს, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ამბობენ, რომ ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა მოძიებულია 18 კონტაქტი და ყველა მათგანი გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.

    დაინციფირებული კაცი  თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

    საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის სულ 851 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 702, გარდაიცვალა 13.

  • “ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით“–ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე

    “ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით“–ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე

    მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნოდ ერთიანი სია გააკეთოს ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს:

    “ეს მაგრად წვალობს:

    1. მაჟორიტარებზე კოორდინაციის ჩაშლა უნდა –

    როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს.

    ანუ ან მიშას აბსოლუტური მმართველობა – ან არაფერი. ესაა სააკაშვილის მიდგომა.

    2. ხვდება რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა ძალიან დააზიანებს ისევ საპროტესტო ელექტორატში და მის ავტორიტეტს დედას უტირებს.

    3. ამიტომ ერთიანი სიის უტოპიური და სრულიად ბრიყვული იდეებით გამოდის, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლა თუ გაიტანა საკუთარ პარტიაში – მერე თქვას მე ერთიანობისთვის ვიბრძოდიო.

    აი სულ ესაა ამის გაქანება “– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

  • ერთიანი სია ბევრი ბევრი მიზეზის გამო არარეალიზებადია – გიგი უგულავა სააკაშვილს პასუხობს

    ერთიანი სია ბევრი ბევრი მიზეზის გამო არარეალიზებადია – გიგი უგულავა სააკაშვილს პასუხობს

    მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ოპოზიციამ შექმნას ერთიანი სია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმიანება.

    მისი თქმით, მას ეს იდეა დაკავებამდე ჰქონდა, თუმცა არარეალიზებადი აღმოჩნდა და ნაციონალური მოძრაობაც სკეპტიკური იყო.

    “ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო მათ შორის ენმ-ც”,- ამბობს უგულავა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ 120/30-ზე სისტემით ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა გამარჯვების ერთადერთი გზაა, ერთიანი სია კი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილებოდეს, თუ პარლამენტი 120/30-ზე საარჩევნო მოდელს ჩააგდებს.

    “დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს აჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე იმედი მაქვს მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი”,- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

    მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერზე ვიდეოს აქვეყნებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას არჩევნებზე ერთიანი სიით გამოსვლისკენ მოუწოდებს.