Category: ახალი ამბები

  • ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ – ღარიბაშვილი

    დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვაზე, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა საპატიმროდან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეკითხვა მას არ ეკუთვნის.

    “ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი. ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის, ბატონო ლევან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

    ამ განცხადებას უგულავა პასუხობს და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მართლსაჯულებაში ღარიბაშვილი იყო ჩართული.

    “ბატონი ღარიბაშვილი აგრძელებს კვლავ ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია ქართული ოცნების გუნდში, მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან აღიარა, რომ, როგორც პრემიერმინისტრი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება, ბოლომდე მოსპო სასამართლო”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

    შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

  • მჯერა, ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე ყვავ-ყორნების საძიძგნად – ქანთარია ღარიბაშვილს

    მჯერა, ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე ყვავ-ყორნების საძიძგნად – ქანთარია ღარიბაშვილს

    უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია თავდაცვის მინისტრს, ირაკლის ღარიბაშვილს მიმართავს და ამბობს, ის მამაცი, ერთგული და მამაცი ადამიანი.

    ქანთარიას სჯერა, რომ თუ საქართველოში ომი იქნება, ღარიბაშვილი ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე არ დატოვებს.

    “ჯარს აუცილებლად სჭირდება რამდენიმე უმთავრესი თვისება. ეს არის თავდადება, ერთგულება და სიმამაცე. და ეს რომ იყოს, უნდა გქონდეს ხელმძღვანელობას, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რადგან კარგად გიცნობთ, მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ აი ეს ყველა თვისება თქვენ გაგაჩნიათ და ესე იგი თქვენ გუნდსაც.

    მე მჯერა, ბატონო ირაკლი, რომ თქვენ ყველაფერს ეცდებით, რომ არ მოახდინოთ ომის პროვიცირება, მაგრამ თუ ეს მოხდა, მჯერა, ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე ყვავ-ყორნების საძიძგნად. მჯერა იმისა, რომ მტრის თვითმფრინავის დანახვაზე თვალი წითელი ხიდისკენ არ გაგექცევათ და მჯერა, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად შეეცდებით, ჯარი იყოს მუდმივად მზადყოფნაში თავის ქვეყნის დასაცავად”,- უთხრა ქანთარიამ ღარიბაშვილს.

    მან აღნიშნა, რომ არ უკვირს, რომ ჯარისკაცებს ღარიბაშვილის მიმართ გულმხურვალე დამოკიდებულება აქვთ.

  • 3 ბინა, 2019 წელს გამოშვებული ავტომობილი – რა ქონებას ფლობს ირაკლი ღარიბაშვილი

    3 ბინა, 2019 წელს გამოშვებული ავტომობილი – რა ქონებას ფლობს ირაკლი ღარიბაშვილი

    ირაკლი ღარიბაშვილი 2019 წლის სექტემბრიდან თავდაცვის მინისტრი გახდა. ის “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პოსტს.

    ღარიბაშვილის მიერ 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მის მფლობელობაშია:

    • 2009 წელს 100 ათას ლარად შეძენილი ბინა თბილისში, გაგარინის ქუჩაზე. ამავე მისამართზე მან შეიძინა ავტოფარეხი 10 ათას ლარად.
    • 2011 წელს შეიძინა ბინა მოსაშვილის ქუჩაზე, რომელშიც 221 000 ლარი გადაიხადა. სახლთან ერთად მან 20 ათას ლარად არასაცხოვრებელი ფართიც შეიძინა.
    • 2011 წელს მოსაშვილის ქუჩაზე შეიძინა კიდევ 1 ბინა 185 000 ლარად. ამავე მისამართზე არასაცხოვრებელი ფართი – 6700 ლარად.
    • 2019 წელს შეიძინა ავტომობილი AUDI A8, რომელშიც 75 620 ათასი ევრო გადაიხადა.
    • მისმა მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა 2018 წელს 46 ათას ევროდ RANGE ROVER VELAR-ი იყიდა.
    • ღარიბაშვილს ბანკი ქართუს ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი აქვს 40 406 ლარი.
    • თავდაცვის მინისტრი დანაზოგის სახით 50 ათას ლარს ფლობს.
    • მან 2018 წელს შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველის თანამდებობაზე ანაზღაურება 169 926 ლარი მიიღო.
    • მინისტრის მეუღლემ ქართუ ბანკიდან, ბაკურიანში სახლის მშენებლობისთვის, სესხი აიღო, რომლიდანაც ნაშთის სახით 72 769 ლარს ფლობს.

     

     

  • თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს ბოკერიასთან, უგულავასთან ერთად დგომა? – ღარიბაშვილი ბესელიას

    თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს ბოკერიასთან, უგულავასთან ერთად დგომა? – ღარიბაშვილი ბესელიას

    თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბესელიას პასუხობს, რომელმაც ჰკითხა, უქმნიდა თუ არა დისკომფორტს, რომ ერთ გუნდს უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც თვითონ ამ მისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა.

    “მეც მაქვს იგივე შეკითხვა. თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს მაგალითად, ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან? არ მინდოდა თქვენი წყენინება, მაგრამ უნდა მეპასუხა”,- უთხრა ღარიბაშვილმა ბესელიას.

    ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

  • ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

    ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლითაც  ჯარიმა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

    მისი ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი IPN-თან ამბბოს, რომ ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა და მოინანია.

    „ბრალდების მხარესა და ჩვენს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა და დღეის მდგომარეობით, უკვე ძალაშია შესული. ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამანაშავედ, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეული. ჯიბღაშვილს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ჯარიმაც“, – თქვა ადვოკატმა.

    კოტეტიშვილი არ ასახელებს ჯარიმის რაოდენობას.

    შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 2019 წლის 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას პოლიციამ 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი ამოიღო.

    ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ პროკურატურა პროცესზე 15000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 10 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

  • ზელენსკის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ელენა ზელენსკაიას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება და ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულია.

  • კორონავირუსით ინფიცირებული 6 შემთხვევიდან 2 ექთანია – გოფოძე

    კორონავირუსით ინფიცირებული 6 შემთხვევიდან 2 ექთანია – გოფოძე

    რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, 6 ახალი შემთხვევიდან 2 ექთანია.

    “რაც შეეხება ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან მოძიება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმეს ინფიცირების წყაროების. ამ ექვსიდან 1 არის გადმოყვანილი ინფექციური საავადმყოფოდან, მისი ეპიდ წყაროები მთლიანად ცნობილია, დანარჩენ 5-ს ახლა დაუდასტურდა და მათი წყაროების მოძიებაც დაიწყება. სამედიცინო პერსონალიდან დაემატა 2 ადამიანი ამას, დანარჩენები არიან ჩვეულებრივი ცხელების ცენტრიდან. ისინი არიან ჩვენი ექთნები”,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

    კითხვაზე, მუშაობდნენ თუ არა ტემპერატურიანი მედიკოსები მათ კლინკაში პაციენტებთან, გოფოძე პასუხობს, რომ ეს სწორი ინფორმაცია არ არის.

    „არა, ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რომ სიცხიანი თანამშრომლები ჩვენთან მუშაობდნენ. პირველ რიგში, ამის სადარაჯოზე ვიდექით ჩვენთან ყველა, რომ მედპერსონალს ტემპერატურა არ ჰქონოდა. ის კი არა, ოდნავ ყელის ტკივილზეც პანიკა ტყდებოდა, სასწრაფოდ ტესტირებას ვუკეთებდით და ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი 3-ჯერ და 4-ჯერ არის PCR-ტესტზე გამოკვლეული“, – თქვა გოფოძემ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 843-მდე გაიზარდა.

  • არ გიქმნით უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა – ბესელია ღარიბაშვილს

    არ გიქმნით დიკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც თვითონ პირადად, ან ვისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აძლიერებდა, აფინანსებდა, – ასე მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

     

    „ყოველთვის გამოირჩეოდით და გამოირჩევით ძალიან მკაფიო, შეულამაზებელი პოზიციით წინა ხელისუფლების მიმართ. მე საჯაროდ არასდროს გამიკრიტიკებიხართ, იცით ჩემი დამოკიდებულება, მე ამას არ ვმალავ. ნამდვილად ვერ ვიმეტებ იმ დროს, როდესაც პირადად თქვენ ჩაერთეთ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, როდესაც წინა ხელისუფლების შეცვლას ვცდილობდით და და შემდეგ ერთად დავაფუძნეთ „ქართული ოცნება“. მე, მართლა გულწრფელად მინდა ვკითხო ადამიანს, რომელსაც მე პირადად, პატივს ვცემ სწორედ იმ წარსულის გამო. არ გიქმნით დიკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს ვინც თვითონ პირადად, ან ვისი ოჯახის წევრიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აძლიერებდა, აფინანსებდა და განსაკუთრებით იმ ადამიანების „ქართული ოცნების“ ხელით უვადოდ არჩევა, ვინ იმ უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა ამ ქვეყანაში, ვისი ხელითაც ხდებოდა ყველაზე დიდი უბედურება იმ წლებში. ის, რომ სწორედ ამ გუნდის ხელით მოხდა იმ ადამიანების დაწინაურება, ეს, პირადად თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილს დისკომფორტს და უხერხულობას მართლა არ გიქმნით?!“ – მიმართა ბესელიამ ღარიბაშვილს.

  • რა ბედნიერებაა, რომ თქვენ იწოდებით თავდაცვის სამინისტროდ – ლადო კახაძე

    “რა ბედნიერებაა, რომ თქვენ იწოდებით თავდაცვის სამინისტროდ”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატით მყოფ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნისას განაცხადა.

    ” უდიდესი მადლობა მინისტრო! მადლობას გეუბნებით, თქვენ და თქვენ უწყებაში და საერთოდ თქვენ სისტემაში ყველა ადამიანის ღვაწლისა და საქმიანობისათვის. რა ბედნიერებაა, რომ თქვენ იწოდებით თავდაცვის სამინისტროდ. ეს არის საამაყო სათქმელი, რომ თავდაცვისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, როგორც საკუთარი პოტენციალით, ისე შეძენილი ცოდნის მეოხებით.”- განაცხადა ლადო კახაძემ.

  • წვიმა, სეტყვა, ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ივნისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 14 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან კი ძლიერი სეტყვა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

    ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.