Category: ახალი ამბები

  • აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

    ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

    ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობა წყდება და მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

    სოფელ აბასთუმნის მიმდებარედ მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა თერმული დრონის საშუალებით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

    აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

    საბოლოო ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.

  • ავტობუსების 15 ხაზზე შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამ საკითხზე ვმუშაობთ – კახა ალაძე

    ავტობუსების 15 ხაზზე შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამ საკითხზე ვმუშაობთ – კახა ალაძე

    “ავტობუსების 15 ხაზზე შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამ საკითხზე ვმუშაობთ “- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით თბილისის ავტობუსებების 15 ხაზზე მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა შეიმჩნევა და თბილისის მერია ამ საკითხზე უკვე მუშაობს. როგორც კალაძე ამბობს, გადაწყვეტილება ორშაბათს, 15 ივნისს გახდება ცნობილი.

    “როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილები, სასიამოვნო არ არის პირბადით გადაადგილება, მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობა დაიცვას”, — განაცხადა თბილისის მერმა.

  • იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია  ავრცელებს.  

    35 წლის მამაკაცი პოლიციამ მაგლიანას დასახლებაში ერთ-ერთი სახლის ძარცვის დროს აიყვანა.მან დაკავებისას გაქცევა სცადა. გამოცემის ზნობით, გაძარცვული ბინების გამო მამაკაცს პოლიცია ადრეც ეძებდა.

     

  • თბილისში სამი კორპუსი გაზით აფეთქებას გადაურჩა

    ერთ დღეში 3 კორპუსი გაზით აფეთებას გადავარჩინეთ, ფრთხილად! თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. – ამ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

    კომპანიის განცხადებით გლდანის მე-8 მკრ-ში, ვაზისუბნის მე-3 მკრ-სა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა, თბილისი-ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის-114 -ის თანამშრომლებმა, ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივე კორპუსში სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა.

    თბილისი ენერჯი მოსახლეობას აფრთხილებს დაიცვან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.

     

  • “საერთო სია ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი იქნება, რაც ოლიგარქის ოცნებაა“–ნათელაშვილი

    “საერთო სია ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი იქნება, რაც ოლიგარქის ოცნებაა“–ნათელაშვილი

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას პასუხობს საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო შექმნის შესახებ. მისი აზრით, ოპოზიციის საერთო სია ივანშვილისთვის ხელსაყრელი იქნება.

    “საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მათ კვლავ დაყოს პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად, თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად, წარსულად და მომავლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს, არ შეასრულოს და რამდენიმე თვეში თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად დაგვემშვიდობოს და აგოს პასუხი. “– აცხადებს ნათელაშვილი.

    არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლისკენ  სააკაშვილმა ოპოზიციას გუშინ მოუწოდა.

  • სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

    სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

    კორონავირუსი  შიდა ქართლში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია.

    მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში, სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

    შიდა ქართლში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

  • საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

    ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • ეროვნული ბანკი Covid 19-ით მისი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

    ეროვნული ბანკი Covid 19-ით მისი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

    საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი, 68 წლის მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომლელი იყო. ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს:

    “ძალიან სამწუხარო ამბავი…

    გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

    ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს…“

    მეთოთხმეტე პაციენტი საქართველოში გუშინ გარდაიცვალა.

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის  იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

    „პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა  Covid19. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ეს პაციენტი  ჩვენთან სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

  • აბასთუმნის ტყეში ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსია არსებობს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა.ადგილზე მოწყობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბი. ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სალიკვიდაციო სამუშაოები 13 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

    ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა  ტერიტორიის მონიტორინგი,გააგრძელეს ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგელონით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.

    რა გახდა ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა სპეციალისტებში გაჩნდა ეჭვი, რომ ხანძარი ბუნებრივი გზით ვერ გაჩნდებოდა, რადგან წინა დღეები წვიმიანი იყო და შესაბამისად, ტყეში ნიადაგი და ხეები  სველი. მაშველებთან ერთად აბასთუმნის ტყეში  ექსპერტ–კრიმინალისტებიც მუშაობენ და ხანძრის მიზეზი დაზუსტებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა.

    ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

    ტყის მასივში იწვოდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

  • კობახიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერს დაემთხვა, არჩევნების თარიღი გადაიწევს

    კობახიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერს დაემთხვა, არჩევნების თარიღი გადაიწევს

    პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი გახდა, არჩევნები ოქტომბერში არ ჩატარდება. თუმცა, მისი თქმით ამაში ტრაგიკული არაფერია და არჩევნების თარიღის გადაწევა დემოკრატიულ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის. ეს განცხადება კობახიძემ ტვ იმედის ეთერში გააკეთა.

    „როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, მაინც გარკვეული წესები უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით. ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ, ანტისეპტიკების გამოყენებამ და ა.შ. შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია მარტივად იძლევა პასუხს, თუ ასეთი ვითარება დადგა და მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. თეორიულად ეს შესაძლებელია. თუ 21 ნოებრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი -ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს – არჩევნების ჩატარების თარიღი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.