Category: ახალი ამბები

  • ახლა ჩემთან დატოლების დრო არ არის – მიხეილ სააკაშვილი

    “ახლა  ბოღმის დრო არაა, ძველი ანგარიშების გასწორების დროც არაა, ჩემთან დატოლების დროც არაა,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა. ის ოპოზიციას სთავაზობს, რომ არჩევნებისთვის ერთიანი სია შექმნან.

    “ვინ იქნება ბრძოლის წინა ხაზზე, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ხვალ ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი, ახალგაზრდა აიტაცებს დროშას და ის იქნება წინა ხაზზე.

    ახლა შურის დრო არ არის, ბოღმის დრო არაა, ძველი ანგარიშების გასწორების დროც არაა, ჩემთან დატოლების დროც არაა, რადგან, გარწმუნებთ. ჯერ ერთი, ვერ დამეტოლებით ბევრი მიზეზის გამო და მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება და საერთო საქმეს დააკლდება. “- ამბობს სააკაშვილი

  • საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 704 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

  • ვინ არის დამნაშავე კორონავირუსის ეპიდემიაში:ევროპელები ხელისუფლებების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და გამოძიებას ითხოვენ

    კორონავირუსისგან ევროპის ყველაზე დაზარალებული ქვეყნების მაცხოვრებლებს ხელისუფლების ქმედებების გამოძიება და იმის გარკვევა უნდათ, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ეპიდემიისგან ადამიანების გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად. ამ ინიციატივით იტალიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ესპანეთში Covid19–ისგან გარდაცვლილთა ნათესავები გამოვიდნენ.

    ოთხივე ქვეყანაში გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ კარანტინი იმაზე ადრე უნდა გამოცხადებულიყო, ვიდრე ეს ხელისუფლებამ გააკეთა.

    კორონავირუსისგან გარდაცვლილი 450 ბრიტანელის ნათესავები მოითხოვენ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ღია მოსმენა პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების ქმედებების შესახებ. მსგავსი განხილვა მათი აზრით ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან დიდ ბრიტანეთში ეპიდემია გრძელდება, მათი აზრით ხელისუფლების არაეფექტურობის გამო.

    ჯერ კიდევ მაისში ესპანეთში გარდაცვლილთა ნათესავებმა სასამართლოში უჩივლეს პრემიერ პედრო სანჩესს, ივნისის დასაწყისში კი პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეამოწმებს, შეესაბამება თუ არა  ხელისუფლების ქმედებები პანდემიის დროს არაგანზრახ მკვლელობისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს.

    იტალიაში კორონავირუსის 50 მსხვერპლის ნათესავებმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალური სარჩელი შეიტანეს ხელისუფლების წინააღმდეგ და ის პანდემიის დროს  დაუდევრობასა და არასწორ ქმედებებში დაადანაშაულეს. 50 საჩივარი ბერგამოს პროკურატურაში შევიდა.ისინი შემდეგ ერთ საქმედ გაერთიანდება. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, სტეფანო ფუსკო აცხადებს, სწორედ ეს ქალაქი იქცა იტალიის ტრაგედიის სიმბოლოდ.

    იტალიაში გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ ბერგამოში და კორონავირუსის აფეთქების სხვა ძირითად ეპიცენტრებში აუცილებელი იყო კარანტინის უფრო  ადრე შემოღება. კერძოდ, ლომბარდიის რეგიონის დიდი ნაწილი კვლავ ღია რჩებოდა იმ დროს, როცა უკვე ნათელი იყო, რომ ვირუსმა “წითელ ზონად“ გამოცხადებული ქალაქების საზღვრები გაარღვია. ევროპაში კორონავირუსის გავრცელება სწორედ ლომბარდიიდან დაიწყო. იტალიაში გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. სულ იტალიაში კორონავირუსისგან 34.345 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

    ამ დღეებში  პროკურორი პრემიერ მინისტრს ჯუზეპე კონტეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, დელ ლუჩანუ ლამორჯეზეს და ჯანდაცვის მინისტრს, რობერტო სპერანცუს დაკითხავს. კონტემ განაცხადა, რომ მას არაფრის ეშინია.

    პარიზის პროკურორმა, რემი ეიტცმა გასულ კვირას თქვა, რომ გამოძიების მიზეზი მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვები გახდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. პროკურატურა ჩინოვნიკების ქმედებებს შეისწავლის, რომლებიც ეპიდემიის აფეთქებაზე რეაგირების შესახებ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

    პარიზელები იმის გამო ჩივიან, რომ სამუშაო ადგილებზე არასაკმარისად სწრაფად შემოიღეს სოციალური დისტანცირების წესები, მოქალაქეებს ნიღბებით არ ამარაგებდნენ და საკმარის ტესირებას არ ატარებდნენ.

    გამოძიების სამიზნე სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტი გახდება, რომლებიც პარიზში არიან ბაზირებული და ამგვარად პარიზის პროკურატურის იურისდიქციაში ხვდებიან. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით არის დაცული. საფრანგეთში პანდემიის შედეგად 29 407 ადამიანი გარდაიცვალა.

    რაც შეეხება ესპანეთს, გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ პედრო სანჩესმა და 22–მა მინისტრმა ვერ შეძლეს სწრაფი რეაგირება და საკარანტინო შეზღუდვები დააგვიანეს. ესპანეთში კორონავირუსს 27 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

    ბრიტანეთში კი გარდაცვლილთა ნათესავები იმის შეფასებას ითხოვენ, რამდენად იყვნენ მზად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და სოციალური სამსახურები პანდემიისთვის.  ღია განხილვის დაწყების ოფიციალურ მოთხოვნაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის პიკზე საავადმყოფოებიდან უკან, ხანდაზმულთა სახლებში დააბრუნეს 25 ათასზე მეტი პაციენტი, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი იყო კორონავირუსის მატარებელი, რადგან ეს არავის შეუმოწმებია.

    ოჯახების ინტერესს ადვოკატი ელკან აბრაჰამსონი იცავს, რომელიც აცხადებს, რომ მოსმენა აუცილებლად შედგება, თუმცა მოგვიანებით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად მთელი მისი ყურადღება ეპიდემიასთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული. დაღუპულთა ოჯახების ჯგუფი კი, რომელიც თავს სამართლიანობისთვის მებრძოლებს უწოდებს, მოსმენის დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს, რადგან მათი აზრით მხოლოდ ხელისუფლების ქმედებებში დაუყოვნებლივი ჩარევა შეაჩერებს შემდგომ მსხვერპლს.

    ბრიტანეთში ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 41 ათასს აჭარბებს.

    ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამეცნიერო თანამეგობრობის ექსპერტიზას ეფუძნებოდა. თუმცა, ერთ–ერთი გარდაცვლილი ბრიტანელის შვილი, ჯეიმი ბრაუნი თვლის, რომ ლოკდაუნის 23 მარტს შემოღების გადაწყვეტილება მეტისმეტად დაგვიანებული იყო. მამამისი საავადმყოფოში 29 მარტს გარდაიცვალა – ორი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როცა ლონდონის ცენტრში მატარებლით იმგზავრა.

    ბრაუნის აზრით მამამისის სიკვდილის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ კარანტინს ადრე შემოიღებდნენ. ის ამბობს, რომ მამა მთავრობის რჩევამ დაღუპა, რომელიც ყველას მოუწოდებდა სახლებში დარჩენილიყვნენ. სწორედ ამის გამო არ მიმართა დაინფიცირებულმა მამაკაცმა დროეულად სამედიცინო დახმარებისთვის.

    “რაც შეიძლება მალე უნდა გავიგოთ, სად იქნა დაშვებული შეცდომა და რატომ აღმოვჩნდით ყველა ასეთ სიტუაციაში“– ამბობს ის.

    ადვოკატი აბრაჰამსონი ამბობს, რომ მეორე ტალღის მოლოდინის გამო აუცილებელია ვიცოდეთ, რას აპირებს ხელისუფლება მეორე ტალღის შემთხვევაში. მისი თქმით, სურს ზუსტად იცოდეს რომელი სამეცნიერო ექსპერტიზა უდევს საფუძვლად სკოლების გახსნის და მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას.

  • გურჯაანში ავტოავარიას ქალი ემსხვერპლა

    გურჯაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა.

    ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

     

  • “მსოფლიოში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია“–კარლ ჰარცელი

    საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, დღეისათვის საქართველო მსოფლიოში  ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია.

    როგორც ჰარცელი ამბობს, პანდემიის დროს ჯამში ევროკავშირმა საქართველოსთვის დასახმარებლად მილიარდ ნახევარი გამოყო, საიდანაც ქვეყანამ თანხის 2/3 გრანტების, ხოლო 1/3 სესხების სახით მიიღო.

    „ვამაყობ იმით, რომ ჩვენ მოვახერხეთ გამოგვეყო და მიგვეტანა საქართველომდე ევროკავშირის დახმარება. ჯამურად ეს დახმარება მილიარდ ნახევარ ლარს შეადგენს, რომლის 2/3-ს გრანტების, ხოლო 1/3-ს სესხების სახე აქვს. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და დღევანდელი მდგომარეობით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია მსოფლიოში. თუმცა თქვენ ეს დაიმსახურეთ, როგორც ჯანდაცვის კომპონენტში კრიზისის მართვის მიმართულებით, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მხრიდან ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებაში ჩართულობის კონტექსტში, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით, ასე რომ ეს ცუდი დასაწყისი არ არის. რაც შეეხება პრიორიტეტებს ევროკავშირის მხრიდან, ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ მზად ვართ დამატებითი მხარდაჭერისთვის ამ მიმართულებით. რაც შეეხება ბიზნესს ვცდილობთ ხელისუფლებასთან ერთად მეტი ფული ჩავდოთ, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საგანგებო მდგომარეობამ განსაკუთრებულად მტკივნეულად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნსესზე იმოქმედა“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

  • “ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, “ოცნება” წავა პოლიტიკური სცენიდან“–ხაზარაძე

    “ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, “ოცნება” წავა პოლიტიკური სცენიდან“–ხაზარაძე

    “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არჩევნების თარიღის შესაძლო გადატანის საკითხზე კომენტარს აკეთებს.

    ხაზარაძის განცხადებით  ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, “ოცნება” წავა პოლიტიკური სცენიდან.

    “იმდენი ტყუილი მოვისმინეთ ხელისუფლებისაგან,  რომ ქართულ საზოგადოებაში ნდობა აქვს დაკარგული. “ქართულმა ოცნებამ” თავისი მოქმედებით და ნაბიჯებით რეპუტაცია ისე შეილახა, საქართველოშიც და მსოფლიო დონეზეც, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათ არ გაუჭირდებათ, მორიგი ტყუილი თქვან. მათი მხრიდან მოულოდნელი არ იქნება, თქვან, რომ სადღაც ისევ იფეთქა ეპიდემიამ და ამიტომ მოგვიწია არჩევნების გადადება. მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა: ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, “ოცნება” წავა პოლიტიკური სცენიდან, იმიტომ რომ მათ ამოწურეს მორალური, ეთიკური, ადამიანური და ყველა სხვა რესურსი, რაც კი შეიძლება ჰქონოდათ ამ 8 წლის განმავლობაში.”- მამუკა ხაზარაძე

    შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

    “თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში”,- განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

  • „უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა” – Covid-19-ით გარდაცვლილი 14-ე პაციენტის შვილი

    „უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა” –Covid-19-ით გარდაცვლილი 14 -ე პაციენტის  შვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამაკაცი სრულიად ჯანმრთელი იყო, სიცხიანი დადიოდა 1 კვირა სამსახურში და როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმედ  იყო.

  • საპატრიარქო ისანში ეკლესიისთვის გადაცემულ მიწაზე კორპუსებს აშენებს

    საქართველოს საპატრიარქო თბილისში,  ისანში, მის კუთვნილებაში არსებულ მიწაზე, ეკლესიის და 2 მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. საპატრიარქო მიზეზად სოციალური პროექტს ასახელებს, კერძოდ ტაძრებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას.

    ბერი გაბრიელ სალოსი დაიბადა თბილისში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ნავთლუღში. სწორედ ამ მოტივით 2016 წელს დედაქალაქის იმჟამინდელ მერს, დავით ნარმანიას  ბოდბელმა ეპისკოპოსმა მიმართა – რომ ბერი გაბრიელის უბანში, ამავე ბერის სახელობის ტაძრის ასაშენებლად ძველი საქვაბის ტერიტორია თითქმის 6 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საპატრიარქოსთვის  გადაეცათ. მოთხოვნას იაკობმა თან დაურთო იმ ეკლესიის ესკიზი, რომელიც ერთ  ლარად მიღებულ მიწაზე უნდა აეგოთ.

    კომპლექსი 2016 წლის გეგმით

    ნარმანიამ საპატრიარქოს წინა საარჩევნო პერიოდში მიწა გადასცა, პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოიწონა და  წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ნებართვა გასცა. წლების განმავლობაში ისანში წულაძის 23 ნომერში იდგა შესაწირიც, სადაც გარკვევით ეწერა, რომ აქ აშენდება ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი.

    საპატრიარქომ ნაჩუქარ მიწაზე მერიას კიდევ ერთხელ,  ისევ წინასაარჩევნოდ,  ამჯერად უფრო მასშტაბური პროექტითა და მოთხოვნით  მიმართა. ახალი გეგმის მიხედვით, ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი დაპატარავდა და მის უკან მრავალბინიანი კორპუსები ამოიზარდა. მერიამ იდეა კიდევ ერთხელ მოიწონა და ამჯერად კახა კალაძემ გასცა მშენებლობის წინა ნებართვა, რომ საპატრიარქომ  მოამზადოს პროექტი და არქიტექტურის სამსახურს  განსახილველად წარუდგინოს.

    დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ავლაბარში მთავარანგელოზის ქუჩაზე ძველ ეკლესიაში მცხოვრები 25 ოჯახისთვის, საერთო ჯამში, კორპუსებში 250 ბინა და 1500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი განთავსდება, პროექტი 8 მილიონი ლარი  ჯდება და მოგება, სავარაუდოდ, 16 მილიონია.

    საპატრიარქოს დაქირავებულმა უსახელო კომპანიამ უკვე დაანგრია ძველი საქვაბე, ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენი, ტერიტორია კი შემოღობეს.

    ვისთვისაა განკუთვნილი ეს ბინები და ვისი ბიზნესები განთავსდება კორპუსებში, უცნობია. იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმ ოჯახებს, რომელთა  შესახლების მოტივითაც საპატრიარქო სამშენებლო ბიზნესს იწყებს, “ფორმულა” ავლაბარში, ძველ ეკლესიაში მცხოვრებლებს ესაუბრა.

    გაირკვა, რომ აქ მცხოვრები ოჯახების ნაწილთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არის მიღწეული, თუმცა საპატრიარქომ მიწა უკვე შემოღობა და ამ ხალხისთვის ასაშენებელი ბინებისთვის  მზადება დაიწყო.

     

     

  • უჯანმრთელესი ადამიანი იყო ვირუსამდე, არანაირი ქრონიკული დაავდება არ ჰქონია – რას წერს Covid19-ით გარდაცვლილ 14-ე პაციენტზე მისი ახლობელი

    უჯანმრთელესი ადამიანი იყო ვირუსამდე, არანაირი ქრონიკული დაავდება არ ჰქონია – ამის შესახებ Covid19-ით გარდაცვლილი 14-ე პაციენტის ახლობელი ნატო ანთია  სოციალურ ქსელში წერს.

    ‘ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ ჩემს მეგობრებში, ვისაც არ გჯერათ რომ კორონა არსებობს ან გჯერათ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ან თუ დაგემართებათ, იოლად გადაიტანთ. გუშინ გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამა, უმაგრესი და ძალიან ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც 2 თვეზე მეტი ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. მას არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადება და სწორედ ამ ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი, რამაც სამწუხაროდ სიკვდილი გამოიწვია.

    არავინ ვიცით, ჩვენზე რა გავლენა ექნება. ამიტომ არ გვინდა ეს კაფე-ბარებში სიარული, სახალხო პიკნიკები და სახლის წვეულებები, საპროტესტო ვაი-ვიშვიში როგორ გვატყუებენ და გამოგვკეტეს. ეს ვირუსი არსებობს და დაიჯერეთ, სანამ თქვენ ან თქვენი ახლობლები იგივე ბედს გაიზიარებთ. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.”- წერს ნატო ანთია.

    გუშინ საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. მამაკაცი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის  იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

    „პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა  Covid19. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ეს პაციენტი  ჩვენთან სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

  • ახალციხეში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა

    ახალციხეში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა

    ახალციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.