Category: ახალი ამბები

  • თბილისში მამაკაცი საკუთარი მანქანით გაიტაცეს

    თბილისში მამაკაცი საკუთარი მანქანით გაიტაცეს

    თბილისში მამაკაცი საკუთარი მანქანით გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით  გატაცებული მამაკაცი ალბერტ აბდალოვიანია. მამაკაცი “ნისანის” მარკის ავტომობილის მართვის დროს გაიტაცეს. ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

     

  • სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ პრაქტიკულად, დატვირთულია ჩვენი სასტუმროები – თურნავა

    სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ პრაქტიკულად, დატვირთულია ჩვენი სასტუმროები – თურნავა

    “სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ პრაქტიკულად, დატვირთულია ჩვენი სასტუმროები” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ყვარელში, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

    “ის, რომ ჩვენ შევძელით და გავხსენით შიდა ტურიზმი დათქმულ დროს, როგორც ვთქვით, 15 ივნისს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც ვფიქრობდი და როგორც ვგეგმავდით. ეს არის ძალიან დიდი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობას, მაგრამ მთავრობა მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ აი, ეს წარმატებული ეტაპი მოსულიყო. ეს არის კერძო სექტორის ძალიან დიდი ჩართულობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას და ეს არის თქვენი დახმარება ძვირფასო ელჩებო, იმიტომ, რომ შიდა ტურიზმის გახსნა მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მოიპოვა დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება – ჩვენ ვართ აღიარებული, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა, მწვანე ქვეყანა, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის და ამაში არის თქვენი უდიდესი დამსახურება იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად გვიდგახართ გვერდში თქვენი ქვეყნის მთავრობებთან ურთიერთობაში. ამას ჩვენ ვგრძნობდით ანტიკრიზისული გეგმის დაგეგმვის და განხორციელების თითოეულ ნაბიჯზე, ამას ვგრძნობდით მაშინაც, როცა ასე სწრაფად, თქვენი დახმარებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით შევძელით საგარეო დახმარების მობილიზება, რომლის გარეშეც ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ ახალ, აქამდე უცნობ გამოწვევას და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ პრაქტიკულად, დატვირთულია ჩვენი სასტუმროები, სხვადასხვა რეგიონში, ეს გვაძლევს დიდ იმედს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას”, – განაცხადა თურნავამ.

     

  • არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, ძალაუფლების უზურპაციაა – ბოკერია

    არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, ძალაუფლების უზურპაციაა – ბოკერია

    “არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, ძალაუფლების უზურპაციაა “- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

    „თუ ობიექტური ვითარება მართლა დრამატულია, რასაც ყველანი დავინახავთ და რაზეც ყველას იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ არც საზოგადოებას ექნება კითხვის ნიშნები და არც ოპოზიციას. ოღონდ ამის წინაპირობა ახლა არ არსებობს. ამიტომ არის გაუგებარი, რატომ დაიწყეს ახლა ამაზე საუბარი. არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, არის ძალაუფლების უზურპაცია. თუკი ივანიშვილი ან მისი გარემოცვა რაიმე არარეალური საბაბით დააპირებენ ძალაუფლების უზურპაციას, ეს მათ არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ბოლომდე დაღუპავს, მაგრამ ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი.

    თუ ხალხს ართმევ იმ მთავარ ძალაუფლებას, რასაც ხელისუფლების წყარო ჰქვია და ეუბნები, რომ „აღარ აგარჩევინებ ხელისუფლებას იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც აირჩიე“ , ეს არის ხელისუფლების დელეგიტიმაცია.კიდევ ვიმეორებ, თუ ობიექტური საფუძველი იქნება, ანუ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება, მაშინ გასაგებია.მინდა ყველას ვუთხრა, რომ შეერთებულ შტატებში არჩევნები სამოქალაქო ომის დროს ჩაატარეს, იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ეს ფუნდამენტური უფლება,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

     

  • სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს – გახარია

    სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ არჩევნებისას ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს.

    ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ლოპოტაზე, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.

    „საქართველოში ფაქტობრივად სრული „ლოკდაუნი“ არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 6-მდე, არ შეგვიზღუდავს. ამიტომ ჩვენ დღეს წინ მივდივართ და ამ ყველაფერს ვუყურებთ, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩენო პროცესი აგიტაციიდან დაწყებული შეჯიბრებითობით პარტიებს შორის და ადამიანებთან შეხვედრებით, ამასაც თავისი მობილობა მოყვება. არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, – განაცხადა გახარიამ.

  • ზოგჯერ ნამდვილად საჭიროა,რომ დიდ კაცს სამარცხვინო შთამომავალი არ დარჩეს – ნათელაშვილი გიორგი გამსახურდიაზე

    “ზოგჯერ ნამდვილად საჭიროა,რომ დიდ კაცს სამარცხვინო შთამომავალი არ დარჩეს “- ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი  შალვა ნათელაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, განცხადებს რომლითაც გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

    ცნობისთვის,ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით სოფელ ხიბულაში – სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ ბოლო წუთები გაატარა, რესტავრაცია ჩაუტარდა და მალე მოეწყობა მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მედიათეკაც.სწორეს ამის გამო უხდის მადლობას  გიორგი გამსახურდია  ბიძინა ივანიშვილს.

    “ეს არის რეალური საქმე და დაფასება, საქართველოს დამოუკიდებლობის მესარძიკვლისა და მისი ხსოვნის. ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ.” – წერს გიორგი გამსახურდია.

  • განცხადებები, რომ დამარცხების შიში გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ არჩევნები დეკემბრისთვის გადავიტანოთ, არალოგიკურია  – ვოლსკი

    განცხადებები, რომ დამარცხების შიში გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ არჩევნები დეკემბრისთვის გადავიტანოთ, არალოგიკურია – ვოლსკი

    “განცხადებები, რომ დამარცხების შიში გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ არჩევნები დეკემბრისთვის გადავიტანოთ, არალოგიკურია”- პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ვარაუდი, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში დამარცხების შიში აქვს და მის დეკემბერში შესაძლო ჩატარებაზე ამიტომ საუბრობს, არალოგიკურია.

    “არჩევნების ვადის გადაწევა შეიძლება მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა საგანგებო ვითარებაა. საგანგებო ვითარება თუ შეიქმნა სახელმწიფოში, ამას მარტო “ქართული ოცნების” პარტიული „ლიდერშიპი“ კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მიერ. ცდილობენ ეს რეალობა გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის და ამბობენ, თითქოს “ქართულ ოცნებას” არჩევნების დეკემბერში ჩატარება აწყობს. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თვითონაც კარგად იციან. არც მალავენ, ამბობენ ამას, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს “ქართულ ოცნებას” უნდა გადაწევა. დამარცხების შიში გვაქვს და რაც უფრო გვიან დამარცხდებიან უკეთესიაო? – არალოგიკურია, არ მინდა სიტყვა „სისულელე“ გამოვიყენო,” – განაცხადა ვოლსკიმ.

  • ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს – სახელმწიფო ინსპექტორი ლუკა სირაძის საქმეზე

    სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს.

    „ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შევქმენით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. კერძოდ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, რის გამოც, ეს პირი ბრალდებულის სახით პროკურატურის მიერ პასუხისგებაში იქნა მიცემული. ამჟამად საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს,”- განაცხადა თოლორაიამ.

    ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    15-19 ივნისს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

    ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება – ვის შეეხება გამონაკლისი

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირბადის ტარების წესი არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

    „ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. არ გავრცელდება, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. ყველაფერი ეს დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

  • სკოლაში ვიდეოთვალთვალი ჰიგიენის ადგილებში იყო – სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში

    “ზოგ სკოლაში ვიდეოთვალთვალი ჰიგიენის ადგილებში იყო ” – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.როგორც თოლორაიამ აღნიშნა,  მათ მიერ შესწავლილ ზოგ სკოლაში ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში იყო.

    “ვინაიდან კანონი ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცეში გამონაკლისის სახითაც არ უშვებს მონაცემთა დამუშავებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტაცია, რომ საპირფარეშოებში ვიდეოკამერების განთავსება მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა.

    ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილი განსაკუთრებული პირადი სივრცეა. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საპირფარეშო კაბინების უშუალოდ შიდა პერიმეტრით. საპირფარეშო ოთახი მთლიანად – ხელსაბანების ადგილი, დერეფანი თუ კაბინის შიდა პერიმეტრი – მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ჰიგიენური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცეებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერი მიზნით გაუმართლებლად ჩაითვალა”.