Category: ახალი ამბები

  • ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს

    ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ჯავახეთის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია და სავალი ნაწილი მალევე დაატოვებინა. ამ დროს ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დაზარალებულები თბილისის მერიისგან და მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

    მათი ნაწილი მთავარ არხთან ამბობს, რომ ნულიდან დაიწყებენ მუშაობას, თუ ბაზარს მალე აღადგენენ. რამდენიმე დაზარალებულის ცნობით, მათი ზარალი ათასობით ლარს სცილდება.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • ჯარში გაწვევის გადავადებისთვის ქრთამის აღების გამო სამხედრო გაწვევის სპეციალისტი დააკავეს

    ჯარში გაწვევის გადავადებისთვის ქრთამის აღების გამო სამხედრო გაწვევის სპეციალისტი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს, ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვა და გამოართვა”,- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

  • საქართველოში COVID-19-სგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

    საქართველოში COVID-19-სგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

    საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ განკურნებულია 724 ადამიანი. არ დაფიქსირებულა ინფიცირების ახალი შემთხვევები და მისი რაოდენობა კვლავ 879-ს შეადგენს. ინფორმაცია Stopgov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    კორონავირუსით ქვეყანაში 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 2 710 ადამიანი იყოფება, სტაციონარის მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 ადამიანი.

  • “გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს”- ქუჩებში წარწერების გამო აქტივისტებს აჯარიმებენ

    ამ წუთებში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მობილიზებულია დროებით სამშენებლო კონსტრუქციაზე დაწერილი ტექსტის: “გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს”-ის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”  ავრცელებს.

    მათი განცხადებით, დროებით სამშენებლო კონსტრუქციებზე გაკეთებული სწორედ ამ წარწერების გამო, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს აჯარიმებენ.  ამ დროისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა ხუთამდე აქტივისტს გამოუწერეს.

    სამართალდამცველები აქტივისტებს ეუბნებიან, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ, სტენსილების გაკეთება არც დროებით სამშენებლო კონსტრუქციებზე შეიძლება და შესაბამის, ჯარიმასაც ითვალისწინებს.

     

     

     

  • ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუცილებლად დავუდგებით გვერდში – თბილისის მერის მოადგილე

    თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ ელოშვილმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.

    როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ზარალი ხვალ დაითვლება.

    „რაც მთავარია, მსხვერპლი არ იყო, რაც დიდი ბედნიერებაა. მაშველებმა და მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან მაგრად. ხვალ დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანი, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება. რაც მთავარია ლოკალიზება მოხდა ეფექტურად“, – განაცხადა ელოშვილმა.

  • “ქოცები ვერც ფარავენ გაღიზიანებას, რომ  იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება”- დავით ზურაბიშვილი გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთაზე

    “ქოცები ვერც ფარავენ გაღიზიანებას, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება”- დავით ზურაბიშვილი გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთაზე

    “ქოცები ვერც ფარავენ გაღიზიანებას, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება”   – ასე აფასებს “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი გიორგი გაბუნიაზე დაგეგმილ თავდასხმასთან და შეკვეთილ მკველობასთან დაკავშირებით.

    “ესე იგი ფბ-ს გადავხედე და იმ ჩეჩენის დაპატიმრებაზე, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული, დაახლოებით ასეთი სურთია:

    ნაცების ერთი ნაწილი დაბნეულია, პუტინის მონა ხელისუფლებამ როგორ დააკავა პუტინის მეორე მონის მიერ გამოგზავნილი ქილერი, რომელსაც პუტინის მაგინებელი უნდა მოეკლაო და არ იცის რა თქვას, მეორე ნაწილი კი ამერიკის ან უკრაინის სპეცსამსახურებს უხდის მადლობას, იმათ შემოუთვალეს და ამ მოღალატეებსაც სხვა რა გზა ჰქონდათო, ბარემ კი არ უნდოდათო და საერთოდ ამ ხელისუფლების პუტინისტი დედაცო…

    რაც შეეხება ქოცებს, ისინი ერთის მხრივ ვერც ფარავენ გაღიზიანებას იმის გამო, რომ იმ ჩეჩენს არ აცალეს საქმის დასრულება და ისე დაიჭირეს, მეორეს მხრივ კი სერიოზულად ეჭვობენ თავად მიშას მოწყობილი იქნება, აკი ადრეც გეგმავდა ვიღაც ორსული ქალის ლიკვიდაციასო და ამის დასტურად სუსის უნიჭო ნაჯღაბნი რომ იყო, უკრაინული ვიკილიქსი, იმას იმოწმებენ.

    ისეთებიც არიან საერთოდ რომ არ ჯერათ არაფერი, არცა შიოლა (ანუ ქილერი ჩეჩენი) ყოფილა ამბავში, თუმცა, ორი ზემორე კატეგორია მათ აშკარად ჭარბობს.

    დასკვნის სახით კი იმას ვიტყოდი, რომ მე მაპატიეთ და ვეჭვობ საყოველთაო გამოყლევების ეპოქაში ვიმყოფებით. პანდემია ესაა თუა. მიმიქარავს კორონა.”- წერს დავით ზურაბიშვილი.

  • ვარკეთილში ხანძრისას პოლიციელი და მოქალაქე დაშავდნენ

    ვარკეთილში ხანძალი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში.

    მისი ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი, ერთი პოლიციელი და ერთი – მოქალაქე.

    “უნდა ვიზრუნოთ, რომ 1 პოლიციელის და 1 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული, ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა. მივაქცევ ყურადღებას, რომელ კლინიკაში არიან გადაყვანილი,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

    ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.

    უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.

    ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.

    იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

     

  • ვარკეთილში ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

    ვარკეთილში მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

    ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.

    უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.

    ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.

    იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • ვარკეთილში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

    ვარკეთილში, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით,  მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, კორპუსს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.

    ამ დროისათვის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ისევ ცდილობენ ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ცეცხლის ლოკალიზებას. ამ დროისათვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმრება სავარაუდოდ ნერვული სტრესის ფონზე, ერთ ქალს დასჭირდა.

    ბაზრობის მოვაჭრეებისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. როგორც ისინი “მთავართან” საუბაშრი ამბობენ, წესრიგშია ყველანაირი გაყვანილობა და სადენები, გარდა ამისა ტერიტორიას ჰყავს დაცვაც. მათივე თქმით, ბაზარში დახლები საღამოს 9-ის ნახევრისთვის აალაგეს და ამის შემდეგ დაახლოებით ერთ საათში დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ბაზრობას ცეცხლი ეკიდა.

    ვარკეთილში, შემთხვევის ადგილზე 21 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, რუსთავიდან და წყნეთიდან გამოძახებულია დამატებითი ბრიგადები.

    ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია და მოვაჭრეებს, დახლებთან და მაღაზიებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. თუმცა ნაწილმა მათგანმა პრუდუქციის მცირე ნაწილის გამოტანა მაინც მოახრეხა.

  • ვარკეთილში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა – მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ

    ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ამ დროისათვის ძლიერი ხანძარია, ვითარება დაძაბულია.

    მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე ამის გამო პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაც მოხდა.

    რაც შეეხება ხანძარს. არსებობს მისი გავრცელების საშიშროება, ვინაიდან ხანძარის კერასთან ახლოს ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს, გარდა ამისა, ბაზარი ახლოსაა კორპუსებთანაც.

    შემთხვევის ადგილზე 21 სახანძარო სამაშველო ბრიგადა მუშაობს.