Category: ახალი ამბები

  • სუსი გიორგი გაბუნიაზე შეკვეთილ მკველობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მოქალაქე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

    სუს-ი თბილისში ჩატარებულ სპეცოპარაციასთან დკავშირებით ამ დრომდე ინფoრმაციას არ ასაჯაროებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დღეს “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა, საგამოძიებო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.  სუს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

    ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

    აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.
    აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.”- ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია (ვიდეო)

    ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი შერეულ ბაზრობაზე ჯიხურებს გაუჩნდა. ადგილზე 13 სამაშველო ჯგუფი მუშაობს და დამატებითი ძალები გზაში არიან.

     

  • “რთულად გადავიტანე მათი წასვლა“–გრიგოლიას პირველი კომენტარი ტვ პირველიდან კოლეგების წასვლაზე

    “რთულად გადავიტანე მათი წასვლა“–გრიგოლიას პირველი კომენტარი ტვ პირველიდან კოლეგების წასვლაზე

    ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტვ პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა და არხზე გადაცემა რეაქციის წამყვანად დარჩა, ტვ პირველიდან ვახო სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილის და დიანა ტრაპაიძის წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა. გრიგოლიამ გადაცემა არხზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით გახსნა. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ კოლეგების გადაწყვეტილებაზე გული წყდება, თავად კი არხიდან წასვლას არ აპირებს:

    “ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, ძალიან მწყდება. დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე… ვერ მოგატყუებთ, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა: რთულად გადავიტანე მათი წასვლა. იმდენად რთულად, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი სათქმელის გადმოსაცემად და ალბათ რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება ის, რასაც ახლა განვიცდი.

    მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს სხვა არხებზე. დიდ წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ პროფესიაში ჩემს კოლეგებს, რომელიც მათი თანმდევი იყო დარწმუნებული ვარ, იქნება კიდეც. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია ტვ პირველი, რომელიც შვილივით მიყვარს.მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. ტვ პირველია ჩემი საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც მე იშვიათად მინახავს.“– ამბობს გრიგოლია.

    შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტვ პირველი პარასკევს დატოვეს. დღეს კი დიანა ტრაპაიძემ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ არხს ისიც ტოვებს.

     

  • ჩემამდე მოდიოდა ხმები რომ ფრთხილად ვყოფილიყავი- გაბუნიას პირველი კომენტარი მისი მკვლელობის შეკვეთის შესახებ

    მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი ჩემზე მიმდინარეობდა – გიორგი გაბუნია მასზე დაგეგმილ თავდასხმასთან და შეკვეთილ მკველობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

    დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება, ორ წელიწადზე მეტია რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთერბით მას შემდგ რაც კადიროვს არც დაუმალავს ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სამდე შემხვდებოდა და რამე დამემარეთბოდა – ამბობს გიორგი გაბუნია.

    ქავთარაძის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბიკოვი საქართველოს დედაქალაქში კონკრეტული დავალებით – გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო ჩამოსული. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დავალება მან ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგან მიიღო

  • ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო

    ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო

    ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად დაგუბებულ წყალში ბანაობდა, რა დროსაც მცენარეებში გაიხლართა და თავის დაღწევა ვერ შეძლო.

    ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

  • გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდნენ – ნიკა გვარამია

    ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

    როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გვარამიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2″-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

    “ის ფაქტი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი გვიტევს არ არის გასაკვირი. ეს ჯერ კიდევ რუსთავი2–ში დაიწყო.

    გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში მართალია კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ სრულად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში არა ფორმით, არამედ შინაარსით.

    გახსოვთ ალბათ მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა და გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკის შემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას პირადი უსაფრთხოების დაცვა.

    ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ გიორგი გაბუნიას დამგმობი განცხადებები საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან.ამის მერე ჩვენ ვიხილეთ დევნა რუსთავი ორზე – მაშინდელ შემადგენლობას ვგულისხმობ. დევნა იმავე დღეებში, აქციებს ვგულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან დევნა, სამწუხაროდ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც.

    დღეს არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ რაკიღა ჩვენთვის ეს ცნობილია რამდენიმე კვირაა და მედიაში ამან გაჟონა, ვალდებული ვართ რომ ეს განვაცხადოთ საჯაროდ:

    კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ ის გეგმავდა ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის გამორჩეული სახის, მოქალაქის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ამაზე ყოფილა გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არა მხოლოდ.”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • “რამდენიმე თვეა ტელევიზიის ერთ–ერთი მთავარი სახე და ჩემი მოადგილე არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ“–ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთაზე

    მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გავრამიამ საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა ის საქმე, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. კერძოდ, გვარამიამ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდა კაცი კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი.ფორმალურად მისი დაკავების მიზეზი ყალბი დოკუმენტების შენახვა –შეძენა გახდა. გვარამია ამბობს, რომ მკვლელობის შეკვეთის მიზეზი  გიორგი გაბუნიას მიერ წარსულში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინება გახდა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების მხრიდან.

    “ის ფაქტი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი გვიტევს არ არის გასაკვირი. ეს ჯერ კიდევ რუსთავი2–ში დაიწყო.

    გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში მართალია კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ სრულად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში არა ფორმით, არამედ შინაარსით.

    გახსოვთ ალბათ მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა და გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკის შემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას პირადი უსაფრთხოების დაცვა.

    ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ გიორგი გაბუნიას დამგმობი განცხადებები საქართველოს მთავრობის  წევრების მხრიდან.ამის მერე ჩვენ ვიხილეთ დევნა რუსთავი ორზე – მაშინდელ შემადგენლობას ვგულისხმობ. დევნა იმავე დღეებში, აქციებს ვგულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან დევნა, სამწუხაროდ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც.

    დღეს არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ რაკიღა ჩვენთვის ეს ცნობილია რამდენიმე კვირაა და მედიაში ამან გაჟონა, ვალდებული ვართ რომ ეს განვაცხადოთ საჯაროდ:

    კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ ის გეგმავდა ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის გამორჩეული სახის, მოქალაქის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ამაზე ყოფილა გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არა მხოლოდ.

    ჩვენი წყაროს ცნობით კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან ინფორმაცია ცნობილი გახდა და გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, შარშან მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ჩვენ გავაძლიერეთ მისი დაცვა. ვიცოდით, რომ მას უთვალთვალებდნენ, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეს იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ყველას გვითვალთვალებს.

    უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად და ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი როცა საქმე ეხება რუსეთის წინააღმდეგ გამოძიებას და შესაძლებელი იყო ინფორმაციის გაჟონვა. როცა კორონავირუსის სიტუაცია გართულდა, საქმე გადმოეგზავნა ქართველ სამართალდამცავებს.

    საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად, ამის მიუხედავად გააძლიერა მაინც კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, რაც მისასალმებელია. ჩვენ ესეც შევამჩნიეთ.

    საბოლოო ჯამში დაკავებულ იქნა ეს მოქალაქე ამ წინაპირობით, მაგრამ სხვა მიზეზით.

    ეს გასაკვირი არ ყოფილა, თუმცა ემოციურად რთულია ამის გაცნობიერება, რომ რამდენიმე თვეა ტელევიზიის ერთ ერთი მთავარი სახე და ჩემი მოადგილე არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ  ამ დროისთვის სამყაროს ნომერ პირველი ტერორისტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი ტერორისტული დასაყრდენის, კადიროვის შეკვეთით.

    მთავარი რაც მინდა განვაცხადო: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

    მეორე: მოვუწოდებ ქართველ სამართალდამცავებსაც, უკრაინელ სამართალდამცავებსაც მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის და მაქსიმალურად ლიბერალურად მიუდგენენ გასაჯაროვების საკითხს, იმიტომ რომ ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე  სპეცსამსახურების.

    ამ ტელევიზიამ ყველა მტერი ყველა ჯერზე დაამარცხა საჯაროობით, გამჭვირვალობით და გამბედაობით. მოვუწოდებთ ჩვენს სპეცსამსახურებს და უკრაინულსაც მაქსიმალური ინფორმაცია, მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად გაასაჯაროვონ.

    ამაშია არა მხოლოდ ჩვენი ტელევიზიის, არამედ ცივილიზაციური სამყაროს ინტერესი. იმიტომ რომ გიორგი გაბუნიას დაკვეთილ მკვლელობაზე გაიარა დღეს ხაზმა ცივილიზებულ სამყაროსა და ბნელეთს შორის.

    კვლავ: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ ტელევიზიის, ამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის და დემკრატიის მთავარი მამოძრავებლის ნებისმიერ თანამშრომელს, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი – საქართველოს ხელისუფლების უპირველესი მოკავშირე რუსეთის მხრიდან თუ სხვა რომელიმე ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან.“– განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

  • დაკავებულ ჩეჩენს, ფორმულას ინფორმაციით ცნობილი ჟურნალისტის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული

    ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები – „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი სინამდვილეში რუსეთის მოქალაქეა.

    სანდო წყარო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ უყვება, რომ
    ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

    20:00 საათზე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ბრიფინგს გეგმავს.

    დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია სუს-მა ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.

    წყარო: ფორმულა ტვ

  • “სტიკერები უნდა გქონდეს გამოკრულიო” – რატომ დააჯარიმეს 16 კაფე 10 000 ლარით

    ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო ორ დღეში 26 კაფე შეამოწმა და საიდანაც 16 კაფე 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებულ კაფეებს შორის არიან ფაბრიკის სივრცეში განლაგებული კაფეებიც : თონე, მულენი და სამაგიდო თამაშების კლუბი წიბახა.

    როგორც მათი მენეჯერები და დამფუძნებლები ამბობენ, მიზეზი უსამართლოა, შესაძლოა, ამან ბიზნესების გაკოტრებაც გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

    “დაგვაჯარიმეს, რადგან დეზობარიერთან არ გვქონდა გაკრული სტიკერი, რომ აქ სტუმრებმა ფეხები უნდა გაიწმინდონ. არ ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკრა. ასევე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა გვაქვს, ჭურჭელი ირეცხება 78 გრადუსზე, თუმცა, მანქანასთან არ გვქონდა გაკრული ინსტრუქცია. ალბათ იმისთვის არის საჭირო, რომ ჭურჭლის მრეცხავმა წაიკითხოს. არ ვაპროტესტებთ, არ ვამბობთ, რომ ეს სტიკერები არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ჯარიმა უსამართლოა. ხელთათმანი, პირბადე, აღჭურვილობა, დეზობარიერის სითხე, დეზობარიერები. მაგიდის გადაწმენდის წესები – ყველაფერი დაცული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით დაუშვეს სტუმრის მიღება, მხოლოდ გარე კაფეში ვემსახურებით, ჩვენი და სტუმრების უსაფრთხოებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე სტიკერის გამო რომ დაგაჯარიმებენ, ნამდვილად უსამართლობაა”. – ამბობს  თონეს მენეჯერი, ნატო მახალდიანი “ტაბულასთან” საუბარში.

    ნატო მახალდიანი ამბობს, რომ კაფეში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია დაცულია და ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს კაფე მულენიც, რომელსაც ასევე 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

    “ისეთი ბერკეტები აქვთ, შეიძლება საჩივარმა შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ აუცილებლად გავასაჩივრებთ”. – გვეუბნება მისი მენეჯერი, ნიკა ბახტაძე.

    მულენიც დეზობარიერთან სტიკერის არარსებობის გამო დააჯარიმეს.

    როგორც ამბობს, მულენს არ აქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თუმცა, აქვთ 3 ნიჟარა, რაც სტანდარტებს შეესაბამება. ჯანდაცვის უწყება წყლის ტემპერატურაზე ედავება.

    “რადგან არ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, როგორ ზომავთ, რამდენ გრადუსზე რეცხავთო. ასევე, გვითხრეს, არ გაქვთ გამოკრული ჭურჭლის რეცხვის ინსტრუქციის სტიკერიო”.

    ბახტაძის თქმით, მულენი მუშაობას კარანტინის დროსაც აგრძელებდა მიტანის სერვისის გამოყენებით.

    “ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, უწყებას დავკავშირებოდით და ინსტრუქციები მიგვეღო. ცხელ ხაზზე დარეკვა საერთოდ შეუძლებელი იყო. არავინ მოსულა. დღეს მოვედით და დაგვხვდა დოკუმენტები, რომ დაგვაჯარიმეს. იმის შანსიც არ გვქონია, რომ თავი გვემართლებინა, ან გამოსწორების შანსი გვქონოდა. პარასკევს იყვნენ მოსულები და მე თვითონ ვუთხარი, რომ ყველანაირ შენიშვნას გავითვალისწინებდი, მაგრამ უშედეგოდ”.

    დაჯარიმდა სამაგიდო თამაშების კლუბი წიბახაც.

    წიბახას თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგის დამადასტურებელი ფურცელი მოსთხოვეს, რომელზეც თანამშრომლების ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ასახული.

    “უნდა გქონდეს ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ ტრენინგი ჩაუტარდათო. მე ვუთხარი, ამ დოკუმენტის ქონის ვალდებულებაზე არსად წერია-მეთქი. სიტყვაზე ხომ არ გენდობით, ე. ი. არ ჩაგიტარებიათო და დაგვაჯარიმეს. ამობეჭდილი ფურცლის შესახებ იყო საუბარი – ჩვენი დაჯარიმების დავალება ჰქონდათ და შეასრულეს”. – გვეუბნება გიგა წიბახაშვილი.

    ჯანდაცვის უწყებას სტიკერები არც წიბახასთან დავიწყებია.

    “მაჩვენეს ჩამონათვალი, ეს სტიკერები უნდა გქონდეს გამოკრულიო. ვკითხე, სად უნდა მენახა-მეთქი. საიტზეო. საიდან უნდა გამეგო ამ საიტის შესახებ – დოკუმენტში, რომლითაც ვხელმძღვანელობ, საიტი ნახსენები არ არის. ტელევიზორს არ უყურებო? – არა-მეთქი და არც ვალდებული ვარ, ვუყურებდე. ფურცლის გამო ვინ შეიქმნის პრობლემას, როცა სხვა საკითხები მოაგვარა, რომ გვცოდნოდა, რომ საჭირო იყო, ამასაც მოვაგვარებდით, ამოვბეჭდავდით პრინტერზე”. – ამბობს წიბახაშვილი ტაბულასთან.

    მისივე თქმით, სასამართლოსაც აუცილებლად მიმართავს, ვინაიდან 10 000-ლარიანი ჯარიმა გაბანკროტებას ნიშნავს.

    “წინა 2 თვეც არ ვმუშაობდით, შემოსავალი არ გვქონია, ახლა გავიხსენით და ნელ-ნელა ვიწყებდით, ამოქაჩვას ვცდილობდით, ძალიან ცუდი სიტუაციაა და ახლა არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ჯარიმა გადავიხადოთ”. – ამბობს გიგა წიბახაშვილი.

    ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ბოლო ორ დღეში გამოწერილმა ჯარიმების ოდენობა 160 000 ლარია.

    21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პოლიციამ სულ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა.

    მოცემულ პერიოდში კომენდანტის საათის და/ან საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის 7 444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე – 15 000 ლარს შეადგენს.

    წყარო: ტაბულა

  • ლარი გაუფასურდა

    ლარი გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0608 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0207 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4434 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4387 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.