Category: ახალი ამბები

  • სუს-ს რომ არ აღეკვეთა, ხელისუფლების დისკრედიტაციას გამოიწვევდა – თალაკვაძე გაბუნიას საქმეზე

    სუს-ს რომ არ აღეკვეთა, ხელისუფლების დისკრედიტაციას გამოიწვევდა – თალაკვაძე გაბუნიას საქმეზე

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმის ორგანიზების უფლებას ქვეყანაში არავის მისცემენ, რადგან სახელმწიფო უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

    „ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით – იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას”,- ამბობს თალაკვაძე.

    მისივე განცხადებით, სუს-ს რომ არ აღეკვეთა ეს დანაშაული, ალბათ გამოიწვევდა სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას.

    “გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

    შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

  • საფრთხემ არ გადაიარა, პუტინს შეუძლია სხვა შეარჩიოს იმისთვის, რომ იგივე გაიმეოროს – გაბუნია

    მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ სავარაუდოდ მისი ლიკვიდაციისთვის გამოგზავნილი კაცის დაკავებით საფრთხეს არ გადაუვლია. მისი თქმით, პუტინს შეუძლია ნებისმიერი სხვა დაქირავებული მკვლელი შეარჩიოს იმავეს გასამეორებლად.

    “არა, რა თქმა უნდა, არ გადაიარა საფრთხემ. მიამიტობა იქნებოდა, რომ ვიფიქრო, რომ მხოლოდ 1 ადამიანია, რომელსაც დააკავებენ და მორჩა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მთავარი, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდის არის ვლადიმერ პუტინი და მას ნებისმიერი სხვა შეუძლია შეარჩიოს იმისთვის, რომ იგივე გაიმეოროს. შეიძლება ამ შემთხვევაში როდესაც ეს ერთხელ არ გამოუვიდა, უფრო მეტი საბაბიც ჰქონდეს, რომ დაუმტკიცოს ყველას, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება, თუ მოინდომებს”,- ამბობს გაბუნია ტვ პირველის ეთერში.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი პროფესიის მიხედვით არ არჩევს თავის მტრებს, ამიტომ საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქე.

    ჟურნალისტის თქმით, 1 წლის წინ ვერ იფიქრებდა, რომ ეს პროცესი ასეთ მასშტაბებს შეიძენდა.

    “სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ჩემდა უნებურად, მე განვაპირობე ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთ მასშტაბებს თუ მიიღებდა ეს პროცესი, რა თქმა უნდა , 1 წლის წინ მე წარმოდგენაც არ მქონდა. რომ მე გავხდებოდი ამ გლობალური საფრთხის კიდევ ერთი მაგალითი. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი ყველა ქვეყანაში ასე უსწორდება თავის მტრებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც ერთი კვირის საუბრობდა ამერიკა – გლობალური უსაფრთოხება, რომელიც დგას საფრთხის წინაშე და რომელსაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლება და პირდაპირ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის სახით”,- თქვა გიორგი გაბუნიამ.

    გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

    შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

  • სიღნაღში ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედა დააკავეს

    სიღნაღში ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედა დააკავეს

    სიღნაღში ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მისი დედა დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მოვუწოდებ მერიას, მოვაჭრეებს ნუღარ აწამებთ, დაითვალეთ ზარალი და აუნაზღაურეთ – ხაბეიშვილი

    მოვუწოდებ მერიას, მოვაჭრეებს ნუღარ აწამებთ, დაითვალეთ ზარალი და აუნაზღაურეთ – ხაბეიშვილი

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მთავრობას მოუწოდებს, ვარკეთილში ხანძრის ზარალი დაითვალონ და მოვაჭრეებს აუნაზღაურონ.

    ხაბეიშვილის თქმით, ბევრი არგუმენტი არ არსებობს, რის გამოც ბაზრის შემთხვევით დაწვა შეიძლება დაიჯერონ.

    „რომ გვინდოდეს დავიჯეროთ, რომ ბაზრობა შემთხვევით დაიწვა, ამის ფიქრის საფუძველს არ გვაძლევს ბევრი არგუმენტი. 20-მდე ბაზარი დაიწვა და არცერთი საქმე აქამდე გამოძიებული არ არის. მუდმივად გვეუბნებიან, დაველოდოთ გამოძიებას და ამასობაში ადამიანები გაჭირვებაში ცხოვრობენ. დაზღვევის დამატებითი გადასახადი ამ ხალხმა არ უნდა გადაიხადოს, ისედაც ძალიან დიდ გადასახადებს იხდიან. ადმინისტრაცია გადასახადის ამოღების დროს, დასუფთავების თანხის ამოღების დროს მაგარი ბიჭია და ამ ხალხს დაახრჩობს ერთი წამით რომ გადააცილოს გადასახადი. მოვუწოდებ დედაქალაქის მერიას და ხელისუფლებას, ამ გაუბედურებულ ადამიანებს ნუღარ აწამებთ, სასამართლოებში და აქციებზე ნუღარ ატარებთ, დაითვალეთ ზარალი და აუნაზღაურეთ თავიდან ბოლომდე,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

    დღეს ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ჯავახეთის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია და სავალი ნაწილი მალევე დაატოვებინა. დაზარალებულები თბილისის მერიისგან და მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

    გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.

  • მადლობა სუს-ს აფიშირების გარეშე საფრთხის თავიდან აცილებისთვის – იონათამიშვილი გაბუნიაზე

    მადლობა სუს-ს აფიშირების გარეშე საფრთხის თავიდან აცილებისთვის – იონათამიშვილი გაბუნიაზე

    უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. მისი თქმით, სუსმა პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე, გიორგი გაბუნიასთვის საფრთხის თავიდან აცილება შეძლო.

    “პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე. უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე მოხდეს დანაშაულის აღკვეთა”, – უთხრა იონათამიშვილმა რუსთავი 2-ს.

    გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

    შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

    სუსმა სისხლის სამართლის საქმის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

  • ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავისთვის, ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე – რომან კაკულია

    ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავისთვის, ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე – რომან კაკულია

    დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას ისტერია თავადაც არ დაუკლია და ინფორმაციის სიმცირის გამო დასკვნას ვერ გააკეთებს.

    “არ ვიცი მართალი გითხრათ ეს საკითხი ბოლომდე, ისტერია მემგონი თავად გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით ახლა აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს დასკვნის გაკეთება ძნელია”, – უთხრა კაკულიამ რუსთავი 2-ს.

    მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო ასეთი ადამიანების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია, თავად ფაქტი კი სამწუხაროა.

    გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

    “კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ ის გეგმავდა ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის გამორჩეული სახის, მოქალაქის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

    სუსმა სისხლის სამართლის საქმის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

  • “ოცნებას” არჩევნების გადადება არ აწყობს, მივესალმები თარიღის აქეთ გადმოწევას – კაკულია

    “ოცნებას” არჩევნების გადადება არ აწყობს, მივესალმები თარიღის აქეთ გადმოწევას – კაკულია

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ მმართველ პარტიას არჩევნების გადადება არ აწყობს, ამიტომ ის მხოლოდ თარიღის უკან გადმოწევას მიესალმება.

    მისი თქმით, რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები, მით უკეთესია, რადგან საზოგადოება საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

    “არჩევნების გადადებაზე არავითარ ინტენსიურ საუბრებს ადგილი არ აქვს. ვფიქრობ, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის “ქართული ოცნება”. თუ არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე. ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ რაც უფრო მალე გაირკვევა საზოგადოება ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს, ეს ძალიან მალეა გასაკეთებელი. ამიტომ არჩევნების გადატანას იქით კი არა, აქეთ მივესალმებოდი, რათა მალე გაირკვეს ეს ყველაფერი”,- აცხადებს კაკულია.

    მისივე თქმით, ქართული საზოგადოების გარდა მსოფლიოში უკვე ყველამ გამოთქვა აზრი, ამიტომ გული წყდება, რომ არჩევნებამდე ბევრი თვეა დარჩენილი.

    “მსოფლიოში უკვე ყველამ ყველაფერზე გამოთქვა აზრი, გარდა ქართული საზოგადოებისა. ამიტომ რაც უფრო მალე მოხდება ამ აზრის გამოთქმა ყველა მიმდინარე საკითხთან მიმართებაში, ორიენტაციისთვის, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოება, როგორ განვითარდეს – ეს მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ამიტომ არანაირად არ დავუჭერ მხარს არჩევნების გადადებას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა,” – თქვა რომან კაკულიამ.

  • დავაკავეთ კაცი, რომელიც 12 წლის გოგოს გარყვნილ ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა – შსს

    დავაკავეთ კაცი, რომელიც 12 წლის გოგოს გარყვნილ ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნისთვის გარყვნილი ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნისთვისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

    პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.

    გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 425 შემთხვევა დადასტურდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა

    სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 425 შემთხვევა დადასტურდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა

    სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 17 489-ს მიაღწია.

    გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 8 ადამიანი, სულ გარდაცვლილია 293.

    სომხეთში კორონავირუსისგან 6571 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი კი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

  • ახალი შემთხვევების არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას – მარინა ეზუგბაია

    ახალი შემთხვევების არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას – მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან განკურნებული 20 პაციენტიდან, 10 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

    მისივე თქმით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს სიმშვიდის მოპოვებას არ ნიშნავს.

    „ახალი შემთხვევა არ გყვავს – კვლავ 879 დადასტურებული შემთხვევა გვრჩება ქვეყანაში. 20 გამოჯანმრთელებული გყვავს გუშინდელს მერე და ახლა 724-ია. ამ მონაცმეებით, 141 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ისევე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ვცხოვრობდით – რეგულაციები არსად არ წასულა. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და პირადი ჰიგიენის დაცვა.

    გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-დან 10 ჩვენი კლინიკიდანაა და ამ ეტაპზე, 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 1 პაციენტი რჩება მძიმე, რომლის დინამიკა დადებითია, ვიმედოვნებთ ხვალიდან ამოვიღებთ მძიმე პაციენტთა სიიდან. დანარჩენი პაციენტები მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.