Category: ახალი ამბები

  • საქართველოს გენ. პროკურორს ბოლო პოლიტპატიმრის შესახებ მივწერე, ის კვლავ საპატიმროშია, რატომ? – ევროპარლამენტარი რურუაზე

    ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი წერს, რომ გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს წერილი მისწერა, რომელშიც ჰკითხა, რატომ არის ის კვლავ პატიმრობაში.

    “8 მარტი შეთანხმების სრული შესრულება სარგებელი იქნება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მე მივწერე საქართველოს გენერალურ პროკურორს შეთანხმებაში მოხსენიებული ბოლო პოლიტიკური პატიმრის შესახებ – ის კვლავ პატიმრობაში რჩება, რატომ?” – წერს ტვიტერზე ანდჟეი ჰალიცკი.

    ევროპარლამენტარი მთავარ პროკურორს მიმართავს, რურუასთვის აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა მოითხოვოს, რაც საქართველოს პრაქტიკის მიხედვით მსგავს დანაშაულებში ხდება ხოლმე.

    “როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი ევროპარლამენტში, მივესალმე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და გერმანიის ელჩების შუამავლობით გაფორმდა. ევროკავშირი აცხადებდა, რომ “შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი და ცხადი სიგნალი ორივე პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობისთვის და ასახავდა მათ სურვილს, შეემცირებინათ არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში.

    მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან, მიუხედავად იშეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, გიორგი რურუა, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, კვლავ დაპატიმრებულია, პარალელურად კი მიმდინარეობს მისი დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საქმეებზე, რომელიც მისთვის წარდგენილ ბრალს არ უკავშირდება და ეს კამპანია მთავრობისა და მმართველი გუნდის წევრებმა დაიწყეს. როგორც გადამწყვეტი მომენტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისა და საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის, რაც ასევე არის 8 მარტის შეთანხმების საგანი, მე და საქართველოს სხვა მეგობრები ევროპარლამენტში იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი სრულად შესრულება გზას გაუხსნის პოლარიზაციის შემოტრიალებას და ქვეყანაში ცივილიზებული კამპანიის ჩატარებას.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ხოლო ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, ყველა ვთანხმდებით, რომ აღნიშნული დაძაბულობის საბოლოო დარეგულირება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს პასუხობს. ზედმეტია იმის თქმა, რომ რურუას წინასწარი პატიმრობა მთლიანად პროკურატურასა და საქართველოს სასამართლოზეა დამოკიდებული. თუმცაღა, მე გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ ბევრმა დამკვირვებელმა გამოთქვა შეშფოთება ბატონი რურუას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც კონტრასტში საქართველოს პრაქტიკასთან, რომელიც რურუას მსგავსი ბრალის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში გირაოს ითვალისწინებს

    ვიცი, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა პრაქტიკულად დასრულდა. ამდენად, მოგმართავთ, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილოთ არასაპატიმრო სასჯელის სახის გამოყენება. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს 8 მარტის შეთანხმებასა და საქართველოში ნაკლებად პოლარიზებულ და ცივილურ საარჩევნო კამპანიას”, — წერს ევროპარლამენტარი.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას იმ 3 პოლიტპატიმარს შორის იყო, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შედეგად, ოპოზიციის თქმით, უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, ის კვლავ ციხეში რჩება.

    რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ სანამ სრულად არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, ანუ გათავისუფლდება მე-3 პოლიტპატიმარი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

  • სიკვდილის შიში არ მაქვს, დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი! – გიორგი გაბუნია

    “სიკვდილის შიში არ მაქვს, დაჩოქილი ვერ მნახავს კადიროვი”- ამის შესახებ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტვ “პირველის”, გადაცემა „რეაქციაში“.

    “მთელი უბედურება ამაშია, რომ მსგავსი კომიკური ფიგურების რომ უნდა გეშინოდეს. საფრთხე რეალურია, მაგრამ სიკვდილის შიში არ მაქვს. მან რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახერხოს, ძალიან ბევრი ადამიანი შეშინდება. ხალხი ისედაც დაშინებულია. მე კადიროვს შემიძლია ვუპასუხო, ჩემი პოზიცია არ იცვლება, ვფიქრობ იმას რასაც ვფიქრობდი აქამდე მის საყვარელ ლიდერზე.არ მეშინია, ბოდიშის მოხდაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მუხლებზე დაჩოქილს ვერასდროს მნახავს კადიროვი. შეუძლია მომკლას და ჩემი ცხედარი დააყენოს მუხლებზე.მირჩევნია შიშის გარეშე მოვკდე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცხოვრო შიშით, არსად გავიდე და ვიყო ჩაკეტილი. მეუბნებიან, რომ მორჩა საზღვარგარეთ წასვლაო. არ ვაპირებ ვიყო ტყვე”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ .

     

  • კადიროვმა გაბუნიამ დაიჩოქოსო და ინსტინქტურად საპატრიარქომ დაიჩოქა – ბასილ კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაძის კომენტარს ეხმიანება და ამბობს, რომ დაჩოქება საპატრიარქოს ბუნებრივი პოზაა “უფროსი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”.

    ჯაღმაიძემ თქვა, რომ მას არც არგუმენტები, არც კომპეტენცია ყოფნის იმისთვის, რომ დაასკვნას, იკვეთება თუ არა რუსეთის ინტერესები გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეში. მან  აღნიშნა, რომ თუ რამე დაემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია.

    ბასილ კობახიძის შეფასებით, ამ განცხადებით საპატრიარქომ კადიროვის წინაშე დაიჩოქა.

    “კადიროვმა დაიჩოქოს გაბუნიამო და საპატრიარქომ დაიჩოქა. რამე კი არა, უბრალოდ ინსტიქტურად, ეგ მაგათი ბუნებრივი პოზაა უფროსი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”,- წერს კობახიძე.

    შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.

    “გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონს მოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – განაცხადა კადიროვმა.

    15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

     

  • გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

    გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

    ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. უწყება მან რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გაბუნია ხვალ მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული.

    მივა თუ არა გაბუნია სუს-ში, ეს მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამიას მსგავსად სასამართლოში, მაგისტრი მოსმართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვოს.

  • “ჩეჩნეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი უბრალოდ *** ხარ” – ნიკა გვარამიამ კადიროვს რუსულად ანეგდოტი მიუძღვნა

    “ჩეჩნეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი უბრალოდ *** ხარ” – ნიკა გვარამიამ რამზან კადიროვს რუსულად ანეგდოტი მიუძღვნა.

    “რამზან კადიროვმა პიჯაკის შეკერვა გადაწყვიტა.ყველაზე ძვირიანი ნაჭერი იყიდა დამკერავს მიადგა, მკერავმა კი ასეთი პასუხი გასცა:

    – თქვენ დიდი კაცი ხართ, ნაჭერი ცოტაა – არა, პიჯაკს ვერ შეგიკერავთ.

    კადიროვი სხვა მკერავებთანაც მივიდა. ყველა ერთი და იმავეს პასუხობდა. „თქვენ დიდი კაცი ბრძანდებით, მასალა ცოტააო“.

    ასემოიარა მან მთელი ჩეჩნეთი მაგრამ პიჯაკი ვერ შეკერა.

    ბოლოს ერთმა მოხუცმა მკერავმა კადიროვს უთხრა: წადი თბილისში, იქ ნაცნობი მყავს, რომელიც პიჯაკს შეგიკერავს.

    რა უნდა ექნა, წავიდა რამზანი თბილისში და მკერავთან შევიდა. მკერავმა მშვიდად აუღო ზომები,ნაჭერი დაიტოვა და უთხრა:

    – ხვალ მოდი.

    კადიროვი მეორე დღეს მივიდა. მკერავი შარვალს აწვდის…

    – მოიზომავ?

    გამოართვა რამზანმა, მოიზომა, ძალიან კარგი შარვალია, კარგად ადგას წელზეც, ფეხებზეც, ჩაჯდომისას არ იჭიმება, ბევრი ჯიბე აქვს, კმაყოფილია.

    – მადლობა, ყველაფერი კარგია.

    მკერავი: პიჯაკს მოიზომავ?

    იზომავს პიჯაკს, კვლავ ყველაფერი იდეალურია, ჯიბეებიც აქვს, თავისუფალია. როცა კადიროვი ფულის გადახდას აპირებდა, მკერავი კვლავ ეკითხება:

    – ჟილეტს მოიზომავ?

    კადიროვი გაკვირვებულია. მოიზომა ჟილეტიც და ამჯერადაც ყველაფერი კარგადაა.

    ბოლოს კადიროვი მკერავს ეკითხება:

    -კი მაგრამ, მთელი ჩეჩნეთი მოვიარე და ყველა უარს ამბობდა, მეუბნებოდნენ „თქვენ დიდი კაცი ბრძანდებით, ნაჭერი კი ცოტააო“, შენ კიდე პიჯაკთან ერთად, ჟილეტიც შემიკერეო.

    მკერავი პასუხობს: შენ დიდი კაცი ხარ ჩეჩნეთში, აქ კი უბრალოდ *ლე ხარ… ქუდს მოიზომავ?…”- წერს ნიკა გვარამია სოცალურ ქსელში.

    15 ივნისს ტელეკომპანია”მთავარის” გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს ინფორმაცია მოგივანებით სუსმაც დაადასტურა.

    რამზან კადიროვმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეურაცხყოფისთვის,გიორგი გაბუნია „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.

  • კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები, რაც აზიანებს გამოძიების ინტერესებს – სუსი გაბუნიას საქმეზე

    კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები, რაც აზიანებს გამოძიების ინტერესებს – სუსი გაბუნიას საქმეზე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცლებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიის საშუალებით ისეთი განცხადებები ვრცელდება, რაც არ ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს და გამოძიების ინტერესებს აზიანებს.

    სუსი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამ საქმის საჯარო განხილვისგან

    “15 ივნისს გავახმოვანეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.

    ხსენებულ განცხადებაში, ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის – ნამდვილის თუ ყალბის – გავრცელებამ, შესაძლოა დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი – დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება.

    მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

    უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკურპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა.

    ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

    ამასთან, გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან” – წერია სუს-ის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

  • კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ – კალაძე

    კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ – კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძეს არ ესმის, თუ რატომ უნდა გააკეთოს კომენტარი კადიროვის განცხადებაზე, რომელშიც ის გიორგი გაბუნიას კიდევ ერთხელ ემუქრება.

    “კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ…მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის”,- ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი.

    კადიროვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა საქართველოს პრეზიდენტმაც და თქვა, რომ უფლება არ აქვს, სხვა ქვეყანა გამოძიების დასრულებამდე დაადანაშაულოს.

    ცნობისთვის, რამზან კადიროვმა უარყო, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ორგანიზებას უწევდა და ქართველ ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დაექმურა. მან გაბუნიას მოუწოდა, მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. 

    15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

  • არ ვაპირებთ 200 ნაციონალს რაიმე კონტრაქცია დავუპირისპიროთ – კობახიძე 20 ივნისის აქციაზე

    არ ვაპირებთ 200 ნაციონალს რაიმე კონტრაქცია დავუპირისპიროთ – კობახიძე 20 ივნისის აქციაზე

    უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 20 ივნისს ხელისუფლება კონტრაქციას არ გეგმავს.

    “ეს არის აბსურდი. მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც ფეიკნიუსებს და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ ფეიკნიუსს, რაც არის აბსურდი.

    ჩვენ არ ვაპირებთ 200 ნაციონალს დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან ისინი შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს”, – თქვა კობახიძემ.

    მისივე თქმით, თუ ვინმე სირცხვილიას აქციის კონტრაქციისთვის შეიკრიბება, ეს პროვოკაცია იქნება და “საიდან შეიძლება მოდიოდიეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი”.

    მოძრაობა “სირცხვილია” გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე რუსთაველზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად დაშალა, დაშავდა ათობით ადამიანი, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. ხელისუფლების ამ ქმედებას ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა

  • მარნეულში 20 წლამდე ახალგაზრდა მტკვარში დაიხრჩო

    მარნეულში 20 წლამდე ახალგაზრდა მტკვარში დაიხრჩო

    მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში, 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი მტკვარში დაიხრჩო.

    გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

    შსს-ის ცნობით, მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • რატომ არ მივიდა ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე არ მივა, – ამის შესახებ განცხადებას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აკეთებს.

    მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა.

    ვუთხარით, რომ არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ და იქ გამოიკითხოს ნიკა გვარამია. შესაბამისად, თუკი უსაფრთხების სამსახურს აქვს ამის სურვილი, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოში გამოვცხადდებით და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება ნიკა გვარამიას დაკითხვა. რა კითხვები შეიძლება ჰქოდეთ, ამის თაობაზე ჩვენთვის წინასწარ ცნობილი არ არის. ჩვენი პოზიცია რატომაც გვირჩევნია სასამართლოში დაკითხვა, განპირობებულია უნდობლობით სამართალდამცავი უწყებების მიმართ, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.