Category: ახალი ამბები

  • ჩვენი პასუხისმგებლობა გამოძიების დასრულებაა და არა დანაშაულის მტრისთვის მიწერა – სესიაშვილი

    ჩვენი პასუხისმგებლობა გამოძიების დასრულებაა და არა დანაშაულის მტრისთვის მიწერა – სესიაშვილი

    თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა გამოძიების დასრულებაა და არა დანაშაულის მტრისთვის მიწერა.

    მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ექნებათ რეაქციაც და მოქმედებაც.

    “მთავარი აქ არის სახელმწიფოებრივი მოქმედება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაული აღკვეთა, მიმდინარეობს გამოძიება, ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ გამოძიების მიყვანაზე და არა ის, რომ მე რეალურად მტერს ვისაც ვხედავ მას მივაწერო, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი და საფუძველი არსებობს. ამიტომ გამოძიება დასრულდება ყველას გვექნება საგამოძიებო ორგანოებისგან პასუხები, ამ პასუხებზე გვექნება კომენტარიც, რეაქციაც და მოქმედება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

    ცნობისთვის, „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

  • საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა განმარტა, ახალი გარემოება, რაც ცინარიძის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, არ გამოკვეთილა.

    ცინარიძის ადვოკატმა, კახაბერ ხვისტანმა აღკვეთი ღონისძიების გაუქმების და 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

    მოსამართლის განცხადებით, არსებობს დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე, ამასთან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე.

    ცნობისთვის, დავით ცინარიძე 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

     

  • დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი, ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ – კილაძე

    დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი, ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ – კილაძე

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი, როდესაც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

    მისი თქმით, ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ხედავს, რაც ქვენის მიჯის აზიანებს.

    “გასაგებია, რომ ბატონი ტუსკი „ტვიტერზე“ წერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევე, როგორც ის კონგრესმენი იყო. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს. იქამდე, სანამ არ იქნება სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება ბატონ რურუაზე ამ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული, ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, მაგრამ ფაქტი ერთია – სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს ხალხის ფულის, 50 მილიონი ლარის ქურდი და ის მონათლონ პოლიტიკურ დევნილად, მათ შორის აქტიური ლობისტური საქმიანობით ქვეყნის გარეთ. ეს ძალიან სამწუხაროა,” – განაცხადა კილაძემ.

    ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი პარტია შეშფოთებულია, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. ტუსკი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

  • იგრძნობა ლობისტების ხელი – მათიკაშვილი ტუსკის და კარპენტერის განცხადებებზე

    იგრძნობა ლობისტების ხელი – მათიკაშვილი ტუსკის და კარპენტერის განცხადებებზე

    უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით , დონალდ ტუსკისა და მაიკლ კარპენტერის განცხადებაში ლობისტების ხელი იგრძნობა.

    „იგრძნობა ლობისტების ხელი, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციიის ანალიზი. საქართველო არის ქვეყანა, განაწილებულია სასამართლო, ხელისუფლებას გააჩნია თავისი უშუალო მიმართულება და მასში ,რა თქმა უნდა, ვერ ჩაერევა ხელისუფლების სხვა მხარე”, – ამბობს მათიკაშვილი.

    აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, მაიკლ კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს გიორგი რურუა.

    ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი პარტია შეშფოთებულია, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. ტუსკი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

  • ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ – გახარია

    ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას აზრით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ.

    “უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ: ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და საერთოდ, ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვეში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე. ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში მინისტრს, მინდა მადლობა გადაუვხადო იმ შრომისთვის, 24 საათის განმავლობაში, რომელიც მათ გაწიეს ბოლო 4 თვის განმავლობაში”,- განაცხადა გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის 1 წლის ანგარიშის წარდგენაზე.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მინისტრთან და ხელიმძღვანელობასთან ერთად, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა არაფერი დასრულებული არ არის.

    “ჩვენ მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს ის სახეები, რომელსაც აქ ვხედავ”,- აღნიშნა გახარიამ.

  • ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პრესსპიკერ აიდოს უკიბაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. სამწუხაროდ, კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ნურსულთან ნაზარბაევი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს,“- წერია განცხადებაში.

    ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსის 15 877 შემთხევაა დადასტურებული, დაღუპულია 97 ადამიანი.

  • პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების წესი უნდა გაუქმდეს – გია ჟორჟოლიანი

    “სოციალ-დემოკრატების” ლიდერის, გია ჟორჟოლინის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს.

    მისი თქმით, მოქალაქემ თავად უნდა აირჩიოს, დააფინანსებს თუ არა რომელიმე პარტიას.

    „პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან. ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს. ნაცვლად ამისა, თითოეულ მოქალაქეს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს მისი გადახდილი გადასახადიდან რომელი პარტია მიიღებს დაფინანსებას ან საერთოდ აქვს თუ არა სურვილი რომელიმე პოლიტიკური პარტია დააფინანსოს.

    დღეს არსებული კანონმდებლობით, პარტიები, არჩევნებზე განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პირდაპირი წესით იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, რომელსაც გადასახადების გადამხდელები ქმნიან. კონკრეტული პარტია იღებს დაფინანსებას და მოქალაქეების პოზიცია და ინტერესი საერთოდ არ არის გათვალისწინებული, აქვთ თუ არა სურვილი მათ მიერ გადახდილი გადასახადი მოხმარდეს ამ პარტიას, ან საერთოდ უნდათ თუ არა რომელიმე პარტიის დაფინანსება,”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

    კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეები წლის დასაწყისში აირჩევენ, უნდათ თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. სურვილის შემთხვევაში, მათი არჩეული პარტია  გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 0.3%-ით დაფინანსდება. გია ჟორჟოლიანის აზრით, ეს გაზრდის პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ურთიერთკავშირს, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

    “პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ უფრო მეტად გააქტიურება და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მომუშავე ორგანიზაციები არ იქნებიან. გარდა ამისა, ასეთი მოდელი უფრო მეტად დემოკრატიული და სამართლიანიცაა, როცა ყველა მოქალაქეს თავად ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს პარტია, რომლის დაფინასების სურვილიც აქვს და შეუწყვიტოს დაფინანსება, მაშინ როდესაც გადაწყვეტს, რომ ეს პარტია აღარ გამოხატავს მის ინტერესებს,”- განაცხადა ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე.

  • გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე სუს-ში არ მივა და ჩვენებას მაგისტი მოსამართლის წინაშე მისცემს

    გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე სუს-ში არ მივა და ჩვენებას მაგისტი მოსამართლის წინაშე მისცემს

    მთავარი არხის წამყვანი წამყვანი გიორგი გაბუნია სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ის ჩვენებას მასგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

    გაბუნია მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა.

    “სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დიდი ნდობა გამოძიების ვერ გექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, რადგან სხვა ქვეყანაც, უკრაინაც არის ამ პროცესებში ჩართული, მათ ნაკლებად მიეცემათ საშუალება, რომ ისეთი მიმართულება მისცენ ამ ყველაფერს, როგორც თვითონ უნდათ. მოუწევთ რეალური მიმართულებით წარმართვა”,- ამბობს გიორგი გაბუნია.

    „მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

  • კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, აქედან 4 სატვირთოს მძღოლია – ეზუგბაია

    კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, აქედან 4 სატვირთოს მძღოლია – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, მათგან 4 კი სატვირთოს მძღოლია.

    „დაგვემატა 5 ახალი ინფიცირების შემთხვევა და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი და გვყავს 739 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებული, ანუ შემოტანილია და აქედან 4 სატვირთოს მძღოლია,“- თქვა ეზუგბაიამ.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიიცერების 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 739 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

  • ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს – ნაზი ჯანეზაშვილი

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე დღეს დღეს აპირებს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმის ხელი მოაწეროს.

    მისი კოლეგის, არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას.

    “როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი [ანა დოლიძე] სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!

    როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.