Category: ახალი ამბები

  • “დავაბრუნეთ ტყვეების პირველი ნაწილი – 390 ადამიანი” – ზელენსკი

    “ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი [დავაბრუნეთ].” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    “ჩვენ ხალხს უკან, სახლში ვაბრუნებთ. ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი [დავაბრუნეთ]. შაბათს და კვირას ველოდებით გაცვლის გაგრძელებას. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვეხმარება, ვინც 24/7-ზე მუშაობს იმისთვის, რათა უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დავაბრუნოთ, ვინც ტყვეობაშია. ვამოწმებთ თითოეულ გვარს, ინფორმაციას. გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატიურ სამსახურს, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი გახდეს”, – წერს ზელენსკი.

  • მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას – ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძეზე

    “დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება.”

    ასე ეხმაურება, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას, ბრიტანეთის საელჩო.

  • ზურაბ ჯაფარიძე აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი – პაპუაშვილი

    ზურაბ ჯაფარიძე აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი – პაპუაშვილი

    “ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა კანონი რა არის, აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი. შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გირაოს საშუალებით აღკვეთი ღონისძიებაა გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს. ასე, რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია.”

    ამბობს “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას იბარებენ, ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს კი არ ახსენებს „ქოცების კომისია“ – გვარამია

    „ენის ტლიკინს შეეშვით და სამარცხვინო ბოდვას, ვითომ ციხე კურორტია… კარგად ვხედავთ ყველაფერს.

    მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე და ამის მერე ერთი დაიჭირეს და მეორეს მალე დაიჭერენ, საერთოდ რომ არ ყოფილან მაშინ პოლიტიკაში, იმ ხალხს, ამის პარალელურად კი, წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს „ქოცების“ “კომისია”, ამას ვხედავთ კიდეც და რა ჰქვია, ისიც ვიცით.

    დადუმდით ახლა… თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს მართლა დადებული!“

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

  • სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა – EU-ის წარმომადგენლობა ვანდენბრუკზე

    სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა – EU-ის წარმომადგენლობა ვანდენბრუკზე

    “სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა” –  აცხადებს ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

    “ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სათანადოდ აკრედიტებულ წევრს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა მოქმედ ნორმებს, რომლებსაც საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია [საქართველოში] თავის ადგილს დაუბრუნდეს”, – აცხადებს წარმომადგენლობა.

    ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი, დიპლომატი საიმონ ვანდერბრუკი ქვეყანაში არ შემოუშვეს.  მათივე განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს.

  • როგორი ამინდი იქნება 27 მაისამდე

    როგორი ამინდი იქნება 27 მაისამდე

    27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს.

    დედაქალაქში – ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

  • დაკავებულიდან ერთ-ერთს აღენიშნებოდა შეშუპებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები – ომბუდსმენი

    “დაკავებულიდან ერთ-ერთს აღენიშნებოდა შეშუპებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები” – სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი მოინახულეს.

    „დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.

    სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს”, – წერია განცხადებაში.

    22 მაისს ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ალბი კორძაია სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოს იღებდა, სადაც ბოლო კადრში ჩანს, რომ პოლიცია მათ აკავებს, რის მერეც ვიდეო წყდება.

  • “ალბი კორძაიას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები! მისი განმარტებით, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა” – ადვოკატი

    დაკავებულ აქტივისტ ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება –  ამის შესახებ ინფორმაციას, მისი ადვოკატი ლაშა ტყმელაძე ავრცელებს.

    “ალბი კორძაიას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები!

    მისი განმარტებით, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

    ალბი მხნედაა!

    მე და გიორგი ტაბატაძე შევხვდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს. ალბიმ მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

    გავრცელებული კადრებიდანაც აშკარად ჩანს, რომ ალბი კორძაია უკანონოდ დააკავეს.

    ალბიმ გვითხრა, რომ ძალადობის ფაქტს იღებდა მისთვის უცნობი მოქალაქე.

    გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი — ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ალბის საქმეში აღნიშნული კადრები და იქნებ გამოჩნდეს ის ადამიანი ვინც იღებდა,” – წერს ლაშა ტყეშელაძე.

    ალბი კორძაია, სალომე კენჭიაშვილთან ერთად, გუშინ 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკანონოდ დააკავეს. ალბი კორძაია სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოს იღებდა, სადაც ბოლო კადრში ჩანს, რომ პოლიცია მათ აკავებს, რის მერეც ვიდეო წყდება.

     

  • დიპლომატიურად გასცა რუბიომ პასუხი, კმაყოფილი ვარ – ყაველაშვილი

    “გუშინ, პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, იმიტომ რომ ეს ჩანს, თავისთავად….[…] მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ თანმიმდევრულები ვართ და ჩემი თვალთახედვით ჩანს, რომ დინამიკურად ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ეს წერილიც აქედან გამოწვეული იყო. ჩვენ ნამდვილად მივეცით დრო არსებულ ახალ ადმინისტრაციას, ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო კიდეც შეიძლება რეაქცია, მაგრამ მთავარი არის ჩვენი დამოკიდებულება, მზადყოფნა.

    ჩვენ მზად ვართ, მაშინაც ვიძახდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია გადატვირთვა და აუცილებელია, თუნდაც, გუშინ გამოჩნდა [ჯო უილსონის კითხვით], რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და ასეთი სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოსთხოვო შენს ხელისუფალს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდეს ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ქვეყანასთან დაკავშირებით. “,

    აცხადებს, ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილი.

  • საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა – მიკჰელსონი ჯაფარიძის დაკავებაზე

    დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის – კოალიცია ცვლილებისთვის ოპოზიციური პარტიის ლიდერის უკანონო დაკავებით. დამოუკიდებლობის დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე, სასწრაფოდ საჭიროა, რომ დემოკრატიული ერები გასცდნენ სიტყვებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მხარი დაუჭირონ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს თავიანთი მომავლის დაბრუნებაში. თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს!

    წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი X-ზე.