Category: ახალი ამბები

  • ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია.

    “გიორგი ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი” – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის – გახარია

    “ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს. ვინც თვლით, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის

    განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ყრილობაზე გიორგი გახარიამ.

  • დასტურია, ივანიშვილი ქვეყანას მართავს კრიმინალური მეთოდებით – კუპრაძე ბაჩიაშვილზე

    თუ ოფიციალურად მოხდა ექსტრადაცია ბაჩიაშვილის, რატომ არ გადმოსცეს ოფიციალურად ქართველ სამართალდამცავებს, თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რაზეც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის, მწვანე ზოლში, არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალური მეთოდებით და ამ მმართველობაში ჩართული ჰყავს საერთაშორისო ქსელები, რომლებთანაც წლების განმავლობაში კრიმინალურად თანამშრომლობს.

    თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თანაინვესტირებს ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით TV პირველთან.

  • უბრალოდ უკულტურობაა – კობახიძე ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე

    ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსული დროშის მიმართ განხორციელებულ პერფორმანსსაც შეეხო.

    მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ დროშაზეა საუბარი და ეს მხოლოდ და მხოლოდ უკულტურობაა.

    “ჩემთვის საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, ეს არის უბრალოდ უკულტურობა”, – თქვა მან.

  • „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს საქართველოში გავლენის გაზრდის საშუალება მისცა – აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო

    ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (DIA)  2025 წლის გლობალური საფრთხეების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები.

    „საქართველოში რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში თავისი გავლენა გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

  • “პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს” – ნენსი ვოლანდი

    “დაიტოვეს” ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურა სტუდენტის და “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს.

    “პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს. სტუდენტის!” – წერს ნენსი ვოლანდი.

    ლიკა ლორთქიფანიძეს 17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

  • მადლობა სუს-ს ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის – კობახიძე

    მადლობა სუს-ს ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის – კობახიძე

    “ბაჩიაშვილის შემთხვევაზე დეტალებთან დაკავშირებით სუს თავად გაავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე ზოგადად, შემიძლია, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის და კანონის აღსრულება და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. […] ბაჩიაშვილზე, მე შეიძლება, ვიცოდე რაღაცაზე მეტი, მაგრამ სუს-ის ფუნქციაა დეტალების გავრცელება”.

    აცხადებს,  ირაკლი კობახიძე.

  • “ბაჩიაშვილი იძულებით დააბრუნეს, მას წამების საფრთხე ემუქრება” – ადვოკატები

    ცოტა ხნის წინ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

    ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ იგი საქართველოში იძულებით დააბრუნეს, სადაც მას “წამების საფრთხე ემუქრება.”

    “გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების უშუალო რისკის წინაშე დგას. ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში სამართლიანობის მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს ანაზღაურება ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის”, – წერია განცხადებაში.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გუშინ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

    გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა”, – წერია განცხადებაში.

  • ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! მოვუწოდებ სენატს, სწრაფად მიიღოს MEGOBARI აქტი მამაცი ხალხის მხარდასაჭერად – უილსონი

    მადლიერი ვარ, რომ თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად მიიღოს MEGOBARI აქტი საქართველოს მამაცი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც 180 დღეზე მეტია იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და ოჯახებისთვის.

    წერს კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე.

  • გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან.

    ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე.

    მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.