Category: ახალი ამბები

  • ზურა ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

    ”ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.

    სასამართლო პროცესი ამ წუთებში ისევ გრძელდება.

    აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

  • მოსამართლე, ევროპულ კონვენციას არღვევს და დაცვის გარეშე ტოვებს, ითხრის  საფლავს – ხოშტარია ჯაფარიძის პროცესზე

    მოსამართლე, ევროპულ კონვენციას არღვევს და დაცვის გარეშე ტოვებს, ითხრის საფლავს – ხოშტარია ჯაფარიძის პროცესზე

    ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ზურა ჯაფარიძემ სისტემა ათრია, მთელი რეჟიმი. მოამწყვდია გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში, სადაც ორივე გადაწყვეტილება რეჟიმისთვის საზიანოა. არ დაიჭერენ დაზიანდებიან, დაიჭერენ დაზიანდებიან.
    პროცესზეც ამხილა პოლიცია, ჯარად რომ გამოიყვანეს და მოსამართლე, რომელიც ევროპულ კონვენციას არღვევს და დაცვის გარეშე ტოვებს, ანუ ითხრის საკუთარ საფლავს.
    მადლობა ზურა ბრძოლის მაგალითისთვის. ასე ინჯღრევა სისტემა. გავაგღძელებთ

    წერს  “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

  • მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერისთვის ზურაბ ჯაფარიძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    აღნიშნული შუამდგომლობა  ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ დააყენა  რაც მისმა ადვოკატებმა – ირაკლი ჩომახიშვილმა და ნიკა გვარამიამ, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.

    მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის  განმარტებით ადვოკატების მიერ პროცესის დატოვება სხდომის გაჭიანურებისკენაა მიმართული.

    “დაცვის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, თქვენ პროცესს აღარ დაესწროს, თქვენ მოსამართლე არ ხართ, ასრულებთ დაკვეთას. პროკურატურა ეწევა აბსოლუტურად პოლიტიკურ დევნას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოლიგარქია დაემხობა და თქვენ მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ გავდივართ, ნახვამდის” – მიმართა ნიკა გვარამიამ სასამართლოს.

    ამის შემდეგ,დარბაზში მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის დაცვის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა  მას ცოტა დრო სჭირდება, რომ მასალებს გაეცნოს. შვანგირაძემ ჩომახაშვილსაც უარი უთხრა

    დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ სასამართლოს ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

  • მოსამართლემ პროცესი არ გადადო: ჯაფარას დაჭერის შუამდგომლობა უნდა განვიხილო აქვე და დღესვეო – გვარამია

    მოსამართლემ პროცესი არ გადადო: ჯაფარას დაჭერის შუამდგომლობა უნდა განვიხილო აქვე და დღესვეო – გვარამია

    “6 საათია, სასამართლო სამუშაო საათები დასრულდა.
    მოსამართლემ პროცესი არ გადადო: ჯაფარას დაჭერის შუამდგომლობა უნდა განვიხილო აქვე და დღესვეო. ორი ახალგაზრდა გოგო პროკურორმა თავი წაიქციეს, სანამ არ დავიჭერთ, პროცესი არ შეწყდესო.
    20 წუთიანი შესვენებაა, გული რომ არ წაგვივიდეს შიმშილით და წყურვილით.
    პროკურორ გოგოებს არ შიათ – დაჭერაა მაგათი საკვები – სხედან 10 კაციან ამოგუდულ დარბაზში და სტოიკურად ელოდებიან ჯაფარას ციხეში გაშვებას.
    ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

    წერს კოალიცია ცვლილებისთვის, ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც დღევანდელ პროცესზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატია.

  • სასამართლოსთან პოლიციამ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დააკავა

    პოლიციამ სასამართლოს მიმდებარედ ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დააკავა. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ალბი კორძაია ავრცელებს.

    ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, ის ამ წუთებში არკვევს, სად არიან გადაყვანილი და რას ედავებიან სამოქალაქო ატივისტებს.

  • ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს –  ელისაშვილი ჯაფარიძის პროცესზე

    ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს – ელისაშვილი ჯაფარიძის პროცესზე

    „დიდი ალბათობით, რადგან ამოდენა მობილიზაცია აქვთ და ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. მაგრამ ერთი ვერ გათვალეს აშკარად, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სილა, როცა კომისიაზე არ მივიდნენ, შემდეგ ოქრუაშვილმა ხელუკუღმა დაუმატა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის. ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი“,

    ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • რუბიომ დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი – სამადაშვილი

    რუბიომ დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი – სამადაშვილი

    „ჩვენ ძალიან ნათელი განაცხადი მოვისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმაც იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ს მხარდაჭერა, ამ სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი იყო და დღეს, ჩვენ ამ მხარდაჭერას, სწორედ იმიტომ ვკარგავთ, რომ ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს.

    რუსეთი ამ ქვეყანაში დიდი ხანია ცდილობს, სწორედ მსგავსი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის მართვის სადავეებში და დღეს, როდესაც რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, რა თქმა უნდა, ისინი სიხარულით ადასტურებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიამერიკულ ხელისუფლებას წარმოადგენენ და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

  • 3600 მეტრის სიმაღლეზე, მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნიკოლოზ ფალიანზე

    უშბაზე ექსპედიციის დროს მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალების შესახებ, საგანგებო სიტაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
    უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
    მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
    გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში.
  • ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა

    ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

    სხვა დეტალები უცნობია.

    “დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.

    ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.

    მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.

    ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.

    ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან.

    Adrenaline-ის გუნდი”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.  Adrenaline-ის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მე­გობ­რე­ბი მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

    “მწვერ­ვა­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნიკო ფა­ლი­ა­ნი აღარ ჰყავს სვა­ნეთს… ის დღეს უშ­ბა­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა… ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში ნიკო ერთ-ერთი იყო, ვინც სვა­ნე­თის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მობ­და. უყ­ვარ­და მისი კუ­თხე, ჰქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი და იდე­ე­ბი, იღებ­და ფილ­მებს და უამ­რა­ვი ტუ­რის­ტის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­თო გიდი იყო… ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და სვა­ნეთს ამ დიდ და­ნაკ­ლისს”, – წერს თამო გაზ­დე­ლი­ა­ნი.

  • სასამართლოსთან ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცას აპირებენ – ჯაფარიძე

    „რა მოლოდინიც მქონდა, იმას გარემო ამართლებს, ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცას აპირებენ. არჩევანი ბევრი არ აქვთ, თვითონაც ჩიხში არიან, ან საერთოდ უარი უნდა თქვან აღკვეთ ღონისძიებაზე, რაზეც მინიმუმ სამჯერ გვაქვს მიმართული, მაგრამ უარი თქვეს, შესაბამისად, ერთადერთი გზა არის, მძიმე ფორმა გამოიყენონ, უფრო მძიმე ფორმაა, დამაპატიმრონ, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილი.

    წულუკიანი რამდენჯერმე დავიბარეთ, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ წულუკიანამდეც არ მიუშვეს, ამ სასამართლოშივე დაიბლოკა. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობაზე წავიდნენ, არამხოლოდ ჩემი და ოქრუაშვილის დაპატიმრება მოუწევთ წინასწარით, არამედ მოუწევთ, საბოლოოდ ჩემიც, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის. ამისთვის რამდენად არიან მზად და რამდენად არიან მაგ ფაზაში, ავტორიტარიზმის, ამას დრო გვიჩვენებს”,

    განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ზურა ჯაფარიძემ.

    რამდენიმე წუთში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. საქალაქო სასამართლოს ეზოში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.