Category: ახალი ამბები

  • ვგმობთ ხელისუფლების ქმედებებს, რომლებსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვა.. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვათ შესაძლებლობები! – ვაიმარის სამკუთხედი

    “ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ.” – ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები, ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

    “საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გვსურს, რომ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გადავცეთ ქართველ ხალხს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა ხელახლა გამოვხატოთ.

    მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს ირეკლავს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის ცნობები გამოძიებული უნდა იყოს. კანონები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის, უნდა შესწორდეს და რეფორმების აუცილებელი პროცესი უნდა გაგრძელდეს.

    საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა განაახლოს.

    ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვათ შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზას უკავშირდება”. – წერია განცხადებაში.

  • ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ – იუკნევიჩიენე

    ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ – იუკნევიჩიენე

    „მე ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ – თავისუფლებას, დემოკრატიას და თავიანთი ქვეყნის პროევროპულ მომავალს“,

    ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • ქართველი ხალხი კვლავ იცავს საკუთარ თავისუფლებას! – ნიდერლანდების ელჩი

    გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს დამოუკიდებლობა ძვირფასი მონაპოვარია — ის მრავალი მსხვერპლის შედეგად იქცა რეალობად. დღესაც კი, ქართველი ხალხი კვლავ იცავს საკუთარ თავისუფლებას. ნიდერლანდები დამოუკიდებლობის დღიდანვე საიმედო პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით, მათ შორის ჩვენი წვლილით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ჩვენ თქვენთან ვართ — და თქვენთან დავრჩებით. გაუმარჯოს საქართველოს!

    წერს ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი X-ზე.

  • სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებს 21:00 საათზე მიმართავს

    მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს 21:00 საათზე მიმართავს.

    26 მაისს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართება.

    “26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, ღონისძიებები სახელწოდებით “საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებების ძირითადი ტერიტორია რუსთაველის თეატრიდან “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე“ იქნება.

  • გისურვებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! გილოცავთ საქართველო! – უკრაინის საელჩო

    “უკრაინის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ მშვიდობასა და აყვავებას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! გილოცავთ საქართველო!”

    უკრაინის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

     

  • ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!”- დანიის ელჩი

    „ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!”

    საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

  • ვულოცავთ ქართველ მეგობრებს, გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას – ფიშერი

    ვულოცავთ ქართველ მეგობრებს, გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას – ფიშერი

    ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში. ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო!

    საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

  • ”ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია”- ტიხანოვსკაია

    “ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

    ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მისწრაფებებს.

    ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია.

    გილოცავთ, საქართველო! სალომე ზურაბიშვილო”

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია წერს.

  • “ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს… მათი სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია” – რუბიო

    “ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს.

    ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს.

    ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ”

    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

  • “მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კიდევ ერთ სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან” – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

    17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს, ლიკა ლორთქიფანიძესაც ედავებიან. ინფორმაციას თავად მოძრაობა ავრცელებს.

    “მის წინააღმდეგ აღძრულ სამართლებრივ დევნაზე ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან ბრალდებულს არ მიუღია. რეჟიმი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, ჩვენი პასუხი კი უცვლელია – არ გვეშინია, არ გავჩერდებით! სოლიდარობას ვუცხადებთ ამავე საქმეზე ბრალდებულ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის წევრ, თათია აფრიამაშვილს, რომლის პატიმრობასაც ითხოვს რეჟიმის პროკურატურა”, – წერია განცხადებაში.