Category: ახალი ამბები

  • “ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე“–ნიკა მელია

    “ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე“–ნიკა მელია

    20 ივნისის მოახლოებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:

    “ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამიდან. იმ ღამიდან, რომელ ღამესაც ყველა მხარემ რაღაც დაამტკიცა – ქართველმა ხალხმაც, ოკუპანტმაც და ოკუპანტის მსახურმაც

    ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ არასოდეს იღლება თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის ბრძოლით. იმ დღეს, ყველა თაობა ერთად ადგა, გამოვიდა ქუჩაში და დადგა ღირსების, თავისუფლების სადარაჯოზე.

    20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას არ აღელვებს ქვეყნის ბედი, ოკუპაცია და ა.შ. ქართველმა ახალგაზრდობამ საბოლოდ დაამსხვრია ეს მითი და აჩვენა კლასი – კლასი შეურიგებლობის, უდრეკობის და უკომპრომისო ბრძოლის.

    20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ხალხი ქუჩაში აღარ გამოდის, რომ გვიჭირს ერთიანობა და ა.შ. გავრილოვის ღამეს კი ხალხმა დაამტკიცა, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ქუჩაშიც გამოდის და ერთ მუშტად შეკრული, ერთსულოვნად იცავს კიდეც ქვეყნის, ერის ღირსებას, თავისუფლებას.

    ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამის შემდეგ. რეალურად კი, ქვეყანაში ჯერაც გავრილოვის ღამეა, ჯერაც არ გათენებულა! დიახ, ჯერაც გავრილოვის ღამეა, რადგან ხალხის უმოწყალოდ დარბევის, თვალების დათხრის ბრძანების გამცემი არხეინადაა.

    უკანონო და სამარცხვინო ბრძანების ერთი შემსრულებელი (გახარია) ხალხის მძაფრი პროტესტის მიუხედავად დააწინაურეს კიდეც, მეორე შემსრულებელს (ჩუბინიძეს) არათუ სამართლებრივად, მორალურადაც არ უგია პასუხი – თვალთხარიადაც არ იხსენიება.

    ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე.“–წერს ნიკა მელია ფეისბუქზე.

  • “აქაურობა დაამსგავსეს საღორეს” – ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე გოჭი გაასეირნა

    გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გადათხრილ გამზრიზე გოჭი გაასეირნა. მისი თქმით, რასაც გამზირი დაამსგავსეს, იმის შესაბამისი ცხოველი მიიყვანა.

    ჯაფარიძე ამბობს, რომ გადათხრილი გამზირის გამო, მოსახლეობასთან ერთად, პრობლემები მასაც ექმნება, რადგან მისი მშობლები ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობენ და მშობლებთან მისვლა უწევს.

    “ყიფშიძეზე ცხოვრობენ ჩემი მშობლები, მამაჩემს აქვს გულზე ოპერაცია გაკეთებული და კვირაში ერთხელ მიწევს იქიდან გამოყვანა, რისთვისაც ორი საათი მჭირდება. ვერ შევდივარ და ვერ გამოვდივარ და ასე გრძელდება უკვე თვეებია. იმის გამო, რომ აქაურობა, რამდენიმე თვეა, დაამსგავსეს საღორეს. ჰოდა, რეაბილიტაციაც მესმის და ყველაფერი, მაგრამ ამდენი დრო თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს გორგასალს, რაც ჭავჭავაძეს დაახარჯეს”,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე ვიდეოში, რომელსაც თავად ავრცელებს.

    შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. ამ თარითიდან ერთ წელზე მეტია გასული, თუმცა ჭავჭავაძის გამზირის სარებილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

  • გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა – ევროპარლამენტარი

    გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობა დაახასიათა, როგორც “პრორუსული” – გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და პროკურატურის მიერ შერჩეული სიტყვები გააკრიტიკა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

    „საბედნიეროდ, ქართველებმა, ოფიციალურმა პირებმა თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთ საზარელ დანაშაულებთან გამკლავებაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა“,- წერს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა და მას ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

    განცხადებაში ასევე საუბარია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს.

  • ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა

    ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. საავადმყოფოშია ასევე გადაყვანილი მისი ცოლიც რომელსაც ორმხრივი პნევმოვმონიით.

    შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტმა 2017 წელს დაამტკიცა.

  • “ქართულ ოცნებაში ყოფნისას ჩუგოშვილმა რამდენჯერმე დამირეკა და გაჩუმება მთხოვა “— ნაზი ჯანეზაშვილი

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილს, თქმით, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე დაურეკა და მწვავე თემებზე გაჩუმება სთხოვა:

    “იყო პერსონალურად მისგან ჩემთან ზარები და არა სხვებისგან, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არ მოსწონდა რაც საბჭოში ხდებოდა, ხმაური იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს იყო ზარებით, რამდენიმე ზარი იყო. გაჩუმდი თუ შეიძლება, თუ შეიძლება არ იყოს ხმაური, არ მოსწონთ ეს ხმაური ( ალბათ ქართულ ოცნებაში, არ ვიცი) როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკა და მიღებული რეფორმა გავაკრიტიკე საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ მითხრა, რომ შენ ვინც აგირჩია, იმ ხალხს რატომ აკრიტიკებო, ცოტა უხერხულია ესო, ასეთი მორალი აქვს ალბათ თვითონ, რომ ვინც აგირჩევს იმის მიმართ მონური დამოკიდებულება უნდა გქონდეს.”ეს იყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. მას შემდეგ მან ჩემთან ურთიერთობა თამუნას შეწყვიტა, Facebook-ზეც წამშალა, ამ დონეზეც შეუძლია თურმე პოლიტიკოსს მოიქცეს. არ მოეწონა ალბათ ის, რასაც საბჭოში ვაკეთებდი”, — თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა პალიტრის ეთერში.

    ჯანეაზაშვილი ამბობს, რომ სამწლიან კარიერაში ვერ გაიხსენებენ ისეთ ფაქტს, როცა რამე დათმო, კომპრომისი ჰქონდა ვინმესთან.

    ნაზი ჯანეზაშვილი ბოლო დღეებში ღიად დაუპირისპირდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, წარსულში მის თანამებრძოლს ანა დოლიძეს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით მის თანამდებობასთან შეუთავსებელი პოლიტიკური საქმიანობა წამოიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება გაიზიარა ნაზი ჯანეზაშვილმაც და თქვა, რომ ანა დოლიძის საქმიანობა შეუთავსებელია მის თანამდებობასთან. დღეს ანა დოლიძემ ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. ჟურნალისტების კითხვაზე მან თქვა, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა კლანის წარმომადგენლების ბრალდებებს იმეორებს და ის თავის დროზე იუსტიციის საბჭოში ქართული ოცნების მხარდაჭერით მოხვდა.

    ჯანეზაშვილი ამ ბრალდებაზე ამბობს, რომ ის იუსტიციის საბჭოში არა მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ ევროპულმა საქართველომაც აირჩია და ორივე პარტიისგან ჰქონდა მხარდაჭერა. მისი თქმით, საბჭოს წევრი აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

    ჯანეზაშვილის ბრალდებებს პალიტრის ეთერშივე უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა:

    „პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ მე დიდი როლი მაქვს შესრულებული ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ერთადერთი მიზეზი მქონდა, რის გამოც მას მხარს ვუჭერდი ანუ მეგონა, ვთვლიდი ყოველ შემთხვევაში, რომ ის არ მოექცეოდა ასე ვთქვათ პოლიტიკური გავლენების ქვეშ და მთავარი არგუმენტი, რაც მე ასე ვთქვათ მის მხარდამჭერად მაქცევდა იყო ის, რომ მინდოდა, რომ, როგორც დამოუკიდებელი წევრი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა პოლიტიკურ გავლენებს, ასეთი წევრი ჰყოლოდა საბჭოს, მაგრამ ნუ, ახლა რომ ვუსმინე, განცდა გამიჩნდა, რომ შევცდი თავის დროზე მის შეფასებაში“ – თქვა ჩუგოშვილმა.

  • სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და მას პატიმრობა შეუფარდა.

    სასამართლოს ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.

    უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნებას და მუქარას გულისხმობს.

    „შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და Instagram -ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

    ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

    ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

    2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • “არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც”- ამერიკელი კონგრესმენი

    არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც, -ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი მაკვლინ მულინი ამერიკაში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელმომწერების ნახევარი, დოკუმენტში, ივანიშვილის შესახებ პუნქტს არც იაზრებს და არც იზიარებს.

    “ვნახე სტატია ქართულ მედიაში, ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ. შეცდომას ნუ დავუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები წარმომადგენლობით პალატაში ვართ თავისუფლების დამცველები და არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც,” – წერს მაკვლინ მულინი სოციალურ ქსელ Twitter-ზე 

     

  • ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს – თბილისის  ოპოზიციის საერთო კანდიდატების სია ცნობილია

    ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს – თბილისის ოპოზიციის საერთო კანდიდატების სია ცნობილია

    თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატების სია ცნობილია. ამის შესახებ ინორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    • ვაკის რაიონში კენჭს “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია იყრის. 
    • გლდანში მაჟორიტარობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს. ამავე პარტიის წევრს ლევან ხაბეიშვილს კი სამგორის ოლქში წარადგენენ.
    • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება. 
    • “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის. 
    • ისანში კი ოპოზიციის წევრები “ახალი საქართველოს” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს წარადგენენ. 

    “მთავარის” ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტები არ აპირებენ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატის საბურთალოსა და დიდუბის ოლქებში წარდგენას. ამის მიზეზებზე კი ოპოზიციის წევრები უკვე ხვალ ისაუბრებენ.

    საერთო მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ოპოზიციის ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ხვალ დაგეგმილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

     

  • მამის “Facebook” პოსტის შემდეგ, არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა

    მამის “Facebook” პოსტის შემდეგ, არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა

    ცოტახნის წინ იუ­რის­ტმა და ფი­ნან­სის­ტმა ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძემ სოციალურ ქსელში  მის 15 წლის ქა­ლიშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე დაწერა. მისი თქმით, მის შვილზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და  სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თა. მაგრამ 2 კვირის განმავლობაში არანაირი შედეგი ამან არ გამოიღო ამ დროის განმავლობაში კი მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა.

    სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის შემდეგ  შემდეგ პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

    “ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

    პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ.

    არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

    ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

    ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.  2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი.
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. “, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

     

  • ოპოზიცია თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარ კანდიდატს ხვალ დაასახელებს

    ოპოზიცია თბილისის ექვსი ოლქის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატს ხვალ დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.  ხელისუფლების ოპონენტები ამის შესახებ განცხადებას “ლეიბორისტულ პარტიაში” შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

    შალვა ნათელაშვილის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.