Category: ახალი ამბები

  • თბილისის რომელ ოლქში იყრიან კენჭს ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი – მელიას განმარტება

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის 2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები თვითონ და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან.

    მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი მაჟორიტარობაზე კენჭს ლევან ხაბეიშვილი იყრის, ხოლო თვითონ – გლდანის ოლქში.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის 8 სამაჟორიტარო ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ 2 ოლქში ეყოლება თავისი კანდიდატურა, 6-ს კი ოპოზიციის სხვა პარტიები გადაინაწილებენ.

    დღეს ევროპულმა საქართველომ ოპოზიციაც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოთხი კანდიდატი შესთავაზა. მათი შეთავაზება ასეთია: ვაკე — ელენე ხოშტარია;
    მთაწმინდა — შალვა შავგულიძე; ისანი — გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი.

  • გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს

    ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს.

    გვარამიას თქმით, მიიღებენ თუ არა აღნიშნულ შეთავაზებას ჯერჯერობით უცნობია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის.

    „შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც უნდა მოვილაპარაკო ჩემს ადვოკატთან. უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს. უნდა შევაფასოთ საფრთხეები და დღეს ასე მოხდა, რომ დაცვა შემოგვთავაზეს. თუ გინდა სახელი და გვარიც შეიცვალეო და ყველანაირი დაცვა შემომთავაზეს. მოვილაპარაკებთ ადვოკატთან“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

    მისივე თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, საიდან ჰქონდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ.

    “აქცენტი იყო იმაზე საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. მე ორი წყარო მყავდა ინფორმაციის – ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა რომ შესაძლოა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას ჰქონოდა ადგილი. იყო აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა, ვინ იყო წყარო და ა.შ. იყო აქცენტი, ხომ არ მიფიქრია, რომ სუს-ისთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია. მე განვუმარტე რომ არა – არც მქონია მცდელობა” განაცხადა გიორგი გაბუნიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ”,- თქვა გაბუნიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.

    დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია დაიკითხნენ.

  • ვაშაძე, ხოშტარია, შავგულიძე, ნათელაშვილი – ევროპული საქართველოს შეთავაზება ოპოზიციას

    ვაშაძე, ხოშტარია, შავგულიძე, ნათელაშვილი – ევროპული საქართველოს შეთავაზება ოპოზიციას

    ევროპული საქართველო ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოთხ კანდიდატს სთავაზობს. დავით ბაქრაძის თქმით, ესენი არიან:

    • ვაკე — ელენე ხოშტარია;
    • მთაწმინდა — შალვა შავგულიძე;
    • ისანი — გიორგი ვაშაძე;
    • ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი;

    ბაქრაძის თქმით, 4 კანდიდატი სპეციალურად დაასახელეს, რადგან კონსულტაციები გაგრძელდეს და შეიქმნას ერთიანობის განცდა ქართული ოცნების დასამარცხებლად.

    “რატომ 4 კანდიდატი და არა – 6. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა ქართული ოცნების დასამარცხებლად.

    2 ადგილი არ გავანაწილეთ, დავტოვეთ ღიად შეგნებულად, სპეციალური განზრახვით, ეს საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

  • დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ – გაბუნია და გვარამია დაკითხვაზე მივიდნენ

    მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის ორგანიზების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდნენ. ისინი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან.

    გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, მას დაახლოებით 2 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ამაზე ინფორმაცია სუს-ის წყაროდან მიიღეს.

    15 ივნისს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე საქართველოში გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. გვარამიასვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

  • 2 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე – შემოტანილი – ეზუგბაია

    2 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე – შემოტანილი – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევიდან, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე – ქვეყანაში შემოტანილი.

    “ჩვენს ცენტრში შემოვიდა გუშინ 1 დადასტურებული შემთხვევა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, დინამიკურად არ ველოდებით, რომ პროგრესირება მოხდება, იმიტომ რომ პრინციპში მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული, ხოლო ლაბორატორიული მონაცემებიც არ არის კრიტერიუმებით სერიოზული და პროგნოზის დამამძიმებელი მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე ცენტრში რჩება 21 პაციენტი, მძიმე არ გვყავს”,- ამბობს ეზუგბაია.

    მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებული კი 741-ია. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კვლავ 140-ია.

  • 56 ათასი ლარის უაქციზო თუთუნის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის ოთხი პირი დააკავა.

    “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000 ლარს აღემატება” – წერია საგამოძიებო სამსახურს განცხადებაში.

    დაკავებულებს ბრალად ედებათ სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • არის სანდო ინფორმაცია, რომ კვირას შეიძლება არ დამტკიცდეს 120/30-ზე წესი – ელისაშვილი

    არის სანდო ინფორმაცია, რომ კვირას შეიძლება არ დამტკიცდეს 120/30-ზე წესი – ელისაშვილი

    ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ აქვს სანდო ინფორმაცია, შესაძლოა “ქართული ოცნების” უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ დაამტკიცოს.

    “დაველოდოთ რა მოხდება კვირას. ძალიან მნიშვნელოვანია კვირას რიგგარეშე სხდომაზე ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გადაგვაგდებენ თითქმის პროპორციულ წესთან დაკავშირებით თუ არა. არის ძალიან სანდო და სერიოზული ინფორმაცია, რომ კვირას შეიძლება არ დატკიცდეს 123/30 -ზე წესი. შესაბამისად ოპოზიცია რა მაჟორიტარულ ადგილებს იყოფს ვერ გამიგია”,- ამბობს ალეკო ელისაშვილი.

    ელისაშვილმა, ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა და ამბობს, რომ მათთან ერთად გადაწყვეტს რომელ ოლქში ვის კანდიდატურას დააყენებენ.

    დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება.

    ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს პროპორციულთან დაახლოებულ სისტემაზე, 120/30-ზე სისტემაზე შეთანხმდნენ.

  • პარტია, რომელიც უარს იტყვის პროგრესზე, აღმოჩნდება აუტსაიდერებში – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

    პარტია, რომელიც უარს იტყვის პროგრესზე, აღმოჩნდება აუტსაიდერებში – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

    უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ის პარტია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების განხილვაში და მის მიღებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ავტომატურად აღმოჩნდება “აუტსაიდერი”.

    დეპუტატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საკონტიტუციო ცვლილებები შედგება და საარჩევნო სისტემა შეიცვლება.

    “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე კვირას გაიმართება რიგგარეშე სხდომა, რომელზეც გავა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი პირველი მოსმენით. ცხადია ყველა მონაწილეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს რეფორმა შედგება და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის, რომ ამ წარმატების და პროგრესის მონაწილე იყოს, ავტომატურად აღმოჩნდება აუტსაიდერებში“, – განაცხადა იონათამიშვილმა ფორმულასთან საუბარში.

    დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ აპირებს. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

    აქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენოა 895-მდე გაიზარდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, სულ – 741. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამჟამად საქართველოში COVID-19-ის 140 აქტიური შემთხვევაა.

  • “რატომ არ ადარდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კადიროვი მისი მოქალაქის მოკვლას ცდილობდა “– ამერიკული გამოცემა

    “რატომ არ ადარდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კადიროვი მისი მოქალაქის მოკვლას ცდილობდა “– ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Washington Examiner სტატიას გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმეზე. გამოცემის ავტორი, ტომ როგანი ხშირად წერს საქართველოს თემაზე და კრიტიკულია ოცნების ხელისუფლების და ივანიშვილის მიმართ. ის თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების შემრიგებლური და მორჩილი პოზიცია რუსეთის მიმართ აგრესორს მხოლოდ ახალისებს:

    გთავაზობთ სტატიას სრულად:

    შეიძლება იფიქროთ, რომ დემოკრატიული მთავრობა ძალიან განაწყენდება, თუ გაიგებს რომ უცხოელი მოწინააღმდეგე მისი ერთ–ერთი გამოჩენილი ჟურნალისტის მკვლელობას ამზადებს.

    თუმცა, როგორც ჩანს არა საქართველოში.

    საკმაოდ სარწმუნო ბრალდების მიუხედავად, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დამრტყმელ ჯგუფს ამზადებდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მოსამზადებლად, საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა.

    კადიროვი გაბუნას წარსულში ემუქრებოდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივლისში ის გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ კვირას საქართველოს უშიშროების სამსახურმა დაადასტურა, რომ დააკავა რუსეთის მოქალაქე მკვლელობის მზადების საქმესთან დაკავშირებით. ქართულმა მედიამ ამ ადამიანის ვინაობა დაადასტურა, ასევე ის, რომ ის მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინამ ქართულ მხარეს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც კადიროვის ბრძანების შედეგად ჟურნალისტის სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებდა.

    თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლება დიდად არ შეშფოთებულა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მისი პასუხისმგებლობაა არაფერი გააკეთოს.

    “მე პრეზიდენტი ვარ. მე არ მაქვს უფლება სხვა ქვეყნები დავადანაშაულო, სანამ არ ვიცით რა მოხდა.. ძალიან ბევრი საეჭვო კითხვაა“.. თქვა მან. ამ სისულელეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვარაუდებიც დაემატა, რომ ეს შეიძლება ოპოზიციური პარტიების შეთქმულება იყოს.

    თუ ეს პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მათი მორჩილი პოზიციები კადიროვის (და მისი დამხმარე პუტინის) მადლიერებას გამოიწვევს, ძალიან ცდებიან. კადიროვი, როგორც მოსალოდნელი იყო თბილისის მშვიდობისმოყვარე დამოკიდებულებას არ იზიარებს.

    ტელეგრამზე ჩეჩნეთის ლიდერმა გაბუნიასადმი მუქარა გააძლიერა. “დამიჯერეთ ბატონებო, თუ ვინმე ჩემი ინსტრუქციით მოქმედებს, ის მას ასრულებს და თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, ვერავინ ვერასოდეს ამის შესახებ ვერ გაიგებს, მითუმეტეს თქვენი ქვეყნები, რომლებიც ღრმა სტაგნაციაში არიან“– თქვა განგსტერმა მხედართმთავარმა.

    აქ ჩვენ ვხედავთ ამაყ მრისხანებას იმის გამო, რომ მისი შეთქმულება ჩაიშალა. ამას კი შურისძიების დაპირება მოსდევს:

    “ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და შესაბამისად, პირადად მე. გიორგი გაბუნია ჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან ერთი ადამიანი კი არა, ყველა რუსი შეურაცხყო. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას ზომები მიიღოს ამ მოქალაქის აღსაზრდელად. ვურჩევ მას სწორი დასკვნები გააკეთოს და საკუთარი აზრები წესრიგში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ ის ჩემს მტრად დარჩება.“

    თარგმანი: გაბუნია უნდა შეევედროს კადიროვს რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს, ან სიკვდილს დაელოდოს.

    თუმცა ტელეგრამზე კადიროვს მიზანში მხოლოდ გაბუნია და საქართველო არ ამოუღია. ჩეჩენმა კატების მოყვარულმა უკრაინაც გააკრიტიკა, რომელმაც, როგორც ითვლება საქართველო მკვლელობის დაგეგმვის შესახებ გააფრთხილა.

    “რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც თითქოს ინფორმაცია გადასცა მკვლელობის შეკვეთის შესახებ, მინდა გირჩიოთ მომავალში უფრო სერიოზულად მოიქცეთ და არა პუბლიკის გასართობად. ასეთი ამბები მტკიცებულებით მაინც გაავრცელეთ. სხვათა შორის, თქვენ ჩემი პიარი გმართებთ. დაიმახსოვრეთ! დრო მოვა, ანგარიშს წარმოგიდგენთ. რაც არ უნდა მოხდეს!“

    კადიროვი თავმდაბლობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

    და საქმის ვითარებაც ძალიან სამწუხაროა. მკვლელისთვის დათმობებით საქართველო მხოლოდ ახალისებს შემდგომ აგრესიას ამ მკვლელისგან და პუტინისგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს შემგუებლური პოზიცია მინიმუმ არცთუ ჭკვიანურია. ერთადერთი ენა, რომელიც კადიროვს ესმის სიმტკიცეა.

    ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშშ–ს კონგრესმა აქ ფაქტები უნდა დაადგინოს. თუ მართლაც დამტკიცდა, რომ კადიროვმა მკვლელობა შეუკვეთა, კონგრესმა ჩეჩნეთის ლიდერს მეორადი სანქციები უნდა დაადოს.