Category: ახალი ამბები

  • ოპოზიცია, რომელიც განხილვაზე არ შემოდის, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეა – ფოფხაძე

    ოპოზიცია, რომელიც განხილვაზე არ შემოდის, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეა – ფოფხაძე

    საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო.

    ფოფხაძის თქმით, პირველი იყო ეროვნული მოძრაობის დამსახურება, როდესაც მრგვალმა მაგიდამ მაშინ მიაღწია იმას, რომ ოქტომბერში ჩატარებულიყო შერეული სისტემით, მაგრამ უფრო პროპორციული სისტემითაც და მოსახლეობამ ხმა მისცა დამოუკიდებლობის იდეას.

    როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ და უახლოეს წარსულში ქართულმა ოცნებამ სპეკტაკლის შედეგად საარჩევნო სისტემის ცვლილება ჩააგდეს.

    “მეორე გაერთიანებული ოპოზიცია როცა იყო, ნაციონალურმა მოძრაობამ დადო პირობა, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და ისევე როგორც ბევრი სხვა პირობა, ეს პირობა გარკვეული სიცრუის და სპეკტაკლის შედეგად ჩააგდო. და ასეთი სპეკტაკლის მოწმე ჩვენ გავხდით უახლოეს წარსულში, როცა ქართულმა ოცნებამ კენჭისყრა ჩააგდა და ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო მნიშვნელოვანი”,- ამბობს ფოფხაძე.

    მისივე შეფასებით, ოპოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილავს არ ესწრება, არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე.

    “მე ძალიან კარგად მესმის, რომ ოპოზიცია, რომელიც ასეთი საკითხის განხილვაზე არ შემოდის და ხმებს გვამადლის, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია. უმრავლესობა, რომელმაც ჩააგდო ეს თავის დროზე, მოიქცა არასახელმწიფოებრივად, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება არა ოპოზიციის და უმრავლესობის ინტერესი, არამედ ქართველი ხალხის ინტერესი”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

    ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს.  

  • საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ, თუ არჩევნები გახდება სავალდებულო – კვიციანი

    საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ, თუ არჩევნები გახდება სავალდებულო – კვიციანი

    დეპუტატი ემზარ კვიციანის აზრით, საქართველოში ვერ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, თუ ის ყველასთვის სავალდებულო არ იქნება.

    “ერთხელ მოვსინჯოთ, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, მშვიდობიანი არჩევნები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს ჯობია. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც არ ჩატარებულა არასდროს, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი არჩევნები. თუ გვინდა, რომ ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს”,- თქვა კვიციანმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე.

    მან ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნები სავალდებულო არ გახდება, ის ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მისცემს.

    “წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, მე ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მე მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება და ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი”,- განაცხადა კვიციანმა.

  • ე.წ. კანონიერი ქურდი, ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

    ე.წ. კანონიერი ქურდი მინდა გორაძე, იგივე „ლავასოღლი“, თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ადვოკატების და ქართული მხარის მოთხოვნის შემდეგ, გორაძე ჯერ საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი თურქეთი დაატოვებინეს,თუმცა საქართველოს არ გადმოსცეს.

    „ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა თურქეთის რესპუბლიკის მხარესთან. ან უნდა გაეშვა იგი ე.წ. მესამე ქვეყანაში, ან უნდა მომხდარიყო მისი ექსტრადიცია საქართველოში. ჩვენი მოთხოვნა არ იყო რომ აუცილებლად საქართველოში დაბრუნებულიყო, ჩვენ ვამბობდით, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში განხორციელებულიყო მისი პროცესუალური საკითხები. არ მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში და მოხდა უკვე მესამე ქვეყანაში გაშვება, რაც სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება. გათავისუფლება მოხდა იმ ფორმით, რომ თურქეთის რესპუბლიკამ დაატოვებინა ქვეყანა და გაუშვა სხვა სახელმწიფოში.“– ამბობს ლავასოღლის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

    ლავასოღლი ამჟამად ბელორუსში იმყოფება.

  • მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს „მწვანე“ ღილაკს მიაჭერს – ოქრიაშვილი

    მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს „მწვანე“ ღილაკს მიაჭერს – ოქრიაშვილი

    “ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ მხარი დამიჭირეთო?”,- ამბობს უმრავლესობის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

    მისი თქმით, პროპორციული არჩევნები მყიფე ცენტრალურ ხელისუფლებას და პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს მოიტანს.

    “პრაქტიკულად, დღეს 120/30-ზე არის 20% მაჟორიტარული კომპონენტი, 120-პროპორციული. გადახრა არის პროპორციულისკენ. თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება, რაც მყიფე ცენტრალურ ხელისუფლებას, მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს მოგვიტანს. მერე გაკეთდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით ახალი შეფასებები, რაც დღეს მოხდება, ამას მოჰყვება ეს ყველაფერი”,- ამბობს ოქრიაშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს „მწვანე“ ღილაკს და მოსახლეობას ამ პრეროგატივას გაუუქმებს.

    “ახლა მეორე, ძალიან მაინტერესებს, დღეს ვინც მისცემს ხმას იმას, რომ მოსახლეობას თავის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი არ ჰყავდეს, როგორ უნდა სთხოვოს მოსახლეობას იმ მაჟორიტარმა, რომ მხარი დამიჭირეთო? – მოსახლეობა მხარს ვერ დაუჭერს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, ვინც დღეს მიაჭერს „მწვანე“ ღილაკს და გაუუქმებს მოსახლეობას ამ პრეროგატივას“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

    დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

    ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

    პარლამენტში საკონტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს პარტია “ევროპული საქართველოც”. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, სანამ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

    კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

  • კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოვრიცხავთ ძალასთან, სადაც სააკაშვილია დომინანტი – ძიძიგური

    კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოვრიცხავთ ძალასთან, სადაც სააკაშვილია დომინანტი – ძიძიგური

    „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილია დომინანტი. ძიძიგური აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასთან” ამის შესაძლებლობა არსებობს.

    მისივე თქმით, მისი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

    „ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კონსულტაციას იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ფაქტორი არის დომინანტი. არც სხვა პარტიებთან კონსულტაციებს ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ კონსერვატიული, ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები არის ის თემა, რომლის ირგვლივაც ჩავატარებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, დანარჩენი ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე.

    რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, გამოვრიცხავთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი დომინანტი არის. „ქართულ ოცნებასთან“ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ ამას განვიხილავთ, ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით ყველა იმ რეფორმის თუ საკითხის განხორციელებაში, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

  • ალბათ არ არსებობს ცვლილებების ჩაგდების რისკი, ივანიშვილისთვის რთული იქნება – გოცირიძე

    ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ თვის ბოლომდე, ვიდრე საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, ხელისუფლება შეასრულებს ვალდებულებას და გიორგი რურუას გაათავისუფლებს.

    მისი თქმით, ალბათ არ არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რისკი, ამისთვის ივანიშვილს საკუთარი 20-25 დეპუტატის წინააღმდეგ წასვლა სჭირდება, რაც რთული იქნება.

    “ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური ფრაქციის და დამოუკიდებელი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დღეისათვის, არ არსებობს ალბათ, რისკი ამ გადაწყვეტილების ჩაგდებისა. ეს იქნებოდა წარმოუდგენლად დიდი ავანტიურა ბიძინა ივანიშგილისგან, თუკი ის გაბედავს და ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამისათვის მას დასჭირდება დაახლოებით 20-25 საკუთარი დეპუტატისთვის დავალების მიცემა, რათა ისინი წავიდნენ წინააღმდეგ, რაც ძალიან რთული იქნება ” , – განაცხადა გოცირიძემ.

    ცნობისთვის, აკონსტიტუციო ცვლილებებს “ევროპული საქართველო” დღეს, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

  • საარჩევნო ცვლილებების მისაღებად ხმები ევროპული საქართველოს გარეშეც საკმარისია – ჟორჟოლიანი

    სოციალ-დემოკრატების ლიდერი, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის მისაღებად ხმები ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარეშეც საკმარისია.

    “პატრიოტთა ალიანსიდან, სოციალ-დემოკრატებისგან და დამოუკიდებელი დეპუტატებისგან გვექნება ხმების ის რაოდენობა, რაც სავსებით საკმარისია. ქართულ ოცნებასთან ერთად 113-ზე ბევრად მეტი ხმა იქნება. ვფიქრობ, მხოლოდ აქედან 120-მდე ხმა იქნება. თუ ამას ევროპული საქართველოც დაემატება, კიდევ მეტი ხმა იქნება. თუ არადა, სავსებით საკმარისია. ევროპული საქართველოს გარეშეც ეს ცვლილება მიღებული იქნება”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, დაუჭერენ თუ არა ცვლილებას მხარს ენმ და ევროპული საქართველო, ეს ცვლილება პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება.

    „მგონია, ორივეს კარგად ესმის, რომ ეს ცვლილება გავა და განსხვავებულად უყურებენ თავიანთ ტაქტიკას. სიმართლე გითხრათ, არავითარ მნიშვნელობას მაგას არ ვანიჭებ, გინდ დაუჭირონ მხარი და გინდ არა. ცვლილება გადის არა იმიტომ, რომელი პარტია უჭერს მხარს და რომელი – არა. ეს ცვლილება სასარგებლო იქნება საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის, ამომრჩევლებისთვის და ვფიქრობ, მეტი წარმომადგენლობისთვის პარლამენტში. თუ ვიღაც ამას მხარს არ დაუჭერს, ე.ი მას, რაც მე ჩამოვთვალე, ესენი არ უნდა“, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.

    შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს “ევროპული საქართველო” დღეს, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

  • “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

    “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭყისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. პარტია წერს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ, თუ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდებოდა და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებდა, რაც არ მოხდა.

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ვთვლით, რომ შემუშავებული საარჩევნო მოდელი მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის.

    ამავე დროს, დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება. მით უფრო, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც თავის საქმიანობის ქვაკუთხედად მოქალაქეების მუდმივი მოტყუება აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიცია ეფუძნება ჩვენი ამომრჩევლების ნებას – საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ მოხდა”,- წერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

    ენმ-ს განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

    “ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე, პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით”,- წერს ენმ.

    პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

    პარლამენტში საკონტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს პარტია “ევროპული საქართველო”, თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, სანამ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

    მათი განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობას იმიტომ იღებენ, რომ შეთანხმებას ჰქონდეს პერსპექტივა და ქართული ოცნების მხრიდან მორიგი გადაგდება არ ვიხილოთ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 906-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 755 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში 137 აქტიური შემთხვევაა. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი.

     

  • მე, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არ გამოვრიცხავთ, რომ თბილისში ვიყაროთ კენჭი – ელისაშვილი

    მე, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არ გამოვრიცხავთ, რომ თბილისში ვიყაროთ კენჭი – ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მან, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ შესაძლოა თბილისის მაჟორიტარებად იყარონ კენჭი.

    ელისაშვილის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი, თუ კენჭისყრის გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ საბურთალოს ოლქში იქნება.

    “ჩვენს ახალ პლატფორმაში შემავალი ადამიანები – მე, ლევან კობერიძე, ანა დოლიძე – ვფიქრობთ და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება, ჩვენ სამის კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დავაყენოთ. მე თუ დავდგები მაჟორიტარად, ეს მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოზე იქნება, ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან დაკავშირებით ვმსჯელობთ”,- განაცხადა ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

    შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.