Category: ახალი ამბები

  • ქართველი ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოების გამო, ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა იგეგმება, რის გამოც, უწყება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    „გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.

    აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

    19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილებაა, ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ – მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე

    სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილებაა, ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ – მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე

    კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე, თუმცა მას შეიძლება სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება დავარქვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერის შესახებ.

    „შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება და მითუმეტეს მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ყოფილა. ხომ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა არის გაცილებით კარგი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის? ამ არგუმენტმა არ უშველა მათ გადაწყვეტილებას, არ მიეხმარა მათ გადაწყვეტილების მიღებაში. არც 8 მარტის შეთანხმების რეალურმა ტექსტმა უზრუნველყო ეს სამწუხაროდ, მაგრამ მაინც კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ. ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, რომ მათ მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და მგონია, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა. ეს არ შეეხება რომელიმე ერთ ან ორ პიროვნებას, ეს არ შეეხება რაიმე საკითხს, რომელიც მხოლოდ მათ აინტერესებთ. ეს შეეხება ქვეყანას, კონსტიტუციას, მომავალს და დემოკრატიულ განვითარებას. ამით სპეკულირება და შეთანხმების რეალური ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტირება არავის გაუვა. ძალიან კარგია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ელჩების მოწოდების შესაბამისად, თუმცა სანახევრო გადაწყვეტილება არ არის პასუხისმგებლიანი. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება, თუ ისინი იტყვიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერენ მხარს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

  • საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან Covid-ინფექციით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ

    ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ავ­რცე­ლებს ინფორმაციას, რომ რუსეთიდან ლარსის გავლით საქართველოს ტერიტორიას Covid  ინფექციით გარადაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ.

    მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოს დამკრძალავი ბიუროები რამდენიმე თვეა უკვე, რაც სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადამზიდ ტრანზიტულ კომპანიებად იქცნენ. რუსეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში გადასვენებას საქართველოში არსებული დამკრძალავი ბიუროების დახმარებით ხდება.

    “იყო რამდენიმე სპეცრეისი მაგრამ ისეთი სიხშირით არა. 48 საათი უნდება რუსეთიდან ლარსამდე ცხედრის მოყვნას ჩვენ გვჭირდება 4-5 საათი ლარსიდან სადახლომდე რომ ჩავიყვანოთ.  საავიაციაო მიმოსვლა დაკეტილია და აქედან გამომდინარე სახმელეთო გზა აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს ჩვენი გავლით, ხდება საზღვარზე ყაზბეგში შეხვედრა, კატაფალკაში გადმოსვენება და შესაბამისად, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იმ ქვეყნის საზღვრამდე მიყვანა. იქ გვხდება ჭირისუფალი, ან ჩვენნაირი დამკრძალავი ბიურო, რომელიც უზრონველყოფს ცხედრის ბინაზე მიყვანას. ძირითადად ხდება სომხეთის მოქალაქეების გადმოსვენება, თუმცა იყო შემთხვევა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებიც გადავასვენეთ” – აცხადებს ერთ-ერთი კერძო დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი.

  • „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა – ხუხაშვილი

    „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა – ხუხაშვილი

    „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა  – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას.

    „ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რამდენად პრინციპულია რაღაც პირობების შესრულება, ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ამან არ უნდა შეაფერხოს. თითოეული ადამიანის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი კრიზის ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ნორმალური და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა.

    იმისათვის, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური დანაკარგები არ განიცადოს იმის გამო, რომ ახლა რაღაცას ცვლიან, ველოდები რურუას შესაბამის განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ. ეს ოპოზიციას, მე მგონი, შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გაუადვილებს“, – განაცხადახუხაშვილმა.

  • „ევროპულმა საქართველომ“ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემის ჩაგდების შანსი არ დაუტოვა – ბურჯანაძე

    „ევროპულმა საქართველომ“ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემის ჩაგდების შანსი არ დაუტოვა – ბურჯანაძე

    “„ევროპულმა საქართველომ“ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემის ჩაგდების შანსი არ დაუტოვა – ასე აფასებს  „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

    „მინდა, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შევაფასო „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაერისკა ოპოზიციას, მაგრამ, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმაზეა მოწოდებული, რომ ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენოს თავისი თაღლითობისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა გამართლებული. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, რომელიც მოიპოვეს ახალგაზრდებმა, საზოგადოებამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მისი აქტიური ჩართულობით და ასევე ოპოზიციურმა ერთობამ. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და არ დაუტოვოს „ქართულ ოცნებას“ შანსი ამ სისტემის ჩაგდების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმები კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ნინო  ბურჯანაძემ.

  • მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – NGO-ები

    არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საპარლამენტო პარტიებს მოუწოდებენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი დაუჭირონ.

    ”21 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხი უნდა განიხილოს. 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანეს მხარეებს შორის შეხვედრების ფასილიტატორმა საერთაშორისო პარტნიორებმა.

    შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ვინაიდან არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად ამისა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია მნიშვნელოვნად ზრდის რა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით. ე.წ. 120/30 მოდელი საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად ასახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.

    საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი, ის ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, იცხოვრონ უფრო დემოკრატიულ და სტაბილურ  ქვეყანაში. სამართლიანი საარჩევნო სისტემა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისა და რეფორმების განხორციელების გზაზე არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

    გასული წლის ნოემბრის თვეში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს.

    მიუხედავად იმისა, რომ გვესმის და ვიზიარებთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის წუხილს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

    ღია საზოგადოების ფონდი

    ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

    უფლებები საქართველო” – წერია განცხადებაში.

  • ივანიშვილს რამდენიმე დღის ვადას ვაძლევთ შეთანხმების შესრულებამდე მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ – ბოკერია

    ივანიშვილს რამდენიმე დღის ვადას ვაძლევთ, რომ არც თავი დაიღუპოს და არც ქვეყანას მიაყენოს ზიანი – შეთანხმების შესრულებამდე მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სისტემის პირველ მოსმენაზე მათი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ახსნა.

    „ივანიშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს, მინიმუმ რამდენიმე დღის დრო, რომ არც თავისი თავი დაღუპოს პოლიტიკურად და პერსონალურად და მეორე მხრივ, ქვეყანას დამატებითი ზიანი არ მიაყენოს. პირველ მოსმენაში ჩვენი მონაწილეობა მას ამის შანსს აძლევს. შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებად აუცილებელია, იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე დაიდო. პირველ მოსმენაზე ჩავარდნა პროცესის საბოლოოდ გაჭედვას გამოიწვევს. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ცუდი სცენარია და ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ეს ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია: ჩვენი, მათი, პირადად მისი და საქართველოს ყველა მოქალაქის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

  • თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს

    თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს

    პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი“–ს  ხელმძღვანელი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა:

    “ძვირფასო მეგობრებო!
    ქალბატონებო და ბატონებო!!!!!
    პრველად გამცნობთ თქვენ( დაპირებისამებრ )უპირველესად თქვენ!?❤️
    გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიიიდი სამეგობროს – ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად( ჩემს უბანში?❤️)
    დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”!საქართველო კორუფციონერების და 30 წლიანი ,თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული , ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს -პენსიას , რომ იპარავენ!! ✌️?❤️მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“– წერს თაკო ჩარკვიანი.

    თაკო ჩარკვიანი არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული გაერთიანებულ ოპოზიციასთან, რომლის წევრია მისი პარტია.

  • მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ – აშშ-ს საელჩო 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    “ხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ”-  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

    “20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ. გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც. შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად. ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.”- წერსია განცხადებაში. 

  • “ბინძური პოლიტიკური ბრძოლის სქემა” – ანა დოლიძე პრეზიდენტს პასუხობს

    2 წლის განმავლობაში, როდესაც უსასტიკესი თავდასხმები ხორციელდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალიან ბევრი მიმართავა იყო სალომე ზურაბიშვილისადმი, რამე ეთქვა „კლანის“ მხრიდან განხორციელებულ ჩემს მიმართ თავდასხმაზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დუმილს არჩევდა. ამ ფონზე ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა და ჩემთან დაკავშირებული საკითხის ამგვარი შეფასება, არის ლუსტრაცია იმ პროცესის, რომელიც მე თავიდანვე დავახასიათე – „ქოც-ნაცური“ ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის, – ასე აფასებს იუსტიციის უმარლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლიც მან ანა დოლიძესთან დაკავშირებით გააკეთა.

    „ნაზი ჯანეზაშვილი თურმე თვითონ ფარავდა დანაშაულს?! თუ თამარ ჩუგოშვილი მასთან 1 წელია ტელეფონზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჩემთვის, როგორც თანამებრძოლისთვის არ უთქვამს და ის ამას ფარავდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რა გამოდის?! თვითონ აღიარებს, რომ მონაწილეობდა დანაშაულის დამალვაში, სხვა არაფერი გამოდის. ეს ასე რატომ ხდება, იმიტომ, რომ დღეს არის ინტერესი ყველას, ვისაც მცირე შესაძლებლობა აქვს იმ მხრივ, რომ არ უსმინოს „ნაც-ქოცურ“ ალიანსს, სასწრაფოდ უნდა დაზიანდეს. აქ მე ვარ, ალეკო ელისაშვილიც, ხოლო თამარ ჩუგოშვილი საერთოდ რა შუაში იყო, არ მესმის.

    2 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის დუმილი, როდესაც იუსტიციის საბჭოში ლამის ცემამდე იყო საქმე მისული და ამ პირობებში ახლა პრეზიდენტის კომფორტული ენით გამოსვლა, არის ამ სქემის გაშიფვრა. ეს არის ბინძური პოლიტიკური ბრძოლის სქემა, პირველ რიგში, ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ არამარტო ჩემს, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ მხოლოდ მათ შექმნან დღის წესრიგი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

    კითხვას აპირებს, თუ არა დატოვოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობა, ანა დოლიძის განმარტებით, მან თავიდანვე განაცხადა, რომ აქვს თავისი დღის წესრიგი – თუ მიიღებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გაცხადდება და ასევე ცნობილი გახდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში. რაც შეეხება კანონის დარღვევას, დოლიძის განმარტებით, ის კანონს ზედმიწევნით ასრულებს.

    „თუ ვინმეს სამართლებრივი პრეტენზია ჰქონდა, ველოდები ამის პრეზენტაციას არა პიარხრიკებით, არამედ სამართლებრივ ჩამოყალიბებას, რაზეც უარს ამობს ნაზი ჯანეზაშვილი. ამით აღიარებს, რომ ეს უბრალოდ ბინძური პოლიტიკური ბრძოლაა. ყველას მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ აქ სამართლებრივად პრობლემაა, ველოდები სამართლებრივი არგუმენტაციის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯერ მხოლოდ აბსურდული ბრალდებები ვნახე, რომ მე მაქვს ოფისი. ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის“ რეგისტირებულია ჩემს სახლში. ელემენტარული უნარ-ჩვევები ხომ უნდა გამოიყენო, რომ ინტერნეტში მოძებნო ანუ, დღესდღეობით ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებების ერთობა, რომელიც ძალიან ბევრი ტყუილისგან შედგება“, – განაცხადა დოლიძემ.