Category: ახალი ამბები

  • მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები– გახარია

    მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები– გახარია

    პრემიერ მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე:

    “ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, რომელიც საარჩევნო სისტემასთან არის დაკავშირებული, ფაქტობრივად, უკვე იწყება საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი. აქ მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები,  ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. პრემიერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც გასათვალისწინებელია.

    „არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,“ – მიმართა პრემიერმინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

     

  • კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

    კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

    კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

    შსს–ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ – აშშ-ის საელჩო

    მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ – აშშ-ის საელჩო

    აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს და მხარეებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება.

    “აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი.

    ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ”, – წერს საელჩო განცხადებაში.

    დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულმა საქართველომ. პარტიის განცხადებით, თუ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს, შემდეგ მოსმენებზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

    ევროპული საქართველოსგან განსხვავებით, დღეს პარლამენტში არ მივიდა ნაციონალური მოძრაობა. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ციხეს გიორგი რურუა დატოვებს.

  • ვულოცავ საქართველოს! – ადამ კინზინგერი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებაზე

    ვულოცავ საქართველოს! – ადამ კინზინგერი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებაზე

    კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრსა და მოქალაქეებს ულოცავს, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას. კინზინგერი ტვიტერზე წერს, რომ

    “ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზაა, მაგრამ ნამდვილად ღირს. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვიძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!” – წერს კინზინგერი ტვიტერზე.

    პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

  • მომდევნო კენჭისყრებზე ენმ-საც მოუწევს, მიიღოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილება – ბერძენიშვილი

    მომდევნო კენჭისყრებზე ენმ-საც მოუწევს, მიიღოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილება – ბერძენიშვილი

    “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება თითქმის შესრულებულია.

    ბერძენიშვილის განცხადებით, ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწევს მომდევნო მოსმენებზე მკაფიო გადაწყვეტილება მიიღოს.

    “ყველაფერი თითქმის შესრულებულია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი დარჩენილია. მე კმაყოფილი ვარ რომ ელჩებმა განგაშის ზარი ატეხეს. აყანყალდა ივანიშვილის ხელისუფლება, არ იყო სანდო. “ევროპულმა საქართველომ” მიიღო გონივრული გადაწყვეტილება. მომდევნო კენჭისყრებზე “ნაციონალურ მოძრაობასაც” მოუწევს, მიიღოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილება.

    თავად გიორგი რურუაც ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული იმაში რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია და ხელისუფლება თუ იცვლება ქვეყანაში გიორგი რურუაც გამოდის გარეთ,”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

    ცნობისთვის, დღეს პარლამეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული საქართველოს წევრებმა, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობას.

  • რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ძალიან დიდი შანსია, მივსულიყავი აქციაზე – მდინარაძე 20 ივნისზე

    რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ძალიან დიდი შანსია, მივსულიყავი აქციაზე – მდინარაძე 20 ივნისზე

    უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში რომ არ ყოფილი, შესაძლოა 20 ივნისის აქციაზე მისულიყო, თუმცა იქაურობას დატოვებდა, თუ დაინახავდა, რომ “ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში” ჯდებოდა.

    “იმ დღემ [20 ივნისი] აჩვენა ის, რომ ჩვენი შეცდომით ბოროტად ისარგებლა ვიღაცამ – ამ შემთხვევაში, ეს ვიღაც იყო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა და მისი სხვადასხვა განშტოება. ეს იყო რეალობა, ისარგებლა ბოროტად.

    ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ – რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ძალიან დიდი შანსია, იმ დღეს იქ მივსულიყავი საპროტესტო აქციაზე. მაგრამ, როგორც კი დავინახავდი, რომ ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებსა და მავნე ზრახვებში ვჯდებოდი, დავტოვებდი იქაურობას, როგორც ეს გააკეთა იქ მყოფი ადამიანების 9/10-მა.

    ეს არის სულ. იქ იყო საპროტესტო აქცია – მართლა, რეალურად გაბრაზებული მოქალაქე, რომელმაც ნახა და მართლა გასაბრაზებელი იყო, მეც გავრბაზდი – გიჟივით მივვარდი პარლამენტში, გახსოვთ”,- თქვა მდინარაძემ.

    გასული წლის 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ჩატარდა, რა დროსაც კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამან ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, რასაც იმავე დღეს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

    ღამით, სამართალდამცავებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბიეს, რა დროსაც ათობით მოქალაქე დაშავდა.

  • ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა – ბოკერია

    ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა – ბოკერია

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღეს რომ საარჩევნო პროექტი პირველი მოსმენით ჩავარდნილიყო, შანსი აღარ დარჩებოდა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა შანსი, პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს.

    “ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად, მთელ მის რეჟიმს, პოლიტიკურად უწონო ადამიანებს, კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავიც გადაირჩინონ პოლიტიკურად, აქ არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია და ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენონ.

    პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა. ახლა თუ არ გამოუშვებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქნებიან მომწყვდეულები”, – ამბობს ბოკერია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ხლა ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა.

    “ამიტომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა და მაშინ ჩვენც კიდევ ერთხელ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. შესრულდება შეთანხმება, შემდეგ შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია გვექნება და მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს. ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ არ გვსურს, რომ მან საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც უმძიმესი შეცდომა დაუშვას. გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

  • მარნეულელი ქალი ყვება, რომ ექიმებმა შვილის გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერა შესთავაზეს

    რამდენიმე ადამიანი მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ ექიმებმა და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა თანხა შესთავაზეს იმისთვის, რომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად COVID-19 ჩაეწერათ.

    მარნეულელი ქალი, რომელსაც შვილი 2 კვირის წინ გარდაეცვალა, ამბობს ასეთი შეთავაზება საავადმყოფოს ექიმებისგან მიიღო.

    “ჩემი შვილი გულის პრობლემებით გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა სხვა დიაგნოზის დაწერა შემოგვთავაზეს. როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა და ექიმები მოვიდნენ და ჩემს შვილიშვილებს უთხრეს, ანალიზები უნდა გავაკეთოთო. ჩვენ დავთანხმდით და ვუთხარით, რომ არ მივცემდით უფლებას, რაიმე გაეყალბებინათ. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ისეთი რაღაც შემოგვთავაზეს, რაზეც არ დავთანხმდით, რადგან მივხვდით, რომ გვატყუებდნენ”, – ყვება ქალი მთავარ არხთან ინერვიუში.

    მარნეულის კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ანალოგიური შეთავაზებით მის ახლობელთანაც იყვნენ მისულები

    “ჩემს ახლობელთან ბაზარში მივიდნენ მერიის თანამშრომლები და ეს შესთავაზეს, რატომ ან როგორ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არავინ გაყიდის თავის მიცვალებულს”,- ამბობს ის.

    ადგილობრივების თქმით, თანხა 3000 ლარიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს.

    ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ქმედება ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ თუ საჭირად ჩათვლის, ხელმოერედ ჩაკეტოს დასახლებული პუნქტები.

    დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავას, რომ სტატისტიკას იმიტომ აყალბებდეს ხელისუფლება, რომ ის პოლიტიკური მიზნით გამოიყენოს.

    “ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური თვალსაზრისით COVID-19-ის ეპიდემიიდან. ამიტომ არ გამოვრიცხავ იმას, რომ გარკვეული სტატისტიკის გაყალბების მცდელობა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვან, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი გამძაფრებულია, ამიტომ მოგვიწევს საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ცალკეულ რაიონებში ან ქალაქებში”,- ამბობს კობერიძე.

    დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შეხვდეს ასეთ ოჯახებს და თუ მართლაც დაინახავს რიამე დარღვევებს, კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებისთვის.

    “მზად ვართ შევხვდეთ ყველა ოჯახს, სადაც დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. შეუძლებელია და სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება სამედიცინო ისტორიის გაყალბება, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, – ამბობს მარიამ ჯაში.

    უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კოვიდის სტატისტიკა ყალბდება, ოღონდ მთავარი არხის მიერ.

    ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სისულელეა.

  • იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატებისთვის – ჰარცელი

    იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატებისთვის – ჰარცელი

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიესალმება, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს.

    მისი თქმით, 142 ხმა დათვალა, რომელიც 8 მარტის შემდეგ შეთანხმებას მხარს უჭერდა.

    „მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“ , – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“.

    დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

  • “ლელო” ადასტურებს, რომ გიორგი მარგველაშვილთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს

    “ლელო” ადასტურებს, რომ გიორგი მარგველაშვილთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს

    “ლელო” ადასტურებს, რომ რომ გიორგი მარგველაშვილთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    “ლელოს” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეხედულებები “ლელოს” ღირებულებებს ემთხვევა.

    “ვაწარმოებთ ძალიან მჭიდრო კონსულტაციებს გიორგი მარგველაშვილთან. ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან და კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს და დისკუსიებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვნახავთ გარღვევას ქართულ პოლიტიკაში. ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი ფორმით იქნება ეს პარტნიორობა. ჩვენ გვინდა, რომ შევჯერდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ შევცვალოთ ეს ქვეყანა… ამის შემდეგ ტექნიკური მხარე არის აბსოლუტურად, თუ როგორი ფორმით იქნება ეს განხორციელებული, – აცხადებს ჯაფარიძე მთავარ არხთან საუბარში

    ცნობისთვის, გუშინ გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. თუმცა ის არ აკონკრეტებს,  რომელ ოპოზიციურ ძალას შეუერთდება.