Category: ახალი ამბები

  • შეიძლება კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი–პუტინი

    რუსული მედია და საინფორმაციო სააგენტოები ვლადიმირ პუტინის კომენტარებს ავრცელებენ იმის თაობაზე, რომ თუკი მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ და ამის საშუალებას მისცემენ, შესაძლოა მან კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით იყაროს კენჭი.

    რუსეთში, ქვეყნის მასშტაბით, საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმის წესით 25 ივნისიდან 1 ივლისამდე უნდა მისცენ ხმა. მათ შორისაა ცვლილებაც, რომელიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს კიდევ ორჯერ, 6-6 წლის ვადით გახდეს რუსეთის პრეზიდენტი მას შემდეგაც, რაც 2024 წელს მისი ახლანდელი მანდატი ამოიწურება.

    ოპონენტები ამბობენ, რომ ეს რეფორმა სწორედ პუტინისთვის 2036 წლამდე ძალაუფლების გარანტირებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ ისინი პარლამენტის როლის გასაძლიერებლად, სოციალური პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების გასაუმჯობესებლადაა განკუთვნილი.

    “არ გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ვიყარო კენჭი. კონსტიტუცია ამ ვარიანტს ითვალისწინებს. ვნახოთ”, – თქვა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით. “ჯერ მე თვითონ არაფერი გადამიწყვეტია”, – დასძინა მან.

    ცვლილებები, რომლებზეც რუსეთის მოქალაქეებმა აზრი უნდა გამოხატონ, პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცეს. ეს პუტინის აქამდე პრეზიდენტის პოსტზე გატარებულ წლებს, ფაქტობრივად, ანულებს. აქამდე მოქმედი საკონსტიტუციო შეზღუდვებით, ის კიდევ ერთხელ კენჭისყრას ვერ შეძლებდა.

    პუტინი, რომელიც ქვეყნის სათავეში ორი ათწლეულია დგას, ახლა 67 წლისაა. პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი ახლა მემკვიდრის ძებნას დაიწყებენ და ის კენჭს არ იყრის, ეს საქმეს დააზარალებს და ყურადღების არასაჭირო გაფანტვას გამოიწვევს. “ეს თუ არ მოხდა, მაშინ დაახლოებით ორ წელიწადში მთავრობის ნორმალური სამუშაო რიტმი შესაძლო მემკვიდრის ძებნით შეიცვლება. მე ეს პირადი გამოცდილებით ვიცი”, – განაცხადა პუტინმა “ინტერფაქსის” თანახმად.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად – კელი დეგნანი

    ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად – კელი დეგნანი

    ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში , – ამის შესახებ აშშ – ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    ელჩის განცხადებიტ, მნიშვნელოვანი მინისტრთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.

    მისივე თქმით, არსებობს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით.

    ” ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

    ელჩის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

  • “ე.წ. რობოტის საშუალებით გადაადგილდება, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის“–ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მისი ჯანმრთელობის შესახებ და ფოტო კლინიკიდან

    ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სტამბოლის კლინიკიდან მის ფოტოს და მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

    “მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა – გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი. დღევანდელი ჩემი პოსტის მიზანიც, გარდა ცოტნეს გულშემატკივართა ნუგეშისცემისა, არის სწორედ თქვენი ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ასე სჭირდება ცოტნეს და რომელსაც ის ახლა თქვენგან მიიღებს – საღამოობით მე მას თქვენს მიერ მოწერილ უთბილეს მოკითხვებს ვუკითხავ ხოლმე .


    ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს.
    სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპის ერთერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადავალთ. საჰაერო გზები გაიხსნა და ამაზე უკვე ზრუნავს ხალხი, რომელიც პირველივე დღიდან ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდითაა.

    ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც“– წერს ანა ჯაბაური ფეისბუქზე. 

    შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს მის საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. თავდაპირველად მას ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავის ქალის დაზიანება აქვს მიღებული და რთული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს.

     

     

  • ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება – ომბუდსმენი გარდაცვლილ ფეხბურთელზე

    “ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება”- სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ახალგაზრდების სიცოცხლე ქუჩურ გარჩევებს ისევ ეწირება. ომბუდმსენი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    “ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”.- წერს ლომჯარია.

  • ლარი ისევ გაუფასურდა

    ლარი ისევ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0442 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0442 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4153 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4040 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • უფლებადამცველი თუ შინაგანად არ ხარ, როგორც არ უნდა დაგაბრალონ, გაჩუქონ კომიტეტი, უფლებადამცველი ვერ გახდები – ბესელია კილაძეზე

    უფლებადამცველი თუ შინაგანად არ ხარ, როგორც არ უნდა დაგაბრალონ, გაჩუქონ კომიტეტი, უფლებადამცველი ვერ გახდები – ბესელია კილაძეზე

    უფლებადამცველი თუ შინაგანად არ ხარ, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის კანდიდატურის გაეროს ბავშვთა კომიტეტში წარდგენას არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება.

    „მეც ვიზიარებ ამ პათოსს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქვთ და აქვთ სრულიად სამართლიანად. უფლებადამცველი თუ არ ხარ შინაგანად და არ გაქვს მგრძნობელობა რა არის ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები. ის, რომ კილაძის მიმართ არსებობს ასეთი მკვეთრად კრიტიკული და უარყოფითი განწყობა უფლებადამცველებისა, მე არ მიკვირს, რადგან ის არ არის უფლებადამცველი, მან არ იცის უფლება დაცვითი საქმიანობა და იმდენად შორს არის ამ საქმიანობიდან, რომ არანაირი მგრძნობელობა უფლებების დაცვის მიმართულებით არ აქვს და ეს არის აბსოლუტური ფარსი, ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ კრიტიკას, რაც არსებობს,“- აცხადებს ბესელია.

  • ტყუილი კი არა, თავხედობაა, „ევრო-ნაცების” გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 ხმა ჰქონდა”- მდინარაძე

    ტყუილი კი არა, თავხედობაა, „ევრო-ნაცების” გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 ხმა ჰქონდა”- მდინარაძე

    როცა საჭირო 113 ხმის ნაცვლად, “ევრო-ნაცების” გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 ხმა ჰქონდა და მაინც ამბობენ, რომ გადაარჩინეს, ამას ჰქვია თავხედობა და პოლიტიკაში ასეთი თავხედობა ისჯება დაბალი რეიტინგით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საფრთხე არც მეორე და მესამე მოსმენისას არ არსებობს.

    “კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა 113 ხმა, „ევრო- ნაცების გარეშე“ მას ჰქონდა 116 დეპუტატის მხარდაჭერა და ამ ფონზე ამბობენ, რომ მათ გადაარჩინეს – ამას ტყუილი კი არა, თავხედობა ჰქვია. ტყუილი სხვა რამეა: რომ ეთქვათ რისკები დავაზღვიეთ – ეს იქნებოდა ტყუილი, რადგან რისკი არ არსებობდა, მაგრამ როცა 113 ხმის ნაცვლად მათ გარეშე 116 ხმა ჰქონდა ცვლილებებს და მაინც ამბობენ რომ გადაარჩინეს, ამას ჰქვია თავხედობა და პოლიტიკაში ასეთი თავხედობა ისჯება დაბალი რეიტინგით, რაც უკვე აისახა მათ რეიტინგზე და კიდევ უფრო აისახება თუ ასე გააგრძელებენ,”- განაცხადა მდინარაძემ.

  • ხვალ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს

    ხვალ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს

    საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

    “ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში გაიმართება მესამე მოსმენით კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობას,”- განაცხადა თალაკვაძემ.

    ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.

  • “ყველა მოწვევის პარლამენტარებს ერთი რამ აერთიანებთ – შარდის სიწმინდე“–იაგო ხვიჩია

    “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მედიაცენტრ “მთავარში” საპარლამენტო მანდატების მოპოვების მსურველთა ნარკოტესტირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ “ყველა მოწვევის პარლამენტარებს ერთი რამ აერთიანებთ – შარდის სიწმინდე”.

    ცნობილია, რომ ყველა იმ პირმა, ვისაც პარლამენტში მოხვედრა სურს, ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს და იმ შემთხვევაშიც, თუ შარდის ანალიზი, მარიხუანას (რომლის მოხმარებაც ლეგალურია) მოხმარებას დაადუსტერბს “ცესკო” მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემს. ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერ – მინისტრს და პრეზიდენტს სკოლის ატესტატიც კი არ მოეთხოვება, მაგრამ პარლამენტის წევრების შარდი აუცილებლად წმინდა უნდა იყოს.

    2016 წლის არჩევნებზე დაახლოებით 175 ლიტრი შარდი ჩაბარდა და ამ კვლევაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. წელს მხოლოდ “გირჩს” უწევს ხუთი ლიტრი შარდის ჩაბარება, რაზეც დაახლოებით 20-30 ათასი ლარი დაიხარჯება.

    ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს წესი სრული აბსურდია და ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლების აღმოჩენასთან ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ტესტს ჩააბარებს ნებისმიერი ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამა, თუ იმ ნივთიერებას არ მოიხმარს. მისი აზრით, პარლამენტში ფსიქიურად არაჯანმრთელი ადამიანები არ უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ პირი ლეგალურ ნივთიერებას მოიხმარს დევნის ობიექტი არ უნდა ხდებოდეს.

    „მიმაჩნია, რომ მსგავსი დამოკიდებულებით ერთმანეთს შეურაწყოფას ვაყენებთ. კონცერტი გვაქვს მოწყობილი ხალხის თვალში, თითქოს შარდი თუ წმინდა გვაქვს უკეთესი ადამიანები ვართ და გულიც და სულიც წმინდა გვექნება. „– ამბობს ხვიჩია.

     

  • საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ რესპუბლიკებს რუსული მიწები უკან უნდა დაებრუნებინათ – ვლადიმერ პუტინი

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რესპუბლიკებმა რუსული მიწები თან გაიყოლეს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადგილობრვ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

    საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, ორგანიზაციიდან გასვლის წესი გაწერილი იყო, თუმცა არ იყო გაწერილი პროცედურა, რაც კითხვებს აჩენს. როდესაც ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში გაწევრიანდნენ, მიიღეს დიდი რაოდენობით რუსული მიწები, ტრადიციული, ისტორიული რუსული ტერიტორია, შემდეგ  შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ ქვეყნებს რუსი ერის საჩუქარი და ისტორიული რუსული მიწები უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ისინი ეს არ მოიქცნენ, – აცხადებს პუტინი.