Category: ახალი ამბები

  • ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა სწორი – მიქაუტაძე

    ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა სწორი, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ანა დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას.

    „ჩვენ არა მხოლოდ ბოლო თვეები, არამედ ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რომ ის აშკარად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო აქტიურ პოლიტიკაში. სასამართლო რეფორმის ე.წ. პირველი ტალღის მონაპოვარი იყო, როდესაც პოლიტიკოსები სასამართლო სისტემიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაიყვანეს. სწორედ ამიტომ ანა დოლიძის გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა დაგვიანებული. მან მაინც დააზიანა სასამართლო სისტემა – ჩვენ გვყავდა საბჭოს წევრი, რომელიც ამავდროულად, აქტიური პოლიტიკით იყო დაკავებული”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

  • ჩვენ ვითხოვთ, რომ რურუას პატიმრობა შეეცვალოს, რატომ შეჯდა „ქართული ოცნება” ჯორზე? – გოცირიძე

    “ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ. ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს. რატომ შეჯდა “ქართული ოცნება” ჯორზე? “, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” თავისი პრინციპების ერთგული რჩება და რურუას გათავისუფლებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

    „რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში. კვლავ გაგრძელდებოდა პოლიტიკური დევნა. ამიტომ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ჩვენ და რომლის ერთგულნიც ვიქნებით ბოლომდე. თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდა, ჩვენ საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მიუხედავად „ქართული ოცნების” ბაქიბუქისა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც აქვს საკმარისი ხმები, კონსტიტუციას აბსოლუტურად სხვა ღირებულება აქვს, როდესაც ის საერთო სახალხო კონსენსუსით არის მიღებული, როდესაც მასში მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი. როდესაც საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შედიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებ ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ივანიშვილის ფულის გამოყენებას…

    ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ. ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს. დაელოდოს გიორგი რურუა სასამართლო პროცესს სახლში. რატომ შეჯდა “ქართული ოცნება” ჯორზე? იმიტომ, რომ უნდოდა, რურუა ბოლომდე გამოეყენებინა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, თუმცა ვერ გაბედა, ვინაიდან ივანიშვილს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებოდა,”- განაცხადა გოცირიძემ.

  • დაკარგული გიორგი შაქარაშვილის  ცხედარი იპოვეს

    დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

    დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს.

    4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

    ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

    19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

  • არ დაუშვათ კილაძის კომიტეტის წევრად არჩევა – NGO-ები სოფო კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

    52-მდე ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს კომიტეტის ახალ წევრად სოფო კილაძის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. ივნისის ბოლოს აღნიშნულმა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

    არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა.

    როგორც განცხადებაში წერია, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.

    “კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით”, -წერია განცხადებაში.

    ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სოფო კილაძე  არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და  პატივისცემით. ასევე ორგანიზაციებს მიაჩნიათ, სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე.

    „ქალბატონი სოფო კილაძე  ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით. ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

    ხელმომწერები:

    1. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის – 24 ხელმომწერი ორგანიზაცია[v];

    კოალიცია თანასწორობისთვის – აერთიანებს 11 არასამთავრობო ორგანიზაციას[vi]:

    1. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
    2. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
    3. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
    4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
    5. უფლებები საქართველო;
    6. კავშირი „საფარი“;
    7. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
    8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
    9. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
    10. ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC);
    11. თანასწორობის მოძრაობა;

    სხვა ორგანიზაციები:

    1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);
    2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
    3. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო;
    4. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE);
    5. თბილისი პრაიდი – Tbilisi Pride;
    6. იდენტობა-youth;
    7. ქვიარ ასოციაცია „თემიდა“;
    8. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი;
    9. საქართველოს პორტიჯის ასოციაცია;
    10. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
    11. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
    12. ცენტრი „ემპათია“;
    13. ქალთა ფონდი საქართველოში;
    14. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
    15. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია;
    16. კავშირი ქალი და რეალობა;
    17. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია.
    18. თანამშრომლობა დემოკრატიული განვითარებისათვის (CDD)

    იხილეთ განცხადება სრულად 

  • თვალთმაქცობა იყო იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა – ჯანეზაშვილი დოლიძის გადადგომაზე

    “თვალთმაქცობა იყო იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა “, — ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგის, ანა დოლიძის მიერ საბჭოს დატოვებას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი დოლიძემ თავის დროზე არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება.

    ” ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა.

    ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა. სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ!”,- დაწერა მან სოციალურ ქსელში.

  • შსს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    შსს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემისის გადმოცემასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

    „მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინიციდენტის დეტალების დასადგენად.

    პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა,”- აცხადებენ უწყებაში.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისს, დღის ბოლოდან 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც, 25 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

    თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. 25 ივნისს იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს – გიორგი გახარია

    მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს – გიორგი გახარია

    ჩვენს განზომილებას, ეპიდემიასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც გუშინ, რიგგარეშე სხდომაზე კენჭი პირველი მოსმენით უყარეს და კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა.

    „პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არა ერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

  • გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები შევინარჩუნოთ, რომელიც გვაქვს– გახარია

    გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები შევინარჩუნოთ, რომელიც გვაქვს– გახარია

    “დღეს 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა 8. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს უნდა შევინარჩუნოთ.

    „რეალურად ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს, ჩვენთან რეგიონში,  მეზობელ ქვეყნებში პირიქით იზრდება და აქ ჩვენ, გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

    ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

    ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    „მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობაგანვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძეს თანამდებობიდან გადადგომისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მისივე კოლეგა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებდნენ იმის გამო, რომ მან ღიად გადადგა ნაბიჯები პოლიტიკაში და ამით კანონი დაარღვია, რადგან იუსტიციი საბჭოს წევრს პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. ანა დოლიძე ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა დღეს თანამდებობა დატოვა.

    დოლიძე განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.