Category: ახალი ამბები

  • მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

    სერბ ჩოგბურთელს, მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ნოვაკ ჯოკოვიჩამდე ვირუსი ბორნა კორიჩს, გრიგორ დიმიტროვსა და ვიქტორ ტროიცკის გამოუვლინდათ. სამივე მათგანმა ჯოკოვიჩის ამხანაგურ ტურნირზე ითამაშა.

    ტურნირი სერგი ჩოგბურთელის ორგანიზებით ბალკანეთში ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი მონაწილის, გრიგორ დიმიტროვის კორონავირუსი დაუდგინდა, ტურნირი აღარ გაგრძელდა. BBC-ს ინფორმაციით, ტურნირის მიმდინარეობისას სოციალური დისტანცია დაცული არ იყო.

  • ოპოზიციის ბრძოლამ „ოცნება” აიძულა, დატუქსული ბავშვივით მისულიყო და ცვლილებისთვის ხმა მიეცა – ვაშაძე

    ოპოზიციის ბრძოლამ „ოცნება” აიძულა, დატუქსული ბავშვივით მისულიყო და ცვლილებისთვის ხმა მიეცა – ვაშაძე

    ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაზე მიღებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გამარჯვება ოპოზიციას უკომპრომისო ბრძოლამ მოიტანა.

    „თავი დავიზღვიეთ მათი მანიპულაციებისაგან და სწორი იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, მეორე მოსმენაზე რომ ჩავარდნილიყო, ისევ იქნებოდა შესაძლებელი კანონპროექტის შემობრუნება. მახსოვს ნოემბერში მათი ყეყეჩი განცხადებები, რომ არაფერი არ შეიცვლება, რომ 73/77 უნდა იყოს, შემდეგ უკვე მათი განცხადებები -100/50 არის ბოლო, მაგრამ უკომპრომისო სამართლიანმა და კოორდინირებულმა სტრატეგიულმა ბრძოლამ მოგვიტანა ეს გამარჯვება და აიძულა “ქართული ოცნება” თვითონ მისულიყო დატუქსული ბავშვივით და ხმა მიეცა საარჩევნო ცვლილებებისთვის,” – აცხადებს ვაშაძე.

    მისივე თქმით, გიორგი რურუამ აუცილებლად უნდა დატოვოს საპატიმრო.

    “რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დარჩენილია 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს მოთხოვნა არცერთ შემთხვევაში არ გაქრება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით. ეს არის ის, რამაც ჩვენ მოგვცა მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების შესაძლებლობა, ეს არის ის ფუნდამენტი და საფუძველი, რითიც ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით 31 ოქტომბერს, იმიტომ რომ აღარ ექნება “ქართულ ოცნებას” დიდი მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა”,– განახადა გიორგი ვაშაძემ.

  • თბილისის 60–მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 60–მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 24 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    ისნის რაიონი

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის  დასახლება, აეროდრომის ასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯავახეთის III ქუჩის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის და პატარიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასსხლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის,  ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, ვაზისუბნის, ბარათაშვილის, ალაზნის, არმაზის, გელათის, დუშეთის და იორის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეკინის  გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ანდრია აფაქიძის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, მიხეილ ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), წავკისის (ნაწილობრივ) და ოქროყანას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის და იამანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  III, IIIა მიკრორაიონის, რაფიელ დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ – სოფო კილაძე

    როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ – სოფო კილაძე

    ქართული ოცნების დეპუტატი სოფიო კილაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების გაეროს მიმართ წერილს ეხიანება, რომლის მიხედვით, კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან მათი განცხადებით, არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევაა.

    კილაძის თქმით, “როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ”. დეპუტატი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტყუილები წერია.

    “ენჯეოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია სულ ტყუილები და „ფეიკ ნიუსები“. არავითარი პროცედურა არ დარღვეულა და ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც მე თავად ვუდგავარ სათავეში. ეს ერთი დიდი ტყუილი, ბევრი შემიძლია მოგახსენოთ. რაც შეეხება პროცედურებს, ესეც არის მორიგი ტყუილი, პროცედურის არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია”,– აცხადებს სოფო კილაძე.

    მისივე თქმით, NGO-ებთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე აზრზე არიან და ამბობს, რომ იკვეთება კლანური ნიშნები.

    “მათ ადგილზე მე პირველ რიგში საკუთარ ჯგუფში მოვძებნიდი კლანური მმართველობის ნიშნებს. რატომ არის რომ ყოველთვის რამდნი NGO ერთ აზრზე დგას, ამიტომ ყოვლთვის მიჩნდება კითხვის ნიშნები იმ კვლევებზე, რომელსაც ისინი აჟღერებენ.

    როდესაც ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის ეს ნიშნავს იმას რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ მე გავაგრძელებ სწორ გზაზე სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველზე მეტად ვაფასებთ”. – ამბობს კილაძე.

    52 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, სოფიო კილაძე, გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და მიუხედავად იმისა, რომ ორი მნიშვნელოვანი კანონპრპექტის ავტორია, არ აქვს ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებათა სფეროში.

  • “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტი ცილისმწამებლურია – გამოცდების ეროვნული ცენტრი

    გამოცდების ეროვნული ცენტრი, გუშინ მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება და წერს, რომ მასში გაჟღერებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი და ცილისმწამებულურია.

    სიუჟეტში საუბარია ანტისანიტარიაზე, რომელიც საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებს დახვდებათ. ერთ–ერთ ასეთ საგამოცდო ცენტრად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელდება.

    გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მესამე წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდები აღარ ტარდება.

    “გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს.

    უკვე მესამე წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდები აღარ ტარდება. ტელეკომპანია „მთავარი“ კი აცხადებს, რომ აქ განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, სადაც ანტისანიტარიაა!

    სამწუხაროა, როდესაც მედიასაშუალება ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც დეზინფორმაციას ავრცელებს ის არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელსაც თავად ევალება სტუდენტების უფლებების დაცვა”,– წერს გამოცდების ეროვნული ცენტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

  • გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით 50–მდე მოწმე გამოვკითხეთ – შსს

    გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით 50–მდე მოწმე გამოვკითხეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის 50–მდე მოწმე გამოკითხეს და ათობით საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.

    “ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

    მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად მაშველებმა მდინარის კალაპოტში მისი ცხედარი აღმოაჩინეს.

    გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

    დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის: საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

    ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან”, – აცხადებს უწყება.

  • რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენაზე (სია)

    საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

    150 დეპუტატიდან სხდომათა დარბაზში 119 იმყოფებოდა, მათგან ცვლილებებს მხარი 115–მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგ წავიდა, 1–მა კი თავი შეიკავა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა კვლავ არ მიიღო ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ. ორივე პარტიის პოზიციაა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

    საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა:

    • ბიძინა გეგიძე;
    • ალექსანდრე ერქვანია;
    • კახაბერ ოქრიაშვილი.

    თავი შეიკავა:

    • ნატო ჩხეიძე.

    არ ესწრებოდა:

    • ბადრი ბასიშვილი;
    • დავით ბაქრაძე;
    • აკაკი ბობოხიძე;
    • გიგა ბოკერია;
    • თინა ბოკუჩავა;
    • ხათუნა გოგორიშვილი;
    • რომან გოცირიძე;
    • თენგიზ გუნავა;
    • ლაშა დამენია;
    • გიორგი კანდელაკი;
    • სერგი კაპანაძე;
    • ოთარ კახიძე;
    • ზაზა კედელაშვილი;
    • ემზარ კვიციანი;
    • ადა მარშანია;
    • გიგი წერეთელი;
    • ზურა ჭიაბერაშვილი;
    • დავით ჭიჭინაძე;
    • ელენე ხოშტარია;
    • ირმა ნადირაშვილი;
    • კობა ნაყოფია;
    • რამაზ ნიკოლაიშვილი;
    • სერგო რატიანი;
    • სალომე სამადაშვილი;აზერ სულეიმანოვი;
    • გიორგი ტუღუში;
    • ლელა ქებურია;
    • გიორგი ღვინიაშვილი;
    • მამუკა ჩიქოვანი
  • 115 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც მიიღო

    115 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც მიიღო

    115 ხმით 3–ის წინაარმდეგ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

    ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. მაგალითად, თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს.

    რაც შეეხება ოლქებს, თბილისში 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება, კახეთში 2 , ქვემო ქართულში 3 , შიდა ქართლში 2 , მცხეთა -მთიანეთში 1 , სამცხე-ჯავახეთში 2 , გურიაში 1 , სამეგრელოში 3, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში 1 , იმერეთში 4, ხოლო აჭარაში 3.

    აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.

  • 115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მათგან მინიმუმ 3 ხმას არ აძლევს, როგორაა საქმე? – კობერიძე

    115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მათგან მინიმუმ 3 ხმას არ აძლევს, როგორაა საქმე? – კობერიძე

    დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ამბოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენის კენჭისყრისთვის, მითი დათვლებით, ქვორუმი პარლამენტში არ არის შეკრებული, ამიტომ იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტს საფრთხე არ შეექმნება.

    “115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მინიმუმ 3 ადამიანი მე დანამდვილებით ვიცი, ვინც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხარეს როგორაა საქმე? იმედია შემოგესწრებიან თუ ვინმე აგვიანებს და კანონპროექტი საფრთხის წინაშე არ დადგება. რაც შეეხება თქვენს მესიჯ ბოქსს, რომ რაღაცნაირად ოპოზიცია გინდათ გაყოთ, იქითკენ თუ მიგყავთ საქმე, რომ 116 ხმა გარანტირებულია, როგორც თქვენი სპიკერები ამბობენ ხოლმე, თქვენს წარმატებად გინდათ რომ გაასაღოთ, ძალიან დიდი ბოდიში, ეს თქვენი მხრიდან არაფერი არაა გარანტირებული”,– განაცხადა კობერიძემ.

    შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით მისაღებით 113 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

  • ოპოზიციას სულ არ ენაღვლება რურუა – გია ვოლსკი

    ოპოზიციას სულ არ ენაღვლება რურუა – გია ვოლსკი

    უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიციას გიორგი რურუას გათავისუფლება არ ენაღვლება. მისი თქმით, ოპოზიციას უნდა, დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ ჩაჯდება და ვინ გამოვა ციხიდან.

    „სულ არ ენაღვლებათ რურუა. თემა ის არის, რომ თურმე ჩვენ გვაქვს მისი გათავისუფლების რესურსი ანუ, მთავრობას ან პარტიას შეუძლია, უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე აღიარებითი ჩვენება გააკეთოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ იჯდება ციხეში და ვინ გამოვა. ეს თემა უკვე გავიარეთ. იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაესვათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ.

    სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ეს ის რეალობაა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ და მათი მიზანია, ამ რეალობის შეცვლა. სურთ, საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ თურმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ერთი მიზანი და მეორეა, რომ გარკვეული ვალდებულება აქვთ. ამას ასრულებენ, თამაში უწევთ და რთულ დღეში არიან,” – განაცხადა ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ ოპოზიციასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებდნენ. ოპოზიცია ითხოვს, სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც, ოპოზიციის განმარტებით, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.