Category: ახალი ამბები

  • დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლუგარის ცენტრიდან, შუახნის ქალის კონტაქტების ნიმუშის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

    40 წლამდე კაცს თელავის ერთ-ერთ საკარანტინო სივრციდან თბილისში გადაიყვანენ.

    როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, როგორც თბილისში, ასევე ყარაჯალაში.

    ცნობისთვის, შუახნის ქალს კორონავირუსი თელავში, სოფელ ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, გუშინ დაუდასტურა, რის შემდეგაც დაინფიცირებული თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

  • კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

    კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

    კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, მათ ელექტრონულ ფოსტაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და მედიასაშუალებებს გაეგზავნათ ცრუ ინფორმაცია.

    „დღეს დილით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. “თბილისის მიკროავტობუსის” კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, დილით, კომპანიის სახელით გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

  • სად არის ჯანდაცვის მინისტრი? რობოტი მაინც გამოგვიგზავნოს – კობერიძე

    იქნებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს და ასე გვესაუბროს. სად არის მინისტრი? ივნისის ბოლო კვირას, თავისივე წერილში უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად, როგორ ვხედავთ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის სფეროს რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით წარადგენს.

    ლევან კობერიძის თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გამო არათუ არ გაუვლიათ კონსულტაციები სექტორთან, დეპუტატებმაც ძლივს მოასწრეს დოკუმენტის წაკითხვა.

    “ყველაზე მთავარი კითხვა რაც არის, თქვენ დარგი საითკენ მიგყავთ და ეს რეგულაციები, რომელიც გამკაცრების თვალსაზრისით შემოგაქვთ, საით გინდათ, რომ დარგი წაიყვანოთ. ამაზე ჩვენ უკვე ახალ მინისტრთან ერთი წელია გვაქვს კითხვები, რომელიც, როგორც ვხედავ, შიდა ტურისტულ ტურნეში აპირებს წასვლას, რომ მოიაროს მთელი საქართველო. გუშინ განცხადება ვნახე, რომ ხალხს მოუყვეს, როგორ კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. აქ ნამდვილად ვინანე, რომ ქუთაისიდან გადმოვიტანეთ პარლამენტი, იქ რომ ყოფილიყო, იქნებ გზად მაინც შემოევლო, მანდ მაინც გვეხილება. ან იქნებ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს. სად არის მინისტრი? ივნისის ბოლო კვირას წერილობით მოიწერა, არასწორად რომ მოიწერა და რომ არღევს რეგლამენტებს, ვერ ერკვევა, ეგ ცალკე თემაა. ივნისის ბოლო კვირას, მინისტრმა თავისივე წერილში უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად, როგორ ვხედავთ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში. კითხვა გვაქვს მასთან. ეს კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეთ, ეხება იმას თუ დარგი საით მიდის. პოლიტიკა უნდა მუშავდებოდეს კომიტეტში და პარლამენტში. ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური საკითხები. მინისტრი კომიტეტში რატომ არ მოდის? მსგავსი ტიპის ცვლილებებიც კი არის პოლიტიკის ნაწილი,”- განაცხადა კობერიძემ.

  • მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

    ორდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა გუშინ ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს. იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

    41 წლის კაცი გუშინ, 23 ივნისს გაუჩინარდა. ახლობლების ინფორმაციით, იგი ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპირზე იპოვეს გაუჩინარებულის პირადი ნივთები: ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • კახეთის გზატკეცილზე #82 მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა

    კახეთის გზატკეცილზე #82 მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა

    კახეთის გზატკეცილზე, #82 სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა.

    როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, უმძიმეს მდგომარეობაშია მიკროავტობუსის მძღოლი და მეორე მგზავრი.

    მათივე განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანა უკან სვლით მოდიოდა, რა დროსაც მიკროავტობუსთან შეჯახება მოხდა.

    „კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაში.

  • გიორგი გაბუნია საქართველომ რუსეთს უნდა გადასცეს – დუმის დეპუტატი

    “ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ისევ მიაყენა შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ შეურაცხყოფაზე და ის უნდა იქნას გამოყენებული”. – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

    ალექსანდრ შერინი ამბობს, რომ  ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ  გამოძიება მოსკოვში „ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის” მუხლით უნდა დაიწყოს და საქართველომ ამისთვის გაბუნიას რუსეთს უნდა გადასცეს.

    „არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ. ის უნდა გამოვიყენოთ, ალბათ, ამ ჟურნალისტის მიმართ. აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ, უბრალოდ, მოვითხოვთ ამ პიროვნების [გადაცემას]“, –  განაცხადა შერინმა.

    შეგახსენებთ, რომ

    15 ივნისს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვს დაქირავებული მკვლელი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

    გიორგი გაბუნიამ “პოსტ ფაქტუმის” ეთერიდან ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი მიმართვა გაუგზავნა.

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 768 არის.

    კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა – შალვა ნათელაშვილი

    “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ღამის კურიერში” სტუმრობისას აცხადებს, რომ პოლიტიკაში კიდევ 30 წლით, ხელისუფლებაში კი ორი ვადით აპირებს ყოფნას.

     “20 წელი ცოტაა, წინ კიდევ 30 წელია. ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა.  მერე აუცილებლად წავალ და გადავალ ოპოზიციაში. მინიმუმ 30 წელი მაქვს, რომ გემსახუროთ. პოლიტიკაში რითაც მოვედი, ისევ იმით ვარ.

    მე დავრჩები სანამ ცოცხალი ვარ ასეთად, ჩემი გული ზგერს თქვენთვის, თქვენი გული ვისთვის იძგერებს, ამას არჩევნები გამოაჩენს,” – განაცხადა ნათელაშვილმა.

  • ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი – ალეკო ელისაშვილი

    პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში “ევროპული საქართველოს” წევრს გიგი უგულავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ელისაშვილი “საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს” და თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით თავისი პარტიისთვის 2 ადგილს “ევაჭრებოდა.”

    ელისაშვილმა არ უარყო, რომ მსგავსი პოზიცია ჰქონდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია მას საკუთარი პარტიის რესურსიდან გამომდინარე ჰქონდა და ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია.

    “რა მაგარი რაღაც თქვა არა – იმხელა ცხვირი აქვს, რომ თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავსო. ვიცი, რომ ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, დიდი ცხვირი არაა პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის მთავარი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. მდაბიოობაა, ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი მდაბიური საქციელი არ მიკვირს.

    მე რა მინდა დავამკვიდრო პოლიტიკაში – რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელი და სამარცხვინოა, ის მით უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში. როდესაც, მთხოვ, შემხვდი, როდესაც მწერ, მირეკავ (მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ), რომ იქნებ შევთანხმდეთ, მაჟორიტარებზე გვინდა შენი აზრი გავიგოთ, როდესაც მხვდები და ჩემი აზრი გაინტერესებს, მერე ამაზე რატომ ჭორაობ და რატომ გამოგაქვს?! მაჟორიტარებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან მქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ლაპარაკს ვინ დამიშლის, მით უმეტეს, როცა შენ მთხოვ და შენი ინიციატივითაა შეხვედრა, მერე ამაზე ჭორაობა პოლიტიკოსოობაა, კაცობაა, მოქალაქეობაა?! ეს არის გულისამრევი და ამას აკეთებენ, ამით არიან დაკავებულები.

    ღმერთმა დამიფაროს გიგი უგულავას რაიმე ვევაჭრო. რაოდენობასთან დაკავშირებით მე ვთქვი, რომ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, სულ მცირე, ორ ოლქს მოვიგებთ, როგორც ვხედავთ-მეთქი,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • “არ ვაპირებ შევიდე განხილვაში, ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი. 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს“–კინზინგერი

    შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოში საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რეფორმის მნიშვნელობასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე ისაუბრა.

    „დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ მეორე მოსმენით [ცვლილებები] გავიდა, როგორც ვხვდები, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით. მინდა ყველას მივულოცო ვინც [ცვლილებებს] ხმა მისცა. ეს პოზიტიური ნაბიჯია. ვიცი, რომ პროცესი არ დასრულებულა. ამავდროულად, მე მოვუწოდებ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ. არ ვაპირებ შევიდე იმის განხილვაში, ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი ან რა უნდა გაკეთდეს კიდევ. ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენი საქმეა ორივე მხარეს ხელი შევუწყოთ რომ ითანამშრომლონ“, – განაცხადა კინზინგერმა.

    „ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლება, კინზინგერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული.

    „რვა მარტის შეთანხმება, რომელსაც ყველა მხარემ მოაწერა ხელი, უნდა შესრულდეს. ამის დეტალებზე არ გავაკეთებ კომენტარს. ყველამ ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა იცის ეს და ყველამ უნდა შეასრულოს ის. მთავარი ესაა. პარლამენტში კარგი პროგრესი ვიხილეთ, ხმის მიცემის კიდევ ერთი ეტაპი უნდა ჩატარდეს და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი უნდა იქნას გადადგმული. რვა მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, დეტალებს მხარეებს დავუტოვებ და ვაცლი ჩვენს საელჩოს ამაზე საუბარს“, – თქვა მან.

    8 მარტს, საქართველოში შეერთებული შტატებს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის შუამდგომლობით, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას 2020 წლის არჩევნების 120/30 (პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები, შესაბამისად) გადანაწილებით ჩატარებაზე და ასევე სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის ნიშნების აღკვეთაზე.

    შეთანხმების შინაარსი მოგვიანებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის დავის საგანი გახდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს ნაწილი მათი თქმით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა. ხელისუფლება ამას უარყოფდა. თუმცა, საერთაშორისო პარტნიორების და მოდერატორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პოლიტიკურმა ლიდერებმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს, მაგრამ პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა. რურუა ოპოზიციის განცხადებით კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლდეს. თუმცა მთავრობა ისევე როგორც წინა ორი ლიდერების, რურუას შემთხვევაშიც, ამაზე შეთანხმებას უარყოფს.

    კინზინგერმა, რურუაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას.

    „ყველა ქართველი იმსახურებს პარლამენტს, რომელიც მათ წარმოადგენს და ეს ნაბიჯები ამისკენ იდგმება. ყველა ქართველი იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოს. რაც არ უნდა ვთქვა, ვიცი რომ მხარეები ამას აიღებენ და ისე შეატრიალებენ როგორც სურთ. მე არავის მხარეზე არ ვარ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ის რასაც იმსახურებს“, – განაცხადა კონგრესმენმა.

    საქართველოს პარლამენტმა, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების კანონპროექტს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეტწილად პროპორციული წესით ჩასატარებლად, 115 ხმით დღეს, მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენის კენჭისყრაში „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა არ მიუღია, 115 ხმა საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად.

    „ევროპულმა საქართველომ“ პირველ მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა იმ მიზეზით, რომ ჩავარდნის შემთხვევაში მის ხელახალ ინიცირებას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა, თუმცა მეორე მოსმენაზე მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით მათ მისცეს დრო ხელისუფლებას გიორგი რურუას გასათავისუფლებლად ისე, რომ კანონპროექტის განხილვა საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო.

    „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არცერთ მოსმენაში არ მიიღო მონაწილება და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ გიორგი რურუა საპატიმროში რჩება.

    წყარო: ამერიკის ხმა