Category: ახალი ამბები

  • ვინც მართლა კაცად გაქცია, პირველივე შესაძლებლობაზე უღალატე – ლევან იოსელიანი ბოკერიას

    ვინც მართლა კაცად გაქცია, პირველივე შესაძლებლობაზე უღალატე – ლევან იოსელიანი ბოკერიას

    ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრი, ლევან იოსელიანი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება. იოსელიანის თქმით, ბოკერიამ იმას უღალატა, ვინც კაცად აქცია.

    “მინდა გამოვეხმაურო ბოკერიას გუშინდელ განცხადებას, სადაც მე კაცის კაცი, ალეკო ელისაშვილს კი უსინდისო უწოდა. 30 წელზე მეტია ალეკოს მეგობარი ვარ, ანუ მისი “კაცი” ვარ. და ასეთად დარჩენას ვაპირებ მთელი ცხოვრება, განსხვავებით შენგან, ვინც მართლა კაცად გაქცია და ვისაც პირველივე შესაძლებლობაზე უღალატე. ისე, კაცის კაცობა არაკაცობას ნამდვილად ჯობია”. – წერს ლევან იოსელიანი.

    გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ალეკო ელისაშვილმა 2 მაჟორიტარობის ოლქი მოითხვა, საბურთალოზე თავად ყოფილიყო ოპოზიციის საერთო კანდიდატი, მთაწმინდაზე კი ლევან იოსელიანი.

    “იოსელიანს არავინ არ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა, უკაცრავად, პოლიტიკურად ვიძახი, არა – ადამიანურად. 6% აიღო იმ იოსელიანმა იმ არჩევნებში, სადაც შავგულიძემ აიღო 40% თითქმის – 36% პირველ ტურში, მეორეში – უფრო მეტი”. – თქვა ევროპული საქართველოს ერთ–ერთმა ლიდერმა.

    ოპოზიციასთან ვერ შეთანხმების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა ანა დოლიძესთან, ლევან კობერიძესთან და ლევან იოსელიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

  • ერთი არგუმენტი დადონ, მხოლოდ და მხოლოდ ბლა ბლა ბლა – კალაძე კორუფციის ბრალდებებზე

    ერთი არგუმენტი დადონ, მხოლოდ და მხოლოდ ბლა ბლა ბლა – კალაძე კორუფციის ბრალდებებზე

    თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციაზე ამბობს, რომ მათ თბილისის მერიის კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არგუმენტი არ აქვთ.

    კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება.

    „არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო მათ, ეს არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატარა არგუმენტი ხომ მაინც უნდა დადონ? ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელი იყო არასწორი, რომელი იყო კანონებს მიღმა და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ბლა, ბლა, ბლა… ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

  • ელისაშვილი ოპოზიციას სთავაზობს თბილისის მაჟორიტარები ხალხის გამოკითხვით შეარჩიონ

    NDI-ს  და IRI-ს ვთხოვოთ თბილისსში ჩაატარონ რეპრეზენტატიული გამოკითხვა და დასვან ერთადერთი შეკითხვა: ” ვინ რომელ ოპოზიციონერ ლიდერს ისურვებდით თბილისსში”-  -ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა “დღის სტუმარში” ოპოზიციონერი მაჟორიტარების კანდიდატურების შერჩევის პროცესის კომენტირებისას გააკეთა. ელისაშვილი ოპოზიციას სთავაზობს რომ მაჟორიტარების კანდიდატურა ხალხმა შეარჩიოს რომლის გამოკითხვასაც  NDI და IRI ჩაატარებს.

    “მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას. ინიციატივით მივმართავ ყველას. მოდით თბილისის მაჟორიტარობის საკითხი გადავწყვიტოთ პატიოსნად. თუ მიზანი მართლა ოცნების დამარცხებაა და მართლა გულწრფელად გინდათ ვკითხოთ ხალხს. არის ორი პატივსაცემი ორგანიზაცია რომლის სანდოობაში ეჭვი არავის არ  შეგვაქ. ესენია  NDI  და IRI.

    მოდი NDI-ს  და IRI-ს ვთხოვოთ თბილისსში ჩაატარონ რეპრეზენტატიული გამოკითხვა და დასვან ერთადერთი შეკითხვა: ” ვინ რომელ ოპოზიციონერ ლიდერს ისურვებდა თბილისსში”. სულ 1 კვირა უნდა ამ გამოკითხვის ჩატარებას. აი ის 8 კაცი გამოიკვეთოს და რომ გამოიკვეთება ის მაჟორიტარები დადგნენ თბილისსში. ვიღაცა ბოკერია და მექრთამე უგულავა კი ნუ მიხაზავს იქ ტერიტორიებს. მინდა პოლიტიკაში საკითხები ხალხის აზრის გათვალისწინებით წყდებოდეს გამჭვირვალედ და გასაგებად. ვიქნები იმ 8 კანტიდატს შორის?  დავდგები. არ ვიქნები? ვიტყვი რო ვერ გავქაჩე არ დამიჭირა ხალხმა მხარი. “- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • ის საშიშია როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში – კობახიძე სააკაშვილზე

    ის საშიშია როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში – კობახიძე სააკაშვილზე

    უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის საშიშია როგორც საჭესთან, ისე უკანა სავარძელში.

    მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა და მალე დაკარგავს ყველგან და ყველაფერში თავის აქტუალობას. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია, არ აქვს. ის არის საშიში როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს არასდროს”,– თქვა კობახიძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ”უკანა სავარძელში ყოფნას არ აპირებს, რადგან საჭესთან ჯდომა უყვარს”.

     

  • გიორგი შაქარაშვილის მეგობარი წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალ დეტალებს ყვება

    გიორგი შაქარაშვილის მეგობარი წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალ დეტალებს ყვება

    გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი საბედისწერო წვეულებაზე მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს AMBEBI.GE -სთან იხსენებს.

    გოგონას ინფორმაციით, თბილისიდან “საქმის გასარჩევად” ჩამოსული უცნობები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები მაგისტრალზე შეხვდნენ, “დიდი რკინებით შეიარაღებულები იყვნენ”.

    გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი (ოქროს მოწმე) და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა.

    “წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქეიფი ლისზე გაგვეგრძელებინა. ყველა ვერ ჩავეტიეთ მანქანებში. გიო, გუკა და ფოტოგრაფი გზაზე იდგნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. ეს ფოტოგრაფი გიოს და გუკას მანამდე არ იცნობდა. პირველად გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე. იუბილარის ახლო მეგობარია. შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად გზაზე, ისიც ტაქსს ელოდებოდა.

    ამ დროს მოვიდა თბილისიდან ავტომობილი, რომლის მარკაც არ ვიცი. როგორც ფაქტის შემსწრე მეგობარმა მიამბო, გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მაშინვე იმ სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს. რომელს არ ვიცი. ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. შეიარაღებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, არ გაიქცეოდნენ.

    გაიქცა ფოტოგრაფიც. მართალია ეს სამი არ იყო ჩხუბში ჩართული, მაგრამ მაინც გაიქცნენ, რადგან თბილისიდან ჩამოსულები დაესხნენ თავს. როგორც ვიცი, ფოტოგრაფმა დამალვა მოასწრო” – უყვება AMBEBI.GE-ს ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის მეგობარი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

    რესპონდენტის თქმით, გიორგი შაქარაშვილი წყალში თავად არ ჩავიდოდა, რადგან ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა.

    “თავისი ნებით არაფრით მიუახლოვდებოდა წყალს. არ იცოდა ცურვა. რაც შეეხება გუკას, მან იფიქრა, რომ მეგობარს გადავარჩენო და იმიტომ წაყვა თბილისისკენ თავდამსხმელებს. ამასობაში იქნებ დამალვა მოასწრონო. გიორგის ვინმე დაედევნა თუ არა, არ ვიცი. იმ ღამესვე დაგვირეკა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ მახსოვს და გვიამბო მოხდარის შესახებ“, – იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.

  • დამნაშავე არ ვარ, პოლიტიკური დევნაა და სიმართლეს დავამტკიცებ – გიორგი რურუა

    დამნაშავე არ ვარ, პოლიტიკური დევნაა და სიმართლეს დავამტკიცებ – გიორგი რურუა

    ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, – ამის შესახებ „მთავარი არხის” ერთ- ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. რურუა სხდომაზე  გამოეხმაურა წერილს, რომელიც მისი ადვოკატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამეტარებს გაუგზავნა.

    „ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოში, მადუროს ვენესუელას, ბელარუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე?

    ბატონ კუჭავას რაღაც აბსურდული სისულელეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან პოლიციის ის თანამშრომლები და გამომძიებელი, რომლებმაც შეადგინეს ოქმი და მიუთითეს, რომ ნივთების ამოღება ჩატარდა საკანში მშვიდ გარემოში, ხოლო ციხიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით დასტურდება, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ამის თაობაზე ოქმის შემდგენ პირებთან ექნებათ კითხვები.

  • ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, ასე გააგრძელონ, ეს კარგია ჩვენთვის და ქვეყნისთვის – კობახიძე

    ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, ასე გააგრძელონ, ეს კარგია ჩვენთვის და ქვეყნისთვის – კობახიძე

    ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით. გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლო კობახიძემ ჟირნალისტებთან განაცხადა.

    „სანამ ხელისუფლება არის დაკავებული საქმის კეთებით, პანდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური და ეკონომიკური კუთხით და ამასობაში, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით. ისინი ერთმანეთს ჭამენ პარტიებში, პარტიებს გარეთ, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან არიან ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია საბოლოო ჯამში იმ მოცულობითაც ვერ იქნება ამ ფონზე მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, რა ფორმითაც დღეს არის. შესაბამისად, გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის,”- განაცხადა კობახიძემ.

  • ხელისუფლებას ვთხოვთ, ყველაფერი გააკეთონ გიორგი გაბუნიას დასაცავად –  ECPMF

    ხელისუფლებას ვთხოვთ, ყველაფერი გააკეთონ გიორგი გაბუნიას დასაცავად – ECPMF

    ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი ხელისუფლებას მიმართავს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაცვას თხოვს. ამის შესაზებ ორგანიზაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

    “ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მკვლელობის მცდელობას საქართველოში. ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან ის. არცერთ ჟურნალისტს არ უნდა ემუქრებოდეს ან შეექმნას საფრთხე მისი სამუშაოს შესრულებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

    15 ივნისს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს მთავრობას გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს “დიდი ლობის” პროვოკაციად ჩათვალა.

  • საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება – ბოკერია ელისაშვილზე

    საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება – ბოკერია ელისაშვილზე

    “საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ალეკო ელისაშვილზე.

    „ალეკო ელისაშვილი კოორდინირების იდეას უბინძურესი ბრალდებებით და უბინძურესი ლექსიკონით დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც იქამდე მოლაპარაკებებში ჩემთან ერთად დავით ბაქრაძე იყო და ორ ადგილს ითხოვდა. ითხოვდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთაწმინდაზე იოსელიანი დაეყენებინა. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის რას გვევაჭრებოდა ? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს ივანიშვილის დახმარებაა. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, პრაქტიკულად პირდაპირ თქმაა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას, აბა მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა თუ როგორაა მაგის საქმე ? ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მას ვთავაზობდით თვითონ დამდგარიყო. ძლიერი კანდიდატების დაყენება გვინდა, რომ პირველ ტურში ივანიშვილი დამარცხდეს, ქვეყანას რისკები ავაცილოთ და თან მრავალფეროვნება იყოს. მაგრამ, როცა ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას და ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ „მაგან ხომ წააგოო“, ეგ რა ტექსტია ? ყველას წაგებული აქვს, მაგასაც წაგებული აქვს არჩევნები და რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მქონე კანდიდატს მთაწმინდაზე? მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? – ელისაშვილი ბოკერიას

    სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? – ელისაშვილი ბოკერიას

    წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? – ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც ელისაშვილი „პოლიტიკურ ვაჭრობაში“ დაადანაშაულა.

    როგორც ელისაშვილი წერს, მას და მის გუნდს „ფეხებზე კიდიათ ბოკერიასა და მისნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული საქმეები და გარიგებები“.

    „ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა – კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები.

    ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი”,-წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.