Category: ახალი ამბები

  • თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა

    ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 მანქანა დაზიანდა, ხოლი 1 მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

    თბილისის მერია ხის წაქცევის მიზეზებს ადგენს.

  • როცა მორჩა ყველაფერი, პოლიცია მერე მოვიდა – შაქარაშვილის საქმის მოწმე დეტალებზე საუბრობს

    ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ჩხუბის დეტალებს იხსენებს.

    მისი თქმით, ჩხუბში გარდაცვლილი არ მონაწილეობდა. როგორც ფოტოგრაფი იხსენებს, პოლიციაში მას შემდეგ დარეკა, რაც მანქანა მათ საცემად მივიდა, თუმცა “ვერაფერი გააგებინა” და ეკიპაჟი მაშინ მივიდა, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო.

    „ავტოსტოპით წავედი, მივედი სადღაც 11:00 საათზე და 15 წუთში მოხდა ჩხუბი, ოღონდ რატომ და რანაირად აზრზე არ ვარ, ვინები ჩხუბობდნენ. გიორგი არ მონაწილეობდა, გიორგიც შიგნით იყო. ექვსი ბიჭი ვინც ვიყავით, იქიდან 5 მგონი სახლში იყო, ზუსტად არ ვიცი. ეგენიც მერე გავიცანი და მერე ყველა წავედით იმიტომ, რომ იუბილარი შემოვიდა, ნერვები მოეშალა ასეთი რაღაც რომ მოხდა, ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ და წადითო ყველაო და ყველა რომ წავიდა, ჩვენ მოგვიწია ტაქსით წასვლა. ტაქსი ვერ გამოვიძახეთ, არც ერთი ტაქსი არ მოდიოდა და გავაჩერეთ ტაქსი და ტაქსმა ორ კაცზე მეტს ვერ გაგიყოლებთო. ნეტა ის ორი მაინც წასულიყო. გიორგი მაინც წასულიყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბოლოს ავტო სტოპზე დავდექით და მოვიდნენ ეს ორი ტიპი ვისთანაც ჩვენ არა , მაგრამ ამათ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ორი ტიპი მოვიდა და ნომრები გაცვალეს, რომ დაგირეკავთ, ხვალ შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. ეგონა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ და მეორე დღეს რომ გაერკვიათ.. ყველა როგორ იტყუება?

    მოვიდნენ, დადგნენ და ჩვენ წამოვედით თბილისისკენ, რომ უფრო ახლოდან გამოგვეძახებინა ტაქსი, მაგრამ ხიდზე რომ გადმოვედით, ეს ორი ბიჭი მორბის და ამ დროს წინ გაგვიჩერა მანქანამ და ამ მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი, შეიძლება ოთხიც. ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა რომ ვეცემეთ. ამათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იქ იყვნენ. არადა საერთოდ სხვა სასტავი ვიყავით, არაფერ შუაში არ ვიყავით. ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე კამერა ხელში მეჭირა, მანამდე არაფერს არ ვიღებდი ისეთს, ბლოგებს ვიღებ ზოგადად მაგრამ მაშინ ზოგადად დროის გასაყვანად.. ღობეზე გადავხტი და იყო მიტოვებული მშენებარე შენობა მეორე სართულზე ავედი და რომ ავედი დავრეკე პოლიციაში.

    პოლიციაში რომ დავრეკე, ვუთხარი, რაც მოხდა, როგორც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით მეთქი, ხიდზე და სადააო. კაროჩე, როცა მორჩა ყველაფერი, მერე მოვიდნენ და მაგ დროს, როცა ჯერ ერთხელ დავრეკე 112-ში, მერე გადმომირეკეს, მერე ვუთხარი კიდე იგივე და მოკლედ, ანუ, ვერ გაიგეს ვერაფერი და ჩამოვდიოდი მაგ დროს, ანუ მანქანა წავიდა მაგ დროს და იყო ორი ბიჭი, ჩვენები და ერთი ნაცემი იყო, ჩავდიოდი რომ მენახა, დავხმარებოდი და უცებ მეორე მანქანა მოვიდა, მეორე მანქანა რომ მოვიდა, იქიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები, თქვენი დედაო, კაროჩე ესენი ცემეს, სხვა მანქანა იყო სავარაუდოდ, არ ვიცი და ეს მანქანა წავიდა, 2 ან 3 წუთში მოვიდა ეს მეორე მანქანა და ესენი ცემეს და რომ დავინახე, მანქანა მოვიდა, ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე, იქაც გადასახტომი არ იყო, მეორე სართულზე ვიყავი, ბალახები კი არა, ქვები იყო და მერე ვაფშე რომ აღარაფერი ხდებოდა და არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა, პირველი საათი და რაღაც წუთები იყო, ჩავედი, გადავედი პარალელურ მხარეს, ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და მერე ავედი ტყეში და იქაც დავურეკე რომ აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ გააუქმოთ მეთქი, იქიდან რომ ჩამოვედი, მერე მოვიდა პოლიცია, მოვუყევი ეს ყველაფერი და ეს იყო საპატრულო პოლიცია და მეთქი, ვსო, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ და წამიყვანეს თბილისში“ , – ამბობს ფოტოგრაფი.

    შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში 22 ივნისს იპოვეს. ის 19 ივნისს დაიკარგა.

  • აბიტურიენტებმა გამოცდის დაწერა, შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ

    აბიტურიენტებმა გამოცდის დაწერა, შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მიეცეთ.

    გაბუნიას თქმით, მაგიდები სპეციალური ბარიერით აღიჭურვა, რაც საშუალებას იძლევა, პირბადის გარეშე იმუშავოს. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

    “მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი. ამ შემთხვევაში იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

    განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, შევატყობინებთ”, – ამბობს გაბუნიას რუსთავი 2–თან ინტერვიუში.

    მანვე აღნიშნა, რომ “​ვენტილატორებსა და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში”.

  • მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია – გიორგი რურუა

    მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია – გიორგი რურუა

    „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია.

    „მინდა გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.

    პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.

    ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს გიორგი რურუა „ფეისბუქზე”.

    მან ენმ–სა და ევროპული საქართველოს წევრები გამოეხმაურნენ. გიგა ბოკერიას თქმით, რურუას პოზიცია ღირსეულია, თუმცა ეს უკვე პერსონალური საკითხია.

    “ამ ტიპის პოზიციის დაკავება გიორგი რურუას მხრიდან არის კიდევ ერთი ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ ესმის ივანიშვილსა და მისი „კლოუნების“ გარემოცვას, ეს არის პრინციპის საკითხი, რომ არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვარ, უგულავა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ რურუა იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა და საჯაროდ გვითხრა, რომ ახლა დაგსჯი, ანუ მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონის უზენაესობას გამორიცხავს”,– ამბობს ბოკერია.

    რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი რურუას პოზიცია პარტიაში იციან, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს მის გათავისუფლებამდე მხარს მაინც არ დაუჭერენ.

    “მისასალმებელია გიორგი რურუას ეს ღირსეული საქციელი. მან მსგავსი განცხადება გააკეთა დაახლოებით ერთი თვის წინ. ვიცით ჩვენ მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი-შეთანხმება უნდა შესრულდეს. ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არც ერთი პოლიტიკური პატიმარი”,– ამბობს გოცირიძე.

  • “გვიშველეეთ მანამ შეგვჭამენ” – კალიების შემოსევა თბილისში (ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება)

    “გვიშველეეთ მანამ შეგვჭამენ” – სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს რომ მუხიანში კალიების შემოსევაა.

    “ეეესს უნდაა ნახოოოთ ??? ორ დღეში გამოჩნდებიან ფართო მაშტაბებში ?
    გვიშველეეთ მანამ შეგვჭამენ ?”- წერს ინტერნეტმომხმარებელი.

  • თბილისის 100–მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 100–მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 25 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    ვაკის რაიონი

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ჯიქიას, კოსტავას (ნაწილობრივ), ბენდელიასნის, სანაპიროს (ნაწილობრივ), ალექსიძის (ნაწილობრივ), ოჟიოს, ბოჭორიშვილის, კოდორის, აფაქიძის და მიროტაძის (ნაწიობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის, გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის და გაზაფხულის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის,  ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის, ხევძმარის და თემქის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ართვინის, კაპანაძის, მიჩურინის, პალიასტომის, ფარავნის, მამარდაშვილის, გროზნოს, კიკვიძის, როსტოვის, ქინქლაძის, თეთნულდის და ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ერევნის, ლომოურის, ლადო მესხიშვილის, სამრეკლოს, ხარაგაულის, ხივინის, ცუცქირიძის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, აბდუშელიშვილის, შემოსავლის, ახვლედიანის, იორის, კალატოზის, სამოქალაქოს, სპარტაკის, გრემის, ელენე ახვლედიანის, ურიცკის და გაბისკირიას ქუჩების  მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ხელოვანთა, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების    მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გაზის დასახლების, ქერჩის, წყაროთუბნის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და თამარ მეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის  ქუჩის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ დეპუტატი ნამდვილად არ ვიქნებოდი – ბოლქვაძე

    უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ დეპუტატი ნამდვილად არ ვიქნებოდი – ბოლქვაძე

    ხულოს, შუახევისა და ქედის დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე საერთაშირისო გამჭვირვალობის კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ არასდროს არავის ტენდერში ჩარეულა და უნათესაო რომ ყოფილიყო, მესამეჯერ პარლამენტის წევრი ვერ გახდებოდა.

    “უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ, შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ მე პარლამენტის წევრი ნამდვილად არ ვიქნებოდი. არსებობს ჩემი დეკლარაცია, სადაც ნაჩვენებია ჩემი ქონებაც, შრომაც და რაც გამაჩნია. ყველამ მისი საქმე უნდა აკეთოს”,– თქვა ანზორ ბოლქვაძემ.

    გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით ჯამში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს.

  • სუს-მა ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავა, რომელმაც მუშაობის დაწყებისთვის პირს 800 ლარი მოსთხოვა

    სუს-მა ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავა, რომელმაც მუშაობის დაწყებისთვის პირს 800 ლარი მოსთხოვა

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 24 ივნისს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს.

    “გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა”,– აცხადებს სუს–ი.

    გამოძიება მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

  • “გიორგი რურუა კრიმინალია” – რა მიწერა კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს

    “გიორგი რურუა კრიმინალია” – რა მიწერა კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს

    კახა კუჭავამ მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას შესახებ ევროპარლამენტარებს გაუგზავნა. წერილი, სახელად “ვინ არის გიორგი რურუა?” კახა კუჭავამ 23 ივნისს გაგზავნა, წერილის შესახებ ინფორმაცია კი თავდაპირველად რურუას ადვოკატებმა გაასაჯაროვეს. წერილს “ტაბულა” ასაჯაროებს.

    ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ წერილში კახა კუჭავა გიორგი რურუა კრიმინალს უწოდებს და მკვლელობებში ადანაშაულებს.

    • გიორგი რურუა ნიკა რურუას, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის ძმაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ორივე 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების “მხედრიონის” აქტიური წევრები იყვნენ და ახლო კავშირები ჰქონდათ მაშინდელ ხელისუფლებასთან. დაჯგუფების დაშლის შემდეგ გიორგი რურუამ ბიზნეს-სექტორში გადაინაცვლა და თავისი ძმის საპარლამენტო და სამთავრობო პოზიციის წყალობით ახლო კავშირები შეინარჩუნა სააკაშვილის მთავრობასთან.
    • ის არის კრიმინალი, რომელიც ცნობილია ისეთი საზარელი დანაშაულებისთვის, როგორიცაა გატაცებები და მკვლელობები, რომელიც ჩადენილია 90-იან წლებში, პოსტ-საბჭოთა პირველ წლებში. ის არის “ბოროტების საძმოს” დამფუძნებელი და ლიერი (ასევე ცნობილი, როგორც ვერის საძმო) – ეს კრიმინალური დაჯგუფებაა, რომელიც 1992 წელს თორაძეების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში და 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და მისი ძმიშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.
    • თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმე – 2020 წლის მაისში თამარ თორაძემ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოთხოვნით, გამოეძიებინათ მისი ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობა, მშობლებისა და ხუთი ძმის ჩათვლით, რომელთაგან ორი გაუჩინარდა და მათი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. თამარი გადარჩენილი თვითმხილველია, რომელიც გიორგი რურუას მისი ორი ძმის მის თვალწინ მკვლელობაში სდებს ბრალს. მან დეტალურად აღწერა თავისი ოჯახის ტრაგედია ღია წერილში, რომელიც სოციალურ მედიაში განათავსა. წერილით მან ამერიკელ სენატორებს უპასუხა, რომლებიც რურუას “პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებენ. მისი თხოვნის შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თორაძეების საქმის გამოძიების პროცესში ამერიკული მხარეც ჩართო.
    • ზაზა ვეფხვაძის მკვლელობა – მოკლული ზაზა ვეფხვაძის დის, მია ვეფხვაძის ცნობით, მისი ძმას თანამოაზრე გია სვანაძესთან ერთად 1993 წლის 22 დეკემბერს მათი სახლის წინ დაცხრილეს. ოჯახის წევრი, რომელიც სროლის ხმაზე გარეთ გაიქცა, ამტკიცებს, რომ მკვლელობის ადგილას გიორგი რურუა და მისი დაჯგუფების წევრები ნახეს. ვეფხვაძე რურუას მისი ძმის მკვლელობაში ადანაშაულებს. მანამდე კი, ვეფხვაძის თქმით, რურუამ მისი ვაჟი მოკლა, რადგან მსხვერპლი მკვლელობის ადგილას გაეტყუებინა და იქ დაეცხრილა. 2019 წლის ნოემბერში გიორგი რურუას დაპატიმრების შემდეგ მია ვეფხვაძემ ოჯახის წევრების მკვლელობების შესახებ საჯაროდ დაიწყო საუბარი და მიმართა გენერალურ პროკურატურას, რათა სრულყოფილად გამოეძიებინათ საქმე.
    • ყალბი იდენტობა და INTERPOL-ის წითელი ცირკულარით ძებნა – 2000 წლის 14 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ აშშ-სგან მიიღო შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, დავით კურცხალიას დაპატიმრების შესახებ. ის საიმიგრაციო კანონის დარღვევისთვის დააპატიმრეს. ადამიანი, რომელიც ფლობდა ქართულ პასპორტს მოგვიანებით იდენტიფიცირდა, როგორც გიორგი რურუა, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა ფულის გამოძალვის გამო. 2000 წლის 26 ივნისს ის აშშ-დან საქართველოში შემდგომი სამართლებრივი გამოძიებისთვის დაადეპორტეს.
    • გატაცების, გამოძალვისა და მკვლელობის დანაშაული – რურუა 1993-1994 წლებში ჩადენილი არაერთი საზარელი დანაშაულისთვის იყო ბრალდებული, რაც შემდგომი გამოძიების საგანი გახდა აშშ-დან მისი დეპორტაციის შემდეგ.ბრალდებები რურუას წინააღმდეგ მოიცავს ადამიანების ოჯახიდან გატაცებას, მათ შორის 1993 წელს თორნიკე აფაქიძის პარლამენტის შენობიდან გატაცებასა და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ 300 ათას დოლარიანი გამოსასყიდის მოთხოვნას; 1994 წელს ალექსანდრე ბალიაშვილის საავადმყოფოს საწოლში მოკვლას; თბილისის ქუჩებში ბესიკ მარუაშვილის, ზურაბ მარუაშვილისა და გელა ქაფიაშვილის მოკვლას. ყველა ეს საქმე დოკუმენტურად დასტურდება და მტკიცებულებები სამართალდამცველი ორგანოების არქივებში ინახება. გამოძიებები შეწყვიტა და აღარ განუახლებია სააკაშვილის მთავრობას, ვისი მფარველობის ქვეშაც რურუა ხელშეუხებელი გახდა და დიდწილად, ასეც დარჩა.
    • მედიის მიზანმიმართული ფლობა – 2019 წლის სექტემბერში გიორგი რურუამ ახალდაფუძნებული ოპოზიციური ტელევიზიის “მთავარი არხის” 2.5%-იანი წილი 2 500 ლარად იყიდა (უხეშად რომ ვთქვათ, $900. იმ დროს ლარის კურსი 2.8 ლარი იყო).
    • 2020 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ყიდვა-ფლობა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის ის პატიმრობაში რჩება შემდგომი გამოძიებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესაბამისად.

    გაერთიანებული ოპოზიციაც კი ნაკლებად ერთიანი ხდება, როდესაც საქმე გიორგი რურუას კრიმინალურ პროფილს ეხება და მის გათავისუფლების დაჟინებულ მოწოდებას 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე”. – წერს კუჭავა.

    წერილის ბოლოს კუჭავა ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, YouTube ბმულზე გადავიდნენ, რომელშიც “იმედის კვირის” მომზადებული სიუჯეტია განთავსებული გიორგი რურუას შესახებ. სიუჟეტს ინგლისურენოვანი ტიტრები აქვს.

  • ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი უგულავას – ელისაშვილი

    ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი უგულავას – ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა მექრთამეა, ამიტომ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდა. მისივე თქმით, მხარს მხოლოდ იმიტომ უჭერდა, რომ ერთ ბრალზე მეორედ დაიჭირეს.

    იმიტოა ეს ქვეყანა გაღატაკებული და გაუბედურებული, 50 მილიონი რომ შეჭამა და შეითხლაშუნა იმან, რა ქვია, გიგი უგულავამ. მეკრთამეა აბა რა არის. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამოს მივუსჯიდი პატიმრობას გიგი უგულავას. მხარს იმიტომ ვუჭერდი, რომ ერთი და იგივე ბრალზე მეორედ დაიჭირეს. შეიფერა თავისი პოლიტპატიმრობა”, –განაცხადა ელისაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ უგულავამ ძალიან ცოტა მოიხადა.