Category: ახალი ამბები

  • ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, თუმცა ვერ მოინელებთ, აქეთ მოგინელებთ – კილაძე გოცირიძეს

    ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, თუმცა ვერ მოინელებთ, აქეთ მოგინელებთ – კილაძე გოცირიძეს

    კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მოსმენა ხმაურია ფონზე მიმდინარეობს. “რომან, ვიცით, რომ დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ მას ვერ მოინელებთ, ივანიშვილი აქეთ მოგინელებთ”,– ასე მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ენმ–ს ლიდერ რომან გოცირიძეს.

    “რა თქმა უნდა, მე ამ შესაძლებლობას ვერ გავუშვებ ხელიდან – ერთ რაღაცას გეტყვით, ოღონდ, ძალიან მოკლედ, გრძლად არა. თქვენ რამდენჯერმე ახსნეთ და ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქით მოგინელებთ”,– თქვა კილაძემ.

    გოცირიძემ მას უპასუხა “ქალბატონო სოფო, თვალშიც გვეპატარავება”.

    კომიტეტის სხდომა საათზე მეტია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან როგორც უმრავლესობის, ისე “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

  • სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

    სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

    კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ბავშვს.

    შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლიატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ელისაშვილისგან არ მიკვირს არანაირი უღირსი და მდაბიო ქცევა – ბესელია

    ელისაშვილისგან არ მიკვირს არანაირი უღირსი და მდაბიო ქცევა – ბესელია

    დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერისგან, ალეკო ელისაშვილისგან უღირსი ქცევა არ უკვირს.

    ელისაშვილისგან ვინმეს, რამე რომ უკვირს, მე ის მიკვირს პირადად. არ მიკვირს ამ ადამიანისგან არანაირი უღირსი და მდაბიო ქცევა. არ მიკვირს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ის, ვისი სიტყვაც არ დაიჯერება. მისი გულწრფელობის არასდროს მჯეროდა. ვისურვებ, რომ ეს ენერგია არ დაიხარჯოს შიდა კამათზე, შიდა კონფლიქტზე”,– თქვა ბესელიამ ფორმულასთან საუბარში.

    ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიცია და ელისაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ, ევროპულ საქართველოსა და ელისაშვილს შორის ურთიერთოდაპირისპირება დაიწყო. გუშინ ელისაშვილმა ოპოზიციას გაუგებრობისა და დაპირისპირების დასასრულებლად, ინიციატივა შესთავაზა. მან ოპოზიციას მოუწოდა, კვლევა ჩაატარონ და მისი შედეგებით შეარჩიონ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები.

  • მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომლითაც 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება – გახარია

    მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომლითაც 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება – გახარია

    პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომლითაც 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება.

    პრემიერის თქმით, ახალი ეტაპი 5 მუნიციპალიტეტს შეეხება.

    „მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება. თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს,“-განაცხადა გახარიამ.

  • მთავრობა იზრუნებს, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი – გახარია

    მთავრობა იზრუნებს, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი – გახარია

    პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა დღეს მიიღებს დადგენილებას, რომელიც მშენებლობის სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას ეხება.

    მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს ყველა ის იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

    გახარია ამბობს, რომ ეს სუბსიდირება მიმართულია 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისკენ.

    “ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ის ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად მიმართულია იმ 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელთაც უკვე აქვთ იპოთეკური სესხი. სრულად იქნება გარანტირებული, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს”,– განაცხადა გახარიამ.

  • ქუთაისში, მდინარე რიონში კაცის ცხედარი იპოვეს

    ქუთაისში, მდინარე რიონში 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი დღეს დილით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, მდინარის არხში აღმოაჩინეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს შევიდა, რის შემდეგ დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

    “24 ივნისს შემოვიდა შეტყობინება, რომ მდინარე რიონის ერთ-ერთ არხში ჩავარდა და გაუჩინარდა შუა ხნის მამაკაცი. ადგილზე მობილიზებული იყო მყვინთავ-მაშველთა პირადი შემადგენლობა და სპეც.ტექნიკა, რომლითაც ხდება წყლის ფსკერის სკანირება. დღეს დილით დაკარგული მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია მაშველების მიერ”, – ამბობენ უწყებაში.

  • როცა სიმართლე შენს მხარესაა, ადვილი არის ოპონირება – კახა კუჭავა

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ამბობს, რომ შესაძლოა ოპოზიციამ ევროპარლამენტარისთვის გაგზავნილი წერილის გამო ბრალდებები წაუყენოს, თუმცა აღნიშნავს, რომ “როცა სიმართლე შენ მხარესაა, ოპონირება ადვილია”

    “მათ არ დაუშლით არც ჭკუა და არც ენერგია, რომ ახალი ბრალდებები წამოაყენონ და რაც უნდათ ის ილაპარაკონ. ჩვენ შეჩვეული ვართ მსგავს ინფორმაციას. მე ბევრჯერ მთხოვეს, რომ უფრო დეტალური კომენტარები გამეკეთებია, მაგრამ არც არასრის გავაკეთებ, არ არის ჩემი საქმე, პოლიტიკოსის საქმე, რომ ჩავერიო სასამართლო გადაწყვეტილებაში.

    სასამართლომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ ვინმე არ ენდობა, შემდეგ შეიძლება ამის გასაჩივრებაც. ასეთი შემთხვევები ბევრი ვიცით, თუმცა ქართული ოცნების პერიოდში გვახსოვს ძალიან ბევრი ხმაურიანი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ. ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ფაქტი ერთია, როდესაც სიმართლე შენს მხარესაა ადვილია ოპონირება”, — განაცხადა კუჭავამ იმედის ეთერში.

    კუჭავა უარყოფს, რომ “ქართული ოცნების” წერილში გიორგი რურუა კრიმინალად არის მოხსენიებული.

    მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან რურუასთან დაკავშირებით კითხვები ისმებოდა, ეს საინფორმაციო ბიულეტენიც მათთვის დაიწერა, ვისაც რურუას შესახებ კითხვები ჰქონდათ.

    “ძალიან ბევრი სიცრუე გავრცელდა დღეს, თუნდაც ის, რომ ჩემს მიერ იყო ბიულეტენი ხელმოწერილი. ეს ხელმოწერილი არ არის, არც ბლანკზე არ არის, უბრალოდ ლოგოა ქართული ოცნების და არ წერია, რომ ვინმე კრიმინალია, მსჯავრდებულია და ა.შ. აქ საუბარია ფაქტებზე, რომელიც ცნობილია, რომ 90-იან წლებში იყო მხედრიონის წევრი, მისი ძმა იყო სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენელი. მითითებულია თორაძეების ოჯახის საქმე, სადაც ჩვენ არ ვამბობთ რომ ვინმემ ვინმე მოკლა. აქ უბრალოდ ფაქტებია მოყვანილი”, — განაცხადა კუჭავამ.

    შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტარებს გიორგი რურუას შესახებ წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ რურუა 90–იან წლებში დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ის კრიმინალია.

  • მოველი, რომ პირველი ტალღა მეორეში მდორედ გადავა – ცერცვაძე

    მოველი, რომ პირველი ტალღა მეორეში მდორედ გადავა – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსი იმდენად არაპროგნოზირებადია, ჯერ იმის თქმაც შეუძლებელია, დამთავრდა თუ არა პირველი ტალღა.

    მისი ვარაუდით, საქართველო მეორე ტალღაში პირველიდან “მდორედ” გადავა.

    “[კორონავირუსის მეორე ტალღა] რეალურად იქნება თუ არა, ეს არვინ იცის. არაპროგნოზირებადი ინფექციაა და ჩვენ იმის თქმაც კი არ შეგვიძლია ჯერ პირველი ტალღა დამთავრდა თუ არა, რადგან რაოდენობების კლება მსოფლიოში ჯერ არ ფიქსირდება. საქართველოში შემორჩა ეს მეორე ტალღის ცნება, მარტო საქართველოში დავამთავრეთ პირველი ტალღა. თუ ჩვენთან ხელახლა დაიწყო, იქნება მეორე ტალღა, თორემ მსოფლიოში პირველი ტალღა არ დამთავრებულა. ყველგან გრძელდება პირველი ტალღა. მე უფრო მოველი, რომ პირველი ტალღა გადავა მეორეში, მდორედ. ჩემი პირადი აზრია, რომ მეორე ტალღა რაღაც ფორმით იქნება მაგრამ ის არ იქნება ისეთი ძლიერი როგორიც პირველი და თანაც მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, მას უფრო მომზადებული დახვდება.”,– განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

    საქართველოში კოორნავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 917–მდე გაიზარდა.

    გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი, სულ 776 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ბრიტანეთში დაცხა და პლაჟები გაივსო

    ოთხშაბათი დიდ ბრიტანეთში წლის ყველაზე ცხელი დღე იყო: ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 32.6 გრადუსი ცელსიუსით ლონდონის აეროპორტ ჰიტროუს რაიონში დაფიქსირდა.

    ათასობით ბრიტანელმა პარკებს და პლაჟებს მიაშურა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საკარანტინო ზომები. პაბები და რესტორნები მხოლოდ 4 ივლისს იხსნება. ამ დროიდანვე მსუბუქდება სოციალური დისტანცირების წესები: ადამიანებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია სავალდებულო აღარ იქნება. დაცული იქნება დისტანცია “მეტრი +“, ანუ დაშვებული იქნება ერთმეტრიანი დაშორება სიფრთხილის ზომების დაცვით.