Category: ახალი ამბები

  • ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს – ტიკარაძე

    ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს – ტიკარაძე

    ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

    „ჩვენ გვქონდა მსგავსი შემთხვევა ისრაელთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ განვიხილავდით ფრენების აღდგენას, მაგრამ თვითონ მოკავშირე ქვეყნის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ჩვენ, ორივე ქვეყანა ვთანხმებით, რომ თუ იქ არის ინფექციის აღმავალი ტალღა, ეს წარმოადგენს საქართველოსთვის ძალიან დიდ რისკს, რომ მოხდეს ინფექციის შემოტანა და გავრცელება. ჩვენ დღესაც გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს დიდ რისკს საქართველოსთვის. ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს, რაც დღესაც არის ძალაში და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინე პირობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

  • ” სააკაშვილი ეპოქის გმირია, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ფანტასტიური რეფორმებით” – გუბაზ სანიკიძე

    ” სააკაშვილი ეპოქის გმირია, თავისი პლუსებით და მინუსებით” – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ძვრას ვერავინ ვერ უყოფს.

    „ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული, სხვათა შორის ოპოზიციაშიც. ჩემთვის, მაგალითად, გაუგონარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდესო და გვერდზე ბოკერია უზით. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, არც ბოკერიასთან, ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს, მაგრამ, როდესაც იძახი, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდესო და ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ მის გუნდთან, ეს რანაირი პრიციპულობაა ვერ გავიგე. სააკაშვილი მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის ? მასზე მეტად ვის აქვს უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყო? ის არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, თითქმის სრული შემადგენლობით, სააკაშვილის კომპლექსი აქვთ. ახლოსაც ვერ მიდიან მასთან. ძველები, ახლები, ყოფილები, ჯერჯერობით მომავლები, ასე ჩანს. რატომ არის ამოჩემებული ასე მიხეილ სააკაშვილი? იმიტომ, რომ მისი კომპლექსი აქვთ. მე ერთი რამ ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ძვრას ვერავინ ვერ უყოფს. ბოდიში მომითხოვია და ნუ იბრიქება ნურავინ. აღმოსავლეთ ევროპაში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. ის დიდი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი სოლისტია, მორჩა და გათავდა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

  • პოლიტპატიმარი რურუას გათავისუფლება აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად – ანა ფოტიგა

    პოლიტპატიმარი რურუას გათავისუფლება აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად – ანა ფოტიგა

    ევროპარლამენტარი და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანა ფოტიგა აცხადებს, რომ სააკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად აუცილებლია პოლიტპატიმარი გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლება. მისი თქმით, ეს აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვისაც.

    “საკონსტიტუციო ცვლილებებს როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე საზოგადოების უმრავლესობის ფართო მხარდაჭერა სჭირდება. 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების ჩათვლით, აუცილებელი ნაბიჯია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის”, – წერს ფოტიგა ტვიტერზე.

    ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ ევროპული საქართველოს და ენმ–ს წევრები, თუ მანამდე 8 მარტის შეთანმება სრულად არ შესრულდება და გიორგი რურუა არ დატოვებს საპატიმროს.

     

  • კოვიდის გაყალბებულ სტატისტიკაზე სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე – გვარამია

    მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კოვიდის გაყალბებული სტატისტიკის შესახებ სიუჟეტის გამო სუს–მა საბოტაჟის მუხლით აღძრა საქმე. გვარამია ოპოზიციასა და არასამთავრობოებს მოუწოდებს, იმოქმედონ.

    “მთავარი არხის უკვე მეორე სიუჟეტის გამო, რომელიც მარნეულს ეხება, ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქე რესპოდენტებს, ჩვენთვის ინტერვიუს მოცემის და ამ ინტერვიუს შინაარსის გამო, იბარებს სუსი და “აკაჩავებს”.

    კოვიდის გაყალბებული სტატისტიკის შესახებ სიუჟეტის გამო, საერთოდ საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე. ნარიმანოვის ძეგლის შესახებ სიუჟეტის გამო, კვირები სუსში ეჯდათ რესპოდენტები, მათ შორის, მუსლიმი სასულიერო პირები. რა განვითარება აქვს ამ საქმეს, ჯერ არ ვიცით.

    ხალხო, ბნელა მართლა? ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს მივმართავ: იმოქმედეთ!”,– წერს გვარამია.

    რადიო თავისუფლების ცნობით, სუს–მა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-e მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

    უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ “ცრუ შეტყობინებების” გაგზავნის დროს დაიწყეს. სუს–ი არ გამორიცხავს მთავარი არხის ჟურნალისტების გამოკითხვასაც.

    დღეს სუს–ში მთავარი არხის 2 რესპონდენტი დაიბარეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

    აღნიშნული სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა:

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/288329335641842/

  • პატრონი მეცხვარე ძაღლს მიუსაფარ ძაღლებს აგლეჯინებს – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ პატრონი თორნიკე კობაიძე (ხიცურაული), საკუთარ ნაგაზს მიუსაფარ ძაღლს აგლეჯინებს. როგორც შემდეგ ირკვევა ეს პირველი შემთხვევა არ არის და პატრონი სისტემატურად "ავარჯიშებს" საკუთარ ძაღლს მიუსაფარ ძაღლებზე. ამის შესახებ ინფორმაცია solostudio.agency/-ს ცხოველთა დამცველმა, თიკო ჯოლოხავამ მოაწოდა.

    მან ასევე მოგვაწოდა ვიდეო მასალები სადაც ჩანს რომ მეცხვარეს ჭამის პროცესში პატრონა მიუსაფარი ლეკვი მიუგდო გასაღიზიანებლად.

    " არ ვიცით სად ცხოვრობს ეს ადამიანი,  სავარაუდოდ ყველაფერი ხდება თბილისში თავად დადო ვიდეო ამ ვიდეოს მოყვა დიდი გამოხმაურება თუნდაც ნათესავების მხრიდან ნეგატივი წამოვიდა. როგორც კომენტარებში ჩანს ეს ყველაფერი გავრცელდა სოციალურ ქსელში, თავად განათავსა ეს ვიდეოები საჩივარი დღეს შეგვაქვს ამ ადამიანზე ცხოველთა დამცველებს. თავის 80 კილოიან ნაგაზს აგლეჯინებს მიუსაფარ ცხოველებს ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს ადამიანი, რომ შევაჩეროთ ძაღლი ჩამოვართვათ და მასაც მოეთხოვოს კანონით პასუხი."- განაცხადა თიკო ჯოლოხავამ solostudio.agency/-სთან.

     

     

    ცნობისთვის, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

    იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათმდე ვადით ან შინაპატიმრობით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

  • მიჩნდება განცდა, რომ კალაძის მიზანია მედიებზე დარტყმა და არა ფეიკ-ნიუსთან ბრძოლა – ლომჯარია

    მიჩნდება განცდა, რომ კალაძის მიზანია მედიებზე დარტყმა და არა ფეიკ-ნიუსთან ბრძოლა – ლომჯარია

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ე.წ. ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანიის დაწყებას ეხმაურება. ლომჯარია კალაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ბანერს აფასებს და ამბობს, რომ ეს უჩენს განცდას, რომ თბილისის მერის მიზან კონკრეტულ მედიებზე დარტყმაა.

    “მე არ ვიცი რა განცხადების გაკეთებას აპირებს მერი, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს განცდას, რომ მიზანი არის კონკრეტულ მედიებზე დარტყმა და არა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    კალაძემ “ფეისბუქზე” გამაოქვეყნა ბანერი, რომელზეც 3 ტელევიზიის: მთავარი არხის, ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას ლოგოებია გამოსახული წარწერებით – “მთავარი სიცრუე”, “სიცრუის ფორმულა” და “პირველი სიცრუე”.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა. კალაძის თქმით, “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”.

  • პოლიციამ არ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ იწყებოდა ძალის გამოყენება – ლომჯარია 20 ივნისზე

    პოლიციამ არ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ იწყებოდა ძალის გამოყენება – ლომჯარია 20 ივნისზე

    სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები გაფრთხილებულები არ ჰყავდათ, რომ ძალის გამოყენებით მოხდებოდა აქციის დაშლა.

    „როდესაც დაიწყო ძალის გამოყენება, აქციის დასაშლელად, პოლიციის მხრიდან არ შესრულებულა კანონის პირველივე ვალდებულება, რომ გასაგები ფორმით გაეფრთხილებინათ აქციის მონაწილეები, რომ იწყებოდა ძალის გამოყენება. გამოძიებაში არ დევს მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა თუ ვის მიერ გაიცა რეზინის ტყვიების გამოყენება, თუმცა გამოძიების მასალებში ჩანს, რომ პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად არგაცემული ბრძანებისა არიან ინფორმირებულები, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება ხდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    მან დღეს პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

  • ჟიჟილაშვილის და სანაიას გადაცემა “პოლიტმეტრი” 3 ივლისიდან ტელეკომპანია ფორმულაზე გავა

    ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია გადაცემა “პოლიტმეტრს” მათ არხზე 3 ივლისიდან წაიყვანენ.  გადაცემა ეთერში კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 21:00 საათზე გავა.

    „წამყვანები ისევ მე და ვახო სანაია ვიქნებით. „პოლიტმეტრის“ ისევ ის გუნდი მოამზადებს, რომელიც 2011 წლიდან ქმნიდა გადაცემას. „პოლიტმეტრი“ საზოგადოებრივ პოლიტიკური პროექტია, რომელიც პოლიტიკური პროცესების მიმდინარე ანალიზით დაკავდება“, – აცხადებს ჟიჟილაშვილი ფორმულასთან საუბარში.

    ჟიჟილაშვილმა და სანაიამ “პოლიტმეტრის” პროდუსერებთან და ჟურნალისტებთან ერთად “ტელეკომპანია პირველი” 12 ივნისს დატოვეს. ამის მიზეზად მათ ხელძღვანელობის ხედვებთან შეუთავსებლობა დაასახელეს.

  • ალბათ, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის ივლისის ბოლომდე გადაწევა – თურნავა

    ალბათ, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის ივლისის ბოლომდე გადაწევა – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მოუწევთ რეგულარული ფრენების შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გადაწიონ. მისივე თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

    “რეგულარული ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, არის დამოკიდებული მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და თუ ვისთანა გვაქვს ეს რეგულარული ფრენები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას სრული მასშტაბით, იქნება ჩარტერული ფრენები. ეს არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ახლა რომ სრული მასშტაბით გაგავეხსნა ფრენები”, — განაცხადა თურნავამ.

    მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საზღვრების გახსნის შესახებ არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან ამ დრომდე მხოლოდ წევრ ქვეყნებთან აქვს გადაწყვეტილი საზღვრების გახსნა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა,  საერთაშორისო ტურიზმი კი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო.

  • მთავარი არხის რესპონდენტები, რომლებიც COVID-19-ის ყალბ დიაგნოზზე საუბრობდნენ, სუს-ში დაიბარეს

    მთავარი არხის რესპონდენტები, რომლებიც COVID-19-ის ყალბ დიაგნოზზე საუბრობდნენ, სუს-ში დაიბარეს

    მთავარი არხის ინფორმაციით, მათი რესპოდენტები, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

    რესპოდენტები არხს უყვებოდნენ, რომ გარდაცვალების ცნობაში კორონავირუსის დიაგნოზის ჩაწერის სანაცვლოდ, გარდაცვლილის ოჯახებს თანხას ექიმები და ადგილობრივი მერიის თანამშრომლები სთავაზობდნენ.

    “გუშინ მივიღე უწყება, რომ სიუჟეტთან დაკავშირებით დამიბარეს. ბაზარში გავიგე, რომ კონკრეტულად იცოდნენ, ვის ეხებოდა საქმე. ამაზე ბევრი ლაპარაკობდა, სიუჟეტშიც ამას მოვყევი, – ამბობს სუს-ში დაბარებული ზანურა თალიბოვა.

    სიუჟეტში კიდევ ერთი მარნეულელი ქალი ყვებოდა, რომ შვილი 2 კვირის წინ გარდაეცვალა, დიაგნოზის შეცვლის შეთავაზება კი საავადმყოფოს ექიმებისგან მიიღო.

    დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.