Category: ახალი ამბები

  • თბილისის 40–მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 40–მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 26 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის,  ჩალიპირების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, როსტევანის, ოთხი ათასი მესხის, ასმათის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და მელქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის,  ჩხენკელის და სადგერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ლეჟავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • საქართველო ერთი ნაბიჯით წინ წავიდა ამასთანავე, მუშაობს მეორე ტალღის გასამკლავებლად – ჯანმო

    საქართველო ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, მუშაობს რა ეკონომიკის გაუმჯობესების გეგმაზე და გაიხადა რა ჯანდაცვა მოწინავე პოლიტიკურ პრიორიტეტად,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ადრეულ ეტაპზე მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები და კოვიდ ტესტების მომარაგება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ქვეყანაში ვირუსი დაფიქსირდებოდა.

    „უკვე მარტის თვისთვის ქვეყანაში სოციალური დისტანცირების ზომები მიიღეს, ამიტომ დღეს არსებული ვითარება უკავაშირდება ქვეყნის მიერ მიღებულ ადრეულ ზომებს, რომლებიც ვიცით, რომ მუშაობს – ეს არის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, იზოლირება, ტესტირება და მოვლა კორონავირუსის მქონე პაციენტების და შემდეგ უკვე მათი კონტაქტების აღმოჩენა და კარანტინში მოთავსება.

    საქართველო, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, მუშაობს რა ეკონომიკის გაუმჯობესების გეგმაზე და გაიხადა რა ჯანდაცვა მოწინავე პოლიტიკურ პრიორიტეტად, ამასთანავე მუშაობს მეორე ტალღის გასამკლავებლად. ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, როდის იქნება და იქნება თუ არა ვირუსის მეორე ტალღა. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ ვხედავთ პიკს პირველი ტალღის ფარგლებში, რადგან მეორე ტალღა რეალურად მაშინ დგება, როსდესაც შემთხვევათა რაოდენობა ძალიან დაბალ მაჩვენებელზე დადის და ამის შემდეგ, ვხედავთ მეორე ტალღას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ პირველი ტალღის პირობებში ვართ. ველით, რომ ვითარება კიდევ უფრო დამშვიდდება ქვეყანათა უმეტესობაში ზაფხულის განმავლობაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როდესაც კოვიდი შეიძლება შეხვდეს სეზონურ გრიპს და სხვა დაავადებებს.

    იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოოდ ვირუსი ჯერ კიდევ აქტიურად ცირკულირებს ჩვენს საზოგადოებაში და ჯერ არ არსებობს მკურნალობის ეფექტური გზა და ეფექტური ვაქცინა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ თვითკმაყოფილები,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

  • საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

    საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს.

    მერაბ ტურავას პლენუმის 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატმა, ირინა იმერლიშვილმა 1 ხმით ნაკლები, 4 ხმა მიიღო.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა.

    საკონსტიტუციო სასამართლოს წინა თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილება 2020 წლის 15 ივნისს ამოეწურა.

  • გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა სოციალურ ქსელში ვრცელდება (ვიდეო)

    სოციალურ ქსელშივრცელდება ვიდეო, სადაც გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად სიმღერას ასრულებს. ოჯახის ახლობლები და მეგობრები 19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს,  და მასთან გადაღებული ვიდეოების გახსენებით ემშვიდობებიან.

    შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა და მის სამძრებრო სამუშაოებში 70 მაშველი მონაწილეობდა.  პროცესში ჩართულები იყვენენ მყვინთავები, მიმდინარეობდა ფსკერის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგიც.

    მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში 22 ივნისს იპოვეს.  გიორგი შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს. ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგაც, ოჯახსა და საზოგადოებას ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა მცხეთაში, საბედისწერო ღამეს.

  • სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა

    სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    პროკურატურა გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დიდია და  გირაოს შეფარდება საფრთხის შემაკავებელი ვერ იქნება.

    “ბატონო მოსამართლე, უკანონო პატიმარი ვარ, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩემს მიმართ”,- განაცხადა სხდომაზე გიორგი რურუამ.

    გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    მას ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

    მათივე მტკიცებით, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს.

    ცოტახნის წინ აშშ–ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდება.

  • ვურჩევდი, გაბუნიას დასაცავად გაგზავნონ წერილი ევროპარლამენტში – რურუა კუჭავას წერილზე

    ვურჩევდი, გაბუნიას დასაცავად გაგზავნონ წერილი ევროპარლამენტში – რურუა კუჭავას წერილზე

    გიორგი რურუა კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტში გაგზავნილ წერილს ეხმიანება და “ქართულ ოცნებას” ურჩევს, წერილები გიორგი გაბუნიას დასაცავად გააგზავნონ.

    მისი თქმით, წერიში გამოგონილი და აბსურდული ბრალდებები წერია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.

    “მინდა გამოვეხმაურო სრულიად ამაზრზენ წერილს, რომელიც ევროპარლამენტში იყო გაგზავნილი ბატონი კუჭავას მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას ,რომ ამ წერილით უნდოდათ რაღაცნაირად გადაფარონ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს და რაც სრულიად აბსურდულია. მე ვურჩევდი “ოცნებას” , რომ ჯობია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბრალდებები, რაზეც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ ნებისმიერ ბრალდებას გავცე პასუხი.

    ის ტყუილები, რაც წერილში იყო მოყვანილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისის შემდეგ, ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, რომ დაგიჭერენო. ელენე ხოშტარიასთანაც მქონდა ლაპარაკი… ვგრძნობდი ყოველდღე და ჩემი მეგობრები მაფრთხილებდნენ- ფრთხილად იყავი დაგიჭერენო”, – განაცხადა გიორგი რურუამ.

    შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტარებს გიორგი რურუას შესახებ წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ რურუა 90–იან წლებში დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ის კრიმინალია.

  • ახლა ყველას სურვილია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს – კელი დეგნანი

    აშშ–ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი. დეგნანი აღნიშნავს, რომ დიდი წარმატება იქნება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები სრული მხარდაჭერით გავა მესამე მოსმენაზე და ასევე, შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება პოლიტიკურ გავლენას მართლმსაჯულებაში და შერჩევით სამართალში.

    “ახლა ყველას სურვილია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. პარლამეტში ორი მოსმენა გაიმართა, იყო ორი კენჭისყრა, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას დამდეგი არჩევნებისთვის. ასევე, ერთობლივი განცხადება ამ შეთანხმებისა, რომელიც შეეხება პოლიტიკურ გავლენას მართლმსაჯულებაში და შერჩევით სამართალში. ეს საკითხი უნდა შესრულდეს. ეს იქნება დიდი წარმატება, თუკი ცვლილებები პარლამენტში გავა სრული მხარდაჭერით. ეს იქნება ერთგულების გამოხატულება იმ დემოკრატიული პროცესის მიმართ, რაც საქართველოშია და შექმნის უკეთეს პირობას არჩევნებისთვის.

    ჩვენ გვესმის, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, ის დამატებითი ნაბიჯები იქნას გადადგმული, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. ჩვენ იმედი გვქვს, რომ ასეც იქნება და შეთანხმება შესრულდება და კონსტიტუციური ცვლილებები იქნება მიღებული.

    ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი, რომ სრულად წარმატებით შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება”,– აცხადებს კელი დეგნანი.

  • რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა, ბილეთებს ნუ იყიდით – ავიაციის სააგენტო

    რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა, ბილეთებს ნუ იყიდით – ავიაციის სააგენტო

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბილეთების ყიდვისგან, რადგან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა.  სააგენტოს ინფორმაციით, გაგრძელდება მხოლოდ ჩარტერული რეისები რამდენიმე მიმართულებით.

    “გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

    რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

    ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე”,– წერია სააგენტოს განცხადებაში.

    დღეს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა, საერთაშორისო ტურიზმი კი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო.

  • პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

    პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

    პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.ინფორმაციას  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.საუბარია პოზიციაზე, რომელიც საბჭოში ანა დოლიძეს ეკავა. „დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ქალბატონი ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ.

    აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

  • გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი 2-ჯერ ნოკაუტში ჩააგდო – მდინარაძე

    გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი 2-ჯერ ნოკაუტში ჩააგდო – მდინარაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის აზრით, რომ პრემიერ–მინისტრმა გახარიამ ოპოზიცია 2–ჯერ ნოკაუტში ჩააგდო. მდინარაძის თქმით, სიმართლე გახარიას მხარეს არის.

    “დარწმუნებული ვარ, ისევე ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მან ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ “ფეისბუქზე” დადეს ვარჯიშის სურათები. ეტყობა რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, რადგან მარტო ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიას და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე”, – განაცხადა მდინარაძემ.

    ცნობისთვსი, ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.