Category: ახალი ამბები

  • ზოგჯერ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება – გოცირიძე

    ზოგჯერ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება – გოცირიძე

    “ზოგჯერ,ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება, წვიმას ისეთ დროს მოგვივლენს, როდესაც აბსოლუტურად არ იყო საჭირო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან უწყებად დასახელების შესახებ განუცხადა.

    „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავეცნობით. თუ მართლა ასე თქვეს, მათ გასაგონად ვამბობ, რომ სუს-ი არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ძალოვანი შემადგენელი ნაწილი, ასევე საარჩევნო კამპანიის მთავარი მოტორი და ის, რითაც „ქართული ოცნება“ ატარებს არჩევნებს და რომლის მთავარი შინაარსია – მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ივანიშვილის ფულის გამოყენება. სუს-ს საკუთარი ფინანსური, ადმინისტრაციული საკადრო რესურსების 90 პროცენტი მიმართული აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და თვალთვალისკენ და არა იმისკენ, რომ ჯაშუშებს ებრძოდნენ. სუს-მა რვა წლის განმავლობაში რომელი ერთი ჯაშუში გამოავლინა? ერთი გვარი დამისახელეთ, ან მინიშნება გააკეთეთ და ვიტყვი, სუს-ი საქმიანობის 90 პროცენტს კი არ ახმარს პოლიტიკურ საქმიანობას, არამედ 89-ს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • ივანიშვილს რატომ არ იცავთ? ამხელა ღვაწლი აქვს და უპატრონოდაა მიგდებული – ბოკერია ომბუდსმენს

    ივანიშვილს რატომ არ იცავთ? ამხელა ღვაწლი აქვს და უპატრონოდაა მიგდებული ” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში, სახალხო დამცველს მიმართა.

    “მე მინდა დაგისვათ ის კითხვა, რომლის დასმაც უნდა უმრავლესობას, მაგრამ ძაან მორიდებული ხალხია და ერიდებათ პირდაპირ კითხვა. მე დავეხმარები თუ შეიძლება. რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს? მმართველ გუნდს ვგულისხმობ. ვერ ხედავთ რა დღეში არიან? სულ მუდმივად ლანძღავენ ამათ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალონ ხალხს ეს კრიტიკა. ერთი ტელევიზია ხელში ჩავიგდეთო და ციფრული ტექნლოგიები ისე განვითარდა, ხუთი გახსნესო. უპასუხეთ თუ შეიძლება, რატომ არ უჭერთ ამ ხალხს მხარს რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, დაეხმარეთ ამ ხალხს. აღარ შეუძლიათ მეტი. და ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ? მითხარით რა თუ შეიძლება. შეიძლება ასე? კაცს ამხელა ღვაწლი აქვს და არის უპატრონოდ მიგდებული და ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს მასზე. და თქვენ სახალხო დამცველი ხართ. მართლა აწუხებთ ეს კითხვა და იქნებ გასცეთ პასუხი,” – აცხადებს ბოკერია. 

  • სუს-ის ბრალდების საპასუხოდ მთავარი არხი კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გამოაქვეყნებს

    სუს-ის ბრალდების საპასუხოდ მთავარი არხი კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გამოაქვეყნებს

    მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდების საპასუხოდ მთავარ გამოშვებაში კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  On.ge ავრცელებს.

    “თარგმანი გვაქვს, ცხრიანში გამოვაქვეყნებთ აზერბაიჯანულ ენაზე, ქვემოთ ტიტრებით”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ On.ge-სთან საუბრისას.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, “მთავარი არხის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილმა პირებმა გამოხატეს უკმაყოფილება და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება. მათივე თქმით, “გამოძიებით გამოიკვეთა, რომ სიუჟეტი დეზინფორმაციული შინაარსის იყო”. სიუჟეტი მთავარი არხის ეთერში 20 ივნისს გავიდა. რესპონდენტები მარნეულიდან ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ. ისინი სუს-ში დღეს დაკითხეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

    საბოტაჟის საქმეზე მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი კომენტარები დამონტაჟებულია – სუს-ი

  • საბოტაჟის საქმეზე მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი კომენტარები დამონტაჟებულია – სუს-ი

    საბოტაჟის საქმეზე მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი კომენტარები დამონტაჟებულია – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რესპონდენტები, რომელიც მთავარმა არხმა კორონავირუსის გაყალბებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ჩაწერა, ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ მათი კომენტარები დაამონტაჟა.

    სუს–ის განმარტებით, ამ ადამიანებმა მთავარი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე, თუმცა მთავარმა აზერბაიჯანულენოვანი კომენტარები არასწორად თარგმნა.

    “2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზე იყო აგებული. კერძოდ მასში საუბარია თითქოსდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას (3000-დან 10000 ლარამდე) სთავაზობენ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ, საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ის პირები, რომელთა ინტერვიუებიც, ტელეკომპანია მთავარმა არხმა „შაბათის მთავარში“ გააშუქა. მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე, მიუხედავად აღნიშნულისა, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი და მოახდინა ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს დიდი უკმაყოფილობა და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება”,– წერს სუს–ი.

    უწყების განცხადებით, ამ სიუჟეტით მთავარი არხი ხელისუფლების დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაუცველობის განცდის დათესვას შეეცადა.

    “გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, მოამზადა დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი, რომლის მიხედვით თითქოსდა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და მათთვის თანხის შეთავაზებას, იმისათვის რომ მათ განეცხადებინათ, თითქოს მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა ვირუსის შედეგად. აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ერთის მხრივ შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას”,– აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

    მათივე ცნობით, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება საბოტაჟის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.

    დღეს სუს–ში მთავარი არხის 2 რესპონდენტი დაიბარეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

    აღნიშნული სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა:

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/288329335641842/

  • ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი – მამუკა მდინარაძე

    ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი – მამუკა მდინარაძე

    “ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი”, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

    “გუშინ მთელმა ქვეყანამ იხილა, რამდენად მწვავე  რეაქცია ჰქონდა პირადად ნიკა გვარამიას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის ნიუსლეთერში მოხვდა ინფორმაცია რურუას შესახებ და დღეს თავად აღიარეს, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი.აქედან გამომდინარე მე მგონია ყველაფერი ნათელია. ასეთი არათანმიმდევრულობა არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგი, ისინი უკვე ვეღარ აკონტროლებენ სიტყვებს, ქცევებს, გუშინ საუბრობდნენ, რა საშინელება გააგზავნა მმართველმა პარტიამ საერთაშორისო პარტნიორებთან რურუას შესახებ, რაც დააბრალეს კახა კუჭავას და დღეს საუბრობენ, რომ რურუა კრიმინალური ავტორიტეტია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • არ იქნება ცუდი, თუ მეც, როგორც პიროვნებას ომბუდსმენი Fake News-ებისგან დამიცავს – მაღრაძე

    უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ “ფეიკნიუსების” მსხვერპლია, ამიტომ კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი მასაც დაიცავს.

    “მე ვარ ერთერთი მსხვერპლი Fake News-ების და აფილირებული ქართულ ოცნებასთან. ამიტომ ვარ ალბათ მსხვერპლი, თორემ თავისთავად პიროვნება გუგული მაღრაძეს არამგონია, ერჩოდნენ.

    არ იქნება ცუდი, თუ მეც, როგორც პიროვნებას, დამიცავს ხოლმე სახალხო დამცველი და ამაზეც გარკვეული რეაგირება ექნება, როცა აშკარად Fake-ნიუსებია”,– განაცხადა გუგული მაღრაძემ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე.

    ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა. კალაძის თქმით, “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”. მან დღეს “ფეისბუქზე” გამაოქვეყნა ბანერი, რომელზეც 3 ტელევიზიის: მთავარი არხის, ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას ლოგოებია გამოსახული წარწერებით – “მთავარი სიცრუე”, “სიცრუის ფორმულა” და “პირველი სიცრუე”.

  • კონფლიქტი საოკუპაციო ხაზთან – დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი

    კონფლიქტი საოკუპაციო ხაზთან – დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი

    საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში თანასოფლელებს შორის დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას  “მთავარი” ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

    სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მუცლის არეში ჭრილობა 30 წლამდე მამაკაცს აქვს მიყენებული. ის გვიან ღამით კლინიკა “გორმედში” შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

    ექიმ დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

    მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. ფიქსირდებოდა გარკვეული რაოდენობით სისხლის დანაკარგი, პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

    მომხდარზე გამოძიება შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.

  • “ნახალოვკელებს” საბურთალოს მხარე მოსდევდა, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ –  ერთ-ერთი მოწმის მამა

    “ნახალოვკელებს” საბურთალოს მხარე მოსდევდა, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ – ერთ-ერთი მოწმის მამა

    მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მოწმე იკითხება, რომელიც იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა.

    როგორც მოწმედ გამოსაკითხი პირის, თენგო ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე აცხადებს, სუფრასთან იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიგა ტატანაშვილიც.

    მისივე თქმით, ტატიაშვილი იუბილარის კლასელია. ხვიჩა ბარბაქაძის განცხადებით, ჩხუბს ტატანაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ და თბილისში სავარაუდოდ, ტატანაშვილის კუთვნილი “მერსედესის” მარკის ავტომობილით დაბრუნდნენ, რომელიც პოლიციასთან დალუქულ მდგომარეობაშია. ცოტა ხანში კი, კვლავ უკან დაბრუნდნენ მეგობრების წამოსაყვანად.

    “ჩემი შვილი აგარაკზე, დაბადების დღეზე თავიდანვე იყო, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, ვისი დაბადების დღეც იყო, მისი მეგობარია. დაზიანებები აქვს, ჩხუბში ვინ მიაყენა დაზიანებები არ ვიცი, სერიოზული დაზიანებები არ აქვს. თავიდან გაიქცნენ, ჩხუბს თავი გაარიდეს, სახლში წავიდა.

    შაქარაშვილზე ამბობს, ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო, დაბადების დღეზე გაიცნო ისიც. არავინ იცის რა მოხდა, აივანზე ვიდექი ცალკე, რომ გამოვედი ვიღაცამ ხელი მომკიდა და კედელზე მიმახეთქაო – ასე ამბობს ჩემი შვილი. ის “მერსედესის” მარკის ავტომობილში იჯდა. თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წამოვიდა, თავის მეგობრებს რომ ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? “ნახალოვკიდან” ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. იმ მანქანაში მყოფები დაბადების დღეზე ერთად იყვნენ.

    როგორც ვიცი, ჩხუბის დროს ესენი გაიქცნენ და ეს იყო დაწყნარება, “ნახალოვკელებს” საბურთალოს მხარე მოსდევდა.

    ტატიაშვილი დაბადების დღეზე იყო, ის ჩემ შვილთან ერთად თბილისში ვერცხლისფერი “მერსედესით” დაბრუნდა, ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან 2 ადამიანი წამოიყვანეს”, – აცხადებს ბარბაქაძე.

  • ლარი გამყარდა

    ლარი გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0551 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0551 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0556 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4266 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4528 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0262 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ყალბი ამბებისგან თავის დაცვა თუ გინდა, იმედზე გადართე და გია აბაშიძე მოძებნე – ბესელია მათიკაშვილს

    ყალბი ამბებისგან თავის დაცვა თუ გინდა, იმედზე გადართე და გია აბაშიძე მოძებნე – ბესელია მათიკაშვილს

    დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს მოუწოდებს, ყალბი ამბებისგან დაცვაზე როცა საუბრობს, ტელეკომპანია იმედზე გადართოს და გია აბაშიძე მოძებნოს. ბესელიამ უმრავლესობას მოუწოდა, შუბლზე ხელი მოისვან და შუბლის ძარღვი შეამოწმონ.

    „რა საოცარია ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან. დავით მათიკაშვილს როგორ უნდა დაიცვას თავი ვუთხრათ – „იმედზე“ გადართე და მოძებნე გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა და მეორე დღეს მეორე ხმაში სოფო კილაძე რომ გამოვიდოდა და იგივეს იმეორებდა. გია აბაშიძე მე „ქართული ოცნების“ შტაბში რომ მყავს ნანახი ჩემი თვალით, „იმედის“ წამყვანად როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს? ის მოიკითხეთ და მერე ერთმანეთთან გაარკვიეთ ეგ აბები. საერთოდ რაღაცას რომ ამბობთ, ცოტა შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი საერთოდ გაქვთ თუ არა,“ – განაცხადა ბესელიამ.

    ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა. კალაძის თქმით, “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”. მან დღეს “ფეისბუქზე” გამაოქვეყნა ბანერი, რომელზეც 3 ტელევიზიის: მთავარი არხის, ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას ლოგოებია გამოსახული წარწერებით – “მთავარი სიცრუე”, “სიცრუის ფორმულა” და “პირველი სიცრუე”.