Category: ახალი ამბები

  • მედიაში, პირად სტატუსებში აზრის გამოთქმის გამო სუს–ში დაბარება კანონდარღვევაა – დეკანოიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებისა და მოქალაქეების სუს–ში დაბარებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს კანონდარღვევა და დაშინების მცდელობაა.

    “სოციალურ ქსელში, მედიაში, მოქალაქეების მიერ პირად სტატუსებში აზრის გამოთქმის გამო სუს-ში დაბარება არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევა, უფლებამოსილების გადამეტება..

    ჩვეულებრივი დაშინების მცდელობა რეჟიმის მხრიდან. ნებისმიერი, ვინც ამას განახორციელებს – არღვევს კანონს, აწესებს ცენზურას, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და დამნაშავეა..”,–წერს დეკანოიძე.

    ცნობისთვის, დღეს “ფეისბუქზე” მთავარ არხზე გასული სიუჟეტის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო სუს–ში ჟურნალისტი ნინო ჭელიძე დაიბარეს. 

    გუშინ “ფეისბუქის” პოსტის გამო სუს–იდან დაურეკეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ხათუნა სამნიძესაც.

    სუს–ში მთავარი არხის 2 რესპონდენტი გამოკითხეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სიუჟეტის გამო დაბარებულები არიან ტვ პირველის ჟურნალისტებიც.

  • 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

    საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდნენ. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარად.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

  • სუს–ში “ფეისბუქ” პოსტის გამო ჟურნალისტი ნინო ჭელიძე დაიბარეს

    სუს–ში “ფეისბუქ” პოსტის გამო ჟურნალისტი ნინო ჭელიძე დაიბარეს

    ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. მისი ინფორმაციით, დაბარების მიზეზი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტია, თუმცა არ იცის, კონკრეტულად რომელი.

    გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაბარება მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელზეც სუს–მა საბოტაჟის მუხლით აღძრა საქმე.

    გუშინ “ფეისბუქის” პოსტის გამო სუს–იდან დაურეკეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ხათუნა სამნიძესაც.

    სუს–ში გუშინ მთავარი არხის 2 რესპონდენტი დაიბარეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

    აღნიშნული სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა.

    სუს–ი აცხადებს, რომ გამოკითხული აზერბაიჯანელი რესპონდენტები ამბობენ, მათი კომენტარები დამონტაჟებულია და არასწორად არის თარგმნილი.

    მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდების საპასუხოდ მთავარ გამოშვებაში კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გაუშვებენ.

  • საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და რაოდენობამ 919–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი, სულ – 780. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 125 აქტიური შემთხვევაა.

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა. შსს-ში საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

    დაკავების ოპერაციები თბილისის სხვადასხვა უბანში წუხელ ჩატარდა.

    გოირგი შაქარაშვილის საქმეზე, დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკავებას მათი ადვოკატები ადასტურებენ. ისინი ამ დროისათვის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან, სადაც ბრალდებულები ჰყავთ გადაყვანილი.

    ახალგაზრდების დაკავების საფუძველი სავარაუდოდ გლდანის პოლიციაში წუხელ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება გახდა. საქმის ერთერთმა მთავარმა მოწმემ – შაქარაშვილის მეგობარმა “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ამოიცნო, რომელთა შორის  4 მორაგბეც იყო.

    ერთ ერთი დაკავებულის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილის 8 საათზე დააკავეს და მას ბრალად სავარაუდოდ 126-ე, ძალადობის მუხლს წაუყენებენ,

    შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.მყვინთავებმა  შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

    შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო

     

  • ღობით შემოსაზღვრულ პარლამენტს კიდევ ერთ ღობეს ავლებენ

    მწვანე ღობით შემოსაზღვრულ პარლამენტს, კიდევ ერთ ღობეს ავლებენ. როგორც “მთავარს” ადგილზე მუშებმა განუცხადეს, უახლოეს დღეებში იქ არსებული ტროტუარიც აიყრება და ახალი ფილები დაიგება.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 22 იანვარს დაიწყო. მაშინ თბილისის მერიამ ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა და განაცხადა, რომ იქ ფილების დემონტაჟი, საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთება, აუცილებელი იყო.

  • 30 წლის შემდეგ პირველად – ლივერპული ინგლისის ჩემპიონია

    იურგენ კლოპის გუნდი “ლივერპული” პრემიერლიგის ჩემპიონია. პრემიერლიგის 31-ე ტურში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “მანჩესტერ სიტი”.

    “მანჩესტერ სიტის” მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა, რომ ჩემპიონობის თეორიული შანსი შეენარჩუნებინა, მაგრამ გუნდი “სტემფორდ ბრიჯზე” 1:2 დამარცხდა ჩელსისთან და ლივერპული ოფიოციალურად გახდა ინგლისის ჩემპიონი.

    მეორეადგილოსანი “მანჩესტერ სიტი”  “ლივერპულს” 23 ქულით ჩამორჩა, თეორიულადაც კი ვერ დაეწევა და  გუნდი ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გახდა.
     იურგენ კლოპი ის გახდა პირველი გერმანელი მწვრთნელი, ვინც პრემიერლიგა მოიგო. ეს არის “ლივერპულის” პირველი ტიტული ბოლო 30 წელიწადში (ბოლოს ჩემპიონი 1989/90 წლების სეზონში იყო), ხოლო მე-19 – კლუბის ისტორიის განმავლობაში.
  • საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის – Euronews

    საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

    როგორც გამოცემა  წერს, ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ საკითხს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და რომლებს კვლავ აეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც ევრობლოკი გარე საზღვრებს გახსნის.

    ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ სიაში წარმოდგენილი არ არის. ასევე  სიის მიღმა რჩებიან რუსეთი და ბრაზილია.

    ევროპელმა დიპლომატებმა „ევრონიუსს“ განუცხადეს, რომ ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ თუ რომელ ქვეყნებს დაუბლოკავენ კვლავაც ევროკავშირის საზღვრებს და მოლაპარაკებები პარასკევს გაგრძელდება.

    „ევრონიუსმა“ ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. თუმცა მასში არ არიან აშშ, ბრაზილია, ყატარი და რუსეთი.

    ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებს ევროპაში შესვლა შეეძლებათ: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა – რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

  • ხათუნა სამნიძის Covid19–თან დაკავშირებული ფეისბუქ სტატუსით სუსი დაინტერესდა

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ფეისბუქზე წერს, რომ კოვიდ19–თან დაკავშირებული სტატუსის გამო სუსიდან დაურეკეს:
    “დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო.
    რა სუსის საქმეა, რას დავწერთქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთთქო.
    მეორედ რო დარეკა,Helen Khoshtaria-მ უპასუხა, დაახურა და რაღაც აღარ რეკავენ და ხომ კარგად ხართ?“– წერს ხათუნა სამნიძე.
    რესპუბლიკური პარტიის ლიდერი არ აკონკრეტებს, რომელი სტატუსით დაინტერესდა სუსი.
  • კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის“ კალაძეს მოუწოდებს არ გამოიყენოს პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად

    თბილისის მერის ინიციატივას, “ფეიკ ნიუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რაც ჯერჯერობით სამი არასახელისუფლო არხისთვის ბრძოლის გამოცხადებად იქცა, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებით პასუხობს. კოალიციის წევრები მოუწოდებენ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს და თბილისის მერს, არ გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად:
    “კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.
    მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.
    განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.
    თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები.“–ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.