Category: ახალი ამბები

  • ევროკავშირი გვიხსნის, თქვენ ხურავთ რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს, რას ერჩით ხალხს? – ბოკერია გახარიას

    ევროკავშირი გვიხსნის, თქვენ ხურავთ რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს, რას ერჩით ხალხს? – ბოკერია გახარიას

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს, რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვის სივრცე, რაც საქართველოსთვისაც სავარაუდოდ დადებითად გადაწყდება.

    ბოკერიამ პრემიერ–მინისტრ გახარიას ჰკითხა, რითი აიხსენება, რომ ამის პარალალურად, საქართველომ კიდევ 1 თვით ჩაკეტა ქვეყანა.

    “თქვენმა მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ კიდევ 1 თვით ხურავთ რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. ვერ გავიგე, ამიხსენით, რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს? ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი: ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსენება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით, რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით”,– თქვა ბოკერიამ.

    ცნობისთვის, საქართველოში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

  • არ შეგრჩებათ პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული – ბოკუჩავა გახარიას (ვიდეო)

    “ისევე როგორც ის მოპარული მილიონები არ შერჩებათ თქვენ მინისტრებს ისე არ შეგრძებათ თქვენ კონკრეტული დანაშაული დანაშაული პუტინის სახელით ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე მაშინ როცა ანტისაოკუპაციო აქცია სისასტიკით დაშალეთ 1 წლის წინ.” – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას.

    კონკრეტული დანაშაული მიგიძღვით თქვენ ქართველი ხალხის წინაშე. გარდა იმისა რომ იპარავთ ბიუჯეტიდან გარდა იმისა რო ქართულ ჯიგრულ პონტში ხრავთ კორუპციას მერე კი ტრიბუნასთან თვითკმაყოფილი პოზირებთ მაშინ როცა ყოველი მეხუთე ბავშვი შიმსილობს. 69 % მოსახლეობის სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობის ინდექსით ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ საქართველოში შიმშილობს, ამის გარდა ყველას ძალიან კარგად გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს და მიუხედავად იმისა რომ თქვენ ძალიან მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გინდათ აღიაროთ თქვენი პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ის მოპარული მილიონები არ შერჩებათ თქვენ მინისტრებს ისე არ შეგრძებათ თქვენ კონკრეტული დანაშაული დანაშაული პუტინის სახელით ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე მაშინ როცა ანტისაოკუპაციო აქცია სისასტიკით დაშალეთ 1 წლის წინ.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • ძალადობის თავიდან ასაცილებლად შაქარაშვილი მდინარისკენ გაიქცა – შსს ახალ დეტალებზე საუბრობს

    შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით 17 პირი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი.

    მისი განცხადებით, დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4–დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითავლისწინებს.

    “2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.

    ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

    ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

    გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.

    ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

    ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

    საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით”,– ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

    მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირების დანაშაულებაც გამოიკვეთოს.

  • შაქარაშვილის საქმეზე ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიშვილი დააკავეს

    გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი, გიგა ტატიაშვილიც დააკავეს. მისი დაკავება ტატიშვილის მამამ პალიტრანიუსს დაუდასტურა. მისი თქმით, ის უდანაშაულოა.

    „დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე არ ჩხუბობს, არც მაგისტრალზე, გიგამ დაუძახა ყველას გაჩერდით, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია, როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინ არ არის, დიახ იმ 17 პირთან ერთად გიგაც დააკავეს. რას ედავებიან არ ვიცი“ – თქვა რამაზ ტატიშვილმა.

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს 17 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.

  • ბრიყვული მცდელობა აქვს, იმ მედიების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელსაც ვერ აკონტროლებს – ბოკერია კალაძეზე

    ბრიყვული მცდელობა აქვს, იმ მედიების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელსაც ვერ აკონტროლებს – ბოკერია კალაძეზე

    „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას ბრიყვული მცდელობა აქვს, რომ იმ მედიასაშაულებების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

    „ძალაუფლების დაკარგვის შიშით არიან შეპყრობილი და ამის საფუძველი აქვთ. ისინი ძალაუფლებას შემდეგ არჩევნებში დაკარგავენ. ყველა მცდელობის მიუხედავად, მედია ვერ გააკონტროლეს და ეს იწვევს აგრესიას. იქ ხედავენ საფრთხეს და ახლა ბრიყვული მცდელობა აქვთ, რომ იმ საშუალებების დისკრედიტაცია მოახდინონ, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან კიდევ რამდენიმე თვე, აგრძელებენ იმას, რასაც წლები შვრებოდნენ – სიძულვილის თესვას, საზოგადოების დაყოფას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი,”- აცხადებს ბოკერია.

    გუშინ კახა კალაძემ “ფეიკნიუსთან” ბრძოლის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს.

  • სოფო კილაძისთვის გასაკვირი არ არის, რომ ფეისბუქპოსტების გამო ადამიანებს სუს–ში იბარებენ

    სოფო კილაძისთვის გასაკვირი არ არის, რომ ფეისბუქპოსტების გამო ადამიანებს სუს–ში იბარებენ

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძისთვის გასაკვირი არ არის და პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ფეისბუქპოსტებისა და ინტერვიუების გამო ადამიანებს სუს-ში იბარებენ.

    კილაძის თქმით, ის უფრო გაუკვირდებოდა, სუს-ს ისინი რომ არ გამოეკითხა.

    “როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ამას ბუნებრივია, უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან აქ იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. მე გამიკვირდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არ მიექცია ამისთვის ყურადღება”, – განაცხადა კილაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ ეს გამოკითხვები არა ვინმეს დისკრედიტაციას, არამედ ინფორმაციის მიღებას ემსახურება.

  • პოლიციამ გორში “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე 51 წლის პირი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა”, — წერია უწყების განცხადებაში.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს

    გორში “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირი ოფისში ქვებით შევარდა, დაამტვრია ტელევიზორი, კომპიუტერი და მინები.

    ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ეს გორში სათაო ოფისზე თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა.

    “წინა სამი შემთხვევისას ცნობილები იყვნენ დამრბევები, ყველამ იციან მათ შორის სამართალდამცავებმა, რომ ეს არიან პირდაპირ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ღიად და დაუსჯელად არბევენ ოფისებს და დღეს მეოთხე შემთხვევა მოხდა. წინასაარჩევნო კამპანიაში ასე ძალადობრივად შესვლა უნდათ”,– განაცხადა გოცირიძემ.

    ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

  • Facebook სტატუსის გამო სუს–ში გამოკითხვაზე ხათუნა სამნიძეც დაიბარეს

    „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერს, ხათუნა სამნიძეს მოწმის სტატუსით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული.

    სუს-ის ინფორმაციით, მას მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელზეც საქმე საბოტაჟის მუხლით აღძრეს.

    გუშინ, ხათუნა სამნიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ კოვიდ19–თან დაკავშირებული სტატუსის გამო სუსიდან დაურეკეს:

    “დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო. რა სუსის საქმეა, რას დავწერთქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთთქო. მეორედ რო დარეკა, ელენე ხოშტარიამ უპასუხა, დაახურა და რაღაც აღარ რეკავენ და ხომ კარგად ხართ?“– წერს ხათუნა სამნიძე.

    იგივე საქმეზე “ფეისბუქ” სტატუსის გამო გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც.

    სუს–ში გუშინ მთავარი არხის 2 რესპონდენტი გამოკითხეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

    აღნიშნული სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა.

    სუს–ი აცხადებს, რომ გამოკითხული აზერბაიჯანელი რესპონდენტები ამბობენ, მათი კომენტარები დამონტაჟებულია და არასწორად არის თარგმნილი.

    მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდების საპასუხოდ მთავარ გამოშვებაში კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გაუშვებენ.

  • კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება – ეზუგბაია

    კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ინფიცირებულებთან კონტაქტებია.

    მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 24 პაციენტი მკურნალობს.

    „დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 780-ს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ცენტრი და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობაც არაა მძიმე, საშუალო და მსუბუქია,“- თქვა ეზუგბაიამ.