Category: ახალი ამბები

  • “რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით” – გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

    “რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით” – გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

    ჟურნალისტებმა უმრავლესობის ლიდერს, გია ვოლსკის კალაძის ფეიკნიუსთან ბრძოლის შესახებ ჰკითხეს, რა დროსაც მან ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და მიმართა: “რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით?”.

    მან თქვა, რომ მთავარი არხის კითხვებს არ უპასუხებდა, თუმცა აღნიშნა–, “თქვენ გინდათ, რომ ყველას ტალახი მიასხათ და პასუხი ჩათვალოთ მედიაზე ზეწოლად, ეს აღარ გაგივათ უკვე – დამთავრდა”

    On.ge-ს ჟურნალისტი დეპუტატს ჩაეკითხა, ხელისუფლების ეს პასუხიც არის თუ არა ასევე “ტალახის მისხმა”, რაზეც ვოლსკიმ თქვა, რომ პასუხი ფეიქნიუსის პრაქტიკულად გამოაშკარავებაა.

    “რა ნიშნის მოგებით მელაპარაკებით, ვერ გავიგე. ტყუილებს რომ გაავრცელებთ, მიიღებთ პასუხს”, — უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტს.

    ამის შემდეგ მას ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად ნორმალურია ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. ვოლსკიმ უპასუხა:

    “რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით. ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. ეს ფეიქნიუსების საამქრო რო გაქვთ თუ ცეხი გახსნილი, რა არი, ვერ გავიგე. რა გეწყინათ ამისთანა, პასუხი გაგცეს რა”,– თქვა ვოლსკიმ.

  • ადრე ჰქონდათ რესურსი და სადისტები იყვნენ და ახლა მაზოხისტები გახდნენ – ვოლსკი ოპოზიციაზე

    ადრე ჰქონდათ რესურსი და სადისტები იყვნენ და ახლა მაზოხისტები გახდნენ – ვოლსკი ოპოზიციაზე

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის შეფასებით, დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყველა მნიშვნელოვან და ძირითად კითხვას პასუხი გასცა. მან ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან უფრო კრიტიკულ შეკითხვებს მოელოდა.

    “საკმაოდ ვრცელი მოხსენება იყო, პრაქტიკულად ყველა დარგი გადაფარა, მოველოდი უფრო კრიტიკულ შეკითხვებს “ნაციონალური მოძრაობისგან”და არამარტო “ევროპული საქართველოსგან”, ეს ძველი ოპოზიცია, ცალკე “კლასტერია” შექმნილი. ადრე ჰქონდათ რესურსი და სადისტები იყვნენ და ახლა მაზოხისტები გახდნენ. არასწორ შეკითხვებს სვამენ არასწორი კუთხით, თორემ მეც მაინტერესებს, თუკი ევროპულმა ქვეყნებმა გახსნეს ფრენები,საქართველოს რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით,მაგრამ ამ კითხვას ისეთი ნიშნისმოგებით და ისეთი ფორმით სვამენ, რომ ვფიქრობ, პოლიტიკური სპეკულაცია მეტია, ვიდრე საქმიანი დამოკიდებულების სურვილი. ვნახოთ, საინტერესო პასუხებს ველოდები. ბევრი კრიტიკული თემაც არის და არ მგონია, რომ დამაჯერებელ პასუხებს მოყვეს ასეთივე დამაჯერებელი გამოსვლები ოპოზიციის მხრიდან. ვფიქრობ, რომ პასუხების ნაწილი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელობანი იქნება საზოგადოებისთვის. რაც შეეხება თავად მოხსენებას, არ დარჩა არცერთი მსხვილი თემა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა პასუხი არ გასცა”-აცხადებს ვოლსკი.

     

  • რურუა შეთანხმებაში არაა მოხსენიებული, ეს ძალიან ნათელია, ყველას შეუძლია წაიკითხოს – გერმანიის ელჩი საქართველოში

    ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნის შესახებ ერთმანეთზე დანაშაულის მიწერას ცდილობენ“, – ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა კითხვას, მიდის თუ არა პროცესი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ იმ ფონზე, რომ ერთი მხრივ, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, მეორე მხრივ კი ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქნირშმა იმედი გამოთქვა, რომ 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას ყველა მხარე მიიღებს.

    „ორშაბათი გადამწყვეტი დღე იქნება შესრულების კუთხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმხების ყველა მონაწილე ხმას მიცემს და დაუჭერს მხარს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება მოხდა. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ნათელი მოვფინეთ, თუნდაც, ერთი კვირის წინ, დამატებითი განცხადებით, რომ გვსურს, ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენი ხანგრძილივი დისკუსიის შედეგს. ბატონი რურუა შეთანხმებაში არაა მოხსენიებული, ეს ძალიან ნათელია, ყველას შეუძლია წაიკითხოს. ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს დისკუსია, რომლითაც ისინი ცვლილებების მიღების შესაძლო ჩავარდნის შესახებ ერთმანეთზე დანაშაულის მიწერას ცდილობენ: ოპოზიცია ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ჩავარდება, მაშინ უმრავლესობის ბრალი იქნება და უმრავლესობა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლო ჩავარდნა ოპოზიციის ბრალი იქნება, რომელიც მონაწილეობას არ იღებს ხმის მიცემაში. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ ეხება ბრალს, არამედ დამსახურებას: თუ, როგორც ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, მაშინ ქებას ექსკლუზიურად ისინი დაიმსახურებენ, ვინც ამას პარლამენტში დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ქნირშმა.

    ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ქნირშმა განაცხადა, რომ უგულავა, უქრუაშვილი და რურუა ოფიციალურად მოხსენიებულები არ იყვნენ შეთანხმებაში, თუმცა მოლაპარაკებების დროს მათი გვარები გაჟღერდა.

    „როგორც ფასილიტატორებს და დიპლომატებს, გვსურდა, პატივისცემა გამოგვეხატა ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ და არ გვსურს, შევიდეთ მათთან დავებში. უნდა შევეგუოთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თუ პარტია თავის ინტერპრეტაციას აკეთებს და რაღაცებს ამბობს ამ შეთანხმების შესახებ. ქართველ ხალხს უნდა მივანდოთ იმის გადაწყვეტა, როცა ერთი ადამიანი კის ამბობს, მეორე – არას, ეს შეთანხმებაა თუ შეუთანხმებლობა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგის პროცესში 8 მარტამდე, ეს სახელები მოხსენიებული იყო, და ოპოზიციური პარტიების შეშფოთების ნაწილს წარმოადგენდა. უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს შეწყალება იყო, ის, რაც შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივად მოხდეს, და ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემსუბუქებაში წვლილის შეტანის მცდელობა – ჩვენ ეს ასე დავინახეთ და მივესალმეთ კიდეც“, – აღნიშნა ქნირშმა.

    წყარო: „ინტერპრესნიუსი“

  • უბრალოდ მოვიდა და დედა დაიფიცა, ამაზე ვერ გავცემთ ფულს – მაჭავარიანი 300–ლარიან დახმარებაზე

    უბრალოდ მოვიდა და დედა დაიფიცა, ამაზე ვერ გავცემთ ფულს – მაჭავარიანი 300–ლარიან დახმარებაზე

    ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, კორონავირუსის კომპენსაციას იოლად, მხოლოდ “დედის დაფიცების” გამო ვერ გასცემენ.

    მინისტრმა აღნიშნა, რომ პირობები გაადვილდა და დახმარება უფრო მარტივად გაიცემა, ვიდრე თავიდან.

    “დღეს, მაგალითად, ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ გაურთულეთო, ზედმეტ საბუთებს ითხოვთო, ბიუროკრატია გაართულეთ, რომ არ მიიღონო. პირიქით პროცესია. პირველადთან შედარებით დადგენილება რომ იყო, ასეთ სლენგს ვიხმარ, “გალაითდა” პირობები, გაადვილდა. ჩვეულებრივად, არანაირი საბუთით, უბრალოდ მოვიდა და დედა დაიფიცა, ამაზე ვერ გავცემთ ფულს ასე იოლად. ეს არის გადასახადის გადამხდელის ფული და ბიუჯეტს ხარჯვის თავისი პრინციპები აქვს”, – თქვა ვანო მაჭავარიანმა.

    ცნობისთვის, თვითდასაქმებულებს, ვინც სამსახური კორონავირუსის პანდემიის დროს დაკარგა, სახელმწიფო ერთჯერად, 300 ლარით ეხმარება, თუ დასაქმებული შეძლებს დოკუმენტურად დაასაბუთებს, რომ ნამდვილად მუშაობდა.

  • რქაწითელზე წელს დაახლოებით 40 მლნ-ის ფასის სუბსიდირებაა გათვალისწინებული – დავითაშვილი

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რქაწითელის ჯიშის ყურძენზე წელს ბიუჯეტიდან 40 მილიონიანი ფასის სუბსიდირებაა გათვალისწინებული

    “მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის ხელისუფლება რომელმაც მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებაში შეიტანა უზარმაზარი წვლილი. წელსაც გათვალისწინებული დაახლოებით 40 მილიონ ლარიანი პირდაპირი ფასისმიერი სუბსიდია, რომელიც რქაწითელის ჯიშის ყურძენზე იქნება განკუთვნილი, რადგან პრობლემები ძირითადად ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებაზეა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

    მინისტრის თქმით, მთავრობა სავარაუდოდ მომავალ კვირას კონკრეტულ დადგენილებას მიიღებს რთველის ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით და არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

    ცნობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 139 მილიონი ლარით დააფინანსებს. 139 მილიონიდან 69 მილიონი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებში დაიხარჯება.

  • გამოკითხვისას პოლიციელმა სასურველი ჩვენების მისაღებას  კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

    გამოკითხვისას პოლიციელმა სასურველი ჩვენების მისაღებას კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო. როგორც დაკავებულის მამა განმარტავს, მის შვილს სთხოვდნენ ეთქვა, თუ რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი. მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ არ დაუნახავს, დაარტყეს. ამასთან, დაკავებული არასრულწლოვნის მამა ითხოვს, მის შვილს ჩვენება ხელახლა ჩამოართვან.

    “რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო, ეუბნებოდნენ. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით დაინტერესებული და გარდაცვლილ ბავშვზე ვფიქრობდი, გამოძიებისთვის ხელი არ შემიშლია, ვიფიქრე, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს ხელი, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა, ედავებოდნენ, შენ უნდა დაგენახაო და ჯერ კეფაში შემოარტყა პოლიციელმა და მეორედ, ზურგში მუშტი ჩაარტყა. 3-4 პოლიციელი ესწრებოდა ამას. იმ დონეზე ვიყავი აღშფოთებული იმ ბიჭის დაღუპვით, ჩემი შვილი თუ დასასჯელია, პირველი ის დასაჯეთ-მეთქი, ვუთხარი. ჩემი შვილი “ნახალოვკელების” მხრიდან იყო. დაბადების დღეზე იყო, მთვრალს მანქანაში ეძინა, რომ მიტრიალდნენ უკან, კიდევ მანანქაში ეძინა, ავტობანზე გაეღვიძა. როცა ბიჭებისკენ გაიქცნენ, ჩემი შვილიც ამ ბიჭებს გაყვა, მეტი არაფერი მომხდარა. ჩემი შვილი ამბობდა, შაქარაშვილი არ დამინახავსო და როგორ არ დაგინახავსო და ძალადობა წავიდა. იმხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო… მე იქ ვიყავი, მაგრამ დაღუპული მეცოდებოდა, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს, ოღონდ სიმართლე თქვას და გამოძიებას ხელი არ შევუშალო-მეთქი და გავჩერდი. ჩვენება არასწორადაა ჩამორთმეული და ჩვენება თავიდან ჩამოართვან, იმ გამოკითხვას ადვოკატიც არ დასწრებია”, – აცხადებს არასრულწლოვანის მამა.

  • ორი მტერი გვყავს, კორონავირუსი და ნამდვილი რუსი, ანუ სახელმწიფო რუსი –  კახაძე

    ორი მტერი გვყავს, კორონავირუსი და ნამდვილი რუსი, ანუ სახელმწიფო რუსი – კახაძე

    უმრავლესობის დეპუტატის ლადო კახაძის თქმით, საქართველოს ორი მტერი ჰყავს, ერთი კორონავირუსი, ხოლო მეორე – რუსი, ანუ სახელმწიფო რუსი (რუსეთი). კახაძემ გიორგი გახარიას სთხოვა, მეორე ვირუსის ლოკალიზება და საკარანტინო სივრცეში მოთავსება უზრუნველყოს, რაც კორონავირუსის შემთხვევაში წარმატებით გამოუვიდა.

    “ერთსაც ახასიათებს ტალღურობა, ფაზები და მეორესაც ახასიათებს ფაზები. ეს ფაზა განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში ძალიან მწვავდება არჩევნებიდან არჩევნების დროს, მაგრამ ჩვენ საკმაო გამოცდილება დავაგროვეთ, კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური განხილივისა და წარმატება მივაღწიეთ პირველ წყაროს დადგენაში და მის იზოლაციაში საკარანტინო სივრცეში, მერე განკურნების მცდელობა.

    ერთ ვირუსსაც და მეორე ვირუსსაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მომხრეები ჰყავს, საკმაოდ ძლიერად გამოხატული და კარგ დროს შერჩეული მომხრეები, როდესაც უნდა დაიწყო ლაპარაკი. მე გთხოვთ, ის გამოცდილება რაც კორონავირუსის დროს დააგროვეთ, წარმატებით გამოიყენოთ მეორე ვირუსის ლოკალიზაციისათვის და საკარანტინო სივრცეში მოთავსებისათვის”,– თქვა ლადო კახაძემ.

    მან პრემიერს ასევე ჰკითხა, როგორია მისი ხედვა სასმელი წყლის განვითარებასა და მხარდაჭერაში. გარდა ამისა, კახაძე დაინტერესდა, რას ფიქრობს პრემიერი დავით აღმაშენებლის ძველ ადგილზე დაბრუნებაზე.

  • ისწავლეს მოდური სიტყვა „ფეიკ ნიუსი“, თქვენ ხართ ფეიკ-ბიუჯეტის ავტორი – გოცირიძე გახარიას

    ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ საქართველოს პრემირ-მინისტრ გიორგი გახარიას.

    „თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა- „ფეიკ ნიუსი“ და ფეიკობენ და ფეიკობენ ორი დღეა. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე, ფაქტობრივად, მკვდარია. მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 ათას ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ- 400- ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. 400 ათასი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული, იმიტომ, რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით და ასევე, ის დასაქმებულები, რომლებიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას. სულ მცირე, თქვენ 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ ამ თქვენი ფეიკ დაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის წყალობით და ეს 300 მილიონი წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც არ შეკვეცეთ თქვენ ბიუჯეტში. ეს არის ის ხარჯები, რომლებიც არის მიმართული თქვენი ბიზნესებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის, უსარგებლო კორუფციული ხარჯები, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯები, არჩევნებისთვის გამზადებული ფული და სწორედ ეს თქვენ გააკეთეთ უმუშევრად სიღარიბეში ჩავარდნილი ადამიანების ხარჯზე,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილის, ფეხებზე გვკიდია! – ელენე ხოშტარია გახარიას

    “გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილის, ფეხებზე გვკიდია!”- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიური ანგარიშით წარსდგა.

    “არ გამკვირვებია რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ გიხსენებიათ. მას სემდეგ რაც თქვენ პირობა დადეთ რომ სრულად გამოიძიებდით რაც მოხდებოდა და მერე წახვიდოდით და პირიქით ახლა კარგად ირგებთ პრემიერ მინისტრის სკამს. მას შემდეგ რაც ტროლების ქარხანამ ქართული ოცნების მართულმა ახლა რომ ფეიქნიუსებს ეძახით დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და განსაკუთრებით მაკო გომურზე. მას შემდეგ რაც არცერთი პოლიციელი არ დასჯილა ამდენი ხნის განმავლობაში მას შემდეგ რაც ლავროვის მოთხოვნით პირიქით გავრილოვის პატიმრები გააჩინა და რურუა ეხლაც მანდ ზის. მას შემდეგ რაოგორც ქალბატონი მაია ეხლაც იღიმება სისხლიან კადრებზე თქვენ კი ადამიანებს ეუბნებიტ დამიზნებით ისროდნენ თუ არაო ნამდვილად არ გამკვირვებია რომ  ახლა ამაზე არ საუბრობთ. ერთადერთი კითხვა მაქ რად გიღირთ ეს ყველაფერი?

    დღეს ვუყურებთ სუსი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს პოლიტიკოსებს და იბარებს სუსში ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ  ბიძინა ივანიშვილის- ფეხებზე გვკიდია!”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

     

  • ვინ დაგეგმა ის დანაშაული? – ბესელიამ გახარიას გავრცელებული ფარული ჩანაწერზე პასუხი მოსთხოვა

    “ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს დანაშაული იმ პერიოდს როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10 კაციანი სიის გამო. რა იყო ეს? ეს იყო დასჯა? სამაგიეროს გადახდა? “- ასე მიმართა ეკა ბესელიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ საქართველოს პრემირ-მინისტრ გიორგი გახარიას.

    “ვფიქრობდი რომელი საკთხით დამეწყო კითხვის დასმა და ღირდა თუა რა საერთოდ ამ კითხვის დასმა რასაც ახლა ვიკითხავ. ეს თქვენი ბოლო ანგარიშია და არ მინდა ეს პარლამენტის ანგარიში ისე დასრულდეს რომ ეს კითხვა არ დავსვა საჯაროდ. მითუმეტეს რომ ამ კითხვაზე პასუხს თქვენ დამპირდით წინისწინა მოსმენის დროს. აქ არიან მთავრობის ის წევრებიც რომლებიც შეიძლება არიან დაკავშირებულები ამ საკითხთან.

    ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის მიმართ, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების  დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით რომ მეტყოდით ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ რომ ეს საქმე გახსნილია იმიტომ რომ არ არის. ამ კითხვაზე პასუხი მე ჯერჯერობით არ მიმიღია. გეკითხებით ახლა ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს დანაშაული იმ პერიოდს როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10 კაციანი სიის გამო. რა იყო ეს? ეს იყო დასჯა? სამაგიეროს გადახდა? ანგარიშსწორება თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ ვინც გაბედავდა და  ამ თემაზე ან სხვა თემაზე აირჩევდა იმ პროტესტის ფორმას რაც მე ავირჩიე. გავიდა წელიწადნახევარი მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი მაგრამ მივიღებ პასუხს რა დროც არ უნდა დაჭირდეს მაგრამ მე თქვენ მინდა გკითხოთ  იმ პრემიერ მინისტრს რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული.”- განაცხადა ეკა ბესელიამ.