Category: ახალი ამბები

  • გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ – გერმანიის ელჩი

    გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან , – ამის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    „მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში. როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

  • ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ პარტიებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს – ევროკავშირი

    ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ პარტიებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს – ევროკავშირი

    “ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ პარტიებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ”- ევროკავშირი საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    “ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირში მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას სახელი ნახსენები არ არის.

    ამ განცხადების შემდეგ, ჰუბერტ ქნირში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილა “ქართული ოცნების” ლობირებაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან მისი გაწვევა მოითხოვა. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი ქნირშს “თარგმანში დაკარგული” უწოდა.

  • შაქარაშვილის საქმე, ვინ არ ჩარეულა ჩხუბში – იუბილარი ანა გაბეჩავა მომხდარის დეტალებს იხსენებს

    იუბილარი გოგონას ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეში – ანა გაბეჩავა მომხდარის დეტალებს იხსენებს და წერს, რომ ჩხუბში, რომელიც სახლის გარეთ დაიწყო, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ არ მონაწილეობდნენ.ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.

    გოგონას ჩვენებით ირკვევა, რომ შაქარაშვილი და მისი მეგობრები დაპირისპირების დროს გარეთ არც კი გასულან.

    რაც შეეხება ჩხუბს, როგორც ანა გაბეჩავა ჩვენებაში წერს, მან დაინახა როგორ ჩაარტყეს მის უბნელს ქვა, რა დროსაც მას სისხლი წამოვიდა, ასევე ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმავე დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანება ვახტანგ ჩიქოვანმა.

    დაახლოებით იქნებოდა 23:30 საათი როდესაც დავინახე რომ ჩემი ზ/ხსენებული მეგობრები, კლასელები და უბნელები სახლში აღარ იყვნენ რაზეც ვიფიქრე რომ ისინი მოსაწევად იყვნენ გარეთ გასულები რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი მ.ხ და მითხრა რომ გარეთ სავარაუდოდ ჩხუბობდნენ  და მთხოვა გარეთ გავსულიყავი რომ განმემუხტა სიტუაცია. როდესაც გავედი სახლის ეზოში დავინახე რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხოლო ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად მე ამას არ დავკვირვებივარ რადგან ვცდილობდი მათ გაშველებას და სწორედ გაშველების დროს დავინახე რომ ჩემს უბნელს ნ.ხ-ს ქვა ჩაარტყა მარცხენა შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა ს.ჩ-მ, რა დროსაც ნ.ხ-მ მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი ვახტანგ ჩიქოვანი რომელსაც  სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, ხოლო ის ვინ სცემა მე ეს არ დამინახავს. თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ იყო ძლიერ ნაცემი. მე და ჩემი სტუმარი გოგოები ვცდილობდით ზ/აღნიშნული ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდი მათ რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გოგოებმა ჩვენი ძალით შევძელით ბიჭების გაშველება და ისინი გავყარეთ სახლის ეზოდან, რის შემდგომაც მე და ჩემი მეგობარი გოგოები, ლ.ნ, ლ.ქ, მ. ხ, ს ჭ, და ე ხ შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან და არ ჩარეულან ჩხუბში და შიგნით ქეიფობდნენ – წერს ანა გაბეჩავა

    ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებაში ის ამბობს, რომ ე.წ. ხიდის ინციდენტის დროს ის ერთ ერთ შენობაში იმალებოდა, რა დროსაც 112-ში დარეკა. ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც შკოდა შემთხვევის ადგილზე მივიდა, მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო და თბილისში წაყვანა სთხოვა.

    შკოდის მარკის მანქანით მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც განვუმარტე, რომ არაფერი არ ხდებოდა ჩაიარა კონფლიქტმა და თუ შეეძლოთ წავეყვანე ქ. თბილისის მიმართულებით, ვინაიდან ვერ ვახერხებდი სახლში წასვლას. რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამიყვანა თბილისის მიმართულებით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე პოლიციის მოსვლამდე ვუთხარი 112-ის ოპერატორს, რომ გაეუქმებინათ ჩემს მიერ მანამდე გაკეთებული შეტყობინება, ვინაიდან კონფლიქტი იყო ამოწურული და აღარ ვსაჭიროებდი პოლიციის დახმარებას- წერს ჩვენებაში იაკობ ბრეგვაძე

  • ფეისბუქზე პოლიტიკური შეფასებების გამო  ნოტარიუსად მუშაობა შემიზღუდეს – ბაჩანა შენგელია

    ფეისბუქზე პოლიტიკური შეფასებების გამო ნოტარიუსად მუშაობა შემიზღუდეს – ბაჩანა შენგელია

    ბაჩანა შენგელია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით რამდენიმე დღის წინ, სანოტარო საქმიანობის უფლება შეეზღუდა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სამინისტროს წერილს აქვეყნებს, რომლიც მას ცოტა ხნის წინ ჩაბარდა.

    ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ბაჩანა შენგელიას ფეისბუქ გვერდი შეისწავლა და დაადგინა, რომ შენგელია სოციალური ქსელის მეშვეიბით, მიკერძოებულ და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.

    “ძალიან გთხოვთ, ყველამ წაიკითხოთ. ეს არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებს ჩემს ფეისბუქ-პოსტებს თურმე ბოლო ერთი თვე და იუსტიციის მინისტრი იწყებს მორიგ დისციპლინურ წარმოებას მონიტორინგის საფუძველზე. ველოდი, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ “- წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

    “გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუსის ბაჩანა შენგელიას ფეისბუქგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ  ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით, ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკუშეფასებებს”, -წერია განცხადებაში.

  • “დღეს გამყარდა სტაბილურობა”- სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო სისტემიც ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიისადა სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.

    “ეს კანონი დღეს ქვეყანაში საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს და რომელმაც არ დაუჭირა მხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს. რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ასევე, სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში. მე კონსტიტუციით და ასევე მორალულად თავი პასუხისმგებლად მიმაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ნორმალურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი ნაბიჯი, ის მძიმე ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. ასევე არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი ელჩების და ფასილიტატორების როლს”

    “მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ცვლილებას, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, რეალურად, ყველა მხარს უჭერს ამ ცვლილებას, რადგან ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, ჩვენი დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში.

    მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად კონსტიტუციით, არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე.

    ამისთვის გადავდგი თავის დროზე მძიმე, რთული ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს ემსახურებოდა სტაბილურობას. დღეს გამყარდა სტაბილურობა”, — განაცხადა ზურაბიშვილმა

  • კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება – ადამ კინზინგერი

    კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება – ადამ კინზინგერი

    “კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება ” ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება. ასევე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.

    “ვულოცავ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებას და პატივს მივაგებ მათ, ვინც კანონპროექტის მიღებაში იყო ჩართული. კვლავ მოვუწოდებ ყველა პარტიას, ბოლომდე განახორციელონ 8 მარტის შეთანხმება და მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოსა და ელჩ დეგნანს გაწეული ძალისხმევისთვის,” – აცხადებს კიზინგერი. 

  • გულითადად ვულოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას – აშშ-ს საელჩო

    აშშ-ს საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება და ქვეყანას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ულოცავს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულების მნიშვნელობა.

    „შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის. პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება.

    „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, საქართველოს ხელისუფლებას კი – ასეთი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისკენ. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც არჩევნების ჩატარება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ, აშშ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

    „შეერთებულმა შტატები განაგრძობს მხარი დაუჭიროს საქართველოს მცდელობებს, გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკები და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

  • “ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა” –  ფასილიტატორები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავენ

    “ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა” – ფასილიტატორები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავენ

    ფასილიტატორი ელჩები საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურებიან.

    ელჩები ერთობლივი განცხადებით პარლამენტს ცვლილებების მიღებას ულოცავს და წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

    გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.

    ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

    8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

    და ბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში -ევროპარლამენტარი

    ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში -ევროპარლამენტარი

    “ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში “- ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს.

    „ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს,“- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

    ვიოლა ფონ კრამონი მხარეებს მოუწოდებს: მიიღონ ODIHR-ის რეკომენდაციებთან სრულად თავსებადი საარჩევნო კოდექსი, უზრუნველყონ მშვიდობიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც პოლარიზაციასა და ძალადობას იწვევს, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები და არ ისარგებლოს უსამართლო ფინანსური უპირატესობით.

    ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

  • ტატიაშვილი არაა ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას აკეთებს

    “მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ გიგა ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს და

    ყველას მიმართავს, ინფორმაციის გავრცელებისას უფრო ყურადღებით იყვნენ.

    „ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.

    საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.