Category: ახალი ამბები

  • კენჭისყრა იყო წყალგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაცმოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა – თალაკვაძე

    კენჭისყრა იყო წყალგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაცმოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა – თალაკვაძე

    დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალაგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” უკვე ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მათ სურთ, ეს ცვლილებები ჩავარდეს. ეს პრინციულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ ხმამაღლა გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე. მე ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა ეს უკვე იყო წყალაგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”, გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, “ქართული ოცნება” და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. საზოგადოებისთვის ნათელია, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს და ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია- “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო დაპირება მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით. ეს არის მკაციო სიგნალი, ვის რა ღირებულებები აქვს და რეალურად ვინ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოების არჩევანს ოქტომბერში დავინახავთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

    პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

  • პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა-120 პროპორციული/30 მაჟორიტარული სისტემა მიღებულია

    პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას მესამე მოსმენით უყარა კენჭი და მიიღო. მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.  საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3  –მა ხმა წინააღმდეგ მისცა.

    პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

  • გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

    გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

    „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

    გიორგი რურასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები.

    მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. მისივე განმარტებით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.

  • იქით ბერა ივანიშვილს გადაწვდნენ, აქეთ – გირგვლიანის საქმეს – ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე

    იქით ბერა ივანიშვილს გადაწვდნენ, აქეთ – გირგვლიანის საქმეს – ვოლსკი შაქარაშვილის საქმეზე

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, უზნეობაა.

    “ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვერავის დაუშლი, მაგრამ შინაარს გააჩნია. იქით გადაწვდნენ ბერა ივანიშვილს, აქეთ -გირგვლიანის საქმეს, სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანიო და ამ თემაზე პარალელს ავლებენ. ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის უზნეობა. უზნეობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ამ საზოგადოების წრეში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, არც არავის უკვირს და ეს სიტყვაც თითქოს თავის მნიშვნელობას კარგავს. უზნეობა ბევჯერ უნდა გაიმეორო, რომ მიხვდნენ, რაზეა საუბარი”,-აცხადებს ვოლსკი.

    ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა.

  • პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

    პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

    პარლამენტში რიგგარეშე სსხდომა დაიწყო, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.სხდომაზე რეგისტრაცია 118-მა დეპუტატმა გაიარა. დეპუტატებს კონსტიტუციურ პროექტს უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე წარუდგენს. სხდომას არ ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები. როგორც ცნობილია, ისინი არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

    როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩაგდების საფრთხე არ ემუქრება.

    შეგახსენებთ, კონსტიტუციურ კანონის პროექტს მეორე მოსმენაზე მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”, „პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

  • “შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ

    “შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ.  ისინი ბიძინა ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ საკონსტიტუციო ცვლილებების  ფინალურ  კენჭისყრამდე 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს  და  გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

    ეს დღე ალბათ შევა ისტორიაში, როგორც ძალიან გარდამტეხი, რადგან დღეს მესამე მოსმენით უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უნდა წაგვიყვანოს უფრო დასავლური, ცივილური, თანამედროვე საარჩევნო სისტემისკენ, რომელიც გვიტოვებს შანსს, რომ არ მივებათ რუსეთს და დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახს. ჩვენ 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებისთვის ვართ აქ მოსული, – განაცხადა მაქარაშვილმა.

    დღეს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა უყაროს კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს.

  • “ჩვენ გთხოვთ აქტიურ ქმედებებს“–ქართული არასამთავრობოების და მედიის ნაწილი ფეისბუქს წერილით მიმართავს

    მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძლებელს და CEO-ს,

    ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს

    29 ივნისი, 2020

    ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

    2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში, „ფეისბუქზე“ გაჩაღებული იყო ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის კამპანია ანონიმური გვერდების მიერ დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით, რომლის მიზანიც, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა და ნეგატიური კამპანიის ფონზე საარჩევნო პროცესის რადიკალიზაცია იყო. ამგვარი მეთოდები გამოიყენებოდა გასულ წელსაც ყველა პოლიტიკურად გარდამტეხ მომენტში. 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის აპრილში „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში მხილებული ანგარიშების წაშლამ მათი უმეტესობის მმართველ პარტიასთან კავშირი გამოავლინა, ხოლო ნაწილს კავშირები ოპოზიციასთან ჰქონდა. ამით დადასტურდა, რომ „ფეისბუქზე“ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობებს გარე მტრული აქტორების გარდა, ასევე ქვეყნის შიდა აქტორების მხრიდანაც აქვს ადგილი. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის ისტორიას თან სდევს ფიზიკური გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა და რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების მოგერიება. რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, რაშიც დახვეწილ საინფორმაციო ოპერაციებსა და დეზინფორმაცის გავრცელებას იარაღად იყენებს. „ფეისბუქის“ მიერ არაავთენტური ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი ჰქონდა. მსგავსი არაავთენტური გვერდები კვლავ იქმნება და ახალი ტაქტიკების გამოყენებით ცდილობენ თავიდან აიცილონ „ფეისბუქის“ სამომავლო სანქციები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია „ფეისბუქზე“ ძალებს კვლავ იკრებს, ხოლო „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობის პირობებში, მავნე აქტორები ახერხებენ გვერდი აუარონ პოლიტიკური ხარჯების დეკლარირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ვალდებულებებს.

    საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. „ფეისბუქს” აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუქის“ ხელთ არსებული მექანიზმები.

    ჩვენ გთხოვთ აქტიურ ქმედებებს რაც გულისხმობს შემდეგს:

    • რაც შეიძლება მალე ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, ისევე როგორც ეს მოხდა 2019 წელს უკრაინაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და დემოგრაფიული დიაპაზონი.
    • უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად და მასში ჩართული ანგარიშების პლატფორმიდან დროულად წასაშლელად.
    • კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამოვლენისა და შესაბამისი ქსელების წაშლის შემდგომ, ამ ანგარიშების მიმდევრებსა და მომწონებლებს „ფეისბუქმა“ შეტყობინებით უნდა აცნობოს რომ შესაბამისი ანგარიში წაიშალა კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამო.
    • „ფეისბუქმა“ უნდა განავითაროს და გააღრმავოს თანამშრომლობა შესაბამისი რეპუტაციის მქონე მიუკერძოებელ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალური მედიის მონიტორინგსა და ფაქტების გადამოწმებაზე მეთოდოლოგიურად მუშაობენ და უზრუნველყოს მათ მიგნებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
    • აიკრძალოს პოლიტიკური რეკლამების მიკროტარგეტირება მომხმარებლის ქცევის მიხედვით.
    • აიკრძალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
    • „ფეისბუქმა“ უნდა აამაღლოს გვერდების გამჭვირვალობის სტანდარტი და გაასაჯაროვოს გვერდების დადასტურებულ მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. ამასთან, კვლავ საჯარო უნდა იყოს „ფეისბუქ“ გვერდების ადმინისტრატორების რაოდენობისა და ლოკაციის, ასევე გვერდების სახელების ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
    • „ფეისბუქმა“ უნდა შემოიღოს ფაქტების გადამოწმების უფრო მკაფიო მონიშვნის შესაძლებლობა და ამისთვის ითანამშრომლოს IFCN-ის მიერ აკრედიტირებულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან საქართველოში.

    როგორც თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, თქვენ გჯერათ, რომ დემოკრატიის პირობებში, მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს და მოისმინოს რას ამბობენ პოლიტიკოსები და ამის საფუძველზე თავად გააკეთონ დასკვნები. თუმცა, საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები – ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება.

    იმედი გვაქვს, „ფეისბუქის“ მხრიდან დროული რეაგირება და ამ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ქართული დემოკრატიისა და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან.

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

    საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

    მედიის განვითარების ფონდი (MDF)

    მოძრაობა „სირცხვილია“

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

    ონლაინგამოცემა პუბლიკა – publika.ge

    ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

    მწვანე ალტერნატივა

    მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

    ტელეკომპანია ფორმულა

    საქართველოს ატლანტიკური საბჭო

    ტაბულა

    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

    საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

    საქართველოს გაეროს ასოციაცია

    დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

    მთავარი არხი

    კავშირი საფარი

    პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

    ევროპის ფონდი

    ადამიანის უფლებათა ცენტრი

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

    რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

    საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

    კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – საქართველო

    მედიასაშუალება ინდიგო

    მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

    ცენტრი „ემპათია“

    საზოგადოება და ბანკები

    ლიბერალური აკადემია – თბილისი

    ონლაინ გამოცემა On.ge

    ტელეკომპანია პირველი

    ტელეკომპანია კავკასია

    სტუდია მონიტორი

    საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

    „ინტერნიუსი – საქართველო“

    თბილისი პრაიდი

    საქართველოს მომავლის აკადემია

    ფორსეტი

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრი (EMC)

    ოუ-სი მედია

    IWPR საქართველო

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

  • იმედია, უმრავლესობას კეთილგონიერება ეყოფა, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს – გოცირიძე

    იმედია, ეყოფა კეთილგონიერება უმრავლესობას, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება დღეს მიღებული,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით, ადმინისტაციული და ბიძინა ივანიშვილის პირადი რესუსის გამოყენებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანეგობრობა,”- განაცხადა გოცირიძემ.

    მისივე თქმით, “დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს” და რურუას გათავისუფლება მაინც მოუწევს.

    “დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არ არის შეწყვეტილი პოლიტიკური დევნა. დღეს არის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, სიმბოლური დამთხვევაა და ვნახოთ, იქნებ იმ ზეწოლამ ,სანქციების შიშმა, რომელიც შეიძლება პირდაპირ დაემუქროს ბიძინა ივანიშვილს, რაღაც ძვრები მოახდინოს მის აზროვნებაში. საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევს გათავისუფლება, რადგან დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. დღეს რაღაც სიჯიუტეს მიმართავენ და ჰგონიათ, რომ ამით სახის შენარჩუნებას ცდილობენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

    შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს იყრიან.

  • იტალიიდან გადმოსვენებული ქართველის ცხედარი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა

    4 ივნისს იტალიაში გარდაცვლილი 52 წლის ნინო ნაროშვილის ცხედარი, რომელიც სამშობლოში კვირას უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.

    გარდაცვლილი ემიგრანტის ოჯახის ინფორმაციით, ისინი ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდნენ, თუმცა, მათ მხოლოდ პროცედურული დოკუმენტები მიიღეს. ცხედარი კი, მათი თქმით, სავარაუდოდ, თურქეთში დარჩათ.

    გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას თურქულ ავიაკომპანიას აკისრებს, რომელმაც სპეციალური რეისი იტალიიდან 28 ივნისს განახორციელა.

    ოჯახი, ცხედრის სამშობლოში დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით, შესაბამის უწყებებს მიმართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიას დაუკავშირდნენ, სადაც მათ უთხრეს, რომ ოჯახთან კონტაქტზე არიან და პრობლემა მოგვარდება.

    გარდაცვლილის შვილი, თათია გაბიჩვიძე ამბობს, რომ  ავიაკომპანია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის.

    თურქეთიდან საქართველოში მომდევნო უახლოესი სპეც.რეისი 2 ივლისს უნდა განხორციელდეს, თუმცა, ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვს.

  • Covid19-ის კვალი ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში აღებული წყლის ნიმუშებში აღმოჩნდა. რას ცვლის ეს აღმოჩენა

    ესპანელმა ვირუსოლოგებმა ახალი კორონავირუსის კვალი ბარსელონას ნარჩენი წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს, რომლებიც 2019 წლის მარტში აიღეს, ანუ ცხრა თვით ადრე იქამდე, სანამ ჩინეთში Covid19-ით პირველი დაავადებული გამოვლინდა. ამის შესახებ პარასკევს ბარსელონას უნივერსიტეტში განაცხადეს.

    ესპანეთში ვირუსის გენომის ასეთ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, თუ ის დადასტურდება, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დაავადება ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ.

    ბარსელონას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან კვლევებს ატარებდა ნარჩენ წყლებზე, რათა პოტენციური ახალი აფეთქებების რისკები გამოევლინა, გადაწყვიტა კვლევები უფრო ძველ ნიმუშებზეც ჩაეტარებინათ.

    მათ თავდაპირველად აღმოაჩინეს, რომ ვირუსი ბარსელონაში 2020 წლის 15 იანვარსაც არსებობდა, ანუ 41 დღით ადრე იმ მომენტამდე, როცა ქვეყანაში დააავდების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა.

    ამის შემდეგ მკვლევარებმა იმ  ნიმუშების კვლევა ჩაატარეს, რომლებიც 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე პერიოდში აიღეს და გაირკვა, რომ ერთ–ერთ ნიმუშში, რომელიც 2019 წლის 12 მარტს იქნა აღებული, ვირუსის გენომი აღმოჩნდა.

    “ SARS-CoV-2–ის დონე ნიმუშში დაბალი იყო, თუმცა დადებითი“ – ამბობს  უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელი, ალბერტ ბოში.

    კვლევა ექსპერტული შეფასებისთვის გაიგზავნა.

    დოქტორი ჯოან რამონ ვილიალბი ესპანეთის საზოგოადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარული მმართველობის საზოგადოებიდან როიტერს ეუბნება, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა:

    “ჯერჯერობით ეს მხოლოდ ერთი შედეგია, საჭიროა მეტი მონაცემები, მეტი კვლევა, მეტი ნიმუშები, რათა ის დამტკიცდეს და გამოირიცხოს ლაბორატორიული შეცდომა ან მეთოდოლოგიური პრობლემა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებული მონაცემები მინიმუმ საინტერესოა და დაფიქრების საფუძველს იძლევა“– ამბობს ის.

    ესპანეთის ვირუსოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბოსხი ამბობს, რომ ვირუსის ადრეული გამოვლინება, თუნდაც ამ წლის იანვარში პანდემიაზე უკეთესი რეაქციის საშუალებას მოგვცემდა. ამის ნაცვლად პაციენტებს სავარაუდოდ არასწორ დიაგნოზს უსვამდნენ და თვლიდნენ, რომ მათ გრიპი ქონდათ, რაც ხელს უწყობდა ვირუსის ფართოდ გავრცელებას, სანამ ზომების მიღება მოხერხდა.

    პროფესორი გერტიან მედემა ჰოლანდიის წყლის კვლევის ინსტიტუტიდან, რომლის გუნდმა თებერვალში კორონავირუსის ტესტების გამოყენება ნარჩენ წყლებში დაიწყო, ბარსელონელი მეცნიერების ჯგუფს ტესტების განმეორებით ჩატარებას სთავაზობს, რათა დამტკიცდეს, რომ ეს მართლაც  SARS-CoV-2 ვირუსია.