Category: ახალი ამბები

  • ქუთაისის ბაზა მუშაობას დროებით წყვეტს, თანამშრომლების გათავისუფლებას არ ვაპირებთ – Wizz Air

    ქუთაისის ბაზა მუშაობას დროებით წყვეტს, თანამშრომლების გათავისუფლებას არ ვაპირებთ – Wizz Air

    ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრაშ რადომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ Wizz Air–ი ქუთაისის ბაზას დროებით დახურავს.

    “ჩვენ არ ვხურავთ ბაზას, ჩვენ არ გვაქ რაიმე გეგმა ამაზე, სამწუხაროდ ვაჩერებთ ბაზის ოპერაციებს, გავიყვანეთ თვითმფრინავები და დავაყენეთ სხვაგან”,– ამბობს რადო.

    მისი ინფორმაციით, ქუთაისში ბაზირებული ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდება.

    კომპანიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში დასაქმებულების გათავისუფლება არ იგეგმება.

    “ჩვენ ქუთაისის ბაზის თანამშრომლებს ვთავაზობთ საზღვარგარეთ, ვიზეარის სხვა ბაზაზე მუშაობას მანამ, სანამ განვაახლებთ ფრენებს. არავის გათავისუფლებას არ ვაპირებთ”, – თქვა ანდრაშ რადომ.

    მისივე განცხადებით, Wizz Air–ი მთავრობის გადაწყვეტილებებს ელოდება და ჯერჯერობით არ იციან, როდის განაახლებენ ფრენებს.

  • მძინარაშვილი,  მურღულია, აბაშიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად დაამტკიცეს

    მძინარაშვილი, მურღულია, აბაშიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად დაამტკიცეს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად პარლამენტმა ზაზა აბაშიძის (98 მომხრე), ბონდო მძინარაშვილის (95 მომხრე, 13 წინააღმდეგი) და გრიგოლ მურღულიას (92 მომხრე, 1 წინააღმდეგი) კანდიდატურები დაამტკიცა.

    პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე კენჭი სულ ოთხ კანდიდატს უყარეს, თუმცა, დოდო შონავას კანდიდატურა ჩავარდა (44 მომხრე, 4 წინააღმდეგი).

    საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ პარლამენტისთვის ზაზა აბაშიძის, თამარ ამაშუკელის, ნათია კაპანაძის, გრიგოლ მურღულიას, ბონდო მძინარაშვილის, დოდო შონავას, კონსტანტინე ჩლაიძის და ზაურ ხალილოვის კანდიდატურები იყო წარდგენილი.

    აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პლენარულ სესიას, სადაც ამ წუთებში კანონპროექტებს კენჭს უყრიან, „ევროპული საქართველოს” წევრები ესწრებიან. სხდომაზე ისინი რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

  • ენმ ჩემთან გამარჯობის სათქმელად არ მოდის,მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა ? – ადა მარშანია კობახიძეს

    ენმ ჩემთან გამარჯობის სათქმელად არ მოდის,მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა ? – ადა მარშანია კობახიძეს

    “ენმ ჩემთან გამარჯობის სათქმელად არ მოდის,მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა ? “- ასე უპასუხა პატრიოტთა ალიანსის წევრმა  ადა მარშანიამ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ  ენმ-ს ადა მარშანიასა და ემზარ კვიციანის კენჭისყრიდან ჩამოშრება უნდოდა. ადა მარშანიას თქმით,  საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე კენჭისყრაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იყო.

    “ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ ვიყავი მეორე კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა, ესაა ერთადერთი მიზეზი. ნაციონალური მოძრაობა ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. სწორია და კარგია ეს. მე მაქვს მათთან ასეთი ურთიერთობები და როგორ გამიბედავდა მე ნაციონალური მოძრაობა რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს? ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, რომ ლაფშია ამოსვრილი”, – განაცხადა მარშანიამ.

  • სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100-100 ლარით მოემატებათ

    სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100-100 ლარით მოემატებათ

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება 100-100 ლარით გაეზრდებათ.

    „ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მართალია, ეს არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

  • 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს ბრალი წარედგინა

    16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს ბრალი წარედგინა

    პროკურატურამ სკოლა „ალბიონი”-ს პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა.

    საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

    „საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი”-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

    დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

    ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

    წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

    ბრალდების მხარე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს.

    საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა ,,ალბიონი”-ს ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

  • მზად ვართ, აღვადგინოთ ფრენები და დავამატოთ ახალი მიმართულებები –  Wizz Air

    მზად ვართ, აღვადგინოთ ფრენები და დავამატოთ ახალი მიმართულებები – Wizz Air

    “მზად ვართ, აღვადგინოთ ფრენები და დავამატოთ ახალი მიმართულებები “- ავიაკომპანია Wizz Air განცხადებას ავრცელებს.

    “აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ.

    Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

    Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • სოციალური აგენტები გაფიცვას აანონსებენ – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

    სოციალური აგენტები გაფიცვას აანონსებენ – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

    სოციალური აგენტები ისევ გაფიცვას აანონსებენ – ჯანდაცვის სამინისტრო წინა საგაფიცვო პერიოდში პროფკავშირებს მოლაპარაკებებში ჩართვაზე უარს ეუბნება და სოციალურ აგენტებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს, მათ შორის, დაშინებისა და შანტაჟის გზით.

    არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში კანონს  უხეშად არღვევს.

    სოციალური აგენტების მთავარი მოთხოვნებია ხელფასების მატება და სამართლებრივად გამართული ხელშეკრულებების გაფორმება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დათმობაზე წასვლა.

    გარდა ამისა, “სოლიდარობის ქსელს”, რომელიც სოციალური აგენტების ინტერესებს იცავს, არ მიეცა მოლაპარაკებებში ჩართვის საშუალება, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ მუშაკებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სამოქალაქო სექტორის მტკიცებით, ეს არის დაშინების მცდელობა. სწორედ ამიტომ, დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია “სოლიდარობის ქსელის” მოლაპარაკებებში ჩართვა.

    ცალკე მოლაპარაკება, რომელიც იმართება სოციალურ აგენტებთან, შეიძლება მხოლოდ დაპირებად დარჩეს და არ შესრულდეს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მათი წარმომადგენლები, მათი პროფკავშირი აუცილებელია იყოს მოლაპარაკებებში და რეალურ ცვლილებებს, რეალურ ელემენტარულ პირობებს, რომლებსაც ეს ადამიანები ითხოვენ, მიაღწიონ, – ამბობს “საია-ს” წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი.

    “სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით ომსარაშვილი კი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროფესიული კავშირების დისკრედიტაცია დაუშვებელია და აუცილებელია, დადგეს სოციალური სააგენტოსა და სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.

    აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტებები ცოტა ხნის წინ გაკეთდა. მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ სოციალური აგენტების მოთხოვნები გადაიხედა და მომავალი თვიდან მათი ფიქსირებული ხელფასი 80 ლარიდან – 250 ლარამდე გაიზრდება, ხოლო უფროსი სოცაგენტების ხელფასი კი 550 ლარი გახდება. რაც შეეხება ხელშეკრულებების საკითხს, წოწკოლაურის თქმით, სოციალურ მუშაკთა ნაწილს 1 წლამდე გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს, დანარჩენების ვადები კი ინდივიდუალურად გადაიხედება.

    შეგახსენებთ, რომ სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი 21 დღე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის საფუძველზე, მუშაკები მინისტრთან “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

    ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი განცხადების შემდეგ ველით კომენტარებს სოციალური მუშაკებისა და მათი უფლებადამცველებისგან, რათა გავიგოთ, კვლავ აპირებენ თუ არა თუ არა ისინი გაფიცვას

  • უბნებზე ე.წ. 25 – მეტრიანი რადიუსი არის ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა – გოცირიძე

    საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25 – მეტრიანი რადიუსი არის ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა, რომლებიც ამომრჩეველს აშინებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციობალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

    რომან გოცირიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, 7 კი სანახევროდ. როგორც გოცირიძე ამბობს, ცვლილებები რიგ შემთხვევებში არსებულ კანონმდებლობასაც კი აუარესებს.

    „საუბარია, რომ 25 მეტრის რადიუსში ხელი არ უნდა შეახოო (ამომრჩეველს), მაგრამ თვალებით რომ აშინებენ, ფსიქოლოგიურად რომ აშინებენ? სახლებში რომ მიუვარდებიან, ეზოებში რომ ატერორებენ და მერე რუსეთიდან იღებენ დავალებებს „კანონიერი ქურდებისგან“? რატომ არ არის აღკვეთილი ძალადობა საარჩევნო პროცესში და მათ შორის არჩევნების დღეს უბანში, ამ რადიუსის გაზრდაც კი არ უნდათ, რადგან ეს არის მათი ბერკეტი, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,”- განაცხადა გოცირიძემ.

    ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბანთან, 25 მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება დაუშვებელია.

  • 2 კვირის ვადა მიეცით, თუ ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, ისე „გააშავოთ“, რომ ვერც ერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს – კალაძე  მუხიანში სკვერის მომუშავე კომპანიაზე

    2 კვირის ვადა მიეცით, თუ ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, ისე „გააშავოთ“, რომ ვერც ერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს – კალაძე მუხიანში სკვერის მომუშავე კომპანიაზე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ ის კომპანია გააკრიტიკა, რომელსაც მუხიანში, მეოთხე A მიკრორაიონში სკვერის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობა უნდა მიეღო. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები არათუ არ დასრულებულა, „არამედ ადგილი სანაგვედ არის ქცეული“.

    მან გამგებელსა და თბილისის საქალაქო სამსახურს დაავალა, აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ორკვირიანი ვადა მიეცეს.

    „მინდა შევეხო ერთ კონკრეტულ თემას. მუხიანში, კონკრეტულად, მეოთხე A მიკრორაიონში, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დასრულებულიყო პატარა სკვერის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 1000 კვ.მეტრამდეა. ყველა გარემოება მესმის – პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც ჩვენ არავის გაგვიჩერებია არანაირი მუშაობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები, როგორი მოლოდინიც გვქონდა, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არცერთ პროექტზე არ შეჩერებულა, ყველგან მუშაობა მიმდინარეობდა. ეს კონკრეტული პროექტი დიდი ხნის განმავლობაში უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, დღეს კატასტროფული მდგომარეობაა. აბსოლუტურად მიგდებული, ყურადღებას არავინ აქცევს, ეს კონკრეტული კომპანია არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს. დღეს არის მიტოვებული სამუშაოები. სკვერი, რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად, სანაგვედ არის ქცეული, წყალი დგება. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა დაისვენოს, რა დასვენებაზე არის ზოგადად საუბარი, გავლაც კი შეუძლებელია. მინდა გამგებელსაც დავავალო, ეს თქვენი პროექტია, დაიბარეთ ეს კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახური, ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, შენც დაესწარი ამ შეხვედრას, დაიბარეთ ეს კომპანია, მიეცით 2 კვირის ვადა. 2 კვირის განმავლობაში, თუ ეს პროექტი არ დასრულდება, შეგიძლიათ გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები მუნიციპალიტეტისა და გამგეობების ტენდერებში მონაწილეობას ვერ უნდა იღებდნენ. ჩვენ გასული წლების განნავლობაში ძალიან ბევრი კომპანია „გავაშავეთ“, ის კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ. ჩვენ თავზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ეს არის არის ნორმალური და ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული პროექტი განახორციელო, მაშინ არც ტენდერში არ უნდა შემოხვიდე და მონაწილეობა არ უნდა მიიღო. თუ ვინმე კომპანიას ჰგონია, რომ გამგეობის ტენდერში სამუშაოები ვერ შევასრულე, მერე რა, სხვა ტენდერებში მივიღებ მონაწილეობასო, ძალიან ცდება. ბოლომდე ჩავყვებით ყველას. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდოს.

    დღესვე დაიბარეთ ეს კომპანია და ორი კვირის ვადა მიეცით, თუ სამუშაოებს ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და ისე „გააშავოთ“, რომ საქართველოში ვერცერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს“,- განაცხადა კალაძემ.

  • თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და უმრავლესობიდან გარიცხეს

    თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და უმრავლესობიდან გარიცხეს

    ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა.

    „ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია “ქართული ოცნებიდან”, შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.