Category: ახალი ამბები

  • ავარია გმირთა მოედანზე – არის მსხვერპლი

    ავარია გმირთა მოედანზე – არის მსხვერპლი

    თბილისში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. სხვა დაშავებულებზე ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

    როგორც ირკვევა ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

     

  • მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და შეასრულონ დაპირებები – პომპეო

    მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და შეასრულონ დაპირებები – პომპეო

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და მოუწოდებს პარლამენტს და მაღალი თანამდებობის პირებს. პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას.

    „მივესალმებით ამ კვირაში საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებას საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმის გატარებით და განხორციელებით“, – წერს პომპეო.

    პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება.

  • ჩემი შვილიც აბიტურიენტია, შევეცდებით, შევქმნათ კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო – ტიკარაძე

    ჩემი შვილიც აბიტურიენტია, შევეცდებით, შევქმნათ კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეროვნული გამოცდების საკითხი მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი შვილიც აბიტურიენტია.

    მინისტრის განცხადებით, ეცდებიან კომფორტული და ამავე დროს უსაფრთხო გარემო შექმნან.

    „ჩემი შვილიც აბიტურიენტია. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ, როგორც მინისტრი, ამ საქმის უშუალო კურატორი, ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით“, – თქვა ტიკარაძემ.

  • ბილეთები შეიძინეთ იმ რეისებზე, რომელთა განრიგი უწყებებს ოფიციალურად აქვთ გამოქვეყნებული – თურნავა

    ბილეთები შეიძინეთ იმ რეისებზე, რომელთა განრიგი უწყებებს ოფიციალურად აქვთ გამოქვეყნებული – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, “რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე”.

    თურნავას ინფორმაციით, “ვიზეარი” ბილეთებს სამინისტროსთან შეუთანხმებლად ყიდის, ამიტომ მინისტრი ავიაკომპანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს შეთანხმებელი ქმედებები.

    “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია აირზენა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში.

    მოვუწდებთ ავიაკომპანია აირზენას, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე”,– აცხადებს თურნავა.

  • დიდი ალბათობით რუსეთი შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას – კელი დეგნანი

    დიდი ალბათობით რუსეთი შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას – კელი დეგნანი

    აშშ–ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას.

    დეგნანის
     თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დეზინფორმაცია და ნამდვილი ამბავი ერთმანეთისგან განასხვავოს.

    „ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც აზიანებს და ერევა არჩევნებში და საქართველო აშკარა სამიზნეა. მეგობრები ვმუშაობთ საქართველოსთან და ვეხმარებით, რომ საზოგადოებამ განასხვავოს დეზინფორმაცია და ზუსტი ინფორმაცია. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა დიდი ალბათობით, რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. საქართველოზე განხორციელდა დიდი შეტევა რუსეთის „გრუს“ მიერ. ეს გამომაფხიზლებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის“, – თქვა კელი დეგნანმა.

  • “ოცნების” სიაში მოსახვედრად ადამიანს დასავლური ღირებულებები უნდა ჰქონდეს – იონათამიშვილი

    “ოცნების” სიაში მოსახვედრად ადამიანს დასავლური ღირებულებები უნდა ჰქონდეს – იონათამიშვილი

    ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი იმ თვისებებს ასახელებს, რომელიც “ქართული ოცნების” სიაში მოსახვერად მნიშვნელოვანია. ის ჯერჯერობით არ ასახელებს, ვინ იქნებიან ოცნების სიაში.

    “რაც შეეხება სიას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემდეგი კომპეტენციები: იყოს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ასევე მას ჰქონდეს დასავლური ღირებულებები. რაც შეეხება პერსონალიებს, ვფიქრობ, რომ ახლა არასერიოზული იქნება ამაზე საუბარი. თავის დროზე საზოგადოება ყველაფერს გაიგებს”, – განაცხადა იონათამიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.

  • პროკურატურამ გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე, დაკავებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართა

    პროკურატურამ გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართა

    პროკურატურამ 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შ.გ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ს.შ-.ს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. ცეცხლის წაკიდების შედეგად, ს.შ.-მ მიიღო მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი.

    სამართალდამცველებმა შ.გ. ცხელ კვალზე, საგარეჯოს რაიონში, სოფ. პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შ.გ-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურამ ბრალდებულ შ.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

  • ირაკლი, მოდი, იდი ნა *უი რა – მოძრაობა #სირცხვილია კობახიძეს პასუხობს

    ირაკლი, მოდი, იდი ნა *უი რა – მოძრაობა #სირცხვილია კობახიძეს პასუხობს

    მოძრაობა #სირცხვილია ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. კობახიძემ მათ “შმაცების კომკავშირი” და “ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია” უწოდა.

    “ირაკლი, მოდი, იდი ნა ხუი, რა.” – წერს სირცხვილია საკუთარ Facebook გვერდზე და კობახიძის გამონათქვამის შესახებ სტატიას აზიარებს.

    დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ–ერთ წევრად ზაზა აბაშიძე აირჩია, რომელსაც კობახიძემ შმაცების კომკავშირის წარმომადგენელი უწოდა და თქვა, რომ ის იმიტომ აირჩია პარლამენტმა, რომ კვოტებს პატივი სცა.

  • ტარიელ ნაკაიძე აჭარის ერთ-ერთ ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

    ტარიელ ნაკაიძე აჭარის ერთ-ერთ ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

    საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

    “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას მოსახლეობას ნაკაიძე წარუდგინა და თქვა, რომ ყველა ოლქში, მათ შორის აჭარაში, მაჟორიტარობის კანდიდატად საზოგადოებისთვის ცნობილი პირის წარდგენა მნიშვნელოვანია.

    “ტარიელს კარგად იცნობთ, აქაური კაცია და მნიშვნელოვანია, ამ დიდ ოლქში იყოს ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობენ აქაც და მთელ საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და ჩვენი ქვეყანა თანაარსებობისა და ჰარმონიის მაგალითი უნდა იყოს. ბატონი ტარიელი არის საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე. მისი საქმეა ჩვენი ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვა, მათ შორის, არავის უფლება უფლება არ უნდა შეიზღუდოს. ჩვენ თუ შედვგებით ქვეყნად, შევდგებით მხოლოდ მაშინ, როცა ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას და განსხვავებული აზრის თუ რელიგიის გამო ერთმანეთს ყელში არ ვწვდებით. ასეთი უნდა იყოს ქვეყანა და ამ თვალსაზრისითაც, ივანიშვილი უნდა წავიდეს”,– აცხადებს უგულავა.

  • როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი – სალომე ზურაბიშვილი

    როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი – სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, რომლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის როგორც აქამდე, სტაბილურობის გარანტი იქნება.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.

    ,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული. სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები. იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.