Category: ახალი ამბები

  • იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, ახლა უნდათ, თოჯინებად ჰყავდეთ– ბოკერია კვოტებზე

    იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, ახლა უნდათ, თოჯინებად ჰყავდეთ– ბოკერია კვოტებზე

    „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გენდერული კვოტირების შესახებ განაცხადა, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებების მიმართულებით პრობლემები არსებობს, თუმცა კვოტირება შედეგის ხელოვნურად დაყენებაა, რაც მიუღებელია.

    „არ შეიძლება იმ მიზეზების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს – ზეწოლა, დისკრიმინაცია, მიზეზებთან ბრძოლის მაგივრად შედეგი დააყენო ხელოვნურად, პირიქით, იგივე საქმეს აფუჭებ და ისე აყენებ საქმეს, თითქოს ქალებს თავისით არ შეუძლით მიღწევა თუ ხელს არ შეუშლის ვინმე ფიზიკურად? ესააა ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლების და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს. უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველას, ვისაც პრობლემა აქვს, მათთვის კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება, ამ ჯგუფების დაღუპვა”,– ამბობს გიგა ბოკერია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტარები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, დღეს კვოტირებას მხარს უჭერენ და უნდათ, ქალებით თოჯინებად ჰყავდეთ.

    “იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მათ, ვინც ქალებს უყურებს როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს და ასეთები სხედან დარბაზში და ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. ახლა უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ. ეს არის შეურაცხყოფა ქალების და შედეგსაც არ გამოიღებს”,- განაცხადა ბოკერიამ.

    ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურმა სუბიექტმა პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა მიუთითოს.

  • #სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი, ანუ ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია – კობახიძე

    #სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი, ანუ ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია – კობახიძე

    ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მოძრაობა #სირცხვილიას “შმაცების კომკავშირს” და ევროპული საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციას უწოდებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, პარლამენტმა მათ წარმომადგენელს, ზაზა აბაშიძეს საზ.მაუს სამეურვეო საბჭოში მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ კვოტებს სცა პატივი.

    “სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი ხო?! ანუ ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია არის სირცხვილია. შესაბამისად, ჩვენ ევრონაცი ავირჩიეთ მათ შორის, იმის გამო, რომ კვოტას ვეცით პატივი. შმაცების კომკავშირის წარმომადგენელი ზაზა აბაშიძე ავირჩიეთ ბორდის წევრად, ანალოგიურად მათაც უნდა ეცათ პატივი კვოტისთვის და ხმა უნდა მიეცათ სხვა კანდიდატებისთვის”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად: ბონდო მძინარაშვილი, გია მურღულია და ზაზა აბაშიძე დაამტკიცა. ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო.

  • პარლამენტის რომელმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურას

    პარლამენტის რომელმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურას

    დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 95 ხმით ბონდო მძინარაშვილი აირჩია. ბონდო მძინარაშვილთან ერთად ბორდში უმცირესობის კვოტით აირჩიეს ზაზა აბაშიძე, უმრავლესობით კვოტით კი – გია მურღულია.

    კენჭისყრის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მძინარაშვილის კანდიდატურას მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა. მძინარაშვილის კანდიდატურამ „ქართული ოცნებიდან“ 90 ხმა მიიღო, ხოლო “პატრიოტთა ალიანსიდან” 5 ხმა. მის წინააღმდეგ ხმა 13 წევრმა მისცა.

    ვინ დაუჭირა მძინარაშვილს მხარი:

    • აბუსერიძე ირაკლი
    • არველაძე რევაზ
    • ბენაშვილი გია
    • ბეჟანიძე ლევან
    • ბერაია ირაკლი
    • ბერაია ირაკლი [დაჩი]
    • ბოლქვაძე ანზორ
    • გაბუნია ზაზა
    • გაჩეჩილაძე გიორგი
    • გაჯიევი რუსლან
    • გელაშვილი ვალერი
    • გოგიხია პაატა
    • გოცირიძე ელგუჯა
    • გოცირიძე თემური
    • გულორდავა გოგა
    • დაზიევი მახირ
    • დასენი ისკო
    • ენუქიძე გოჩა
    • ვახტანგაძე მუხრან
    • ვოლსკი გია
    • ზურაბიანი ცოტნე
    • თალაკვაძე არჩილ
    • თოთლაძე გიორგი
    • თოლორაია ედიშერ
    • იზორია ჯუმბერი
    • ინაშვილი ირმა
    • იონათამაშვილი რატი
    • კაკულია რომან
    • კახიანი გიორგი
    • კვიჟინაძე პაატა
    • კიკნაველიძე შალვა
    • კილაძე სოფიო
    • კობალაძე კობა
    • კობახიძე ირაკლი
    • კობიაშივლი ლევან
    • კოვზანაძე ირაკლი
    • კოპაძე გიორგი
    • კუდბა სვეტლანა
    • კუჭავა კახაბერ
    • ლომია გიორგი
    • ლურსმანაშვილი კობა
    • მათიკაშვილი დავით
    • მაკრახიძე იოსებ
    • მანუკიანი სამველ
    • მარგველაშვილი გენადი
    • მარშანია ადა
    • მაღარაძე გუგული
    • მანჭავარიანი ენძელა
    • მაჭავარიანი გურამ
    • მახათაძე სულხან
    • მგალობლიშვილი ლევან
    • მდინარაძე მამუკა
    • მეზურნიშვილი ირაკლი
    • მეშველიანი გოგი
    • მირზოევი სავალან
    • მკოიანი ეზელ
    • მუჩიაშვილი რომან
    • მხეიძე დიმიტრი
    • მხეიძე პაატა
    • ნავერიანი თამაზ
    • კობაიძე კობა
    • ნაკაშიძე ილია
    • ნოზაძე სიამონ
    • ოდიშარია ბექა
    • ოქრიაშვილი კახაბერ
    • ოხანაშვილი ანრი
    • პაპუაშვილი ზაზა
    • პოღოსიანი რუსლან
    • ჟორჟოლიანი გია
    • სამხარაული გელა
    • სამხარაძე დიმიტრი
    • სესიაშვილი ირაკლი
    • სონღულაშვილი დავით
    • ტრიპოლსკი ერეკლე
    • ქანთარაია ალქესანდრე
    • ქვარაია მერაბ
    • ყაველაშვილი მიხეილ
    • შიოლაშვილი ირაკლი
    • ჩანქსელიანი გოდერძი
    • წიკლაური მირიან
    • წილოსანი ნინო
    • წულაია ივლიანე
    • ჭიჭინაძე გივი
    • ჭკუასელი თეიმურაზ
    • ხაბერელი შოთა
    • ხაბაძე არჩილ
    • ხაბელოვი ლერი
    • ხალვაში ფატი
    • ხატიძე გიორგი
    • ხაჩიძე მერაბ
    • ხახუბია ირაკლი
    • ხუბულური თენგიზი
    • ხუნდაძე დიმიტრი
    • ჯაფარიძე ვიქტორ
    • ჯაში მარიამ

    ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, უმრავლესობამ “პირდაპირ პროპუტინული პროპაგანდის ერთერთ ბინძურ წარმომადგენელს მისცა ხმა”.

  • „მაგრად უნდა ვიგულაოთ“-თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე “ოქროს მოწმის” მიერ გადაღებული ვიდეოკადრები შაქარაშვილის საქმიდან

    „მაგრად უნდა ვიგულაოთ“-თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე “ოქროს მოწმის” მიერ გადაღებული ვიდეოკადრები შაქარაშვილის საქმიდან

    „ახლა მივდივართ ლისზე, მაგრად უნდა ვიგულაოთ. მცხეთიდან წავალთ ლისზე, გვაქვს ხაჭაპურები, სამწვადე“, – ტელეკომპანია “პირველი” ექსკლუზიურ კადრებს  ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული.

    ვიდეოს “ოქროს მოწმე” იაკობ ბრეგვაძე იღებს.

  • ველი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას – სენატორი რიში

    ველი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას – სენატორი რიში

    აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ცვლილებების განხორციელება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

    სენატორი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის.

    „მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს გაზრდის ქართველების ნდობას მათი მთავრობისადმი და წაახალისებს დემოკრატიულ მონაწილეობას. ველი შეთანხმების სრულად შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას“, – წერს რიში Twitter-ზე.

    პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი. წლევანდელი  საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

  • რას სთავაზობს Wizz Air მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით – კომპანიის განმარტება

    რას სთავაზობს Wizz Air მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით – კომპანიის განმარტება

    კომპანია Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ანდრას რადოს ინფორმაციით, მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს შესთავაზებენ:

    „სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ფრენების გაუქმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობებთ მგზავრებს, რომელთა ფრენებიც გაუქმდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრებს ყოველთვის სამ არჩევანს ვთავაზობთ. პირველი: მათ შუძლიათ უფასოდ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ბილეთი. მეორე შემთხვევაში მგზავრებს თანხის 120 % დაუბრუნდებათ „ვიზეარის“ ანგარიშზე, რომლის გამოყნებაც შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში და მესამე ვარიანტი არის თანხის 100%-ის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე.

    სამწუხაროა, როდესაც ფრენის გაუქმება გვიწევს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ხდება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ვირუსის გავრცელება შეაკავოს. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ ზემოთჩამოთვლილი სამი არჩევანი გვაქვს,“ – თქვა ანდრას რადომ.

    მისივე ინფორმაციით, Wizz Air–ი ქუთაისის ბაზას დროებით ხურავს, თანამშრომლებს კი საზღვარგარეთ, ვიზეარის სხვა ბაზაზე მუშაობას სთავაზობს.

  • როგორი ამინდი იქნება 3 ივლისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება 3 ივლისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სააგენტოს პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

  • სპეკულირებას თავი დაანებონ, თქვან, რომ არ უნდათ ამდენი ქალი პარლამენტში – მდინარაძე კვოტებზე

    სპეკულირებას თავი დაანებონ, თქვან, რომ არ უნდათ ამდენი ქალი პარლამენტში – მდინარაძე კვოტებზე

    უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გენდერული კვოტების შემოღების მიმართ ოპოზიციის კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ მათ “ძალით გამოგონილი” არგუმენტები აქვთ, ამიტომ შეუძლიათ “უბრალოდ თქვან, რომ არ მინდა ამდენი იყოს ამდენი ქალი პარლამენტში”.

    “თუ ვინმე წინააღმდეგია იმისა, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში იყოს მეტი, ეს მისი პრობლემაა და სხვადასხვა არგუმენტების შეფუთვით კი არა, ამას სახელი უნდა დაერქვას. ან ხარ ქალთა უფრო მეტი წარმომადგენლობის წინააღმდეგი, ან ხარ მომხრე. პოზიტიური თუ ნეგატიური დისკრიმინაცია და ა.შ. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, ძალით გამოგონილი არგუმენტები, რომ მხარი არ დაუჭირონ ქალთა მაქსიმალურ წარმომადგენლობას პარლამენტში”,– ამბობს მდინარაძე.

    დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანები ვერც ისეთ პარტიას შექმნიან, სადაც მხოლოდ ქალები იქნებიან.

    “თუ მეორე მხრივ ვიღაცას მოუნდება ჩამოაყალიბოს პარტია, სადაც იქნებიან მხოლოდ ქალები, ესეც იქნება შეუძლებელი, რადგან განსხვავებული სქესი ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ამ შემთხვევაში უნდა იყოს მამაკაცი. ყველამ თავი დაანებოს სპეკულირებას, თქვან უბრალოდ, რომ არ მინდა იყოს ამდენი ქალი პარლამენტში, ეს უფრო სწორი არგუმენტი იქნება მათი მხრიდან, ვიდრე რაღაცების მოგონება და არგუმენტების გამოგონება”,- განაცხადა მდინარაძემ.

    ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურმა სუბიექტმა პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა მიუთითოს.

  • გაურკვეველი პირები ჩვენი სახელით ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებას ცდილობენ – ცესკო

    გაურკვეველი პირები ჩვენი სახელით ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებას ცდილობენ – ცესკო

    ცენტრალური საარჩევნო კომისიაის (ცესკო) განცხადებით, გაურკვეველი პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით კარდაკარ შემოვლით ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას ცდილობენ.

    მათივე ინფორმაციით, ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით.

    “განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი”,– წერს ცესკო.

    მათივე განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ, რომ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა ჰქონდეთ, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში.

    “შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას”,– ნათქვამია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 2 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    გლდანის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, შირაქიშვილის, დრანდის, ხევისპირის, მაისურაძის, ბაბილოძის, ვეკუას (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, წყაროთუბნის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და გრაფ შულენბურგის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გერგეთის, სავანელის, ჭონქაძის, ზაალ დუმბაძის, ამაღლების,  ასათიანის, კოტე მესხის, სერგო მესხის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, დავითაშვილის, წავკისის, ავთანდილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის და სულხან საბას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის, ტრაქტორის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის, ჯორჯაძის, იორის და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ცაგარელის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის  და მერაბ ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.