Category: ახალი ამბები

  • 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის – ფინანსთა მინისტრი

    50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის – ფინანსთა მინისტრი

    50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „ჩვენ დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. მერე რომც შეზღუდვები არ დავაწესოთ, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება.

    ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ჩვენ საზღვარს არ გავხსნით არავისთან? არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, ის ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ის წესი მიმოსვლის ისეთნაირად დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატური პრინციპია, დარწმუნებული ვარ, შემდგომი ორი თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

  • გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა – საქმის პროკურორი

    გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა – საქმის პროკურორი

    შალვა გოგოლაძემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა.

    პროკურორის განმარტებით, გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა გოგონას დაესაჯა.

    „კერძოდ, მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, – განაცხადა პროკურორმა.გოგოლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • კაცს, რომელმაც 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და დაწვა სცდა, პატიმრობა შეეფარდა

    კაცს, რომელმაც 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და დაწვა სცდა, პატიმრობა შეეფარდა

    კაცს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შესხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მიიღო.

    ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

    შ.გ.–ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. გამოძიების ინფორმაციით, შალვა გოგოლაძეს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გოგონა და 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ის გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების ცნობითვე, გოგოლაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • წყალტუბოში მოზარდი ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა

    წყალტუბოში მოზარდი ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა

    წყალტუბოში მოზარდი გოგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 1 ივლისს მოხდა.

    შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ეს შესაძლებლობა ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელება – გახარია EU-ს სიაზე

    ეს შესაძლებლობა ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელება – გახარია EU-ს სიაზე

    პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის მიერ საქართველოს მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანას ეხმიანება. გახარიას თქმით, ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა, თუმცა მთავრობის მიზანია, არ დაუშვას კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება.

    “ეს, რა თქმა უნდა, არის მიღწევა თითოეული ჩვენი მოქალაქის, ეს არის საერთო შრომით მიღწევა, რომელიც ბოლო 5 თვის განმავლობაში ერთად გავიარეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ ისე, რომ არ დავუშვათ არცერთ შემთხვევაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება”,– ამბობს გახარია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოცემულ შესაძლებლობას მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის ჭრილში უნდა შევხედოთ.

    “ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისევე როგორც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მიზანი გახლავთ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორად ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ამ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც მთავრობის მიერ გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნასთან დაკავშირებით”,– განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • პროფესიული სასწავლებელის სტუდენტს სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადაუვადდება – გახარია

    პროფესიული სასწავლებელის სტუდენტს სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადაუვადდება – გახარია

    საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებულ სტუდენტებს სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადაუვადდებათ.

    მისი თქმით, ეს პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ვერ გახდება მსახურების თავის არიდების ინსტრუმენტი.

    “სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი არის პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტიდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება.

    ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში. ასევე, არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს – ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12, ან 24-თვიანი. და, რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდინა 15 წლიდან. ასე, რომ, ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო მსახურების თავის არიდების ინსტრუმენტი, ეს იქნება ერთჯერადი გადავადება. ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია”, – განაცხადა გახარიამ

  • აბიტურიენტს თავის მაგიდასთან პირბადის მოხსნა შეეძლება – გახარია

    აბიტურიენტს თავის მაგიდასთან პირბადის მოხსნა შეეძლება – გახარია

    პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას ინფორმაციით, აბიტურიენტი გამოცდაზე პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა, თავის მაგიდასთან მისი მოხსნა შეეძლება.

    “აბიტურიენტი აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს გამოცდაზე, თავის მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით. მას გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული” – თქვა გახარიამ.

    გახარიამ აღნიშნა, რომ გამოცდის მიმდინარეობისას ფანჯრები ღია უნდა იყოს, თუმცა, თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, საგამოცდო ოთახში კონდიციონერებს ჩართავენ.

    “რა თქმა უნდა, ფანჯრები უნდა იყოს ყველგან ღია. იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგვარად ჩვენს აბიტურიენტებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ცოდნა და ეფექტურად ჩააბარონ გამოცდები” – თქვა გიორგი გახარიამ.

     

  • გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპიდან ემიგრანტები გამოგვყავდა – გახარია

    გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპიდან ემიგრანტები გამოგვყავდა – გახარია

    პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრანტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოიყვანენ. მისი თქმით, მთავრობა ბილეთის მისაღებ ფასებს უზრუნველყოფს.

    “ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ეს პროცესი დროში რომ არ გაიჭიმოს და გადავადდეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამოქალაქეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბილეთის მისაღები ფასებით. ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის რაღაც კატასტროფული ფასები, რომელზეც ჩვენ ყველას გვსმენია”,– აცხადებს გახარია.

    პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს დავალება მისცა, ორშაბათს არსებობდეს ფრენების განრიგი კონკრეტული ქალაქებიდან.

    “ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს 1–მა ავიაკომპანიამ, ეს უნდა იყოს რამოდენიმე ავიაკომპანია და უნდა იყოს მორგებული ემიგრანტებზე, რომელიც ჩვენ ევროპის ქალაქებიდან გვყავს გამოსაყვანი. ამიტომ ორშაბათს უნდა არსებობდეს რეისების კონკრეტული განრიგი, როდის დაიწყება და რომელი ქალაქებიდან საქართველოს მთავრობის მიერ ემიგრანტების გამოყვანა მისაღებ ფასებში”,– თქვა გახარიამ.

  • არ ვაპირებ რომელიმე პარტიას შევუერთდე ახლო მომავალში – თამარ ჩუგოშვილი

    არ ვაპირებ რომელიმე პარტიას შევუერთდე ახლო მომავალში – თამარ ჩუგოშვილი

    დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ახლო მომავალში არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს. მისი თქმით, პარტიებთან ჰქონდა კონსულტაციები, თუმცა პარტიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

    „მე რამდენიმე შეხვედრა და განხილვა მქონდა სხვადასხვა პირებთან, ვინც არჩევნებში აპირებენ პარტიის ფორმით მონაწილეობის მიღებას, მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ რომელიმე პარტიას შევუერთდე ახლო მომავალში. ჩემთვის პოლიტიკურ პარტიაში შესვლა სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

    დეპუტატი კითხვაზე, აპირებს თუ არა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას, ამბობს, რომ არ იცის, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში რჩება.

    „არ ვიცი, ვერ გეტყვით. შემიძლია გითრათ ის, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენას ვაპირებ. ჩემთვის პოლიტიკური სივრცე და ამ ქვეყნის მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრება ამ თემებზე ვმუშაობდი. შესაბამისად, მომავალშიც ვაპირებ, რომ ეს იყოს ის სივრცე, სადაც ვაპირებ ჩემი ენერგიის ჩადებას, თუმცა პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში ყოფნა არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც პარლამენტის წევრი უნდა იყო ადამიანი, პირიქით, ზოგჯერ სხვა ადგილიდან უფრო კარგად შეიძლება საქმის გაკეთება და უფრო სასარგებლო შეიძლება იყო, ვიდრე მაინცდამაინც სადეპუტატო მანდატის ხელში ჭერა. ჩემი იდეაფიქსი არ არის პარლამენტში ყოფნა და რაც შეეხება საქმეს, საქმეს ყველგან გავაკეთებ“, – თქვა ჩუგოშვილმა.

  • საქართველოში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი

    საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდგინდა და რაოდენობა 939–მდე გაიზარდა.

    გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი, სულ 817. მონაცემები StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    2 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 107 აქტიური შემთხვევაა.