Category: ახალი ამბები

  • ლარი მცირედით გამყარდა

    ლარი მცირედით გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0463 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0567 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4381 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4247 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმა სასამართლომ 7 მოქალაქეს გაუუქმა

    საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმა სასამართლომ 7 მოქალაქეს გაუუქმა

    გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დისტანციის დაუცველობის გამო გამოწერილი 3000–ლარიანი ჯარიმა 7 მოქალაქეს გაუუქმდა.

    მოსამართლემ ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა.

    “2020 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მომართეს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო. ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერეს შვიდი 3000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი” – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

    საგანგებო მდგომარეობის დროს სოციალური დისტანციის დაცვის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისა და 3-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.

  • “შუაში ჰყავდათ მომწყვდეული და კრამიტებს ურტყამდნენ” – სკანდალური ჩვენებები შაქარაშვილის საქმიდან

    “შუაში ჰყავდათ მომწყვდეული და კრამიტებს ურტყამდნენ” – სკანდალური ჩვენებები შაქარაშვილის საქმიდან

    ვრცელდება, თენგო ბარბაქაძისა და არასრულწლოვნის ჩვენებები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამით მომხდარ კონფლიქტს ასახავს. მოწმეთა ჩვენებებს “კურიერი” ავრცელებს.

    თენგო ბარბაქაძის ჩვენება:

    “23:30 საათი მე ვიყავი გასული უკანა მხარეს აივანზე სადაც ვეწეოდი სიგარეტს, რა დროსაც ეზოს წინა მხრიდან შემომესმა ანას ყვირილის ხმა, რაზედაც მე გამოვედი ეზოში. სანამ ეზოში გამოვიდოდი მე გამოვიარე ის ოთახი, სადაც ჩვენ ვქეიფობდით და დავინახე, რომ იქ ისხდნენ გიორგი შაქარაშვილი და კიდევ რომელიღაცა მისი მეგობარი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო და, ასევე, იყვნენ ანას მეგობარი გოგონები. მე რომ გამოვედი გარეთ, ეზოში დავინახე, რომ ჩემი მეგობრები ნიკა ხეჩოშვილი და ვახო ჩიქოვანი შუაში ყავდათ მომწყვდეული საბა ჩხარტიშვილს,გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ირაკლი წაქაძეს და ზურაბ გოგინაშვილს, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნიკა ხეჩოშვილს და ვახო ჩიქოვანს და ურტყამდნენ კრამიტებს,”-ნათქვამია ჩვენებაში.

    არასრულწლოვანის ჩვენება:

    “მე და ლაშა შერმადინმა კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები, ვინაიდან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა-შემოხლის ამბავი. ამავდროულად, ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლაშა შერმადინთან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან, ჩემი აზრით, იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლაშას ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. ამ დროს დარეკა ლაშამ, კონკრეტულად თუ ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდთან, რის შემდეგაც მალევე გაჩერდა ჩემი მეგობრის გიგა ტატიაშვილის მოვერცხლისფრო ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა მათ წინ.

    … დავარტყი ერთხელ მეც რომელიღაცას ფეხი, კონკრეტულად არ მახსოვს თუ ვის, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა,”– ნათქვამია ჩვენებაში.

  • გიორგი გახარია გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

    გიორგი გახარია გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

    გახარიამ გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ COVID-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.

    ქნირშმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა.

    გახარიას თქმით, “COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნად შეფასება დიდი შესაძლებლობაა, რომელიც გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროკავშირის წევრ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, რათა კოორდინირებულად და ეტაპობრივად შესაძლებელი გახდეს უსაფრთხო მიმოსვლა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.”

    შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

  • „ფოტოგრაფი აპირებს ფოტოაპარატის განადგურებას , რომლითაც სურათებს იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს“ – გამომძიებლის პატაკი

    „ფოტოგრაფი აპირებს ფოტოაპარატის განადგურებას , რომლითაც სურათებს იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს“ – გამომძიებლის პატაკი

    „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას, – რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ეს პატაკი შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ეკუთვნის, რომელიც მან 22 ივნისს დაწერა.

    როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, გამომძიებლის პატაკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში დევს. გამომძიებელი შემდგომი რეაგირების თხოვნით მიმართავს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს.

    18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც.

    პროკურატურის მიერ, 27 ივნისს, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში, თითქმის წუთნახევრიანი მონაკვეთი სწორედ იაკობ ბრეგვაძეს ეკუთვნის. ის და მასთან ერთად მყოფი ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილიც, თბილისი-ლესელიძე-სენაკის გზაზე გადაადგილდებიან. კადრები, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და ის არ ასახავს ინცინდენტის მონაკვეთს.

    გამომძიებლის პატაკის საფუძველზე, იაკობ ბრეგვაძის კუთვნილი „სონის“ ფოტოაპარატი გამოძიებამ 22 ივნისს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის კომპიუტერულ-ტექნიკურ ექსპერტიზას გადასცა.

    ექსპერტიზაზე გაგზავნამდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურა მცხეთის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართავს და წერს, რომ ფოტოგრაფი ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას:

    „იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების გზით.

    არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლებელია, აღნიშნული კამერით დაფიქსირებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მომხდარი კონფლიქტი, კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება და ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის სწორი წარმართვისთვის.

    ვინაიდან, ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ვერ მოხერხდება წაშლილი ფოტო-მასალის აღდგენა, აღმოჩენა და გადმოწერა, უნდა მოხდეს ფოტოაპარატის ამოღება, რათა დაინიშნოს საინფორმაციო-ტექნოლoგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც, მოხდება ფოტოაპარატში არსებული და წაშლილი მასალის აღდგენა“, – რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ მცხეთის რაიონული სამმართველოსთვის გაგზავნილ განცხადებაში.

    ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

    შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა, არ დევს დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მასალის ამოღება და აღდგენა მოახერხეს იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერიდან ექსპერტებმა.

    გარდა ამისა, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები.

    ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

    გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

  • ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, ინტერნეტში პირადი ინფორმაციის მითითებისას ფრთხილად იყვნენ

    ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, ინტერნეტში პირადი ინფორმაციის მითითებისას ფრთხილად იყვნენ

    საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

    ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. სებ-ის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის, პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. ეროვნული ბანკი აქვე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

    „გვსურს მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მხრიდან ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. როგორც წესი, ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

    ფიშინგის დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებგვერდზე შედის/გადადის, რომელზე პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებაც კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.

    ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას გთხოვთ, დაიცვათ შემდეგი წესები:

    1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.

    2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

    3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედით განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე მართლწერისას დაშვებული იყოს შეცდომები.

    4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შემოთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.

    5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებგვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.

    6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

    საქართველოს ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებ-გვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

    საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=675

  • პუტინის მოკავშირე არის “ენმ” თავისი განშტოებებით – კობახიძე მალინის წერილზე

    პუტინის მოკავშირე არის “ენმ” თავისი განშტოებებით – კობახიძე მალინის წერილზე

    უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენი მარკუენ მალინის წერილს ეხმიანება, რომელშიც მალინი ბიძინა ივანიშვილის პუტინის მოკავშირეს უწოდებს.

    კობახიძეს თქმით, პუტინის მოკავშირე არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ „ნაციონალური მოძრაობაა” თავისი განშტოებებით, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში რუსული ინტერესები გატარდეს.

    „ეს არის სრული აბსურდი. ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უფრო კარგად იცის, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა. პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერიტორიების 20% და სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. შემდეგი 7 წელი ოპოზიციაში ნაკლები რესურსი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს. ეს არის პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით”, –განაცხადა კობახიძემ.

    რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და “რუსული სკოლის ოლიგარქია”. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ

  • ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლება საერთაშორისო ფრენებს ოქტომბრამდე არ აღადგენს – დეკანოიძე

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება საერთაშორისო ფრენების აღდგენას ოქტომბრამდე არ აპირებს.

    “დიდი ალბათობით და ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლება საერთაშორისო ფრენების ოქტომბრამდე აღდგენას არ აპირებს.

    თუმცა, არსებობს ეპიდემიოლოგიის მართვის გამოცდილება საზღვრების გახსნის შემდეგ.

    ეს ძალინ მძიმე იქნება ეკონომიკისთვის და დემოკრატიისთვის”,– წერს დეკანოიძე.

    დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღადგინოს სპეცრეისების პროგრამა, რომლითაც ევროპიდან ემიგრანტები ჩამოყავდათ.

    პრემიერი გახარია ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა ქვეყანამ ისე უნდა გამოიყენოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დაუშვას.

    გახარია ვერ ასახელებს თარიღს, როდის გაიხსენება რეგულარული ფრენები. ამაზე პასუხი არ აქვს ფინანსთა მინისტრსაც. 

  • მისი შეფასება არასწორია, თუმცა კრიტიკის მომძლავრება შემაშფოთებელია – ცქიტიშვილი მალინიზე

    მისი შეფასება არასწორია, თუმცა კრიტიკის მომძლავრება შემაშფოთებელია – ცქიტიშვილი მალინიზე

    ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის შეფასება, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, არასწორია.

    მისი თქმით, საქართველოს მიმართ კრიტიკის მომძლავრება შემაშფოთებელია.

    “მგონია, რომ მისი ეს შეფასება არ არის სწორი ერთის მხრივ, თუმცა ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ამერიკის კონგრესში და ზოგადად ამერიკის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ძალიან მომძლავრდა საქართველოს მიმართ კრიტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული წერილები ან მესიჯების გაგზავნა არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო დარწმუნდეს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობისკენ მისწრაფებების გულწრფელობაში”, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

    აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და “რუსული სკოლის ოლიგარქია”. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ.

  • ზალკალიანი კონგრესმენი მალინის “პოლიტიკურ სიმპატიებს” ლობისტების საქმიანობას უკავშირებს

    ზალკალიანი კონგრესმენი მალინის “პოლიტიკურ სიმპატიებს” ლობისტების საქმიანობას უკავშირებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანმა ამერიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის წერილს ლობისტების საქმიანობას უკავშირებს.

    “მალინი და კიდევ ერთი ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მათ აქვთ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპატიები, რომლებიც შეიძლება ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობიდან იყოს გამოწვეული, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო, უმაღლესი შეფასება, – ამბობს ზალკალიანი.

    მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად მარკვეინ მალინის ამ სკეპტიკური დამოუკიდებულებისა, საქართველოს მთავრობა ურთიერთობას მასთან მაინც განაგრძობს.

    აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და “რუსული სკოლის ოლიგარქია”. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ.