Category: ახალი ამბები

  • თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიას აფუძნებს და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

    თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიას აფუძნებს და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

    “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქალების პარტიას ქმნის. მისი განმარტებით, პარტიის მიზანი კვოტების გაუქმება იქნება.

    ჩერგოლეიშვილი გეგმავს, რომ 2024 წლის არჩევნებში პარლამენტში 10 ქალით გავიდეს და სიაში არ ჰყავდეს კვოტებით გათვალისწინებული ყოველი მეოთხე კაცი.

    “მე ვთვლი, რომ საქართველოში ქალები დგანან უმძიმესი პრობლემების წინაშე, რომელიც, პირველ რიგში, გამოწვეულია იმ მავნე და დრომოჭმული სტერეოტიპებით, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს აიძულებს, რომ ქორწინების მიღმა გაჩენილი შვილები სანაგვეში გადაყარონ. მე ვთვლი, რომ ამ სტერეოტიპს აძლიერებს ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, როდესაც კაცები დაავალდებულა, რომ ყოველ მეოთხედ ქალი ჩაისვანვაფუძნებ ქალების პარტიას და 2024 წლისთვის შევეცდები, რომ 10 ქალი, ყოველგვარი კაცების და მეოთხე კაცის გარეშე გავიყვანო. კონსტიტუციის სულისკვეთება ის არის, რომ უთანასწორობის აღმოფხვრას უნდა შეუწყოს ხელი და ვთვლი, რომ არ უნდა შემეშალოს ხელი, პირველი ათეული ქალებით გავიდე პარლამენტში და არ უნდა მავალდებულებდეს კანონი, რომ მეოთხე კაცი ჩავისვა,”- აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2–თან.

  • ივანიშვილის მარიონეტული სასამართლო ვერასდროს დაადგენს სიმართლეს – უგულავა ჭაკუაზე

    ივანიშვილის მარიონეტული სასამართლო ვერასდროს დაადგენს სიმართლეს – უგულავა ჭაკუაზე

    ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავს განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსის, დავით ჭაკუას საქმესთან დაკავშირებით “ივანიშვილის მარიონეტული სასამართლო” სიმართლეს ვერასდროს დაადგენს.

    მისი თქმით, ჭაკუასთან დაკავშირებით ისაუბრა. ამბობს, რომ მის მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დროსაც.

    “რაც შეეხება დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხს, მის მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის, ადეიშვილის პროკურატურის დროს. ამავე დროს მინდა აღვნიშნო და მე ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, არანაირი ნდობა ამ სასამართლოს არ აქვს, რომ გამოიძიებს სიმართლეს. არანაირი ნდობა ამ ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ადრე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე იმიტომ, რომ ვხედავთ დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, ივანიშვილი პირადად პროპაგანდისთვის იყენებს ყველა საქმეს.

    ასე რომ, თუ კითხვები არსებობს, ჩვენ თავადვე ვართ მოვალე, გავცეთ პასუხი სამართლებრივ ჭრილში, თუ ჩვენ რამე შეცდომა გვაქვს დაშვებული, ჩვენვე გამოვასწორებთ. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და მისი მარიონეტული სასამართლო ვერასდროს და არასდროს დაადგენს სიმართლეს, რომელიც ყველას გვჭირდება. ივანიშვილის ყურმოჭრილი სასამართლო არასდროს დაადგენს სიმართლეს და ყველა ფაქტს გამოიყენებს პროპაგანდისთვის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის გასაშავებლად, ოპოზიციისთვის ტალახის სასროლად და არასდროს სამართლიანობის დასადგენად,- ამბობს გიგი უგულავა.

    შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

  • აშშ გვაძლევს მაგალითს, როგორ დავიცვათ თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი – მეუფე მელქისედეკი

    აშშ გვაძლევს მაგალითს, როგორ დავიცვათ თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი – მეუფე მელქისედეკი

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    მისი განცხადებით, ამერიკის დამოუკიდებლობით ახალი ეპოქა დაიწყო. მელქისედეკი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს აძლევს მაგალითს, როგორ პიროვნების თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი და სხვა ღირებულებები. 

    “თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

    ეს მოვლენა ბევრად მეტია, ვიდრე 1776 წლის 4 ივლისს, 13 კოლონიის წარმომადგენელთა მიერ მიღებული დეკლარაციის დღე; ამ თარიღით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელმაც ძირეულად შეცვალა მსოფლიო.

    ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არაა რიგითი პარტნიორი, იგი მეგობარი და ნამდვილი გულშემატკივარია, რომელიც გამორჩეულად აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს, ისტორიას, კულტურასა და გულით ხარობს ჩვენი ქვეყნის ყველა წარმატებით.

    როგორც რიგითი ქართველი და სასულიერო პირი, შეუძლებელია მადლიერი არ ვიყო იმ ძალისხმევისა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს, რათა ჩვენი პლანეტის თითოეული წერტილი გახდეს უფრო მეტად თავისუფალი, მშვიდი, ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი.

    გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ის ღირებულებები, რომელიც ქრისტიანობიდან და ევროპული კულტურიდან აღმოცენდა, დღეს ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოხატული. სწორედ ამერიკა გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული პიროვნების თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი თუ სხვა უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები.

    ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ელჩად ყოფნის პერიოდში, უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა. უფრო მეტად გამტკიცდება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა.

    თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას, გისურვებთ წარმატებებს თქვენ და სრულიად ამერიკას”, – წერს მეუფე მელქისედეკი.

    დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს აღნიშნავს.

  • ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ სამი პირი დააკავა

    ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ სამი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2 ივნისს მომხდარი განზრახ მკვლელობისა და თავისუფლებისა უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

    საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს”. – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სასამართლომ დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა

    სასამართლომ დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა

    რუსთავის საქალაქო სასამართლომ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირიდან ერთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებული ოჯახის პროტესტი მოჰყვა, რადგან გათავისუფლებული გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, მუმლაძის გატაცებისა და მისი სასტიკი მკვლელობის ორგანიზატორად სახელდებოდა.

    სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბრალდებულებს – დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წელი.

    შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი 2019 წლის 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, მას 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა.

    მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 6 პირი იყო დაკავებული. მათგან ხუთი 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ზურაბ ჯღარკავა 2 იანვარს, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.

  • მამუკა ხაზარაძე კვოტირებას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ დისკრიმინაციაა

    მამუკა ხაზარაძე კვოტირებას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ დისკრიმინაციაა

    ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაზის აზრით, ბედნიერების საწყისი ქალია, მათი მდგომარეობა კი უკეთებოსიკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში.

    “ლელო” არის პრინციპულად ახალი ძალა, ახალი ხედვა და ფერი, რომელიც მზესთან და იმედთან არის ასოცირებული. ვერ წარმოგვიდგენია, რომ მომავალი თაობა და საზოგადოება არ იყოს ბედნიერი ამ ქვეყანაში. ბედნიერების საწყისი კი არის ქალი. ერთხელ და სამუდამოდ, ქალის მდგომარეობა რადიკალურად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში. ამაში იგულისხმება ყველაფერი – როგორც თანასწორუფლებიანობა, ასევე მეტი ქალი პოლიტიკასა და საზოგადო საქმიანობაში,” – ამბობს ხაზარაძემ.

    “ლელოს” ლიდერი მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას კვოტირების შესახებ, თუმცა ფიქრობს, რომ კვოტირება დისკრიმინაციაა.

    “მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები, რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან. იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები. აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები 2 ივლისს დაამტკიცა.

    ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად მითითებული უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. 2028 წლიდან ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

  • საქართველოში ყოფნის 5 თვის შემდეგ, ადვილად გასაგებია ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა – დეგნანი

    საქართველოში ყოფნის 5 თვის შემდეგ, ადვილად გასაგებია ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა – დეგნანი

    აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, უფრო ადვილი გასაგებია ქართველებისა და ამერიკელების მეგობრობა. მან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში თქვა, რომ საქართველო და ამერიკა მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

    მისივე თქმით, ამერიკელების მსგავსად ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, ქართველებსაც ისევე დასჭირდათ ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

    დეგნანმა აღნიშნა, რომ თვალსაჩინოა ქართველების გამბედაობა და სიმტკიცე, რაც “აისახა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებში”.

    “ქართველები ამერიკელების მსგავსად მზად არიან, თავდაუზოგავად იშრომონ ისეთი ცვლილებების განსახორციელებლად, როგორი ცვლილებებისთვისაც ოცნებობთ თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის თავისუფალი, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველო. საქართველო და ამერიკა მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც გულისხმობს არა მარტო ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისათვის ბრძოლას, არამედ მტკიცე ნებას გააგრძელონ სწრაფვა უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ ფართო წარმომადგენლობითობისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებებისაკენ. ჩემთვის და მთელი ამერიკის საელჩოსთვის უდიდესი პატივია გავაგრძელოთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა და ქართველ მეგობრებთან ერთად ვიზეიმოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

    ელჩა თავისი სიტყვა გალაკტიონ ტაბიძის ლექსით დაამთავრა, რომელიც მისი აზრით, ეხმიანება ამერიკელებისა და ქართველების სიყვარულს თავისუფლებისადმი:

    “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა… დროშები ჩქარა!”. დაე, ჩვენს თავზე იფრიალოს თავისუფლების დროშამ”.

  • რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში გაჩაღებული იქნებოდა მშენებლობა – ბადრი ჯაფარიძე

    რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში გაჩაღებული იქნებოდა მშენებლობა – ბადრი ჯაფარიძე

    ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ “რომ არა ქართული ოცნება” დღეს ანაკლიაში ათასობით დასაქმებული ადამიანი იქნებოდა.

    “რომ არა „ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული ადამიანი და ქვეყანაში შემოვიდოდა უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ჰაერივით გვჭირდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის ინვესტიცია ჯერ არ გვქონია”,– ამბობს ჯაფარიძე.

    მისი თქმით, “ქართული ოცნება” რუსეთის ინტერესებით მოქმედებს, რის გამოც მათ ტამანის პორტს ხელ–ფეხი გაუხსნეს.

    „ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის მიერ დაფინანსებულ ტამანის ახალი პორტის მშენებლობას. ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებს უაპელაციოდ დებს ბრალს და ადანაშაულებს, მე არ მაქვს დოკუმენტური დადასტურება, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება” მოქმედებს რუსეთის ინტერესებით და მათ სასარგებლოდ. ამაზე მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია და დასუსტება, დასავლელი ინვესტორების განდევნა და გეოსტრატეგიული პროექტების შეჩერება,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

  • მაღალჩინოსნებმა შაქარაშვილის საქმეში მყოფი პირების მფარველობა უნდა შეწყვიტონ – დეკანოიძე

    მაღალჩინოსნებმა შაქარაშვილის საქმეში მყოფი პირების მფარველობა უნდა შეწყვიტონ – დეკანოიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პარალელს ხორავას ქუჩის საქმესთან ავლებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალჩინოსნებმა შეწყვიტონ საქმესთან დაკავშირებული პირების მფარველობა.

    დეკანოიძე ასევე მნიშვნელოვნად თვლის, რომ ექსპერტიზის პასუხები მალე გახდეს ცნობილი.

    „იმისთვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს შაქარშვილის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ხორავას საქმესთან დკავშირებით იყო, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს ყველა კითხვას პასუხი საჯაროდ მათ შორის, დაიდოს ძალიან მალე ექსპერტიზის პასუხი, რაც ამდენი ხანია არ ვიცით და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნებისმიერმა მაღალჩინოსანმა უნდა შეწყვიტოს მფარველობა იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ საქმეში“,-ამბობს ხატია დეკანოიძე ფორმულასთან.

    შსს–ს მაღალჩინოსნის მიერ საქმის მოწმის მფარველობაზე საუბრობს „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა საგამოძიებო უწყებას პირდაპირი მითითება მისცა, რომ მისი ნათესავი იაკობ ბრეგვაძე ე.წ. ფოტოგრაფი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად დარჩეს.

    გუშინ შსს–ს მაღალჩინოსანმა, გიორგობიანმა დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია. მისი თქმით, ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და “ამ რეალობას ვერავინ შეცვლის”.

  • რუისელებმა აქციაზე ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს – ისინი სარწყავ წყალს ითხოვენ

    რუისელებმა აქციაზე ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს – ისინი სარწყავ წყალს ითხოვენ

    დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. აქცია სოფლის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე გადაინაცვლა.

    ადგილობრივები ითხოვენ, ტაშისკარის არხში წყალი გაუშვან, რომელიც ორი კვირაა აღარ მოედინება.

    ადგილზე ვითარება მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც აქციაზე ქარელის მერი გამოჩნდა,
    ისინი ზაზა გულიაშვილს დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატვება მოსთხოვეს.

    მელიორაციის სამსახურის განმარტებით, ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან წყალი სოფელს გრაფიკით მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება.

    მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ამ გრაფიკით მოწოდებული წყალი არ ჰყოფნით და ბოლო ორი კვირაა წყალი არც ღამის საათებში აქვთ.