Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდე 3 შემთხვევა დაფიქსირდა და შემთხვევათა რაოდენობა 951–მდე გაიზარდა.

    გამოჯანმრთელდა ასევე 3 პაციენტი, სულ ქვეყანაში განიკურნა 828 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199 პირი.

  • ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 3 დაშავდა

    ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 3 დაშავდა

    ქედის რაიონის სოფელ მეძინბაში ავტომობილი ხევში გადავარდა, ასაც ერთი ადამიანის, 56 წლის ქალის გარდაცვალება მოჰყვა. დაშავდა სამი ადამიანი აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი შედარებით მსუბუქი. ისინი ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შორის არის არასრულწლოვანი.

    შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. მათი დახმარებით მოხერხდა დაშავებულების ხევიდან ამოყვანა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

     

  • ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია: წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მაინც იწყება

    ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია: წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მაინც იწყება

    მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო.  არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ინფორმაციით სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს – ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს – აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ხეობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ექსპერტები ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას დღესაც ითხოვენ. დაინტერესებული საზოგადოების მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები აგრძელებენ შერჩეულ მარშრუტზე მუშაობას.

    მწვანე ალტერნატივის განცხადებაში ნათქვამია, რომ “2020 წლის ივნისში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” ნაღვარევის  გვიანი შუა საუკუნეების ძეგლის სიახლოვეში მუშათა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნებართვის გარეშე წამოიწყო. შენობის საძირკვლის მშენებლობა ნაღვარევის ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თნახმად, ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობიდან მშენებლობა მინიმუმ 300 მეტრის დაშორებით არის დასაშვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ადგილობრივების და სპეციალიტების განგაში მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო.

    ასევე ყურადსაღებია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუღია თანხმობა იმ მიწების რეგისტრაციაზე, სადაც გზის მთავარი ნაწილის გაყვანა იგეგმება.

    ნაღვარევის და ზაქათკარის შემთხვევები მხოლოდ ერთეული მაგალითებია იმ გამოუსწორებელი ზიანისა, რაც პროექტს შეუძლია ხეობას და ამით არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთელ ქვეყანას მოუტანოს. პროექტის არაკომპეტენტურად განხორციელებაზე მეტყველებს რამდენიმე დღის

    წინ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს “ICOMOS- ის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებაც, რომელიც ქვეშეთი-კობის პროექტის განმახორციელებლებს მიუთითებს, მომავალში აღარ გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს  “ICOMOS-ი” რაიმე სახით პროექტის წინასწარ კვლევებში იყო ჩართული, რადგან ეს  სიმართლეს არ შეესაბამება.

    ქვეშეთი -კობის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ, მსოფლიოში უნიკალურ, ძირითადად, X-XI საუკუნეების კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიურ ნიმუშებს; მდიდარ ბიიომრავალფეროვნებას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი არაერთი სახეობა; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხეობის მასშტაბურ ტურისტულ პოტენციალს; ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებს. პროექტი არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ, შეტანილია სარჩელები სასამართლოში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით.

    ხადის ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება. პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც  475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი  გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება.“– აცხადებს მწვანე ალტერნატივა.

  • ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნა

    ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნა

    ესპანეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ინფორმაციას ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საქართველოდან მიმავალ მგზავრებს შეეძლებათ. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა.

    ესპანეთში გამგზავრების მსურველმა  პირმა, მოგზაურობის დაწყებამდე ელექტრონული განცხადების ფორმა უნდა შეავსოს მისამართზე: www.spth.gob.es რის შემდეგაც საზღვარზე წარსადგენად, სპეციალურ QR კოდს მიიღებს.

    საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნეს საფრანგეთმა, იტალიამ და შვედეთმაც გაუხსნეს.

    ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა,  რომლებთანაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს.

    ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

    სია ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ყოველ ორ კვირაში განახლდება.

    საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

    • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
    • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
    • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.

    იტალიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ვიზიტის მიზეზის დასაბუთება არ დასჭირდებათ, თუმცა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.

    შვედეთში სტუმრობის შემთხვევაში კი, ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

    ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილების შემდეგ უშუალოდ ქვეყნებს შორის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მიმოსვლის აღდგენის დეტალებზე. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ 1 აგვისტომდე რეგულარული ფრენების აღდგენას არ აპირებს, შესაბამისად, საქართველომ შესაძლოა არ ისარგებლოს იმ პრივილეგიით, რომელიც მას ევროკავშირმა მიანიჭა.

  • საქმე პრაქტიკულად გახსნილია–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

    საქმე პრაქტიკულად გახსნილია–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

    მთვარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმე პრაქტიკულად გახსნილია. ნიკა გვარამია, რომელიც საკუთარ გადაცემებში დეტალურად განიხილავს 19 ივნისს მცხეთაში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს, მთვარი არხის მიმართ დაწყებულ გამოძიებას „საბოტაჟის საქმეზე“ და მთავარ არხზე შეტევებს სწორედ იმას უკავშირებს, რომ არხმა შაქარაშვილის გარდაცვალებს საქმეზე ბევრი დეტალი გაახმაურა და მომავალშიც აპირებს:

    “საქმე პრაქტიკულად გახსნილია. დაელოდეთ ხვალინდელ პიეფს და მთავარ აქცენტებს.

    ბოზიშვილი ვიყო, რომ მომკლათ, მაგ საქმეზე მკვლელის და ხელის დამფარებლის სახელს და გვარს მაინც დაგიდებთ. მიდით ახლა და ანძრიეთ საბოტაჟის საქმეებით და ჩემი პირადი ცხოვრების ვიდეოებით.“– წერს გვარამია.

  • ყოფილი გუბერნატორის და მწვანეების ახალგაზრდა აქტივისტის ფიზიკური დაპირისპირება ონში (ვიდეო)

    ყოფილი გუბერნატორის და მწვანეების ახალგაზრდა აქტივისტის ფიზიკური დაპირისპირება ონში (ვიდეო)

    ფეისბუქზე მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ ვაწაძე ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.

    როგორც მარიამ ვაწაძე წერს, ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენლები ონში ჰესების კასკადის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოჩენა გაპროტესტეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

    “დღეს, მწვანეები ვიყავით ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე. ამ აქციაზე ასევე იყოფებოდა 2005-2008 წლებში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, ოთარ სირაძე. აქციაზე ახალგაზრდა მწვანეებმა გავაპროტესტეთ პარტიების აქციაზე გამოჩენა. როდესაც სახლში მივდიოდით, ეს ადამიანი და მისი Ძმა მანქანით მოგვიახლოვდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. მალევე გადმოვიდნენ მანქანიდან და ნიკოლოზ ბაქრაძეს თავს დაესხნენ, რაც ამ ვიდეოშიც Ჩანს. თავდასხმა გაგრძელდა ვიდეოს მიღმაც.

    იურისტებს და Ჟურნალისტებს დავუკავშირდით უკვე. ნიკოლოზი ახლა კარგადაა.“– წერს მარიამ ვაწაძე ფეისბუქ გვერდზე.

     

  • გიორგი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში – შაქარაშვილის ბიძა

    გიორგი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში – შაქარაშვილის ბიძა

    ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ზურა ონაშვილმა “მთავართან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი წყალში არ შევიდოდა, რადგან მას წყლის შიში ჰქონდა.

    “თავიდანვე, ეჭვი მეპარება, რომ გიორგიმ იქ ჩაირბინა და ჩანთა დადო. იმიტომ რომ ეგრე ჩანთა არ დაიდება იქ, თუ ვიღაცამ არ დადო. გაქცეული ბავშვი ჩხუბის დროს გარბის, მოსაკლავად მისდევენ და ჩანთა დადოს, ეგრე არ ხდება, ეგრე ლამაზად და კარგად, როგორც არის დადებული ის ჩანთა. მეორე შეკითხვა მაქვს, არ მჯერა გამოძიების, აქამდე უნდა დაედოთ დასკვნა, ელემენტარული, ერთი მაინც, თუ ყველას, რომელიმეს უნდა პროცედურა ათი დღე და შვიდი დღე და თხუთმეტი დღე. რაღაცას ხომ უნდა ხუთი დღე, აი იმ ხუთი დღის დასკვნა მაჩვენონ. ჩემი აზრით, ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში. სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩანთა დევს ძალიან საეჭვოდ. წყალში, რამდენი ხანი იყო გაჩერებული? როდის ჩააგდეს წყალში? ხომ შეიძლება, ამის დადგენა, ხომ ადვილია. გიორგი წყალში არ შევიდოდა იმიტომ, რომ წყლის ძალიან ეშინოდა“, – ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ზურა ონაშვილი.

  • ქედაში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა

    ქედაში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა

    ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ადგილზე სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge–ზე განახლდა. ჯამში ქვეყანაში ვირუსისგან 948 ადამიანი დაინფიცირდა.

    დღეს დილით კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა, შესაბამისად, 4 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსი ჯამში 5 ადამიანს დაუდასტურდა.

    კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 825 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.

  • გიორგობიანის ხაზის განვითარება მაღალი ლობისტებიდან ყურადღების გადატანაა – გვარამია

    მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში შსს–ს მაღალჩინოსნის, ნინო გიორგობიანის ხაზის განვითარება მკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტებიდან ყურადღების გადატანას ნიშნავს.

    გვარამიას თქმით, ნინო გიორგობიანის ნათესავე მთავარი მოწმე ე.წ. ფოტოგრაფი დაზარალებულია.

    “ნინო გიორგობიანის ნათესავი ფოტოგრაფი დაზარალებულია და მკვლელის ან მკვლელობის ორგანიზების ჩამდენი არაა, ეს უცხადესია. მისი დანაშაული (და, თუ გიორგობიანი ჩაერია – მისიც), არის მტკციებულებების მოსპობა და ცრუ ჩვენება.

    ვისაც სხვაგვარად სურს გიორგობიანის ხაზის განვითარება, იმის ამოცანა, ამ მკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტების ხაზიდან ყურადღების გადატანაა და ამის ნაცვლად უნდათ შემოგვასაღონ ნინო გიორგობიანი.

    და, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: თითქოს პატრული და მასთან ერთად კრიმპოლის მანქანა გამოძახებაზე კი არ გავიდა და მერე უკან კი არ მოაბრუნეს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე არ გახსნილიყო, არამედ გიორგობიანმა გააგზავნა ნათესავი ფოტოგრაფის საევაკუაციოდ. კრიმპოლის მანქანა – საევაკუაციოდ. თითქოს საკუთარი მანქანები ან არაოპერატიული მანქანები აკლდეს გიროგობიანის უწყებას.

    მოკლედ, გიორგობიანის ამბის ცენტრალურ ხაზად შემოგდება ბოდვაა და არც არავის ჯერა, მაგრამ აი “გამვლელი პატრულის” ვერსიის გამყარებას კი ემსახურება, რაც კვალის არევის მორიგი მცდელობაა, თავისი მორიგი მხარდამჭერებით.

    საკენკის ასაკიდან თუ არ გამოსულხართ, წადით, ლოგიკა და საგამოძიებო უნარები განივითარეთ და მერე დაკავდით ბრძნადმეტყველებით. თუ გამოსულხართ, ესე იგი, ახლა სხვა საკენკზე ყავხართ შესმული ბიძინას. აი, კონვერტებით რომ დააქვთ, იმ საკენკზე”,– აცხადებს გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ საქმის მთავარი მოწმე მისი ნათესავია. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაასაჯაროვა.

    კუპრავას მტკიცებით, ნინო გიორგობიანმა საგამოძიებო ორგანოს პირდაპირ მიუთითა, რომ იაკობ ბრეგვაძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს.