Category: ახალი ამბები

  • მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

    მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.

    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

    „უკვე ერთ საათზე მეტია რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში,” – განაცხადა გორგოძემ.

    ამასთან, სოფო გორგოძის თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში ამ დროისთვის ტეპერატურამ 30 გრადუსს უკვე მიაღწია და ჩაირთო კონდინციონერები, შესაბამისად, აბიტურენტებმაც გაიკეთს პირბადეები.

  • მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალაგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ.სამძებრო სამუშაოებში იმერეთის 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწარფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი, და სპეც ტექნიკაა ჩართული, ასევე სამუშაობში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს,  რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

  • სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

    სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

    სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებემ, გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 953 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 2-ით გაიზარდა და 830 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 192 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

    რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

    რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

    ერთ-ერთი ვერსიით შუახნის მამაკაცი ოკუპირებული გალიდან სოფელ ფიჩორის გავლით, განმუხურში გადაპარვას  ცდილობდა, რა დროსაც ის ოკუპანტებმა შეამჩნიეს და უკან დაბრუნება მოსთხოვეს. მამაკაცი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, რა დროსაც მას ესროლეს.

    დაჭრილს ოპერაცია სამი საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმის თქმით, მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიყენებული აქვს მარცხენა ფეხის ბარძაყზე. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

    ფაქტზე საქმე ქართველმა სამართალდამცავებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღძრეს, თუმცა ოკუპაციის გამო დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩაატარებენ.

  • შაქარაშვილის საქმის დაზარალებულთა ნაწილს დაზიანებები სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს. ვინ არის ცაცია თავდამსხმელებს შორის

    შაქარაშვილის საქმის დაზარალებულთა ნაწილს დაზიანებები სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს. ვინ არის ცაცია თავდამსხმელებს შორის

    შაქარაშვილის საქმის დაზარალებულების ნაწილს ზიანი სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული. გიორგი ქათამაძეს სამივე დარტყმა სახის და კისრის არეში მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული; კონსტანტინე ღიბრაძეს, რომელმაც ბლაგვი საგნის მოქნევისას გაწევა მოასწრო, დაზიანება აქვს მარჯვენა ფეხზე; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმიდან კი ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს სახის მარჯვენა მხარეს აქვს ნახეთქი ჭრილობა – ამ თემაზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.

    ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ დაზიანებები მათ ცაცია ადამიანის მიერ აქვთ მიყენებული და ბლაგვი საგანი, რომელზეც დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე საუბრობდა, მას აქვს ხელში.

    გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ეს ვერსია უსაფუძვლო არ არის.

    “გეთანხმებით, არ არის უსაფუძვლო მოსაზრება და გიდასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ იმ ხალხის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ იგივე, რაც განხორციელდა ამ ბიჭების მიმართ, ხომ არ განხორციელდა გიორგის მიმართაც. გეთანხმებით, სწორს იძახით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

    ნიკა გვარამიას თქმით, ეს დაზიანებები მიყენებულია პირისპირ ურთიერთობის დროს.

    ერთ-ერთი დაკავებული მორაგბის მწვრთნელი ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის, ცაციაა თუ არა ეს კონკრეტული მორაგბე, რადგან რაგბის თამაშის დროს ეს მომენტი საყურადღებო არ არის, თუ რაგბისტი კონკრეტულ პოზიციებზე არ თამაშობს.

    მორაგბეებთან გაგნიძესა და მახარაძესთან დაკავშირებით კი დაზუსტებული ინფორმაცია “მთავარმა არხმა” ვერ მოიპოვა. ეს ორი მორაგბე კლუბ “ასკანელების” მწვრთნელია, საიდანაც ცნობების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ “ასკანელებს” აფინანსებს ალკოჰოლური სასმელების კომპანია “ასკანელი ძმები”, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებული კომპანიაა.

    კლუბი “ასკანელები” არ არის რაგბის ფედერაციის წევრი, მას არც ეტაპზე არ ჰყავს გუნდი, საფესტივალო დონეზეც კი. არხის ჟურნალისტი დავით ერაძე ამბობს, რომ ეს კლუბი არ არის განკუთვნილი რაგბის თამაშისთვის და საინფორმაციო სივრცეში იძებნება მხოლოდ მათი ერთ დღეს გადაღებული ფოტოსურათები.

    “მთავარმა არხმა” მოიპოვა ერთ-ერთი დაკავებულის, “ასკანელების” მწვრთნელის არჩილ გაგნიძის მონაწილეობით ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მას მარცხენა ხელით უჭირავს ტელეფონი და ასევე რაგბის ბურთი.    

    ტელეფონის დეტალური ამონაწერებიდან ირკვევა, რომ მორაგბე მახარაძის ტელეფონი 19 ივნისის 23:15 საათიდან 20 ივნისის დილის 8:00 საათამდე ნახალოვკაშია და მისი ტელეფონიდან გაგნიძის ნომერზე განხორციელებულია 18 ზარი.

    ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” ასევე ისაუბრა ბერა ივანიშვილის მეგობრის ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწრო” შესახებ. “მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, იგი ნახალოვკაში იმყოფებოდა, როდესაც იქ შეურაცხყოფილი უბნელების დასაცავად მცხეთაში ასვლა იგეგმებოდა.

    ბილანიშვილი, ნიკა გვარამიას თქმით, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ქსელის ერთერთი ნაწილია. ქსელის სათავეში დგას ივანიშვილების ოჯახი, შემდეგი რგოლი მისი თქმით, არის შსს, სუს-ი და თბილისის მერი კახი კალაძე, სწორედ მათ შემდეგ რგოლში გვხვდება “კაწროს” სახელი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არავის დაუკითხავს და არც მისი სატელეფონო კავშირების მონაცემები ამოუღია.

  • რად გვინდა ქართველ ერს ეგეთი სახარება, ბიძინაზე რომ არაფერი წერია? – ბასილ კობახიძე ჯაღმაიძეს

    თეოლოგი ბასილ კობახიძე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ სახარებაში არ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა.

    ბასილ კობახიძე ჯაღმაიძეს ეკითხება, რად უნდა ქართველს ერს ისეთი სახარება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილზე არაფერი წერია. თეოლოგი აღნიშნავს, რომ როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი თავის სახარებას გამოსცემს, ის ბიძინა ივანიშვილით იქნება სავსე.

    “დღეს დეკანოზმა ჯაღმაიძემ თქვა სახარებაში ბიძინაზე არაფერი წერიაო. აი გაუნათლებლობის ზეიმი, ბიძინაზე არ წერიაო, იქნება არც ილიამეორეზე წერია სახარებაში პატივცემულო მამაო? იქნებ ერთხელ მაინც წაიკითხოთ სახარება! და რომც არაფერი ეწეროს ბიძინაზე სახარებაში, მაშინ რად გვინდა ქართველ ერს ეგეთი სახარება? როდის გამოსცემს ლაშაი იგი ნაცვლიშვილი თავის უკვე დაწერილ სახარებას? აი ეგ კი ნაღდი სახარება იქნება, სავსე ბიძინათი ყელამდე”,– წერს ბასილ კობახიძე.

    ანდრია ჯაღმაიძე ტვ პირველს კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე, პასუხობს: “მე საიდან უნდა ვიცოდე?! ძალიან უტაქტო იქნება ჩემი აზრი აქ ვთქვა. ან ისე, ან ასე. რას ნიშნავს ჩემი აზრი. რაღაცა საფუძველი ხო უნდა გქონდეს. ეგ არ წერია სახარებაში, არ იმ წიგნებში, რომელსაც მე ვკითხულობ. ვხედავ ინფორმაციას, რომელიც ერთმანეთს სრულიად ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება მე ახლა ამაზე რაიმე აზრი ვთქვა”,– განაცხადა დეკანოზმა.

  • ოზურგეთში გატაცებასა და ცემაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

    ოზურგეთში გატაცებასა და ცემაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

    ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა.

    ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან.

    დაკავებულიდან ერთ-ერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ვიცეჩემპიონი იური ლომაძეა, ასევე მისი ძმა ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი. მათ მოქალაქე იძულებით გაიტაცეს ოზურგეთის რაიონის, სოფელ ბოხვაურში და მიტოვებულ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სპორტსმენების ახლობლის შეყვარებულია, ძალადობის მიზანი კი შურისძიება იყო.

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს, როცა ლომჯარია ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი – ჯაღმაიძე

    ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს, როცა ლომჯარია ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სიტყვებს იხსენებს.  მისი თქმით, როცა ომბუდსმენი ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი, ასეთ ტრაგედიებს ვერ ავცდებით.

    “როდესაც ჩვენ სახალხო დამცველისაგან გვესმის სიტყვები, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი, როდესაც მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ნარკოტიკების მიღება არის თავისუფლების აქტი და ევროპიზაცია, ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს”, – ამბობს დეკანოზი ტვ პირველის ეთერში.

    მისივე თქმით, ასეთ ტრაგედიების პრევენციისთვის ეკლესიის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა “უკვე 10–12 წელია სკოლებში შესვლა ეკრძალება სასულიერო პირს იმისათვის, რომ მოსწავლეებთან შეძლოს მსგავს თემებზე საუბარი”.

    დეკანოზი აღნიშნავს, რომ პრევენცია იქნებოდა, თუ შაქარაშვილი არ დაიღუპებოდა და ბრალდებულ ახალგაზრდებს “ცხოვრება არ გაფუჭებოდათ, რომლებიც ციხეში უნდა წავიდნენ ამ დანაშაულის გამო”. ხოლო, როდესაც “უკვე დაღუპულია ახალგაზრდა ადამიანი და სხვები შარში არიან, ამ საქმეს აღარ შველის პრევენციული ზომები”.

     

  • როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები – ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა

    როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები – ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა

    ერთიანი ეროვნული, საგრანტო და საერთო სამაგისტრო გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

    ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცდების ჩატარების განახლებული რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტი ეხება აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობებს, ცენტრის პერსონალის ვალდებულებებსა და გამოცდაზე ქცევის წესებს.

    თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:
    • თუ გამოსაცდელს 37С ან 37С -ზე მეტი ტემპერატურა აქვს, 15 წუთში უნდა გადაუმოწმონ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5С-მდე (37.4С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
    • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ის დაჯდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
    • თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხს წყვეტს ექიმი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აქვს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
    • იმ შემთხვევაში, თუ 37С-დან 37.4С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელს განათავსებენ ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
    • 37.5С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელს განათავსებენ ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
    • ტემპერატურის 37.5С -ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
    • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
    • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელს დასვამენ სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე, რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.
    ცენტრის პერსონალის ვალდებულებები:
    • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
    • სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
    • სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
    • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
    • გამოიყენეთ 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
    • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება. გამოსაცდელთა ვალდებულებები:
    • საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
    საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი:
    • სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
    • საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
    • სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
    • საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას;
    • 37C-ზე მეტი სხეულის ტემპერატურის შემთხვევაში (მიუხედავად PCR ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).
    • მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
    • მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია;
    • დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.
    ძირითადი რეკომენდაციები:
    • გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაიცავით წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც უნდა უზრუნველყოთ:
    • ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება;
    • აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა (უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ 2 მ-ის დაცვით);
    • რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენება.
    გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით:
    • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მეთვალყურეთა და აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში იმოქმედეთ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად (იხ. თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები).
    • მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
    • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
    • რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის გამოყავით სარეზერვო სექტორი;
    • ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
    • არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);
    • განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში; o ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;
    • უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისათვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
    • მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;
    • სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
    • სამუშაო ადგილებზე დადგით ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
    • გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
    • გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით;
    • სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
    • თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია 60-70 %-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს (მაგ., ხელის სანიტაიზერი, რომელიც სპირტის გარდა გლიცერინს შეიცავს, ამ მიზნისათვის არ გამოდგება);
    • გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები (გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა) საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით (საყურადღებოა, რომ პერსონალმა ნიღაბი უნდა გამოიცვალოს და ხელები დაიმუშაოს შესაბამისი პერიოდულობით).
    საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:
    • სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;
    • სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;
    • მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.
    • მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:
    • უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
    • გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:
    • სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;
    • განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; კონდიცირება დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე. შენიშვნა: პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.
    • გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 С-ს.
    • კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი;
    • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სივრცეში მყოფი პირებისკენ;
    • კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია ფანჯრების ღიად დატოვება, აღნიშნული ხელს უწყობს საგამოცდო სივრცეში ჰაერის გარედან შემოდინებას და ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებას.
    • უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:
    • ყოველი სესიის დასრულების შემდეგ მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).
    • საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:
    • ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.
    საგამოცდო ცენტრის დალაგება:
    • საგამოცდო ცენტრი დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;
    • გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
    • სესიის დაწყების წინ საგამოცდო ცენტრი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
    • დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
    • მაგიდების გამჭვირვალე ბარიერები და სხვა მცირე ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარში (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი ხსნარი) დასველებული ჩვრით ან შესაბამისი დანიშნულების ერთჯერადი ხელსახოცით;
    • იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;
    • საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
    • აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
    საგამოცდო ცენტრის სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
    • სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, აუცილებელია დადგენილი წესით ყოველი სესიის წინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (სესიის მიმდინარეობის პერიოდში) და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;
    • საპირფარეშოს დალაგება აუცილებელია სველი წესით და სარეცხი საშუალებებით წმენდის შემდგომი დეზინფექციით სათანადო წესით;
    დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია:

    თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მიიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან, ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);

      • ნიღაბი;
      • ერთჯერადი ხალათი;
      • სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
      • თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი)