Category: ახალი ამბები

  • ხვალ ტემპერატურამ შესაძლოა 40-42 გრადუსს მიაღწიოს

    ხვალ ტემპერატურამ შესაძლოა 40-42 გრადუსს მიაღწიოს

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძის განცხადებით, 7 ივლისს ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე მაქსიმალური ტემპერატურა +42 გრადუსი დაფიქსირდება.

    „მაღალი ტემპერატურისა და ბოლო დღეებში არსებული მშრალი ამინდის ფონზე საქართველოს მთიან ზონაში არსებობს ხანძრის წარმოქმნის მაღალი საშიშროება“, – აფრთხილებს მოსახლეობას მეტეოროლოგი და მოქალაქეებს მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად. გაუფრთხილდნენ გარემოს.

    მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა.სანაპირო კურორტებზე კი +33, +35 – შეგრძნების ინდექსი (Heat index) +40დასავლეთ საქართველოს დაბლობში +40, +42 აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +37, +39.

     

  • დღეიდან დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც

    დღეიდან დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა და დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.

    საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

  • რეისები ევროპიდან, რომელთა შესრულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ივლისში იგეგმება

    რეისები ევროპიდან, რომელთა შესრულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ივლისში იგეგმება

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

    რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

    13 ივლისი – ვარშავა,

    15 ივლისი – ბარსელონა,

    17 ივლისი – რომი,

    22 ივლისი – პარიზი,

    28 ივლისი – ათენი.

    მთავრობის გადაწყვეტილებით რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

    საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

    პრემიერის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.

    შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები.

  • საია-მ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

    საია-მ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

    ბაჩანა შენგელია იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც სოციალურ  ქსელებში გავრცელებული თითქოსდა პოლიტიკურად მოტივირებული ფეისბუქ პოსტის გამო  იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ  დისციპლინური დევნა დაიწყო.

    “ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის პირად ფეისბუქ გვერდზე აკრძალულია. აღნიშნული ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69-ე ბრძანება შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებით არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც. ამის გამო საია ითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

    ბაჩანა შენგელიას მიჩნია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს და ამის იმედი აქვს, ეს პრეცედენტული საქმე გახდება. ამ გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ ამ ქვეყანაში არც ერთ საჯარო დაწესებულებას არ ექნება უფლება, ადამიანის წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინური დევნა.

    სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა. მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს, მალე გახდება ცნობილი.

    შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა მისი ფეისბუქზე აქტიურობის გამო შეუზღუდა.

  • შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის

    მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

    მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

    საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

    მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას.

    “საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას. ამასთან, დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც. საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

    გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი.

    აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.

    შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები და კლინიკების რესურსები. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

  • ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს – ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიაზე

    ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს – ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიაზე

    “ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს “- “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, არასამთავრობი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელს ბაია პატარაიას პასუხობს.

    “ამ ქალს ბოლოს საკუთარი არარეალიზებული ეგო გაგუდავს მიშა სააკაშვილის “მემემემემე” -ს ვთვლი კომიკურად. ოღონდ, ის იმაზე მაინც ყვირის მე-ს რაც გუნდთან ერთად გააკეთა და აღმაშენებლობას იჩემებს.ეს მკვლელობას აბრალებს ჟურნალისტებს იმიტომ რომ “დიად ბაიას” არ დაუჯერეს.გუშინ ვიღაც კვოტა ფემინისტი მომახტა, სანამ მახსენებ, პირი გამოირეცხეო.ამ ხალხს ობიექტური ვითარება კი არ აწუხებთ – თვითონ, თავისთვის უნდათ კრიტიკის მიღმა მდგომი პატრიარქობაც და “ტოქსიკური მასკულინობაც” და უბრალოდ მაგას ებღაუჭებიან კომიკურად.პირველყოფილ თემურ წყობილებაში არიან.მემემემემემეემემემემემემემეამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს, ხმა არ ამოიღო.
    ახლა დგას და უდანაშაულო ხალხს ტენის მკვლელობას.
    ეს თავხედი ჰიპოკრიტი ვის რა უნდა ასწავლოს ამ ჩლუნგმა” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

    ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში, სურამში ქმრის მიერ მოკლულ ცოლის ამბავს გამოეხმაურა და წერს, რომ ” გითხარით მე, არასწორად გაშუქებული წინა შემთხვევის გამო ისევ მალევე იქნება მეორე ფემიციდი თქო და არავინ დამიჯრეა… აი რაღა ვქნა , რომ ჟურნალისტებს ფემიციდის გაშუქება ვასწავლო?!  რანაირად  გამოვგლიჯო პირიდან მორიგი სენსაცია?!”- წერს ბაია პატარაია.

  • იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა – ტატიაშვილის ადვოკატი

    იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა – ტატიაშვილის ადვოკატი

    ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას, – ამის შესახებ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული „მერსედესის“ მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

    „ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ცალსახად ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული, სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ჩემი შეხედულებით ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ვინც ზოგადად დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, კვალი დაეფარათ, მაგრამ მე აქ იმ კუთხით არ ვგულისხმობ, რომ ესენი იყვნენ დავუშვათ, სამართალდამცავები, ან ვინმე მსგავსი. მე ამ ეტაპზე ამას საერთოდ გამოვრიცხავ. ცალსახად ჩანთის დადების ნაწილთანაც ვაკავშირებ ამ კვალის დაფარვას, რადგან თუ ეს ჩანთა ზოგადად დადებულია და მე ვფიქრობ, რომ დადებულია, ეს აშკარად არის გაკეთებული უნიჭოდ, რადგან ჩვენ თუ ვამჩნევთ იმას, რომ ეს კითხვისნიშნები არის, შესასბამისად, აშკარად არაპროფესიონალის ნამუშევარია ეს, თუ მართლა ნამუშევარია“, – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

  • 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში – ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი – გოცირიძე

    10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში – ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი – გოცირიძე

    “ნაციონალური მოძრაობა” რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არ არის? ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში? – “ქართული ოცნება” ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვის ამას,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას აღნიშნა. როგორც მან აღნიშნა, “რევოლუციის მოლანდებებში” 8 წელი გაილია და ამის არავის სჯერა.

    “ქართული ოცნება” ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვიან ამას – ეს ხომ ახალი არ არის და “ნაციონალური მოძრაობა” რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ იცის “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში და მეორე 10 000 კიდევ სხვაგან. ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი. ეს არავის სჯერა. რევოლუცია არჩევნებში გამარჯვება იქნება. 8-წლიანი წარუმატებელი და დამნაშავე რეჟიმი შეიცვლება. თუ ამაში გულისხმობენ რევოლუციას – დიახ, ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის ტოლფასი იქნება, რადგან ჩამოშლილი და დამყაყებული ქვეყანის შემოქმედი თუ ისტორიის სანაგვეზე წავა, დიახ, ეს არის რევოლუციის ტოლფასი. დიახ, ჩვენ ვაპირებთ რევოლუციურ ნაბიჯებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,”- განაცხადა გოცირიძემ.

    შეგახსენებთ, რომ „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი გიგაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“და მისი კლასტერი“ რევოლუციისთვის ემზადება, რის საშუალებასაც მათ „ქართული მარში“ არ მისცემს.

  • რას უნდა მოვაწეროთ ხელი – 25 მეტრში ამომრჩეველზე ძალადობა არ უნდა მოხდეს და 26 მეტრიდან შეიძლება?- გოცირიძე

    მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

    „კოდექსში კვლავ დარჩა მოსყიდვის, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობები, „შავი ფული“. რაც შეეხება ე.წ. 25 – მეტრიან რადიუსს, ეს არის ცინიკური ჩანაწერი, სადაც არის ნორმა, რომ 25 – მეტრიან რადიუსში ფიზიკურად არ შეიძლება შეეხოს ვიღაც ამომრჩეველს, მაშინ 80 მეტრის მანძილზე შეუძლია ამომრჩეველი გააჩეროს კრიმინალმა ან კოორდინატორმა? უაზრო ჩანაწერია. მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა. რას უნდა მოვაწეროთ ხელი – 25 მეტრში ამომრჩეველზე ძალადობა არ უნდა მოხდეს და 26 მეტრიდან შეიძლება? ეს ხომ სისულელეა. ასეთი არასერიოზული განცხადებებით რატომ გამოდიან, მიკვირს. კიდევ ერთხელ დასაცინი ხდებიან,”- განაცხადა გოცირიძემ.

    შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.