Category: ახალი ამბები

  • 9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს

    9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს

    9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.ხელვაჩაურში დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა

  • სოფელ ერგეტაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

    სოფელ ერგეტაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

    60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაიწვა. შემთხვევას გადაურჩა გარდაცვლილის დედა, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა.

  • აშშ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს აჩერებს

    აშშ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს აჩერებს

    ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების – 132 მილიონი დოლარის ნაწილს ყინავს და მანამდე არ გადმოსცემს საქართველოს, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მიაწვდის კონგრესის კომიტეტებს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს “დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად,  კორუფციის დასამარცხებლად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონების და რეგულაციების მისაღებად, კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად კერძო სექტორში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მათ შორის უცხოური ბიზნესების უფლებების დასაცავად, რათა მათ იმუშაონ შევიწროების გარეშე და სრულად შეძლონ კომერციული და ფინანსური ბენეფიტების მიღება საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებიდან.“

    შესაბამის დოკუმენტს ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი აქვეყნებს და წერს, რომ „ივანიშვილის რეჟიმი, ძალიან ძვირი უჯდება თითოეულ ჩვენთაგანს“.

    დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაყინვა არ ეხება დახმარების იმ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, ან გენდერული ძალადობის და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის დასახმარებლად.

     

  • ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის 29 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა

    ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის 29 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა

    ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29 მილიონ ლარიანი ტენდერი შეწყდა – კომისიის ოქმიდან ირკვევა, რომ მიზეზი კონკურენტული გარემოს შექმნა და შესასყიდი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა.

    ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში კი აცხადებენ, რომ ტენდერი უკვე მეორედ, სწორედ კორუფციული გარიგებების შედეგად შეწყდა. მათი აზრით, თბილისის მერია ეძებს მისთვის სასურველ შემსყიდველ კომპანიას, რომელსაც გაამარჯვებინებს.

    საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა აქ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვქონდეს, რადგან დედაქალაქს 21-ე საუკუნეში არ სჭირდება სამარშრუტო ტაქსები.

  • საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 838 გახდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • “ვიღაც შეეცადა ხელოვნური სუნთქვა გაეკეთებინა შაქარაშვილისთვის“ – ძიუდოისტის ადვოკატი

    “ვიღაც შეეცადა ხელოვნური სუნთქვა გაეკეთებინა შაქარაშვილისთვის“ – ძიუდოისტის ადვოკატი

    მოკლეს, ცხედარი დამალეს და არაგვში ორი დღის შემდეგ გადააგდეს – რამდენად რეალურია ეს ვერსია? დაკავებული ძიუდოისტის გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ ფეხბურთელი მოკლულია და შემდეგაა მდინარეში ჩაგდებული. გიორგი ყიფშიძეს ამის თქმის საფუძველს გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები და ფოტო მასალა აძლევს.

    ადვოკატი გარდაცვლილის გულ-მკერდის არეში არსებულ დაზიანებებზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ  გულის გაჩერების შემდეგ მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს.

    “24 საათის განმავლობაში, როგორც წესი, მსგავსი წყლიდან, უნდა ამოტივტივებულიყო, თუმცა 4 დღე ეძებეს და ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ 4 დღე წყალში არ იყო. სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს ცოდნოდა სად იყო მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვი გაგვიჩნდა, მაგალითად, მკერდზე რაღაც ზეწოლის კვალი ჩანდა, ამაზე ექსპერტიც საუბრობს, ვიღაც შეეცადა გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა პირდაპირი გულის, ამ დროსაც დაზიანება ხდება გულმკერდის, შეიძლება გემატომური რაღაც გამოიწვიოს, როცა ფიზიკურად ძლიერია დამიანი ამას ახორციელებს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე. 

    მისი თქმით, გამოძიება თავიდანვე ძალიან არაპროფესიონალურად არის დაწყებული.

     

  • თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას – ცხინვალის საგარეო უწყება

    თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას – ცხინვალის საგარეო უწყება

    “თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას “- ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „საზღვრის პერიმეტრზე“ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ გაძლიერებულ ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთებას გამოხატავს.

    „შეიარაღების მარაგების ზრდა, საქართველოს ხელისუფლების აგრესიული მასობრივი რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მისამართით, საზღვრისპირა ტერიტორიებზე მუდმივი პროვოკაციები, უკანონო საპოლიციო პოსტების განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას“ – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

    ე.წ. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, დაგმონ „საქართველოს საშიში კურსი მილიტარიზებული ზონების შექმნასთან“ დაკავშირებით.

    „საქართველო-სამხრეთ ისეთის საზღვრის პერიმეტრზე“, ასევე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ყურადღება მიაქციონ „ ე.წ. საზღვრისპირა ზონებში დაძაბულობის ზრდასა და მნიშვნელოვანი ერთობლივი დებულებების საქართველოს მიერ იგნორირებას, რომლებიც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისადმი“.

  • ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია

    ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია

    ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს

    “მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია, გადამწვარია იქაურობა, რა თქმა უნდა, ესეც კითხვის ნიშანს აჩენს. არ ვიცი, სამომავლოდ შეიძლება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასჭირდეს, შეიძლება კვალის მოძებნა დასჭირდეს და იქ, სადაც უკვე გადამწვარი, არ რა უნდა გააკეთოს? წარმოდგენა არ მაქვს ვინმემ შეგნებულად დაწვა თუ შემთხვევით დაიწვა”, – განაცხადა გელხაურმა ჟურნალისტებთან.

  • ცალსახად არ უნდა გავიგოთ, რომ რახან 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეგვიყვანეს ყველასთან საზღვრები გავხსნათ – ცერცვაძე

    ცალსახად არ უნდა გავიგოთ, რომ რახან 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეგვიყვანეს ყველასთან საზღვრები გავხსნათ – ცერცვაძე

    ზოგიერთი თვლის, რომ რადგან ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერები არ ვართ, თუკი ვინმე მოისურვებს, რომ ჩვენთან გახსნას საზღვრები და აღადგინოს ბიზნესი, ყველას უნდა გავუღოთ კარი, ეს ასე არ არის , – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, გასათვალისწინებელია არამხოლოდ ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ რამდენად უსაფრთხოა ის ქვეყანა, რომელთანაც საზღვრები უნდა გაიხსნას.

    ,,მსოფლიოში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს. იცით, რომ საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებლით ევროპაში საუკეთესოა, მას ჰყავს ყველაზე ნაკლები კოვიდინფიცირებული 1 მილიონზე გადაანგარიშებით და ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. საქართველო მსოფლიოში 123-ე ადგილზეა ახალი შემთხვევების მხრივ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაცია გვაქვს. ამის შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ზონაში და მიეცა რეკომენდაცია საქართველოსთან გახსნან მიმოსვლა და საზღვრები. თუმცა, ეს ცალსახად არ უნდა გავიგოთ, რადგან 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეგვიყვანეს, ყველასთან საზღვრები გავხსნათ, უნდა ხდებოდეს ინდივიდუალური მოლაპარაკება. გასათვალისწინებელია, არამხოლოდ ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ რამდენად უსაფრთხოა ის ქვეყანა, რომელთანაც უნდა გავხსნათ საზღვრები.

    ზოგიერთი თვლის, რომ რადგან ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერები არ ვართ თუკი ვინმე მოისურვებს, რომ ჩვენთან გახსნას საზღვრები და აღადგინოს ბიზნესი ყველას უნდა გავუღოთ კარი, ეს ასე არ არის. კარის გაღების დროს უპირველეს ყოვლისა უნდა ვისარგებლოთ საქართველოს ინტერესებით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამას სჭირდება შენარჩუნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

  • ხანძარი სვანეთში – მესტიაში დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს

    ხანძარი სვანეთში – მესტიაში დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს

    მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

    დღის მეორე ნახევარში ადგილზე გაძლიერდა ქარი, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და რელიეფი. შესაბამისად, ადგილზე მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება. სვანეთში მიემგზავრება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე იმუშავებს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 – 10 ტონიანი ტყალმზიდი.

    სულ პროცესში ჩაერთვება 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.