Category: ახალი ამბები

  • ხელოვნურად ხდება ფაქტების დაფარვა – მირიან ნიკოლაძე

    ხელოვნურად ხდება ფაქტების დაფარვა – მირიან ნიკოლაძე

    “ხელოვნურად ხდება ფაქტების დაფარვა “- გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე დაზარალებულებდა და ბრალდებულებს გამოძიებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება.

    “ვგულისხმობ გიორგის მიმართ გამოდევნების ბოლო ეტაპს, სადაც ფიგურირებენ “ტოიოტა ქამრიდან” გადმოსული 6 ადამიანი და პლიუს ამას, იცით, რომ დაზარალებულებიც არიან. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ აქ ხელოვნურად ხდება რაღაცების დაფარვა და გამოძიებისთვის არასწორი ჩვენებების მიცემა… მე მათ ვაძლევ გარანტიას, რომ მოვიკლავ თავს დანარჩენი მტკიცებულებების შეგროვებისთვის, რომ შემდგომში სიმართლე არ დაიკარგოს,” – განმარტა ნიკოლაძემ.

  • ქვეყანაში დიქტატურა კანონდება – ზაალ უდუმაშვილი

    ქვეყანაში დიქტატურა კანონდება – ზაალ უდუმაშვილი

    ქვეყანაში დიქტატურა კანონდება – ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    მისი  თქმით, აღნიშნული ცვლილებები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს. მათ შეეძლებათ სასამართლოს გარეშე თავიანთი მმართველის დანიშვნა ნებისმიერ მედიასაშუალებაში და ეს მმართველებიც შეუზღუდავი ძალაუფლებით ისარგებლებენ.

    “ის ცვლილებები, რომლებიც გუშინ დარეგისტრირდა პარლამენტში, სხვა არაფერია, თუ დიქტატურის დაკანონება… ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია და ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატორის მეთოდები, ახლა, როდესაც ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია, დუმილი არის დანაშაული,” – განაცხადა უდუმაშვილმა. 

  • ასობით მეცნიერი კორონავირუსის ჰაერიდან გადადებაზე საუბრობს და ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

    ასობით მეცნიერი კორონავირუსის ჰაერიდან გადადებაზე საუბრობს და ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

    ასობით მეცნიერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

    ჯანმო-ს განცხადებით, კოვიდ-19, ძირითადად, ერთი ადამიანიდან მეორეზე დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს ცხვირიდან ან პირიდან გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით – ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.

    ორგანიზაციისთვის გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნის 239 მეცნიერი აწერს ხელს, დასახელებულია მტკიცებულებები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსის გადადება ჰაერიდანაა შესაძლებელი მცირე ზომის წვეთების ჰაერში არსებობის გარეშე.

    მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხდება ვირუსის გავრცელება, დახველების, დაცემინების, საუბრის დროს გამოყოფილი წვეთების, თუ ჰაერში გავრცელებული გაცილებით მცირე და მსუბუქი ნაწილაკების შესუნთქვით, მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ჰაერით ვრცელდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ვირუსი ჰაერით ვრცელდება, არ არის დამაჯერებელი.

    “განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ჰაერით გადაცემა შესაძლოდ მიგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული მყარი ან თუნდაც ნათელი მტკიცებულებებით,“ უთხრა „ნიუ-იორკ ტაიმს“ ჯანმოს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ხელმძღვანელმა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • 1.8 მილიონზე მეტი ლარი ე.წ. “აჯანყებული დეპუტატებისთვის“

    1.8 მილიონზე მეტი ლარი ე.წ. “აჯანყებული დეპუტატებისთვის“

    ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს ინფორმაციას, რა დაუჯდა ბიუჯეტს პარლამენტის უმრავლესობის წევრი 37 მაჟორიტარი, რომლებიც ე.წ. ამბოხებული დეპუტატების სახელით არიან ცნობილი.

    2019 წლის ზაფხულში, მასშტაბური სამოქალაქო პროტესტისა და პროპორციული სისტემის მოთხოვნის ფონზე გასცა საარჩევნო მოდელის ცვლილების დაპირება. ამ დაპირებას მაშინვე მხარი დაუჭირეს მაჟორიტარმა დეპუტატებმაც.

    თუმცა, 2019 წლის შემოდგომაზე პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ. ამ მოვლენას “მაჟორიტარების ჯანყი” დაერქვა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ირონიულ შინაარს ატარებდა. პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორებისთვის არ იყო დამაჯერებელი მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობა მათ პარტიასთან და პარტიის ხელმძღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან.

    6 თვის შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატებმა კვლავ შეიცვალეს აზრი და ამჯერად მხარი დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტში ასეთი 37 დეპუტატია:

    ენზელ მკოიანი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი დაჩი ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, ცოტნე ზურაბიანი, ედიშერ თოლორაია, შალვა კიკანველიძე, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ლურსმანაშვილი, სამველ მანუკიანი, იოსებ მაკრახიძე, გურამ მაჭარაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი, დიმიტრი მხეიძე, პაატა მხეიძე, თამაზ ნავერიანი, რუსლან პოღოსიანი, დავით სონღულაშცილი, მერაბ ქვარაია, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, ირაკლი ხახუბია, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე.

    ამ დეპუტატებს ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარზე მეტი გადავუხადეთ. დაახლოებით ამ თანხის გადახდა გვიწევს ყოველწლიურად ამ დეპუტატებისთვის ხელფასის სახით.

    2019-ის ზაფხულში მათ მხარი დაუჭირეს საარჩევნო სისტემის შეცვლას.

    2019-ის შემოდგომაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის შეცვლას.

     2020-ის გაზაფხულზე კი მათ ისევ დაუჭირეს მხარი საარჩევნო სისტემის შეცვლას.

    “აჯანყებული მაჟორიტარების” უმრავლესობა “მდუმარე დეპუტატები” არიან, რომლებსაც პარლამენტში ერთხელაც არ ჩაურთავთ მიკროფონი.წლების განმავლობაში პარლამენტში სიტყვა არ წარმოუთქვამთ, არ გამოუყენებიათ პოლიტიკური განცხადებების უფლება და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებული დრო, არ დაუსვამთ კითხვა.
    2020 – კონსტიტუციური ცვლილებების კენჭისყრის შედეგები https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/255135?

    2019 – კონსტიტუციური ცვლილებების კენჭისყრის შედეგები – https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/236011?

    https://www.radiotavisupleba.ge/…/%E1%83…/30270988.html

    http://go.on.ge/xx0

  • ეს ნაგავი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია – ანა შაქარაშვილი ვახო ახვლედიანზე

    ეს ნაგავი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია – ანა შაქარაშვილი ვახო ახვლედიანზე

    “ეს ნაგავი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა, შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია ” – გარდაცვლილი გიორგის შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ ახვლედიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.  ანა შაქარაშვილი წერს, რომ გასაჯაროვებულ კადრებში გიორგი შაქარაშვილი ახვლედიანის დაცვას ცდილობს, ხოლო ეს უკანასკნელი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები და შემდეგ ის ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ ასე არ ყოფილა.

    “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს  ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც
    ,, დაზარალებულად ” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ
    თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია “- წერს ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

     

  • რიონში მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

    რიონში მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

    ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს – არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ქუთაისში 4 დღის წინ გაუჩინარებული 38 წლის მამაკაცია. მას მაშველები და თბილისიდან ჩასული მყვინთავები მდინარეში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

    მდინარე რიონში სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცის ნივთები მისმა მეგობრებმა მდინარის პირას იპოვეს.

  • საგანგებო მდგომარეობისას “ოცნების” შემომწირველების კომპანიებმა შესყიდვებით 45 მლნ-ის კონტრაქტები მიიღეს –  TI

    საგანგებო მდგომარეობისას “ოცნების” შემომწირველების კომპანიებმა შესყიდვებით 45 მლნ-ის კონტრაქტები მიიღეს – TI

    საგანგებო მდგომარეობის დროს “ქართული ოცნების” შემომწირველების კომპანიებმა შესყიდვებით 45 მლნ-ის კონტრაქტები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ” საერთაშორისო გამჭვრივალობა- საქართველო” ავრცელებს. ართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში სულ მცირე 45 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს. საგანგებო მდგომარეობის დროს სულ 557 მილიონი ლარის ღირებულების 1 495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

    კვლევის ფარგლებში შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:

    საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა

     ყველაზე მეტი – 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა

    საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა

    „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს

    კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე  დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.

    • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც.
    • ყველაზე მეტი – 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა.
    • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს.
    • სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის:
    • შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული
    • შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული.
    • პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.
    • შპს „ეი-ბი ემ“-მა 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული.
    • შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა.
    • შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული
    • კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.
    • გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა: ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე- 24.4 მლნ ლარი; სასტუმროების მომსახურების შეძენაზე – 23.6 მლნ ლარი; ტრანსპორტის შეკეთებაზე დ სათადარიგო ნაწილებზე – 17.9 მლნ ლარი.
    • მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს.
  • თუ დადგინდა განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება – შაქარაშვილის ბიძა

    თუ დადგინდა განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება – შაქარაშვილის ბიძა

    თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.
    „გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმედღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა.

    ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდი მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“.

    შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.

    რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი „სკანდალის“ იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებელიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პერსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.

    ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე – რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!

    ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: “რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგელობის გამოო”, რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა-გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება!

    უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცავს, მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემს გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი არ მაინტერესებს!“, – წერს ნიკოლაძე.

  • ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ – ბოკერია

    ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ – ბოკერია

    “ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ”- „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, უაღრესად საგანგაშო სიგნალია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ზიანის მიყენებას აგრძელებს.

    „ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს ივანიშვილის გუნდი და მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას მის შიგნითა და გარეთ. იმის მაგივრად, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს ჩვენი მოქალაქეებისთვის წნეხი დაეწია, როცა ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები, რომ შანსი მიეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სიღარიბეში არ გადავარდნილიყვნენ, არ გაკოტრებულიყო ბიზნესები და შემოსავალი დრამატულად არ შემცირებულიყო და კონკურენციაში ვყოფილიყავით, ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის პირდაპირი ზიანის მომტანია. იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გაჭირვების დროს ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას შეერთებულ შტატებთან და ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით დახმარებას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ, შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი. დღეს ივანიშვილის ნაბიჯებით შეშფოთება ღრმაა, რომელსაც ის დგამს ჩვენს ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“,-განაცხადა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

  • ტყუილია, რომ გიორგობიანმა შკოდას ფირმის მანქანა ბრეგვაძის წამოსაყვანად გააგზავნა – ბორცვაძე

    ტყუილია, რომ გიორგობიანმა შკოდას ფირმის მანქანა ბრეგვაძის წამოსაყვანად გააგზავნა – ბორცვაძე

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში „შკოდას“ ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, ტყუილია.

    ბორცვაძის თქმით, გავრცელებულ ვიდეოში ავტომობილი არა „შკოდას“, არამედ „ტოიოტა პრიუსის“ მარკისაა და ტაქსია, რომლის მძღოლი დაკითხულია.

    „რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები, სადაც ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილი და არის ტაქსი. დადაგენილია ამ ტაქსის მძღოლი და დაკითხული. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ „შკოდას“ ფირმის ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. გელაშვილი იმ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, მის საცხოვრებელ სახლში და ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.